თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ ამითცა სიტყჳთა საცნაურ არს, ვი-თარმედ სიტყუაჲ იგი, თუ: „წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ“, მათისა იჭჳსა მიმართ თქუმულ არს? ხოლო თქუა, ვითარმედ: „თქუენ მიავლინე-თო იოვანესა“, რაჲთა ვერ თქუან მათ, ვითარმედ: და რაჲ არს, უკუეთუ მან შენისა მომადლებისათჳს წამა? და ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „თქუენ მიავლინეთო“, და უკუეთუმცა არა გყვა იგი კაცად ფრიად სარწმუნოდ, არამცა მიგევლინა მისა. და რამეთუ არა ქრისტესთჳს ჰკითხვიდეს, არამედ თავისა თჳსისათჳს, ვითარმედ: „შენ ვინ ხარო?“ ; (8,25) რომელ-ესე უმეტესისა სარწმუნოებისა სასწაული არს; რამეთუ რომლისასა თავისა თჳსისათჳს წამებასა შევიწყნარებდეთ, არამცა უფროჲსად, უკუეთუ სხჳსათჳს წამოს, შევიწყნაროთა? და მივლინებულნი იგი არა თუ შეურაცხნი ვინმე იყვნეს, არამედ მღდელნი და ფარისეველნი. და ესე ყოველი მოასწავა სიტყჳთა მით, რომელი თქუა, ვითარმედ: „მიავლინეთ იოვანესა, და მან წამა ჭეშმარიტი“.
John 5:33
32. There is another that beareth witness of me; and I know that the witness which he witnesseth of me is true.33. Ye sent unto John, and he bare witness unto the truth.34. But I receive not testimony from man: but these things I say, that ye might be saved.
John თავი 5