თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუმცა გენება, რაჲ-თამცა ჭეშმარიტებისაებრ საქმეთაჲსა შეიწყნარებდით სარწმუნოებასა, მემცა საქმეთა მიერ სარწმუნო-გყვენ თქუენ. ვინაჲთგან უკუე არა ესრეთ გნებავს თქუენ, ამისთჳს იოვანეს მიმართ მიგიყვანებ. არა თუ მისი წამებაჲ მეჴმარების, არამედ ყოველსავე ღონესა ვიქმ, რაჲთამცა თქუენ სცხოვნდით. და მაქუს წამებაჲ უზეშთაესი იოვანესა საქმეთა ჩემთა მიერ, არამედ მე ესე მნებავს, რაჲთა რომლითაცა ღონითა მოგიყვანნე თქუენ სარწმუნოებად. და ენება მხილებაჲ მათისა გონებისაჲ, ვითარმედ მცირედ ჟამ ინებეს სიხარული მის მიერ, და დაუდგრომელი იგი გონებაჲ მათი მოასწავა და სანთელად სახელ-სდვა იოვანეს, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არა თუ თავით თჳსით აქუნდა ნათელი, არამედ მადლისაგან სულისა წმიდისა. და ესე რაჲ აჴსენა, ამხილა, ვითარმედ მისვე გონებისაგან, რომლითა იგი შეურაცხ-ყვეს, მითვე ვერცა ქრისტესი ჰრწმენა, რამეთუ ჟამ ერთ მოიგეს მისა მიმართ სარწმუნოებაჲ; თუ არა, უკუეთუმცა არა ესრეთ ექმნა, ადრემცა მოეყვანნეს მას იგინი იესუჲს მიმართ. და გამოაჩინნა იგინი ყოვლით კერძო, ვითარმედ არა ღირს წყალობისა არიან, და მეყსეულად შესძინა და თქუა:
John 5:36
35. He was a burning and a shining light: and ye were willing for a season to rejoice in his light.36. But I have greater witness than that of John: for the works which the Father hath given me to finish, the same works that I do, bear witness of me, that the Father hath sent me.37. And the Father himself, which hath sent me, hath borne witness of me. Ye have neither heard his voice at any time, nor seen his shape.
John თავი 5