მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 6:2

1. After these things Jesus went over the sea of Galilee, which is the sea of Tiberias.2. And a great multitude followed him, because they saw his miracles which he did on them that were diseased.3. And Jesus went up into a mountain, and there he sat with his disciples.
John თავი 6
2. And a great multitude followed him, because they saw his miracles which he did on them that were diseased.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად წიაღჴდა იესუ ზღუასა მას გალილეაჲსასა, რომელ არს ტიბერიისაჲ. და მისდევდა მას ერი მრავალი, რამეთუ ჰხედვიდეს სასწაულთა მათ, რომელთა იქმოდა უძლურთა ზედა. და აღვიდა მთასა იესუ და დაჯდა მოწაფეთა თჳსთა თანა. და იყო მოახლებულ პასქაჲ, დღესასწაული ჰურიათაჲ“ (6,1-4).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ბოროტთა კაცთა ნუმცა ფრიად აღვერევით, ძმანო, არამედ ოდეს ჩუენსა სათნოებასა არა ევნებოდის, ადგილ-ვსცემდეთ მათსა უკეთურებასა და განვეშორებოდით; რამეთუ აჰა ესერა უფალი ფრიადისა მის ფარისეველთა და სხუათა ჰურიათა უკეთურებისათჳს მივიდა გალილეას, რაჲთამცა შური და რისხვაჲ მათი დაშრიტა, და აწ კუალად წიაღჴდა ზღუასა მას და წარვიდა მთად კერძო.

„და მისდევდა მას ერი მრავალი, რამეთუ ჰხედვიდეს სასწაულთა მათ, რომელთა იქმოდა“. გარნა არა იტყჳს მახარებელი თჳთოეულად სასწაულთა მათ, რამეთუ ამან ისწრაფა, რაჲთამცა უფროჲსად სწავლანი უფლისანი, რომელნი ჰრქუნა ჰურიათა, იგინიმცა მოგჳთხრნა. და აჰა ესერა წელიწდისაჲ მის არარაჲ სასწაული თქუა, გარნა ოდენ განრღუეულისაჲ მის და ძისა სამეუფოჲსა მის კაცისაჲ, რამეთუ შეუძლებელ იყო ყოველთა სასწაულთა მისთა თქუმაჲ. ამისთჳს მრავლისაგან მცირედი მოგჳთხრა. ხოლო იხილეთ სიზრქჱ გონებისა ერისაჲ მის, რამეთუ ესეოდენთა სასწაულთა ზედა ჯერეთ სასწაულთათჳსვე შეუდგეს და არა სიტყუათა მისთათჳს, რომელ-ესე ზრქელისა გონებისა საქმჱ არს, რამეთუ სასწაული ურწმუნოთათჳსო, არა მორწმუნეთა. ხოლო რაჲსათჳს აღვიდა მთად? გარნა ამისთჳს, რაჲთა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის