📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მამასა უყუარს ძჱ და ყოველივე მოსცა ჴელთა მისთა. რომელსა ჰრწმენეს ძჱ, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო რომელი ურწმუნო იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა“ (3,35-36).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთილ არს კაცისა, რაჲთა არა ყოველსავე ერთბამად ისწრაფდეს ქმნად, არამედ მცირედ-მცირედ აღასრულებდეს საქმესა თჳსსა. რამეთუ ესრეთ იქმნების სწავლაჲ ჴელოვნებათაჲ, ესრეთ აღე-შენებიან ქალაქნი და ტაძარნი, ესრეთ ჰგიეს ყოველივე ცხორებაჲ კაც-თაჲ. და არა ჴორციელი ოდენ, არამედ სულიერიცა საქმჱ ესრეთ სრულ იქმნების, რამეთუ ესრეთ მცირედ-მცირედ სწავლითა განერნეს ჰურიანი კერპთმსახურებისაგან, ეგრეთვე კუალად მოციქულთა მცირედ-მცირედ მოზიდვითა მოაქცინეს წარმართნი, ეგრეთვე ქრისტე იქმოდა მრავალთა მიმართ. ესრეთ ქმნა იოვანეცა მოწაფეთა მიმართ, რამეთუ იწყო სიტყუად ქრისტესთჳს, ვითარცა კაცისა ვისთჳსმე საკჳრველისა, და მაღალნი სიტყუანი თანაშეთხზნნა მდაბალთა; რამეთუ იწყო რაჲ დასაბამსა, ესრეთ იტყოდა, ვითარმედ: „ვერ ჴელ-ეწიფების კაცსა მოღებად თავით თჳსით არცა ერთი რაჲ“.1 და მერმე მაღალი სიტყუაჲ შესძინა და თქუა, ვითარმედ: „ზეგარდამო მომავალი იგი ყოველთა ზედა არს“.2 და კუალად სიმდაბლედ მოიყვანა სიტყუაჲ თჳსი და თქუა სხუაჲ მრავალი რაჲ, და ვითარმედ: „არა ზომით მოსცემს ღმერთი სულსა“.3 და მერმე შესძინა და თქუა, ვითარმედ: „მამასა უყუარს ძჱ და ყოველივე მოსცა ჴელთა მისთა“. და მერმე იტყოდა, ვითარმედ: არა მოსდრეკს კაცსა ქადაგებაჲ კეთილისაჲ ესრეთ, ვითარ შიში სატანჯველისაჲ. ამისთჳს აქა დაასრულა სიტყუაჲ თჳსი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „რომელსა ჰრწმენეს ძჱ, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო რომელი ურწმუნო იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა“. კუალად აქა მამისა მიმართ აღიყვანა სიტყუაჲ თჳსი, რამეთუ არა თქუა: რისხვაჲ ძისაჲ, რამეთუ იგი არს მსაჯული, არამედ მამასა სახელ-სდვა, რამეთუ მათ ჯერეთ მამისაგან ფრიად ეშინოდა, ხოლო ძჱ არა კეთილად იცოდეს. რაჲ არს უკუე, რომელსა ოდენ ჰრწმენეს ძჱ ღმრთისაჲ, კმა არსა ესე მისა ცხორებად? ნუ იყოფინ! რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, შევიდეს სასუფეველსა ცათასა“,4 რამეთუ გმობაჲცა სულისა წმიდისაჲ კმა არს გეჰენიად მიცემად.
და რად ვიტყჳ წვალებისათჳს? რამეთუ დაღაცათუ მართლმადიდებელი იყოს და საქმენი კეთილნი არა აქუნდენ, ჯოჯოხეთს მივალს.
1 იოან. 3,27. 2 იოან. 3,31. 3 იოან. 3,34. 4 მათ. 7,21.
