მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 5:40

39. Search the scriptures; for in them ye think ye have eternal life: and they are they which testify of me.40. And ye will not come to me, that ye might have life.41. I receive not honour from men.
John თავი 5
40. And ye will not come to me, that ye might have life.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „გამოიძიეთ წიგნთაგან, რამეთუ თქუენ ჰგონებთ თავთა თქუენთა, ვითარმედ ცხორებაჲ გაქუს საუკუნოჲ მათ მიერ; და იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთჳს. და თქუენ არა გნებავს მოსლვად ჩემდა, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ გაქუნდეს“ (5,39-40).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადი მოსწრაფებაჲ მოვიგოთ, საყუარელნო, სა-ღმრთოთა სიტყუათა გულისხმის-ყოფისათჳს და ნუ ესრეთ ლიტონად და უგულისხმოდ ვიკითხავთ მათ, რამეთუ ამისთჳს ქრისტე უფალი ეტყოდა რაჲ ჰურიათა წერილთათჳს, არა ჰრქუა, თუ: იკითხევდით ოდენ, არამედ „გამოეძიებდითო“. რამეთუ ვინაჲთგან მისთჳს თქუმულნი იგი სიტყუანი ფრიადისა გამოძიებისა ღირს იყვნეს, რამეთუ პირველითგან დაფარულად და იგავით თქუმულ იყვნეს უმჯობჱსისათჳს, ამისთჳს უბრძანებს კეთილად გამოძიებისათჳს, რაჲთა პოვნენ სიღრმესა მათსა შინა დაფარულნი საიდუმლონი, რამეთუ არა თუ ზედაპირსა იდვა საიდუმლოჲ იგი, არამედ ვითარცა საუნჯჱ დიდი სიღრმეთა დაფარულ იყო, და რომელი არა ეძიებდეს მოსწრაფებით, სიღრმესა შინა დამარხულსა ვერ ჰპოვებს. ამისთჳს თქუა: „გამოიძიეთ წიგნთაგან, რამეთუ თქუენ ჰგონებთ თავთა თქუენთა, ვითარმედ გაქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ მათ მიერ“. არა თქუა, თუ: გაქუს ცხორებაჲ, არამედ „ჰგონებთო“, რამეთუ უჩუენებს, ვი-თარმედ არცა რას მათ მიერ ირგებდეს, რომელნი-იგი ჰგონებდეს, ვი-თარმედ კითხვითა ოდენ ცხოვნდებიან. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: არა იტყჳთა თქუენ, ვითარმედ: წერილნი ჭეშმარიტ არიან და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის