📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად წიაღჴდა იესუ ზღუასა მას გალილეაჲსასა, რომელ არს ტიბერიისაჲ. და მისდევდა მას ერი მრავალი, რამეთუ ჰხედვიდეს სასწაულთა მათ, რომელთა იქმოდა უძლურთა ზედა. და აღვიდა მთასა იესუ და დაჯდა მოწაფეთა თჳსთა თანა. და იყო მოახლებულ პასქაჲ, დღესასწაული ჰურიათაჲ“ (6,1-4).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ბოროტთა კაცთა ნუმცა ფრიად აღვერევით, ძმანო, არამედ ოდეს ჩუენსა სათნოებასა არა ევნებოდის, ადგილ-ვსცემდეთ მათსა უკეთურებასა და განვეშორებოდით; რამეთუ აჰა ესერა უფალი ფრიადისა მის ფარისეველთა და სხუათა ჰურიათა უკეთურებისათჳს მივიდა გალილეას, რაჲთამცა შური და რისხვაჲ მათი დაშრიტა, და აწ კუალად წიაღჴდა ზღუასა მას და წარვიდა მთად კერძო.
„და მისდევდა მას ერი მრავალი, რამეთუ ჰხედვიდეს სასწაულთა მათ, რომელთა იქმოდა“. გარნა არა იტყჳს მახარებელი თჳთოეულად სასწაულთა მათ, რამეთუ ამან ისწრაფა, რაჲთამცა უფროჲსად სწავლანი უფლისანი, რომელნი ჰრქუნა ჰურიათა, იგინიმცა მოგჳთხრნა. და აჰა ესერა წელიწდისაჲ მის არარაჲ სასწაული თქუა, გარნა ოდენ განრღუეულისაჲ მის და ძისა სამეუფოჲსა მის კაცისაჲ, რამეთუ შეუძლებელ იყო ყოველთა სასწაულთა მისთა თქუმაჲ. ამისთჳს მრავლისაგან მცირედი მოგჳთხრა. ხოლო იხილეთ სიზრქჱ გონებისა ერისაჲ მის, რამეთუ ესეოდენთა სასწაულთა ზედა ჯერეთ სასწაულთათჳსვე შეუდგეს და არა სიტყუათა მისთათჳს, რომელ-ესე ზრქელისა გონებისა საქმჱ არს, რამეთუ სასწაული ურწმუნოთათჳსო, არა მორწმუნეთა. ხოლო რაჲსათჳს აღვიდა მთად? გარნა ამისთჳს, რაჲთა გუასწაოს ჩუენცა სიყუარული უდაბნოჲსაჲ და სივლტოლაჲ შფოთთაგან; რამეთუ კეთილ არს უდაბნოჲ და საყუარელ, და ამისთჳს უფალი მრავალგზის მარტოჲ ივლტოდის მთად და ილოცავნ, რაჲთა გუასწაოს, ვითარმედ რომელსა ენებოს მიახლებაჲ ღმრთისაჲ, შფოთთაგან შორს უჴმს ყოფაჲ. ხოლო აწ აღვიდეს მოწაფენი ოდენ, რამეთუ სხუაჲ იგი ერი ურწმუნოებისათჳს არა აღვიდა მათ თანა მთად, არამედ უკუანაჲსკნელ მივიდეს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო მოახლებულ პასქაჲ, დღესასწაული ჰურიათაჲ. აღიხილნა იესუ და იხილა მრავალი ერი, მოსრული მისა“ (6,4-5).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს, რომელ პასქასა ყოველნი იერუსალჱმდ მივიდოდეს, და უფალი გალილეად? რამეთუ იწყო მცირედ-მცირედ უკეთურებისათჳს ჰურიათაჲსა თანაწარსლვად დღესასწაულთა მათთა, ხოლო ჯდა მოწაფეთა თანა სიმდაბლით, და ვითარ მე ვჰგონებ, საიდუმლოთა რათმე ასწავებდა მათ. ამისთჳსცა შექცეულ იყო მათა, და აღიხილნა თუალნი და იხილა მოსრული ერი. და იტყჳან სხუანი მახარებელნი, ვითარმედ: მოწაფენი მოუჴდეს და ეტყოდეს უფალსა