📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ. სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“ (5,31-32).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი თუალთა ოქროჲსა გამოსაღებელთა ეძიებდეს და იყოს ჴელოვნებისა მის გამოუცდელ, სარგებელი არარაჲ პოვოს, ვერცა ოქროჲ გამოიღოს, არამედ ცუდი ოდენ შრომაჲ თავს-იდვას. ეგრეთვე რომელთა არა იცოდიან წესი წმიდათა წერილთაჲ და ჩუეულებაჲ და ძალსა მათსა ეძიებდენ, იგინი ოქროსა მიწასა შინა აღჰრევენ, და არაოდეს პოვონ მათ შინა მყოფი იგი საუნჯჱ უცბებითა. ხოლო ესე ამისთჳს ვთქუ, რამეთუ წინამდებარესა ამას სიტყუასა შინა ოქროჲ ფრიადი არს, გარნა არა საჩინოჲ, არამედ დაფარული; ამისთჳს გჳჴმს, რაჲთა ვიღუაწოთ, ვიდრემდის ვპოვოთ. რამეთუ ვინ არამცა განკჳრდა, რომელსა ესმოდის ქრისტჱსი, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ“? და იგი ჩანს მრავალთა ადგილთა, ვითარმედ წამებს თავისა თჳსისათჳს: რამეთუ სამარიტელსა მას ჰრქუა: „მე ვარ ქრისტე“;1 და ბრმასა მას ჰრქუა, ვითარმედ: „რომელი იტყჳს შენ თანა, იგი არს“;2 და ჰურიათა ჰრქუა: ვითარ იტყჳთ, თუ: „გმობს, რამეთუ ვთქუ, თუ: ძჱ ღმრთისაჲ ვარი მე“?3 და სხუათა მრავალთა ადგილთა იქმს ესრეთ. რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე, ვითარ გულისხმა-ვყოთ? რამეთუ კუალად ქუემორე იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი ჭეშმარიტ არს“,4 და აქა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ მე ვწამებდე, არა არს ჭეშმარიტ“. რაჲ არს უკუე, რომელი შევიწყნაროთა ამათ ორთაგანი, უკუეთუ არა გამოვი-ძიოთ მიზეზი სიტყჳსაჲ ამის, და თუ რაჲსათჳს თქუა, ანუ რომელთა პირთა მიმართ, რაჲთა არა განსაცდელსა შთავცჳვეთ? რამეთუ უკუეთუ წამებაჲ მისი არა ჭეშმარიტ არს, რაჲ იყოს ჩუენდა სასოებაჲ ცხორებისაჲ?
არამედ ჯერ-არს ჩუენდა მღჳძარებაჲ, რაჲთა არა დავშთეთ სიტყუა-თა ოდენ შინა, არამედ ძალიცა და პირი სიტყჳსაჲ გამოვიძიოთ; რამეთუ ესრეთ შესცდეს მწვალებელნი: ვითარცა ესმეს, ესრეთვე გულისხმაჰყოფდიან სიტყუათა წერილისათა. და უკუეთუ ესე ვქმნეთ, რომელ არა გამოვიძიოთ ჟამი და სიტყუაჲ და გონებაჲ მსმენელისაჲ, დიდსა ბოროტსა შთავცჳვეთ.
რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? ეგულებოდა ჰურიათა რქუმად მისა, ვითარმედ: შენ თავისა შენისათჳს სწამებ, და წამებაჲ შენი არა არს
1 შდრ. იოან. 4,25-26. 2 იოან. 9,37. 3 იოან. 10,36. 4 იოან. 8,14.