გარნა არა თუ იოვანე ესრეთ იტყჳს, თუ: რომელსა ჰრწმენეს, იგი ცხოვნდეს, არამედ იტყჳს, ვითარმედ: საქმჱ ესე ცხორებისმომატყუებელ არს, უკუეთუ ვის საქმჱ კეთილი აქუნდეს; უკუეთუ კულა საქმენი ბოროტნი აქუნდენ, არა შევალს ცხორებად. რომელსა კულა სარწმუნოებაჲ არა აქუნდეს, დაღაცათუ ყოველი სათნოებაჲ მოიგოს, რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა. რაჲთა არა ჰგონებდე, ვითარმედ ხილულისა ამის სიკუდილისათჳს იტყჳს, თუ: „არა იხილოს ცხორებაჲ“, არამედ საუკუნოჲსა საშჯელისათჳს, ამისთჳს ესე სიტყუაჲ თქუა, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ უკუე მის ზედა არს რისხვაჲ; ესე ყოველნი სიტყუანი თქუნა იოვანე, რაჲთამცა ესრეთ შეაწყნარნა იგინი ქრისტესა, რაჟამს უჩუენა, ვითარმედ ყოველმან რომელმან არა ირწმუნოს ძისაჲ, რისხვაჲ ღმრთისაჲ ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე მის ზედა, და ესრეთ დაასრულა სიტყუაჲ თჳსი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა გულისხმა-ყო იესუ, ვითარმედ ცნეს ფარისეველთა მათ, ვითარმედ იესუს უმრავლესნი უსხენ მოწაფენი და ნა-თელ-სცემს, ვიდრე იოვანეს, და თჳთ იესუ არა ნათელს-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი, დაუტევა ჰურიასტანი და წარვიდა გალილეად“ (4,1-3).
თ ა რ გ მ ა ნ ი: თჳთ იესუ არა ნათელ-სცემდა, გარნა შემასმენელნი მისნი ესრეთ უთხრობდეს ჰურიათა. ხოლო რაჲსათჳს წარვიდა უფალი მიერ? არა თუ შიშისა მათისათჳს, არამედ რაჲთამცა მიზეზი შურისა მა-თისაჲ დასცხრა; რამეთუ ძალ-ედვა, უკუეთუმცა ზედამოუჴდეს, დააყენნამცა, არამედ არა ინება ამისი ზედაჲსზედა ქმნაჲ, რაჲთა არა ურწმუნო ვიეთმე აღუჩნდეს ბუნებაჲ ჴორცთაჲ. რამეთუ ამისთჳს მრავალსა იქმს კაცობრივსა საქმესა, რაჲთა არა იჭუეულ იქმნეს განკაცებაჲ მისი, რამეთუ ვითარცა ენება, რაჲთამცა ჰრწმენა, ვითარმედ ღმერთი არს, ეგრეთვე ენება, რაჲთა კაცებაჲცა მისი სარწმუნო იქმნეს. ამისთჳს შემდგომად აღდგომისა ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: „გამოი-ძიეთ და იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ასხენ, ვითარ-ესე მე მხედავთ, რამეთუ მასხენ“.1 ამისთჳს პეტრესცა შეჰრისხნა, თქუა რაჲ მან, ვითარმედ: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ესე ესრეთ“.2 ისწრაფდა სარწმუნო-ყოფად ამის საქმისა, რამეთუ თავიცა ჩუენთა კეთილთაჲ მისი განკაცებაჲ იქმნა. მის მიერ დაჰჴსნდა სიკუდილი, და ცოდვაჲ განქარდა, წყევაჲ უჩინო იქმნა, და ბევრეულნი კეთილნი გამოვიდეს ცხორებასა ჩუენსა. და ამისთჳს ენება, რაჲთა ყოველთა მიმართ სარწმუნო იყოს ბუნებაჲ იგი ჴორცთა მისთაჲ, ხოლო ღმრთეებასა არავე დაჰფარვიდა, არამედ მასცა გამოაჩინებდა. ხოლო წარ-რაჲ-ვიდა მიერ, არა ცუდად წარვიდოდა გალილეაჲსა კერძოსა, არამედ დიდნი საქმენი
1 ლუკ. 24,39. 2 მათ. 16,22.
აღასრულნა სამარიას მისითა მით სიბრძნითა, და რაჲთა არარაჲ აქუნდეს ჰურიათა სიტყუაჲ, რომელსაცა მოასწავებს მახარებელი და იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო განსლვად იყო სამარიაჲთ“ (4,4).