ერისათჳს,1 ხოლო ესე იტყჳს, ვითარმედ: ფილიპეს ჰკითხა უფალმან;2 და ორივე ესე ჭეშმარიტ არს, გარნა არა ერთსა ჟამსა ქმნილ არს ორივე, ესე და რომელსა იგინი იტყჳან, არამედ იგი იქმნა პირველად, რომელსა სხუანი მახარებელნი იტყჳან, და ესე იქმნა უკუანაჲსკნელ. ხოლო რაჲსათჳს ჰკითხა ფილიპეს? გარნა რამეთუ თავადმან იცოდა, თუ რომელთა მოწაფეთა უჴმს უმეტესი სწავლაჲ. რამეთუ ესე არს, რომელსა ეგულების შემდგომად ამისა თქუმად, ვითარმედ: „გჳჩუენე ჩუენ მამაჲ შენი“.3 და ამისთჳს პირველითგანვე განამტკიცებდა მას და ასწავებდა. და აწცა ჰკითხა პირველად, და მან აღიარა უქონელობაჲ მათი, რომელ აქუნდა, და ვითარმედ: „ორასისა დრაჰკნისა პური ერისა ამისთჳს ვერ კმა არს“ (6,7). და ვითარცა აღიარა პირითა თჳსითა საქმისა მის სიდიდჱ, მაშინ ქმნა იესუ სასწაული იგი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ამას იტყოდა და გამოსცდიდა მას, რამეთუ თავადმან იცოდა, რაჲ ეგულებოდა ყოფად“ (6,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, თუ: „გამოსცდიდა“? არაჲ ეგულებოდა მას თქუმად, რამეთუ ყოველივე პირველ ქმნისა და თქუმისა იცოდა. არამედ რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ძუელისაგან გულისხმა-ყავ, რამეთუ მუნ იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთი გამოსცდიდა აბრაჰამს“.4 არცა მუნ იტყჳს ამას, თუ შემდგომად გამოცდისა სცნობდა საქმისა მის აღსასრულსა, თუ უსმინოს ანუ არა. ნუ იყოფინ! რამეთუ ვითარმცა ეგებოდა ესე მისთჳს, რომელმან ყოველივე პირველ ყოფისა იცის? არამედ ორივე ესე კაცობრივ თქუმულ არს. რამეთუ ვითარცა რაჟამს იტყოდის, ვითარმედ: „რომელი გამოეძიებს გულსა კაცთასა“,5 არა ამას იტყჳს, თუ არა იცის და ეძიებს ცნობად, არამედ მოასწავებს ჭეშმარიტსა მას მეცნიერებასა მისსა. ეგრეთვე ოდეს თქუას, თუ: „გამოსცდიდა“, არარას სხუასა იტყჳს, გარნა ამას, ვითარმედ იცოდა კეთილად და ენება, რაჲთამცა იგიცა გამოცდილ იქმნა და მტკიცე, და ვითარცა აბრაჰამ, ეგრეთვე ესე კითხვითა თჳსითა მოიყვანა უზეშთაესისა სასწაულისა მის გულისხმისყოფასა. ამისთჳსცა, რაჲთა არა უძლურებისათჳს სიტყჳსა ამის ბოროტი რაჲმე მოიგონო, თქუა მახარებელმან, ვითარმედ: „თავადმან იცოდა, რაჲ ეგულებოდა ყოფად“. რამეთუ სადაცა იჭჳ ბოროტი შემოვიდოდის, ისწრაფის მახარებელი განმართლებად მისა. ხოლო ჰკითხა რაჲ უფალმან ფილიპეს, მიუგო მას ანდრია:6
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არს აქა ყრმაჲ, რომელსა აქუს ხუთი პური ქრთილისაჲ და ორი თევზი, არამედ ესე რაჲ არს ესეოდენთა წინაშე?“ (6,9).
1 შდრ. მათ. 14,15; ლუკ. 9,12. 2 შდრ. იოან. 6,5. 3 იოან. 14,8. 4 დაბ. 22,1. 5 შდრ. რომ. 8,27. 6 შდრ. იოან. 6,8.
