მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 5:28

27. And hath given him authority to execute judgment also, because he is the Son of man.28. Marvel not at this: for the hour is coming, in the which all that are in the graves shall hear his voice,29. And shall come forth; they that have done good, unto the resurrection of life; and they that have done evil, unto the resurrection of damnation.
John თავი 5
28. Marvel not at this: for the hour is coming, in the which all that are in the graves shall hear his voice,
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ძჱ კაცისაჲ არს, ნუ გიკჳრს ესე“ (5,27-28).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან ურწმუნოდ უჩნდა მსმენელთა მათ სიტყუაჲ იგი და შეერაცხა ქრისტე კაცად ლიტონად, ხოლო სიტყუანი იგი უზეშთაეს კაცთა და ანგელოზთაცა იყვნეს, მხოლოჲსა ღმრთისანი, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „ნუ გიკჳრს ესე, რამეთუ ძჱ კაცისაჲ არს“. და ვითარმცა იქმნა ესეო? „რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ჴმისა მისისაჲ. და გამოვიდოდიან კეთილისმოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტისმოქმედნი - აღდგომასა მას საშჯელისასა“ (5,28-29). და რაჲსათჳს არა თქუა, თუ: ნუ გიკჳრს, ვითარმედ ძჱ კაცისაჲ არს, რამეთუ ძჱ ღმრთისაჲცა არს, არამედ აღდგომაჲ ხოლო აჴსენა? ამისთჳს, რამეთუ ზემო თქუა, ვი-თარმედ: „ისმინონ ჴმაჲ ძისა ღმრთისაჲ“, ხოლო აქა თქუა საქმჱ, რომელი ღმრთისაჲ ოდენ არს, რაჲთა მის მიერ მოიგონონ, ვითარმედ ღმერთი სამე არს და ძჱ ღმრთისაჲ, რომელი ამას იქმს. რამეთუ უკუეთუმცა თჳთ იტყოდა ამას ზედაჲსზედა, და ნუუკუე წინააღმდგომმცა იპოვა საქმჱ იგი, არამედ სასწაულთა მიერ უფროჲს უვნებელ-ჰყოფდა სწავლასა მას. და პირველ, რაჟამს ლაზარეს აღდგომასა აჴსენებდა, ესრეთ თქუა, ვითარმედ: „მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2023 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...ით მართალთა სულნი ერთიანად დახსნილ იყვნენ ჯოჯოხეთის ტყვეობისაგან და ზეციურ დიდებაში გადაინაცვლეს, ასევე ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ მოხდება მკვდართა საყოველთაო აღდგომა.

,,მოისმენენ საფლავში მყოფნი ღვთის ძის ხმას და გამოვლენ სიკეთის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომაში, ხოლო უკეთურებათა მოქმედნი სასჯელის აღდგომაში“ ().

გარდაცვლილ მართალთა ხვედრზე კი ასე წერს წმინდა წერილი: ,,ითესება ხრწნილებაში და აღდგება უხრწნელებაში, ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებაში, ითესება უპატიობაში, აღდგება დიდებაში, ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული“ ()

და მაინც, რა არის ამის საფუძველი?

იესო ქრისტეს მიწიერი მყოფობა, ჯვარცმამდეც და ჯვარცმის შემდეგ ამაღლებამდეც, ნებისმიერი დროის მორწმუნე ქრისტიანისთვის ცხოვრებისა და აზროვნების წესის განმსაზღვრელია და ,,თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, ასევე ღმერთი მათაც (მართლებს), რომელნიც დაძინებულნი (გარდაცვლილნი) არიან, თავისთან მიიყვანს იესოს მიერ“ (1თეს. 4:14), ე.ი სასუფევლისათვის აღადგენს სხეულებრივად.

როგორც აღვნიშნეთ, ეს დღე ყველა მიცვალებულისათვის მეორედ მოსვლის შემდეგ დადგება, მაცხოვარმა კი აღდგომისთანავე უხრწნელი სულიერი სხეული შე...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2021 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

..., 2).

სიკვდილი არის საიდუმლოებით მოცული კარიბჭე, რომლის შეღებისთანავე სულისთვის იწყება მარადული ცხოვრება, თუმცა მაინც არასრული; შემდეგ კი მოაწევს ჟამი, როცა მიცვალებულნი შეიმოსავენ განახლებულ სხეულს და „კეთილისმოქმედნი გამოვლენ სიცოცხლის აღდგომისთვის, ხოლო ბოროტისმოქმედნი, - განკითხვის აღდგომისათვის“ ().

თუ ქრისტემდე სიკვდილი მოიწეოდა ყველაზე, - მორწმუნეზეც და ურწმუნოზეც, იუდეველზეც და წარმართზეც, ასევე მთელ სამყაროზე, - მეორედ მოსვლის შემდეგ აღარ იარსებებს არც სიკვდილი და არც ხრწნილება და უფალი ყველას და ყველაფერს აღადგენს პირვანდელ მდგომარეობაში და სამართლიანობით მიაგებს ყველას მარადიულ ადგილ-სამყოფელს.

როგორი იქნება ჩვენი ხვედრი გარდაცვალების შემდეგ, ან საყოველთაო აღდგომისას, როდესაც მაცხოვარი კეთილსა და ბოროტს მარადიულად განაცალკევებს და გამიჯნავს?

_ * * * _

ღმერთმა თავისი მეფობა სიყვარულით შექმნილ მთელ კოსმოსზე განავრცო და ადამიანი, რომელიც თავის თავში მთელი ამ სამყაროს მომცველია, განმგებლად დაადგინა, რათა მისი სამეფოსთვის ღირსეულად ეწინამძღვრა და ყველა და ყველაფერი, როგორც თავისი ნაწილი, უფლის მსგავსად, სიყვარულით ემართა.

ბიბლია გვასწავლის, რომ ჩვენმა პირველმშობლებმა და მათმა შთამომავლებმა, საღვთო დიდებიდან დაცე...

სრულად ნახვა