თ ა რ გ მ ა ნ ი: გამოაჩინებს მახარებელი, ვითარმედ გარეწარად გზასა იქმნა საქმჱ იგი, რამეთუ ვითარცა მოციქულთა სდევნიდიან რაჲ ჰურიანი, მაშინ წარმართთა მიმართ წარვიდიან, ეგრეთვე უფალმან ქმნის, რამეთუ რაჟამს-იგი სდევნიდიან, მაშინ წარმართთა მიმართ მივიდის. ეგრეთვე ფინიკელსა მას ზედაცა დედაკაცსა იქმნა სასწაული. ხოლო ამას ამისთჳს იქმოდა, რაჲთა ჰურიათა ყოველი სიტყუაჲ დაელიოს და ვერ იტყოდიან, თუ: ჩუენ დაგჳტეობდა და წინადაუცუეთელთა მიმართ მივიდოდა. ამისთჳს იტყოდეს მოციქულნი, ვითარმედ: „თქუენდა ჯერიყო თქუმად სიტყუაჲ ღმრთისაჲ. ვინაჲთგან უკუე უღირსად გამოა-ჩინებთ თავთა თქუენთა, ამისთჳს მივიქცეთ წარმართთა მიმართ“.1 და ქრისტე იტყოდა, ვითარმედ: „არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა“.2 ვინაჲთგან უკუე მათ არა ისმინეს, ამისთჳს განუღო კარი წარმართთა. და ესრეთცა არა განზრახვით, არამედ გარეწარად მივიდა მუნ, წარჰვლიდა რაჲ; მი-უკუე-ვიდა ქალაქსა სამარიტელთასა, ვითარცა იტყჳს მახარებელი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მივიდა ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქჳან სჳქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თჳსსა. და იყო მუნ წყაროჲ იაკობისი“ (4,5-6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს მოგჳთხრობს წულილ-წულილად მახარებელი ადგილისა მის სასწაულთა? გარნა ამისთჳს, რაჲთა რაჟამს გესმეს, ვითარმედ იტყოდა დედაკაცი, თუ: „იაკობ, მამამან ჩემმან, მოგუცა წყაროჲ,“3 ესე არა უცხოდ აღგიჩნდეს, არამედ სცნა, ვითარმედ იგი არს ადგილი, სადა ყვეს ლევი და სჳმეონ შფოთი და ბოროტი იგი კაცის-კლვაჲ აღასრულეს.4
ხოლო კეთილ არს პირველად თქუმად, თუ ვინაჲ იქმნნეს სამარიტელნი, რამეთუ ყოველსა მას ადგილსა სამარიაჲ ეწოდებოდა. ვინაჲ უკუე მოიღეს სახელი იგი? პირველ ეწოდებოდა მთასა მას სომორ მომგებელისაგან მისისა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი ესაია, ვი-თარმედ: „და თავ სომორისა ეფრემ“,5 არამედ მკჳდრთა მის მთისათა არა სამარიტელ, არამედ ისრაიტელ ეწოდებოდა. ხოლო ვითარცა გარდაჴდეს ჟამნი რაოდენნიმე, შესცოდეს მათ ღმერთსა, და იქმნა რაჲ ასურასტანს მეფედ ფაკეე, აღმოვიდა თელლამასარ და გამოიხუნა ქალაქნი მრავალნი ჰურიათანი, და ებრძოლა იგი ილას და მოკლა იგი, და მის წილ
1 შდრ. საქმე 13,46. 2 მათ. 15,24. 3 შდრ. იოან. 4,12. 4 შდრ. დაბ. 34,25. 5 შდრ. ესაია 7,9.
მისცა მეფობაჲ ოსიეს. და მერმე კუალად მის ზედა მოვიდა სალმანასარ და გამოიხუნა სხუანი ქალაქნი და ყვნა იგინი ხარკისმიმცემელ, და იყო მუნ მთავრად. უკუანაჲსკნელ გარდავარდა მთავრობისაგან და მივიდა ჰინდოთა თანა. ცნა ესე ასურასტანელმან, ვითარმედ სალმანასარ გარდააგდეს, აღმოვიდა მათა და მრავალნი მოსრნა და არღა შეუნდო მუნ ჯდომად იჭჳსა მისთჳს განდგომილებისა მათისა, არამედ იგინი შთაიყვანნა ბაბილონს და მიდეთს, და მუნით აღმოიყვანნა მრავალთაგან ნათესავთა ერნი და დაამკჳდრნა მთასა მას სომორს, რაჲთა არღარა აქუნდეს შიში განდგომილებისაჲ.
ესე რაჲ იქმნა, ენება ღმერთსა, რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ არა თუ უძლურებისაგან მისცნა ჰურიანი ასურასტანელთა, ვითარმცა ვერ ეძლო ჴსნაჲ მათი, არამედ ცოდვათა მათთაგან მისცნა იგინი. ამისთჳსცა მოავლინნა ლომნი წარმართთა მათ ზედა, რომელნი მკჳდრ იყვნეს მუნ, და მოსწყუედდეს ყოველსა ნათესავსა მათსა ლომნი იგი. ესმა ესე მეფესა და მოავლინა მათა მღდელი ჰურიათაჲ, რაჲთა ასწაოს მათ შჯული ღმრთისაჲ, არამედ ეგრეცა ვერვე განთავისუფლდეს სრულიად თჳსისა ურჩებისაგან. და გარდა-რაჲ-ჴდეს დღენი მრავალნი, კერპთაგან განეყენნეს და ჰრწმენა ღმერთი.
და მო-რაჲ-იქცეს ჰურიანი მიერითგან, შური აქუნდა მათა მიმართ და მტერობაჲ, ვითარცა უცხოთესლთა მიმართ, და მთისა მისგან სამარიტელ სახელ-სდებდეს მათ. და წერილთა მოსესთა ოდენ შეიწყნარებდეს, ხოლო წინაჲსწარმეტყუელთასა არა, და მამად მათა უწოდდეს აბრაჰამს, რამეთუ ქალდეველი იყო, და ეგრეთვე იაკობს, რამეთუ ძისწული იყო მისი, ხოლო ჰურიათა დიდად საძაგელად უჩნდეს იგინი. ამისთჳს ქრისტეს აყუედრებდეს, ვითარმედ: „სამარიტელ ხარ შენ“.1
ხოლო მახარებელმან ამისთჳსცა აჴსენა სახელი და სასწაულნი ადგილისანი, რაჲთა სცნა უბადრუკებაჲ ჰურიათაჲ, რამეთუ ცოდვათა მათთათჳს ადგილნი მშობელთა მათთანი უცხოთესლთა დაიპყრნეს. და რომელნი მამათა მათთა არათჳსნი იყვნეს, და მოიგნეს მათ, თჳსნი იყვნეს და წარწყმიდნეს; და უცხოთესლთა მათ წყლულებათა მიერ ლომთაჲსა იცნეს ღმერთი, ხოლო მათ ესეოდენთა ტანჯვათა ზედა არა დაუტევეს თჳსი ურჩებაჲ.
მოვიდა უკუე ქრისტე სამარიად არა ეტლითა, არამედ ფერჴითა შრომით, რამეთუ მარადის ესევითარისა ცხორებისა მეძიებელ იყო, რაჲ-თამცა ჩუენ გუასწავა მოღუაწებაჲ და არა ძიებაჲ შუებისაჲ. ამისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა სადგური, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადამცა თავი მიიდრიკა“.2
1 იოან. 8,48. 2 მათ. 8,20; ლუკ. 9,58.
ამისთჳს უფროჲსსა ჟამსა მთათა შინა არნ. ამას მოასწავებდა დავითცა და იტყოდა, ვითარმედ: „ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას მან“.1 რამე-თუ იხილე, ვითარ აღესრულა წინაჲსწარმეტყუელებაჲ მისი ამას ადგილსა, რაჟამს „დამაშურალი გზისა სლვისაგან იესუ ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსჱ. მოვიდა დედაკაცი სამარიაჲთ ვსებად წყლისა. ჰრქუა მას იესუ: მასუ მე წყალი. რამეთუ მოწაფენი მისნი წარსრულ იყვნეს ქალაქად, რაჲთა საზრდელი იყიდონ“ (4,6-8).
ამის მიერ გულისხმა-ვჰყოფთ, ვითარმედ უნდოებით იყოფოდა სოფელსა შინა უფალი და გარეწარად აქუნდა საზრდელისა საქმჱ. რამეთუ ამას გამოაჩინებს, რაჟამს თავსა ჴუვილისასა მუსრვიდეს,2 და ლეღჳსა მის მივიდა, რაჲთამცა პოვა ჭამადი,3 და აქაცა არარაჲ აქუნდა და არცა ეზრუნა პირველ ჟამისა, არამედ მაშინ ოდენ იყიდდეს, და არა ვითარცა ჩუენ, რომელ, გან-რაჲ-თენეს, მზარაულთა ხოლო მოუწოდთ და მეტრაპეზეთა. და იგი არს საქმჱ ჩუენი, და ზრუნვაჲ სულისაჲ გარეწარად გუაქუს. ამისთჳს ყოველი საქმჱ ჩუენი ზე და ქუე იქმნა, რამეთუ საქმჱ გარეწარად გუაქუს და გარეწარი - საქმედ.