ჭეშმარიტ“. ამისთჳს უფალმან უსწრო წინაჲსწარ და ჰრქუა ესე, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ნუუკუე მრქუათ თქუენ, თუ: შენი არა გურწამს, არამედ მამაჲცა წამებს ჩემთჳს. რამეთუ სიტყჳსაჲ ამის, თუ: „წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ“, არა ჯერ-არს ესრეთ ლიტონად გულისხმისყოფაჲ, არამედ ესრეთ ჯერ-არს, ვითარმედ: „წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ წინაშე თქუენსა“, რაჲთა მათიცა იჭჳ თანაშეჰრთოდა, და არა თუ სიტყუაჲ ესე, ვითარცა არს, ესრეთ თქუა, არამედ მათისა გონებისა მიმართ მიუგო; და რაჟამს თქუას, თუ: „წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ“, უკეთურებასა გონებისა მათისასა ამხილებს და ყოფადსა მას მისა მიმართ მათსა წინააღდგომასა. ხოლო რაჟამს თქუას, თუ: „უკუეთუ მე ვწამებდე თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი ჭეშმარიტ არს“, თჳთ საქმისა მის ბუნებასა გამოაჩინებს, ვითარმედ ჯერ-არს, რაჲთა ვითარცა ღირსსა, ჭეშმარიტად აღიარებდენ სიტყუასა მისსა, დაღაცათუ თავისა თჳსისათჳს იტყოდის. რამეთუ ვინაჲთგან თქუა აღდგომაჲ მკუდართაჲ და საშჯელი, და ვითარმედ რომელსა ჰრწმენეს მისი, საშჯელად არა მივალს, არამედ ცხორებად, და ვითარმედ იგი არს, რომელი დაჯდეს მსაჯულად, და ვითარმედ სწორი მამისაჲ აქუს ჴელმწიფებაჲ და ძალი, და ენება ამის ყოვლისა დამტკიცებაჲ, ამისთჳს თქუა სიტყუაჲ ესე პირველად, რომელ მათსა ბუნებასა შინა იყო, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: მე ვთქუ, რამეთუ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲცა ენებოს, ცხოველჰყოფს“;1 და ვითარმედ: „მამაჲ არავის შჯის, არამედ ყოველი საშჯელი მოსცა ძესა“;2 და ვითარმედ: „რომელი პატივ-სცემდეს ძესა, იგი პატივ-სცემს მამასა“;3 და ვითარმედ: „ჯერ-არს ვითარცა მამისაჲ, ეგრეთვე ძისა პატივი“;4 და ვითარმედ: „რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს, არა შევიდეს საშჯელსა, არამედ გარდაიცვალოს სიკუდილისაგან ცხორებად“;5 და ვითარმედ: „მკუდართა ისმინონ ჴმისა ჩემისაჲ, რომელთამე აწ და რომელთამე უკუანაჲსკნელ“;6 და ვითარმედ: „ყოველთა სიტყუაჲ მოვჰჴადო საქმეთა მათთათჳს“.7 და ვინაჲთგან ესე ყოველი წამებაჲ ჩემი არს, და წამებაჲ ჩემი წინაშე თქუენსა არა ჭეშმარიტ არს, იხილენით სხუანი იგი მოწამენი ჩემნი.
და ესრეთ სარწმუნო-ჰყოფდა სიტყუასა თჳსსა, რაჟამს პირველად დაფარული გონებათა მათთაჲ გამოუცხადა და ესე ერთი სასწაული უჩუენა თჳსისა ძალისაჲ; და შემდგომად მისა სხუანიცა სიმტკიცენი შემოიხუნა, რამეთუ სამნი მოწამენი მოართუნა სიტყუათა თჳსთანი: ერ-თად, საქმენი, რომელთა იქმოდა, და მერმე, წამებაჲ მამისაჲ და ქადაგე-
1 იოან. 5,21. 2 იოან. 5,22. 3 შდრ. იოან. 5,23. 4 შდრ. იოან. 5,23. 5 იოან. 5,24. 6 შდრ. იოან. 5,25,28. 7 შდრ. მათ. 16,27; ფსალმ. 61,13; რომ. 2,6.