თ ა რ გ მ ა ნ ი: უმაღლჱს იყო ესე გონებითა ფილიპესა, გარნა არცა ესე იყო სისრულესა მიწდომილ, და ვითარ ვჰგონებ, გულისხმა-ყვნა სასწაულნი, წინაჲსწარმეტყუელთა მიერ ქმნულნი, და ვითარ ელისე ქმნა სასწაულნი პურთა მათ ზედა, გარნა სრულიად ვერ ეძლო გულისხმისყოფად, რამეთუ ჰგონებდა, თუ მცირედისაგან მცირედი განამრავლოს და ფრიადისაგან - ფრიადი, რამეთუ არა იცოდა, ვითარმედ მისდა ადვილ იყო მცირედისაგანცა და ფრიადისა სწორად განმრავლებაჲ პურთაჲ მათ. და არა თუ ნივთი უჴმდა მას წინამდებარედ, არამედ რაჲთა არავინ თქუას, თუ: დაბადებულნი უცხო არიან მისისა სიბრძნისაგან, ვითარცა იკადრა ამისა შემდგომად მარკიონ თქუმად, ამისთჳს დაბადებულთაგან მოიღო ნივთი სასწაულისა ამის ქმნად. და ვინაჲთგან ორთავე მათ მოწაფეთა წარიწირეს სასოებაჲ პურისაჲ, მაშინ იწყო ქმნად სასწაულისა და გამოაჩინა უზეშთაესობაჲ სასწაულისაჲ მის უფროჲს წინაჲსწარმეტყუელთა მიერ ქმნილისა. და ვიდრე პურნი არღარასადა ჩნდეს, რაჲთა სცნა, ვითარმედ არაარსი ვითარცა არსი არს წინაშე მისა, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან მოუწოდის არაარსთა, ვითარცა არსთა“,1 ამის-თჳს აქაცა პირველ პურთა მოღებისა, ვითარცა მზასა ზედა ტაბლასა, უბრძანა დასხდომაჲ ერისა მის, რაჲთა გონებასაცა მოწაფეთასა არგოს. ხოლო იგინი კითხვისა მისგან მოსრულ იყვნეს გულისხმის-ყოფად, ამისთჳს შეუორგულებელად იქმოდეს ბრძანებასა მისსა და დასხმი დეს ერსა მას.2 არცა თქუეს, თუ: რაჲ არს ესე? ჩანს არარაჲ, და უბრძანებ დასხდომასა ერისასა? არამედ რომელნი-იგი პირველ ურწმუნო იყვნეს და იტყოდეს: „ვინაჲ ვიყიდოთ პური?“3 აწ პირველ ხილვისაცა მოვიდეს სარწმუნოებად. ხოლო რაჲ არს, რომელ განრღუეულსა რაჲ განჰკურნებდა და სხუათა სასწაულთა იქმოდა, არა ილოცა, და აქა ილოცავს? რაჲთა გუასწაოს საზრდელისა ჟამსა ლოცვაჲ, და კუალად ამისთჳს, რამეთუ უდარჱსთა ამათ სასწაულთა ზედა ილოცავს, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არა თუ ლოცვაჲ ეჴმარების. რამეთუ უკუეთუმცა ეჴმარებოდა, არამცა უფროჲსად უზეშთაესთა მათ ზედა იქმოდაა? და რომელი მათ დიდთა სასწაულთა ჴელმწიფებით იქმოდა, საცნაურ არს, ვითარმედ აქაცა არად ეჴმარებოდა ლოცვაჲ, არამედ ერი მრავალი იყო და ენება, რაჲთამცა ჰრწმენა მათ, ვითარმედ ნებითა ღმრთისაჲთა მოსრულ არს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოიხუნა იესუ პურნი იგი, ჰმადლობდა და მისცემდა, რომელნი-იგი დასხდეს; და ეგრეთვე თევზთა მათგანნი, რაოდენი-იგი უნდა მათ. და ვითარცა განძღეს, ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: შეკრიბეთ ნეშტი ეგე ნამუსრევი. ხოლო მათ შეკრიბეს და აღავსეს ათორმეტი გოდორი“ (6,11-13).
1 რომ. 4,17. 2 შდრ. იოან. 6,10. 3 იოან. 6,5.