ხოლო იხილე, ვითარ იყო შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ, რამეთუ არა თუ ოდენ დამაშურალ იყო, არამედ მარტოდცა დაშთომილ, და არავინ იყო მოწაფეთაგანი მის თანა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსჱ. მოვიდა დედაკაცი სამარიტელი ვსებად წყლისა“ (4,6-7).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ გამოაჩინებს მახარებელი, ვითარმედ დედაკაციცა იგი სხჳსა საქმისათჳს მოსრულ იყო, რაჲთამცა ესრეთ ყოვლით კერძო დაუყო პირი ჰურიათა, და ვერ აქუნდეს სიტყუაჲ, თუ იესუ თჳსსა სიტყუასა წინააღუდგების, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ“,4 აჰა სამარიტელსა ჰზრახვიდა. ამისთჳსცა იტყჳს, ვითარმედ მოწაფენიცა მისნი არღა მოსრულ იყვნეს. და ესრეთ მრავალთა მიზეზთა შემოიღებს მისა მიმართ ზრახვისა მისისათჳს.
ხოლო ისმინე, რაჲ თქუა დედაკაცმან, რაჟამს-იგი ჰრქუა უფალმან, ვითარმედ: „მეც მე წყალი“. ხოლო მან ჰრქუა, ვითარმედ: „შენ ჰურიაჲ ხარ და ჩემგან წყალსა ითხოვ, სამარიტელისაგან დედაკაცისა? რამეთუ არა შეეხნიან ჰურიანი სამარიტელთა“ (4,9). იხილა რაჲ სახჱ მისი, იცნა იგი, ვითარმედ ჰურიაჲ არს, თუ არა, სხუაჲმცა სადაჲთ იცოდა, თუ ჰურიაჲ არს? ხოლო იხილე, ვითარ განკრძალულ იყო დედაკაცი იგი, რამეთუ იხილა რაჲ, ვითარმედ ცოდვისაგან განყენებულ იყო, და
1 ფსალმ. 109,7. 2 შდრ. მათ. 12,1; მარკ. 2,23; ლუკ. 6,1. 3 შდრ. მათ. 21,19; მარკ. 11,13. 4 მათ. 10,5.
კუალად სხუასა ცოდვასა შჯულისა გარდასლვისასა ერიდებოდა; თუ არა, მას რად უნდა თქუმად, რამეთუ არა თუ სამარიტელნი ჰურიათა არა შეეხებოდეს, არამედ ჰურიანი - სამარიტელთა.
და უკუეთუ ვინმე იტყოდის: და რად სთხოვა უფალმან მას წყალი, ვინაჲთგან შჯული არა უბრძანებდა? გარნა ესრეთ გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ ესევითართა მათ არად სარგებელთა საქმეთა დაჰჴსნიდა უფალი, რამეთუ ამისთჳს მოვიდა, რაჲთა აჩრდილნი იგი განაქარვნეს და ჭეშმარიტებაჲ გამოაჩინოს, რამეთუ „არა თუ შემავალი შეაგინებსო კაცსა, არამედ გამომავალი“.1 ხოლო ესეცა საქმჱ არა თუ მცირედ შესმენაჲ არს ჰურიათაჲ, რამეთუ იგინი ესეზომითა სწავლითა ვერ მოდრიკნა, ხოლო დედაკაცი ესე ერთითა ოდენ სიტყჳთა მოიქცა; რამეთუ იგი არა ამისთჳს მოსრულ იყო, არამედ თჳსსა საქმესა ვიდოდა, და უფალმანცა არა იძია ზრახვაჲ მისი, არამედ ვინაჲთგან მოვიდა, არა გამოაჴუა თჳსისა სწავლისაგან. და მოწაფეთა ესრეთ ჰრქუა, ვითარმედ: „ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ“, არა თუ ესრეთ თქუა, თუ: დაღაცათუ მოვიდენ, თქუენ გარემიაქციენით, რამეთუ ესე ფრიად არა ღირს იყო მისისა სახიერებისა. ამისთჳსცა ჰრქუა დედაკაცსა მას:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუმცა იცოდე შენ ნიჭი ღმრთისაჲ და ვინ არს, რომელი გეტყჳს შენ: მეც მე წყალი, რაჲთა ვსუა, შენმცა სთხოვე მას, და გცამცა წყალი ცხოველი“ (4,10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იცოდა პირველითგან