ბაჲცა იოვანესი. და პირველად უდარჱსი იგი უთხრა მათ, რომელ არს იოვანესი, რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“, მეყსეულად შესძინა და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ მიავლინეთ იოვანესა, და წამა ჭეშმარიტი“ (5,33).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ ამითცა სიტყჳთა საცნაურ არს, ვი-თარმედ სიტყუაჲ იგი, თუ: „წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ“, მათისა იჭჳსა მიმართ თქუმულ არს? ხოლო თქუა, ვითარმედ: „თქუენ მიავლინე-თო იოვანესა“, რაჲთა ვერ თქუან მათ, ვითარმედ: და რაჲ არს, უკუეთუ მან შენისა მომადლებისათჳს წამა? და ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „თქუენ მიავლინეთო“, და უკუეთუმცა არა გყვა იგი კაცად ფრიად სარწმუნოდ, არამცა მიგევლინა მისა. და რამეთუ არა ქრისტესთჳს ჰკითხვიდეს, არამედ თავისა თჳსისათჳს, ვითარმედ: „შენ ვინ ხარო?“1 რომელ-ესე უმეტესისა სარწმუნოებისა სასწაული არს; რამეთუ რომლისასა თავისა თჳსისათჳს წამებასა შევიწყნარებდეთ, არამცა უფროჲსად, უკუეთუ სხჳსათჳს წამოს, შევიწყნაროთა? და მივლინებულნი იგი არა თუ შეურაცხნი ვინმე იყვნეს, არამედ მღდელნი და ფარისეველნი. და ესე ყოველი მოასწავა სიტყჳთა მით, რომელი თქუა, ვითარმედ: „მიავლინეთ იოვანესა, და მან წამა ჭეშმარიტი“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მე წამებაჲ კაცისაგან არა მოვიღო“ (5,34).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲსათჳს შემოიღო იოვანეს წამებაჲ? რამეთუ იგიცა არავე კაცობრივი იყო. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა“.2 და იოვანესიცა სამე წამებაჲ ღმრთისაჲ იყო, რამეთუ მის მიერ ესწავა და იტყოდა, არამედ მათ ესე არა იცოდეს, გარნა ვითარცა თავით თჳსით მეტყუელად აქუნდა იოვანე. და რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: ვითარ იტყჳს, თუ: ღმრთისაგან მისწავიეს ყოველი და მისმიერი ვარი, და კუალად იოვანესგან მოიღებს წამებასა? ამისთჳს გონებისა მათისაებრ მიუგო, ვითარმედ: „მე წამებაჲ კაცისაგან არა მოვიღო“. და კუალად რაჲთა ვერ თქუან მათ, ვითარმედ: უკუეთუ არა მიიღებ კაცისაგან წამებასა, რად შემოიღებ იოვანეს ქადაგებასა მოწამედ? ამისთჳს, რაჲთა ესე ვერ თქუან, შესძინა შემდგომიცა ესე და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არამედ ამას ვიტყჳ, რაჲთა თქუენ სცხოვნდეთ“ (5,34).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: მე არა მეჴმარების წამებაჲ მისი, რამეთუ ღმერთი ვარ კაცთა ბუნებისაჲ, არამედ
1 იოან. 1,19,21,22; 8,25. 2 იოან. 1,33.
