📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „გამოიძიეთ წიგნთაგან, რამეთუ თქუენ ჰგონებთ თავთა თქუენთა, ვითარმედ ცხორებაჲ გაქუს საუკუნოჲ მათ მიერ; და იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთჳს. და თქუენ არა გნებავს მოსლვად ჩემდა, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ გაქუნდეს“ (5,39-40).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადი მოსწრაფებაჲ მოვიგოთ, საყუარელნო, სა-ღმრთოთა სიტყუათა გულისხმის-ყოფისათჳს და ნუ ესრეთ ლიტონად და უგულისხმოდ ვიკითხავთ მათ, რამეთუ ამისთჳს ქრისტე უფალი ეტყოდა რაჲ ჰურიათა წერილთათჳს, არა ჰრქუა, თუ: იკითხევდით ოდენ, არამედ „გამოეძიებდითო“. რამეთუ ვინაჲთგან მისთჳს თქუმულნი იგი სიტყუანი ფრიადისა გამოძიებისა ღირს იყვნეს, რამეთუ პირველითგან დაფარულად და იგავით თქუმულ იყვნეს უმჯობჱსისათჳს, ამისთჳს უბრძანებს კეთილად გამოძიებისათჳს, რაჲთა პოვნენ სიღრმესა მათსა შინა დაფარულნი საიდუმლონი, რამეთუ არა თუ ზედაპირსა იდვა საიდუმლოჲ იგი, არამედ ვითარცა საუნჯჱ დიდი სიღრმეთა დაფარულ იყო, და რომელი არა ეძიებდეს მოსწრაფებით, სიღრმესა შინა დამარხულსა ვერ ჰპოვებს. ამისთჳს თქუა: „გამოიძიეთ წიგნთაგან, რამეთუ თქუენ ჰგონებთ თავთა თქუენთა, ვითარმედ გაქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ მათ მიერ“. არა თქუა, თუ: გაქუს ცხორებაჲ, არამედ „ჰგონებთო“, რამეთუ უჩუენებს, ვი-თარმედ არცა რას მათ მიერ ირგებდეს, რომელნი-იგი ჰგონებდეს, ვი-თარმედ კითხვითა ოდენ ცხოვნდებიან. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: არა იტყჳთა თქუენ, ვითარმედ: წერილნი ჭეშმარიტ არიან და მიზეზ ცხორებისა? და მეცა უკუე მათ მიერ მოვიღებ წამებასა, რამეთუ იგინი წამებენ ჩემთჳს, და არა გნებავს მოსლვაჲ ჩემდა, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ გაქუნდეს. ხოლო ვინაჲთგან მრავალი ღონჱ ქმნა, რაჲთამცა ჰრწმენა მათ მისი, და იოვანეს წამებაჲ მოაჴსენა, და საქმეთა თჳსთაჲ, და მამისამიერი, და რაჲთა ვერ თქუან მათ, ვითარმედ: დიდებაჲ კაცთამიერი ჰნებავს მას და ამისთჳს იტყჳს სიტყუათა მათ და მოიყვანებს სარწმუნოებად მისა, ამისთჳს ჰრქუა მათ უფალმან:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „დიდებასა კაცთაგან არა მოვიღებ“ (5,41).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ არა მეჴმარების, არა ესევი-თარი არს ბუნებაჲ ჩემი, რაჲთამცა მეჴმარებოდა კაცთამიერი დიდებაჲ, რამეთუ უკუეთუ მზჱ სანთლისა მცირისაგან შემატებასა ნათლისასა არა მიიღებს, არა უფროჲსად მემცა შორს ვიყავა კაცობრივისა დიდებისა ჴმარებისაგან? „არამედ ამას ვიტყჳ, რაჲთა თქუენ სცხოვნდეთ“.1 და კუალად სხუაჲცა მიზეზი თქუა ამისთჳს:
1 იოან. 5,34.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არამედ გიცნი თქუენ, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ არა გაქუს თავისა თქუენისა თანა“ (5,42).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ვინაჲთგან იგინი იტყოდეს, თუ: ღმერთი გჳყუარს და ამისთჳს გდევნით შენ, რამეთუ სწორ ღმრთისა ჰყოფ თავსა შენსა, და უფალმან იცოდა, ვითარმედ არა ეგულების რწმუნებაჲ მისი, და რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: უკუეთუ კაცთა დიდებაჲ არა გიჴმს, რად იტყჳ ესევითართა სიტყუათა? ამისთჳს თქუა, ვითარმედ: ვიტყჳ ამათ სიტყუათა, რაჲთა გამხილო თქუენ, ვითარმედ არა ღმრთისა სიყუარულისათჳს მდევნით მე; რამეთუ ვინაჲთგან გიჩუენე, ვითარმედ იგი წამებს ჩემთჳს, უკუეთუმცა მისთჳს მდევნიდით, არამცა მოხუედითა აწ ჩემდა მომართ, უკუეთუმცა ღმერთი გიყუარდა? არამედ არა არს თქუენ თანა სიყუარული ღმრთისაჲ. და ამისთჳს სხუაჲცა სასწაული უჩუენა მათ არასიყუარულისა ღმრთისაჲ და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარეთ მე. უკუეთუ სხუაჲ მოვიდეს სახელითა თჳსითა, იგი შეიწყნაროთ“ (5,43).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ ყოვლით კერძო ისწრაფა, რაჲთა მიზეზი მოუწყჳდოს? და ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „მამამან მომავლინა“, რაჲთა არღარა აქუნდეს სიტყუაჲ. ხოლო ვის იტყჳს, თუ: „თჳსითა სახელითა მოვიდეს“? ანტესა მოასწავებს აქა და გამოაჩინებს გარდამატებულსა მათსა უგულისხმოებასა. რამეთუ უკუეთუმცა ღმრთისა სიყუარულისათჳს მდევნიდით, არა უფროჲსად ანტისა ჯერ-იყოა დევნაჲ? რამეთუ მან ესევითარი არარაჲ თქუას, არცა თუ მამისა მიერ მოვლინებაჲ, არამედ ყოველი წინააღმდგომი, და მძლავრებით მისა მიიტაცებდეს და ყოვლითურთ ღმრთად იტყოდის თავსა თჳსსა. რამეთუ ესე არს სახელი-თა თჳსითა მოსლვაჲ. ხოლო მე არა ესრეთ, არამედ სახელითა მამისაჲთა მოვედ. და ვინაჲთგან რომელი იტყოდა ღმრთისა მიერ მოვლინებულად, არა შეიწყნარეს, ხოლო რომელსა ეგულების სახელითა თჳსითა მოსლვაჲ და თქუმაჲ, ვითარმედ: მე ვარ ღმერთი, მისი ეგულების თაყუანის-ცემაჲ, ესე სასწაული არს, ვითარმედ შურითა და სიძულილითა ღმრთისაჲთა სდევნიდეს მას. ამისთჳს ესე ორნი მიზეზნი დასხნა სიტყუათა თჳსთანი: ერთად, მათი ცხორებაჲ, „რაჲთა თქუენ სცხოვნდეთო“, და „რაჲთა ცხორებაჲ გაქუნდეს“. და ვინაჲთგან ეგულებოდა მისი კიცხევაჲ, ჰრქუა მეორჱცა მიზეზი, უკეთურებისა მათისა გამომაჩინებელი, რამეთუ პავლე ანტისათჳს თქუა წინაჲსწარმეტყუელებით: „მოავლინოს ღმერთმან ძალი საცთურისაჲ, რაჲთა განსაჯნეს ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენა ჭეშმარიტებაჲ“.1 ხოლო ქრისტემან არა თქუა, ვითარმედ მოვიდეს, არა-
1 შდრ. 2 თეს. 2,11-12.