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა, რაოდენი განყოფილებაჲ არს შორის მონათა და მეუფისა? რამეთუ მათ ზომითა აქუნდა მადლი და ესრეთ იქმოდეს სასწაულთა, ხოლო ღმერთი უშურველითა ძალითა იქმს ყოველსავე. ხოლო დაშთა ნეშტი იგი, - არა თუ ამისთჳს ქმნა, რაჲთამცა იხილეს კაცთა, არამედ რაჲთა არავინ თქუას, თუ: უცნებაჲ იყო საქმჱ იგი, ამისთჳსცა წინამდებარისა ნივთისაგან ქმნა იგი. ხოლო რაჲსათჳს, რომელ მოწაფეთა ეტჳრთა გოდრები? ამისთჳს, რამეთუ ენება, რაჲთამცა კეთილად სწავლულ იქმნნეს იგინი, რომელთა ეგულებოდა მოძღურებაჲ ყოვლისა სოფლისაჲ. და იყო ესე იუდაჲსიცა არამცირედი საშჯელი, რამეთუ ეტჳრ-თა მასცა გოდორი. და რაჲთა სცნა, ვითარმედ მათისა სწავლისათჳს ქმნა, ისმინე, ვითარ უკუანაჲსკნელ მოაჴსენებდა, ვითარმედ: „არა გულისხმაჰყავთა, რაოდენი გოდორი აღიღეთ?“1 და რამეთუ სწორად რიცხჳსა მის მოწაფეთაჲსა იყვნეს გოდორნი. ხოლო კუალად სხუასა ჟამსა, რამეთუ უფრო სწავლულ იყვნეს, შჳდი აღიღეს2 და არა ათორმეტი, რამეთუ რაოდენი ენების, ესოდენი ყვის ნეშტი იგი. და პურთათჳს იქმნა დაშთომაჲ, რაჲთა არა უცნებად შეირაცხოს, ხოლო თევზთათჳს მაშინ არარაჲ იქმნა დაშთომაჲ, არამედ შემდგომად აღდგომისა თჳნიერ წინამდებარისა ნივთისა იხილვა თევზი, რაჲთა სცნა, ვითარმედ აწცა არა თუ ნაკლულევანებისათჳს იჴმარა ნივთი იგი, არამედ რაჲთა დაუყვნეს პირნი მწვალებელთანი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ერი იგი იტყოდა: ესე არს ჭეშმარიტად წინაჲსწარმეტყუელი“ (6,14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ ნაყროვანებისა გარდამატებულებაჲ! ბევრეულნი ამისა უსაკჳრველჱსნი ქმნნა, და არასადა მოიგონნეს ესენი, და აწ, ოდეს მუცელი აღმოივსეს, მაშინ წინაჲსწარმეტყუელად აღიარეს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ გულისხმა-ყო, რამეთუ მოვიდოდეს წარტაცებად მისა, რაჲთამცა ყვეს იგი მეფე, განეშორა და წარვიდა იგი მარტოჲ“ (6,15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ ბუნებათა მათთა სისუბუქჱ, არღარა შაბათისა დაჴსნაჲ იზრუნეს, არცა შჯულისაჲ რაჲ მოიგონეს, რომელსა პირველ იტყოდეს, არამედ მუცელი რაჲ აღივსეს, წინაჲსწარმეტყუელად ეტყოდეს და მეფედ დასუმაჲ ეგულებოდა; ხოლო ქრისტე ივლტოდა, რაჲთამცა გუასწავა სოფლისა პატივთა შეურაცხებაჲ, და ვითარმედ არარაჲ უჴმს მას ქუეყანისაჲ; რამეთუ ყოველი უნდოჲ გამოირჩია: დედაჲ და სახლი და ქალაქი და ზრდილობაჲ და სამოსელი, და არა უნდა, რაჲთამცა ქუეყანისა საქმეთა მიერ გამოჩნდა, რამეთუ ზეცისაჲ ყოველი ბრწყინვალე იყო, და დიდად ანგელოზნი და ვარსკულავი და მამაჲ ქადაგებდა, და სული
1 შდრ. მათ. 16,9-10; მარკ. 8,19-21. 2 შდრ. მათ. 15,37; მარკ. 8,8,20.