ვინაჲთგან თქუენ ისმენთ იოვანესსა და სარწმუნოდ გიჩნს მისი სიტყუაჲ და ვითარცა წინაჲსწარმეტყუელისა მიმართ მიხუედით მისა, ხოლო მე არცა სასწაულთაგან მისმენთ, ამისთჳს მოგაჴსენებ წამებასა მისსა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ იგი იყო სანთელი აღნთებული საჩინოჲ, ხოლო თქუენ ინებეთ სიხარული ჟამ ერთ ნათელსა მისსა“ (5,35).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲთა ვერ თქუან, ვითარმედ: მან თქუა, ხოლო ჩუენ არა შევიწყნარეთ სიტყუაჲ მისი, და გამოაჩინებს, ვითარმედ შეიწყნარნეს სიტყუანი მისნი და განიხარეს სიტყუათა მისთა ზედა. ესრეთ საკჳრველად აქუნდა იგი და სიტყუათა მისთა არა წინააღუდგებოდეს. ხოლო სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ჟამ ერთ“, ამისთჳს თქუა, რაჲთა მათისა გონებისა სისუბუქჱ გამოაჩინოს, ვითარმედ ადრე განეშორნეს მასცა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მე მაქუს წამებაჲ უფროჲს იოვანესა“ (5,36).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუმცა გენება, რაჲ-თამცა ჭეშმარიტებისაებრ საქმეთაჲსა შეიწყნარებდით სარწმუნოებასა, მემცა საქმეთა მიერ სარწმუნო-გყვენ თქუენ. ვინაჲთგან უკუე არა ესრეთ გნებავს თქუენ, ამისთჳს იოვანეს მიმართ მიგიყვანებ. არა თუ მისი წამებაჲ მეჴმარების, არამედ ყოველსავე ღონესა ვიქმ, რაჲთამცა თქუენ სცხოვნდით. და მაქუს წამებაჲ უზეშთაესი იოვანესა საქმეთა ჩემთა მიერ, არამედ მე ესე მნებავს, რაჲთა რომლითაცა ღონითა მოგიყვანნე თქუენ სარწმუნოებად. და ენება მხილებაჲ მათისა გონებისაჲ, ვითარმედ მცირედ ჟამ ინებეს სიხარული მის მიერ, და დაუდგრომელი იგი გონებაჲ მათი მოასწავა და სანთელად სახელ-სდვა იოვანეს, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არა თუ თავით თჳსით აქუნდა ნათელი, არამედ მადლისაგან სულისა წმიდისა. და ესე რაჲ აჴსენა, ამხილა, ვითარმედ მისვე გონებისაგან, რომლითა იგი შეურაცხ-ყვეს, მითვე ვერცა ქრისტესი ჰრწმენა, რამეთუ ჟამ ერთ მოიგეს მისა მიმართ სარწმუნოებაჲ; თუ არა, უკუეთუმცა არა ესრეთ ექმნა, ადრემცა მოეყვანნეს მას იგინი იესუჲს მიმართ. და გამოაჩინნა იგინი ყოვლით კერძო, ვითარმედ არა ღირს წყალობისა არიან, და მეყსეულად შესძინა და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე მაქუს წამებაჲ უფროჲს იოვანესა, რამეთუ საქმჱ, რომელი მომცა მე მამამან, რაჲთა აღვასრულო იგი, ესე საქმენი წამებენ ჩემთჳს, ვითარმედ მამამან მომავლინა მე“ (5,36).