მედ: „უკუეთუ მოვიდესო“. რამეთუ ერიდებოდა მსმენელთა მათ და ამისთჳს დაიდუმა მიზეზი მოსლვისა მისისაჲ, ხოლო პავლე მიზეზიცა თქუა: რამეთუ იგი არს, რომელმან ყოველი სიტყუაჲ მიუღოს მათ. და ამისა შემდგომად მიზეზიცა თქუა მათისა ურწმუნოებისაჲ უფალმან:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარ ჴელ-გეწიფების რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ?“ (5,44).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და ამითცა სიტყჳთა გამოაჩინებს, ვითარმედ არა ღმრთისასა ეძიებდეს იგინი, არამედ მით მიზეზითა თჳსსა ნებასა აღასრულებდეს, რამეთუ იგინი არა ღმრთისასა ეძიებდეს, არამედ კაცთა დიდებასა. ხოლო გამოაჩინა რაჲ მრავლით კერძო, ვითარმედ სიყუარული ღმრთისაჲ არა აქუს, და ამხილა ცხადად, ვითარმედ ყოველი სიტყუაჲ მი-ღებულ არს მათგან, მერმე მოიყვანა მოსეცა შემასმენელად მათა და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მე შეგასმინენ თქუენ მამასა; არს შემასმენელი თქუენი მოსე, რომელსა თქუენ ესავთ. უკუეთუმცა გრწმენა მოსჱსი, გრწმენა ჩემიცამცა, რამეთუ მან ჩემთჳს დაწერა. უკუე-თუ წიგნთა მისთაჲ არა გრწამს, ვითარ-მე სიტყუათა ჩემთაჲ გრწმენეს?“ (5,45-47).
თ ა რ გ მ ა ნ ი: სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვი-თარმედ: ჩემითა შეურაცხებითა ჩემსა უწინარეს მას აგინებთ, რამეთუ მოსეს უფრო ურწმუნო ექმნენით, ვიდრეღა მე. ჰხედავა, ვითარ ყოველივე სიტყუაჲ მოუღო მათ? რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: იტყოდეთ, თუ: ღმერთი გჳყუარს; და გამოვაჩინო, ვინაჲთგან მე მდევნით, არა გიყუარს; იტყოდეთ, ვითარმედ: შაბათსა დაჰჴსნი და შჯულსა გარდახუალ; ეგეცა შესმენაჲ გამოვაჩინე; ანუ რად იტყჳთ, თუ: მოსჱსსა ვისმენთ, და სიტყუათა მისთათჳს მდევნით? გამომიჩინებიეს, ვითარმედ ჩემითა დევნითა უფროჲსად შეურაცხ-ჰყოფთ მოსეს, და უფროჲს ყოველთა მან შეგასმინნეს თქუენ. და ესრეთ დაუყო მათ პირი, რაჟამს უჩუენა, ვი-თარმედ არცა მოსჱსი ჰრწამს, რამეთუ მან თქუა, ვითარმედ: უკუეთუ ვინმე მოვიდეს და იქმოდის სასწაულთა და მიგიყვანებდეს ღმრთისა და მომავალსა ყოველსა ჭეშმარიტებით იტყოდის, გრწმენინ მისი. და ესე ყოველი ქმნა ქრისტემან, რამეთუ სასწაულნი ქმნნა ჭეშმარიტებით, და ყოველთა ღმრთისა მიიყვანებდა და მომავალსა ყოველსა იტყოდა, და არა ჰრწმენა. უკუეთუ კულა თქუა, ვითარმედ: „მე წამებასა კაცისაგან არა მოვიღებ“,1 და აწ მოსე მოიყვანა მოწამედ, ნუ გიკჳრს, რამეთუ არა მოსე, არამედ სიტყუანი ღმრთისანი მოიხუნა მოწამედ, და პირი მოსჱსი აჴსენა, რაჲთამცა უფროჲსად შეაშინნა იგინი.
1 იოან. 5,34.
ხოლო გულისხმა-ყავ, ვითარ სიტყუაჲ დაულია: რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: სიყუარულისათჳს ღმრთისა ვსდევნით, - უჩუენა, ვითარმედ სიძულილისაგან ღმრთისა იქმოდეს ამას; კუალად იტყოდეს, ვითარმედ: მოსჱსი გურწამს, - უჩუენა, ვითარმედ არა ჰრწმენა მოსესი და ამისთჳს იქმოდეს ამას. რამეთუ უკუეთუ ღმერთი გიყუარსო, ჯერ-არს ჩემიცა სიყუარული; უკუეთუ მოსჱსი გრწამს, ჯერ-არს, რაჲთა ჩემიცა გრწმენეს და თაყუანის-მცეთ, რომლისათჳს მან ქადაგა. უკუეთუ მისდა ურწმუნო ხართ, რაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ ჩემდაცა ურწმუნო იყვნეთ? და ამას ყოველსა ზედა არა მოიქცეს, რამეთუ ესევითარი არს უკუეთურებაჲ: რაოდენსაცა ვინ იტყოდის და იქმოდის, არა მოდრკების, არამედ თჳსივე გესლი აქუს.