უფალმან წრფელი გონებაჲ დედაკაცისაჲ მის და ვითარმედ არა ღირს არს უგულებელს-ყოფაჲ მისი. ამისთჳსცა იწყო სიტყუად მისა, რამეთუ იცოდა, ვითარმედ ცნას რაჲ ნი-ჭი ღმრთისაჲ, მეყსეულად მოიძიოს იგი, რომელ-ესე ჰურიათა არაოდეს ქმნეს, არამედ მარადის ესმოდა ნიჭი ღმრთისაჲ და არაოდეს სთხოვეს, ხოლო დედაკაცმან ამან, ისმინე, თუ ვითარ ჰრქუა მას მეყსეულად:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უფალო, არცა სავსებელი გაქუს, და ჯურღმული ესე ღრმა არს. ვინაჲ გაქუს წყალი ცხოველი?“ (4,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: გულისხმა-ყო მეყსეულად, ვითარმედ არა ვითარცა ერთი მრავალთაგანი არს, არამედ დიდებული ვინმე არს. ამისთჳსცა არა განკიცხა საკჳრველი იგი სიტყუაჲ, არამედ უფლით ჰხადის მას და უკჳრს სიტყუაჲ იგი. უკუეთუ კულა მეყსა შინა ყოველი ძალი სიტყჳსაჲ მის ვერ გულისხმა-ყო, ნუ გიკჳრს ესე, რამეთუ ნიკოდემოსცა მრავალთა მათ სიტყუათა შემდგომად ჯერეთ ვერ გულისხმა-ჰყოფდა სიტყუათა უფლისათა ძალსა. და ამანცა ჰრქუა პატივით: „უფალო, არცა სავსებელი გაქუს, და ჯურღმული ესე ღრმა არს. ვინაჲ გაქუს წყალი ცხოველი?“ რამეთუ სხუასა იტყოდა უფალი, და იგი სხუასა გულისხმა-ჰყოფდა. და
1 მათ. 15,11; შდრ. მარკ. 7,15,18,20.
უკუეთუმცა ჰურიათა მსგავსი გონებაჲ აქუნდა, ეთქუამცა ურცხჳნოდ, ვითარმედ: უკუეთუმცა გაქუნდა წყალი ცხოველი, რადმცა მთხოვდი მე წყალსა? არამედ სტყუვი. გარნა ყოველსავე კრძალულებით ეტყოდა აწცა და პირველ, რამეთუ მაშინ თქუა, ვითარმედ: „შენ ჰურიაჲ ხარ და ითხოვ ჩემგან წყალსა?“ და არა ჰრქუა რისხვით, თუ: ნუ იყოფინ ჩემდა, თუმცა მტერსა ჩემისა ნათესავისასა მივეც წყალი! და აწცა კუალად კრძალულებით მიუგო:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა იაკობისა, რომელმან ესე ჯურღმული მომცა ჩუენ? და იგი თავადი ამისგან სუმიდა და ძენი მისნი და საცხოვარი მისი“ (4,12).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამათ სიტყუათა მიერ ჩანს, ვითარმედ პირველისავე სიტყჳსაგან მაღლით გულისხმის-ყოფაჲ მიიღო და იჭუეულ იქმნა, ვი-თარმედ აქუს სხუაჲ რაჲმე წყალი, და კუალად ვერ ჰპოებდა, ამისთჳს თქუა ესე, ვითარმედ: ვითარ იყოს ესე? რამეთუ იაკობს და ძეთა მისთა სხუაჲ წყალი არა აქუნდა ამისი უმჯობესი, არამედ ამისგან სუმიდეს. და შენ, უფალო, სავსებელი არა გაქუს, თუმცა ვთქუ, თუ აქაჲთ აღმოგიღებიეს წყალი ეგე, რომელსა იტყჳ. კუალად სხუაჲ უმჯობესი სადაჲთ ჰპოვე, რომელი იაკობ და ძეთა მისთა ვერ პოვეს? გარნა თუ უფროჲს ხარა იაკობისა? თუ არა, სადაჲთმცა გაქუნდა წყალი ეგე, რომელსა იტყჳ მოცემად? არამედ ჰურიათა არასადა აჩუენეს ესევითარი განგებაჲ, გარნა მათცა ჰრქუა წყლისათჳს ცხოველისა, და არა ინებეს, ხოლო აბრაჰამ რაჲ აჴსენა, ქვასაცა დაჰკრებდეს; გარნა ამან დედაკაცმან თავსიდვა სიცხესა შორის დგომაჲ და სიტყუათა მისთა სმენაჲ და არა მოიგონა გულისსიტყუაჲ ერთიცა ჰურიაებრი, თუმცა მგმობრად შეჰრაცხა, ანუ სხუაჲ რაჲ ბოროტი თქუა.