თ ა რ გ მ ა ნ ი: აქა მოაჴსენა მათ საქმჱ იგი, განრღუეულსა მას ზედა ქმნილი, და სხუათა მათ მრავალთა სასწაულთაჲ, რამეთუ სიტყუა-თათჳს იოვანჱსთა ნუუკუედა თქუესმცა, თუ არა ჭეშმარიტ იყვნეს, არამედ მომადლებისა მისისათჳს თქუა. დაღაცათუ ამისიცა თქუმაჲ ბოროტ იყო იოვანჱსთჳს, კაცისა ესრეთ ჭეშმარიტისა და მათ მიერცა ესრეთ შერაცხილისა, და საქმისათჳს ყოვლადვე შეუძლებელ იყო განცოფებულთაგანცა თქუმად ესევითარი რაჲმე. ამისთჳს ესე შემოიღო მეორედ წამებად და თქუა: „საქმჱ, რომელი მომცა მე მამამან, რაჲთა აღვასრულო იგი, ესე საქმენი წამებენ ჩემთჳს, ვითარმედ მამამან მომავლინა მე“. აქა შაბათისაცა დაჴსნისა მიმართ იტყჳს, რამეთუ ვინაჲთგან იგინი იტყოდეს, ვითარმედ: „არა ღმრთისაგან არს, რამეთუ შაბათსა არა დაიცავს“,1 ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „რომელი მომცა მე“. და იგი ჴელმწიფებით იქმოდა ყოველსავე, არამედ რაჲთამცა დამტკიცებულად გამოაჩინა, ვი-თარმედ არარას იქმს წინააღმდგომსა მამისასა, ამისთჳს მდაბალი ესე სიტყუაჲ თქუა. რამეთუ რად არა თქუა, თუ: საქმენი, რომელნი მომცნა მე მამამან, იგინი წამებენ, ვითარმედ სწორი ვარ მამისაჲ? რამეთუ საქმეთა მიერ ორივე ესე იცნობებოდა, ვითარმედ სწორი არს მამისაჲ და ვითარმედ არარას წინააღმდგომსა მისსა იქმს. და რაჲსათჳს არა თქუა ესრეთ, არამედ თქუა, ვითარმედ: „საქმენი წამებენ, რამეთუ მამამან მომავლინა მე“? ამისთჳს, რამეთუ ისწრაფდა, რაჲთამცა ესე დაარწმუნა, ვითარმედ არარას იქმს წინააღმდგომსა მამისასა; რამეთუ უკუეთუმცა ესე არა ჰრწმენა, იგიმცა ვითარ ჰრწმენა, თუ სწორი არს მამისაჲ? და ამისთჳს ისწრაფდა, რაჲთამცა უდარჱსი ესე დაარწმუნა; და იცოდა, ვი-თარმედ უკუეთუ ესე დაირწმუნონ კეთილად, მერმე იგიცა ადვილად ჰრწმენეს; და აჴსენა უზეშთაესიცა იგი წამებაჲ, და უდარჱსი საქმჱ აჴსენა, რაჲთამცა იგიცა შეიწყნარეს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან მომავლინა მე მამამან, მან წამა ჩემთჳს“ (5,37).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და სადა წამა მისთჳს მამამან? ერთად, იორდანეს, ვი-თარმედ: „ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ“.2 არამედ ჯერიყო, რაჲთამცა გამოაჩინა იგი, რამეთუ იოვანჱს წამებაჲ ყოველთა მიერ საცნაურ იყო და ვერ უარ-ჰყოფდეს, და კუალად სასწაულნი, უფლისა მიერ ქმნილნი, იგინიცა ცხად იყვნეს და ვერ უარ-ჰყოფდეს. ხოლო ჯერიყო, რაჲთა მამისაცა წამებაჲ გამოაჩინოს და სარწმუნო-ყოს, და ამისი ენება უფალსა ქმნაჲ. ამისთჳს თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არცა ჴმაჲ მისი გესმა თქუენ სადამე და არცა ხატი მისი იხილეთ“ (5,37).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვითარ მოსე იტყჳს თავისა თჳსისათჳს, ვითარმედ: „მოსე ეტყოდა, და ღმერთი მიუგებდა მას ჴმითა“?3 და დავით იტყჳს: „ენაჲ, რომელი არა იცოდა, ესმა“;4 და კუალად ხილვასა მისსა იტყჳან ესაია და იერემია და ეზეკიელ და სხუათა მრავალთა. რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე ქრისტესი? გარნა ესე არს, რამეთუ ენება, რაჲთამცა მცირედმცირედ ასწავა მათ გულისხმის-ყოფად კეთილი, რაჲთა ცნან, ვითარმედ
1 იოან. 9,16. 2 შდრ. მათ. 3,17; მარკ. 1,11; ლუკ. 3,22; 2პეტ. 1,17. 3 გამ. 19,19. 4 ფსალმ. 80,6.