სწავლაჲ მა: ვითარმედ არარაჲ ესრეთ განაბრძნობს კაცსა, ვითარ სათნოებაჲ, და ვითარმედ ყოველი ბოროტი უკეთურებისაგან მიიღებს დასაბამსა
ამისთჳს უკუე ვისწრაფოთ, რაჲთა ყოველი უკეთურებაჲ განვდევნოთ სულთაგან ჩუენთა და არაოდეს ვიქმოდით ზაკუვასა, რამეთუ გულარძნილთა მიმართ გულარძნილნი გზანი მიავლინნეს უფალმან ღმერთმან. და წმიდაჲ იგი სული ღმრთისაჲ ივლტის ზაკუვისაგან და ზრახვათაგან ბოროტთა, რამეთუ არარაჲ ესრეთ ცოფ-ჰყოფს კაცსა, ვი-თარ უკეთურებაჲ, და არარაჲ ესრეთ განაბრძნობს კაცსა, ვითარ სათნოებაჲ; რამეთუ ჰყოფს კაცსა სათნოებაჲ მადლიერ, კაცთმოყუარე, მშჳდ და ტკბილ; და რაჲმცა იყო ესევითარისა მის უბრძნეს? რამეთუ წყაროჲ და ძირი სიბრძნისაჲ სათნოებაჲ არს, ვითარცა-იგი ყოვლისა უკეთურებისა დაწყებაჲ უგუნურებისაგან არს, რამეთუ ამპარტავანი და მრისხანე ნაკლულევანებისაგან ცნობისა იძლევის ვნებათა მათგან. ამისთჳსცა წინაჲსწარმეტყუელი იტყოდა: „არა არს კურნებაჲ ჴორცთა ჩემთაჲ პირისაგან უგუნურებისა ჩემისა“,1 რაჲთამცა გჳჩუენა, ვითარმედ ყოველი ცოდვაჲ დაწყებასა უგუნურებისაგან მიიღებს, და სათნოჲ და მოშიში უფლისაჲ უბრძნეს ყოველთასა არს, რამეთუ „დასაბამი სიბრძნისაჲ არს შიში უფლისაჲ“.2 და ვინაჲთგან სიბრძნჱ შიში უფლისაჲ არს, ხოლო უკეთურსა შიში უფლისაჲ არა აქუს, სიბრძნისაგან სამე გამოჴუებულ არს და უუგუნურეს არს ყოველთასა.
და მრავალნი უკეთურთა ბრძნად უწოდენ, რამეთუ ავნებენ სხუა-თა ჴელოვნად, და არა იციან, ვითარმედ ესე არს დიდი უგუნურებაჲ, რა-
1 შდრ. ფსალმ. 37,4,6,8. 2 ფსალმ. 110,10; იგავ. 1,7.
მეთუ რომელი სხუასა ავნებდეს, არა მას ავნებს, არამედ თჳსსა გულსა განსწონს მახჳლსა და ვერ გულისხმა-ჰყოფს, და ესე არს დიდისა უგუნურებისა სასწაული. არამედ ჩუენ ნუმცა ჭირვეულთა და სხუა-თაგან ვნებულთა სახელს-ვსდებთ უბადრუკად, არამედ უფროჲსად მავნებელთა და მაჭირვებელთა მათთა, რამეთუ იგინი არიან ვნებულნი, რომელნი ღმერთსა მბრძოლად აღიდგენენ თავთა თჳსთათჳს და ბევრეულთა შესმენათა პირსა აღუღებენ და დიდსა საშჯელსა განიმზადებენ ჯოჯოხეთს შინა, ხოლო რომელნი ჭირვეულნი იყვნენ და მოითმენდენ, მათ ღმერთიცა სწყალობს და ყოველნი კაცნი, და ამასცა სოფელსა სიბრძნესა თჳსსა აჩუენებენ და მას საუკუნესა დაუსრულებელთა კეთილთა ჰპოვებენ, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.