სწავლაჲ ლა სათნოებისათჳს
ხოლო უკუეთუ დედაკაცმან სამარიტელმან ესეოდენი მოსწრაფებაჲ აჩუენა, რაჲთამცა კეთილი რაჲმე ისწავა და დაადგრა ქრისტეს თანა, რომელსა იცნობდაცა არა, რაჲ მიუგოთ ჩუენ, რომელთა ვიცით იგი, და არა სიცხესა ქუეშე, არამედ ეკლესიასა შინა არა ვისმენთ სიტყუათა მის-თა მოთმინებით? არამედ ნუ ჰურიათამცა ვჰბაძავთ, გარნა სამარიტელსა მას მივემსგავსნეთ და ვისმინნეთ სიტყუანი მისნი სიხარულით, რამე-თუ აწცა ჩუენ შორის დგას და გუეტყჳს ჩუენ წინაჲსწარმეტყუელთა მიერ და მოციქულთა. ვისმინნეთ უკუე სიტყუანი მისნი. ვიდრემდის ვართ ამაოებასა შინა და უფროჲსად ბოროტსა შინა? რამეთუ არაქმნაჲ ნებისა ღმრთისაჲ ბოროტ არს; რამეთუ უკუეთუ რომელმან საფასჱ მიიღოს სავაჭროდ და ცუდად წარაგოს, იტანჯვის, რაჲ ვყოთ ჩუენ, რომელნი ჟამსა ამას ცხორებისასა მოცემულსა ჩუენდა კეთილისათჳს ბოროტსა შინა წარვაგებთ?
რამეთუ არა ამისთჳს დაგუბადნა ღმერთმან და მოგჳყვანნა სოფელსა ამას და შთაგუბერა სული, რაჲთა საწუთროჲსა ამისთჳს ოდენ ვიყოფოდით, არამედ რაჲთა ყოველივე საუკუნოჲსა მისთჳს ცხორებისა მოვივაჭროთ, რამეთუ ამის საწუთროჲსათჳს პირუტყუნი ოდენ არიან, ხოლო ჩუენ ამისთჳს გუაქუს სული უკუდავი, რაჲთა საუკუნოჲსა მისთჳს ვზრუნვიდეთ და მუნ გამოვბრწყინდეთ და ანგელოზთა თანა ვიყოფოდით, წინაშე მეუფისა ყოველთაჲსა ვდგეთ დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა. ამისთჳს მოგუეცა სული უკუდავი და ჴორცნი მოგუეცნენ მაშინ უკუდავნი, რაჲთა საუკუნოთა კეთილთა შინა ვიშუებდეთ. უკუეთუ ზეცისაჲ შეურაცხ-ვყოთ და ქუეყანისასა ვზრუნვიდეთ, იხილე, ვითარ შეურაცხ-ვჰყოფთ მომცემელსა მას, რამეთუ რაჟამს-იგი ზეცისასა მოგჳპყრობდეს, ხოლო ჩუენ არა შეგუერაცხოს იგი, არა მისი შეურაცხებაჲ არსა? ამისთჳს გეჰენიაჲცა განჰმზადა შეურაცხისმყოფელთა მათთჳს, რაჲთა ვცნათ, თუ ვითართა კეთილთაგან გამოვაჴუებთ თავთა ჩუენთა. გარნა ნუ იყოფინ ხილვად ჩუენდა გემოჲ მწარეთა მათ სატანჯველთაჲ, არამედ რაჲთა სათნო-ვეყვნეთ მას და საუკუნენი კეთილნი დავიმკჳდრნეთ მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.