არცა ჴმაჲ არს ღმრთისაჲ, არცა ფერი, რაჲთამცა ესმა კაცსა ანუ იხილა, არამედ უზეშთაეს არს სახეთა და სიტყუათა ესევითართა ღმერთი. რამე-თუ არა თუ იტყჳს, თუ: ღმერთი ჴმასა გამოიღებს, გარნა არა სასმენელსა, ანუ თუ ფერი რაჲმე აქუს არა სახილველი, არამედ ამას მოასწავებს, ვითარმედ არარაჲ არს ნივთიერთა ამათ საქმეთაგანი ღმრთისა თანა. რამეთუ რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: ღმერთი მოსეს ოდენ ეტყოდა, ვითარცა-იგი თქუესცა, ვითარმედ: „ჩუენ ვიცით, რამეთუ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა ვიცით, ვინაჲ არს“,1 ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: არცა ჴმაჲ არს ნივთიერი ღმრთისა თანა, არცა ფერი, და არა თუ ოდენ ჴმაჲ მისი არა გასმიესო, და არცა ხატი მისი გიხილავს, არამედ რომელსა ზედა ჰზუაობთ, თუ სწავლანი მისნი გქონან, ვერცა მაგას შემძლებელ ხართ. ამისთჳს შესძინა და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სიტყუაჲ მისი არა არს თქუენ თანა დადგრომილ“ (5,38).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, შჯული და წინაჲსწარმეტყუელებანი ყოველნიო, დაღაცათუ ღმერთმან ბრძანნა იგინი, გარნა თქუენ თანა არაჲ დადგრომილ არს მათგანი, ვინაჲთგან ჩემი არა გრწამს. რამეთუ უკუეთუ წერილნი ყოველნი ჩემთჳს ქადაგებენ, და თქუენ მე არა გრწამ, არარაჲ სამე დადგრომილ არს მათგანი თქუენ თანა. ამისთჳსცა შესძინა და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ რომელი მან მოავლინა, მისი თქუენ არა გრწამს“ (5,38).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო რაჲთა არა იტყოდიან, ვითარმედ: ვინაჲთგან ჴმაჲ მისი არა გუასმიეს, ვითარ გურწმენეს, რომელი მან მოავლინა? ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „გამოიძიეთ წიგნთაგან, რამეთუ იგინი წამებენ ჩემთჳს“, 2 რამეთუ მათ მიერ წამებსო ჩემთჳს მამაჲ. და მან იორდანესაცა ზედა წამა და თაბორსცა, არამედ არა შემოიხუნა შორის ჴმანი იგი, თუ არა, არამცა ერწმუნა, რამეთუ ერთი იგი არა ასმიოდა, თაბორისაჲ, და მეორჱ, დაღაცათუ ასმიოდა, არა ჰრწმენა. ამისთჳს წერილთა მიმართ მიავლინნა, რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ მამისა წამებაჲ მათ შინა არს, და პირველად დაჰჴსნა ზუაობაჲ მათი, რომელნი ჰგონებდეს, თუ ღმერთი უხილავს და ჴმაჲ მისი ასმია, და ესრეთ მიავლენს გამოძიებად წერილთა.
1 იოან. 9,29. 2 შდრ. იოან. 5,39.
სწავლაჲ მ: ვითარმედ სრული სათნოებითა იგი არს, რომელი ყოველთა მცნებათა იქმოდის; და მოწყალებისათჳს
და ჩუენცა რაჟამს მწვალებელთა ვეტყოდით, ესრეთ შევიჭურვოდით, რამეთუ „ყოველი წერილი საღმრთო არს და სარგებელ სულისა სწავლად და მხილებად, რაჲთა სრულ იყოს კაცი ღმრთისაჲ ყოვლისა კეთილისა მიმართ“,1 რამეთუ რომელსა ერთი აქუნდეს კეთილი, და მეორე არა აქუნდეს, იგი არა სრულ არს. რამეთუ რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ ილოცვიდეს ფრიად, და მოწყალებაჲ არა აქუნდეს? ანუ მოწყალებაჲ აქუნდეს, გარნა მოტაცებულისაგან, ანუ მაჩუენებლობით კაცთათჳს? ანუ კეთილად იქმოდის მოწყალებასა, გარნა ზუაობდეს, ანუ თუ მდაბალი იყოს, გარნა ვეცხლისმოყუარებაჲ აქუნდეს, დედაჲ იგი ყოველთა ბოროტთაჲ?
„რამეთუ ძირი ყოვლისა ბოროტისაჲ ვეცხლისმოყუარებაჲ არს“,2 და ვივლტოდით უკუე მისგან, რამეთუ მან სოფელი ყოველი დაუწყნარებელყო. ესე მონებისაგან ქრისტესისა განგუაშორებს, რამეთუ „შეუძლებელ არს მონებაჲ ღმრთისაჲ და მამონაჲსი“.3 რამეთუ ქრისტე გუამცნებს მოწყალებასა, ხოლო იგი - მტაცებლობასა; ქრისტე გჳბრძანებს, რაჲ-თა შეუნდობდეთ თანამდებთა ჩუენთა,4 ხოლო იგი, - რაჲთა რომელთა არა ევნოს, მათცა ვავნებდეთ; ქრისტე იტყჳს, ვითარმედ: „მოწყალე იყავ“,5 ხოლო იგი იტყჳს: უწყალო იყავო და გულფიცხელ და ნურარად შეგირაცხიან ცრემლნი გლახაკთანი, - რაჲთა მას დღესა უწყალო იყოს უფალი ჩუენ ზედა, რამეთუ მაშინ ყოველი საქმჱ ჩუენი წინაშე თუალთა ჩუენთა წარმოგჳდგეს და ჩუენ მიერ ჭირვეულნი იგი და ძჳრხილულნი, და ყოველსა სიტყუასა ჩუენგან მიგჳღებდენ. რამეთუ უკუეთუ ლაზარეს არაჲ ჰვნებოდა მდიდრისაგან, არამედ ოდენ რამეთუ მოწყალებაჲ მის მიერ არა მიეღო, იყო შემასმენელ მისა და პირისა დამყოფელ, რაჲ ეყოს მათ, რომელნი გლახაკთასა მიიტაცებენ და ობოლთა აჭირვებენ და დააქცევენ? უკუეთუ რომელთა მშიერი გლახაკი არა გამოზარდეს, ესოდენსა ბოროტსა შთაცჳვეს, მაშა რომელთა უცხოთა მონაგები მოიტაცეს, იგინი რასაღა ღირს იქმნნენ? ანუ რაჲ ნუგეშინის-ცემაჲ პოვონ?
ვივლტოდით უკუე ამის ბოროტისაგან. მოვიჴსენნეთ პირველ ჩუენსა ყოფილნი ანგაჰარნი. არა საფასენი მათნი სხუათა ჰქონანა, ხოლო იგინი ცეცხლსა შინა იგუემებიან? ვითარ უკუე არა სიცოფე არს ესევითარი უბადრუკებაჲ, რაჲთა სიცოცხლესაცა შრომასა და ბოროტსა შინა ვი-
1 შდრ.2ტიმ. 3,16-17. 2 1ტიმ. 6,10. 3 შდრ. მათ. 6,24; ლუკ. 16,13. 4 მათ. 6,12; ლუკ. 11,4. 5 შდრ. ლუკ. 6,36.
ყვნეთ, და წარ-რაჲ-ვიდეთ მიერ საუკუნოდ, ბოროტად ვიტანჯებოდით? ვიქმოდით მოწყალებასა, რაჲთა აქაცა განსუენებაჲ ვპოოთ და მუნ სასუფეველი ცათაჲ დავიმკჳდროთ. რამეთუ ვითარცა ცოდვაჲ პირველ გეჰენიისაცა აქავე სტანჯავს მხილებითა მით გონებისაჲთა მოქმედთა მისთა, ეგრეთვე სათნოებაჲ პირველ სასუფეველისაცა მოქმედთა მისთა სასოებითა კეთილითა ახარებს. ვიღუაწოთ უკუე ჩუენცა, რაჲთა ესევითარი მოქალაქობაჲ გუაქუნდეს, რაჲთა აქაცა განვისუენოთ და მუნ საუკუნეთა კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.