წმიდაჲ წამებდა, და წინაჲსწარმეტყუელთა პირველვე ეთქუა, ხოლო ქუეყანისაჲ ყოველი უნდოდ აქუნდა, რაჲთა ესრეთ უფროჲსად გამოჩნდეს ძალი მისი, რამეთუ მოვიდა, რაჲთა გუასწაოს შეურაცხებაჲ სოფლისაჲ. ამისთჳს პილატეს ეტყოდა: „მეუფებაჲ ჩემი არა არს ქუეყანისაგან“.1 ხოლო რომელ წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „აჰა მეუფჱ შენი მოვალს“,2 მეუფებასა ზეცისასა იტყოდა და არა ქუეყანისასა. ამისთჳს უფალმან თქუა, ვითარმედ: „დიდებაჲ კაცთაგან არა მოვიღო“.3
სწავლაჲ მბ: ვითარმედ არარაჲ არს სოფლისა ამის დიდებაჲ
ვისწავოთ უკუე, საყუარელნო, შეურაცხებაჲ კაცთამიერისა დიდებისაჲ, რამეთუ ჩუენ გუაქუს პატივი დიდი, რომლისა თანა ესე გინებაჲ არს და შეურაცხებაჲ. ვითარცა სიმდიდრჱ სოფლისაჲ მას სიმდიდრესა თანა სიგლახაკე არს, და ცხორებაჲ ესე თჳნიერ მისა სიკუდილ არს, ეგრეთვე დიდებაჲ ესე მას თანა კიცხევა არს და სირცხჳლ, რამეთუ „დიდებაჲ კაცისაჲ ვითარცა ყუავილი არს თივისაჲ“.4 ხოლო რაჲ არს უდარეს ყუავილისა და თივისა? დაღაცათუმცა არა ამაოჲ იყო, სულსა რაჲმცა არგო? არარაჲ! რამეთუ ავნებსცა უზომოდ და მონათა მონა-ჰყოფს მეძიებელთა მისთა. ხოლო არა უმჯობეს არსა აზნაურებაჲ, ვიდრე მონებაჲ, აზნაურებაჲ კაცთაგან და მონებაჲ ღმრთისაჲ? და უკუეთუ გიყუარს დიდებაჲ, უკუდავი იგი დიდებაჲ გიყუარდინ, რომლისა სარგებელი ფრიად არს, რამეთუ უკუდავ არს დიდებაჲ იგი.
რაჲ უკუე უმჯობეს არს: კაცთამიერი დიდებაჲ ანუ ღმრთისამიერი, ქუეყანასა ზედა ანუ ცათა შინა? ერთსა დღესა უმჯობეს არს გჳრგჳნოსნებაჲ ანუ დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა? მიეც გლახაკსა და ნუ მისცემ მომღერალსა, რაჲთა არა საფასესა შენსა თანა სულიცა შენი წარიწყმიდო და მისიცა, რამეთუ შენ ხარ წარწყმედისა მისისა მიზეზ, რომელი ბოროტისა მისთჳს პატივ-სცემ. რამეთუ უკუეთუმცა იცოდეს მგოსანთა და მომღერალთა, ვითარმედ უსარგებლო არს ჴელოვნებაჲ მათი, ადრევემცა დაცხრომილ იყვნეს საქმისა მისგან, ხოლო ოდეს გხედვიდენ, ვითარმედ გიყუარს საქმჱ იგი და მისცემ მისთჳს ფრიად, დაღაცათუ არა უნდეს, გულისთქუმაჲ საფასეთაჲ აქმნევს.
განვეშორნეთ უკუე უსარგებლოჲსა მის წარსაგებელისაგან, ვიცნათ და გულისხმა-ვყოთ, თუ სადა ჯერ-არს წარგებაჲ, რაჲთა არა ორკერძოვე
1 იოან. 18,36. 2 ესაია 62,11; ზაქ. 9,9; მათ. 21,5; იოან. 12,15. 3 იოან. 5,41. 4 ესაია 40,6; 1 პეტ. 1,24.
ღმერთი განვარისხოთ, რაჟამს სადაჲთ არა ჯერ-იყოს, შევიკრებდეთ, და სადა არა ჯერ-იყოს, განვაბნევდეთ. რამეთუ ვითარ არა უშჯულოება არს, რაჟამს გლახაკსა თანაწარჰჴდე და მეძავსა მისცე, დაღაცათუმცა სიმართლით მოგეგო საფასჱ იგი? ბოროტვე იყო საქმჱ ესე - სასყიდლად ბოროტისა მიცემაჲ, და რომლისათჳსცა ტანჯვაჲ ჯერ-იყო, მისთჳს პატივ-სცემ. ხოლო ოდეს ობოლთაცა განსძრცვიდე და ქურივთა ჰმძლავრობდე და სასყიდელად ცოდვისა მისცემდე, გულისხმა-ყავ, თუ ვითარსახედ ცეცხლსა მოაწევ სულსა შენსა ზედა. რამეთუ უკუეთუ აქებ მომღერალსა და სათნო-გიჩნს საქმჱ მისი, უაღრეს მისა ხარ, რამეთუ მას დაღაცათუ არა აქუს სიტყუაჲ, გარნა სიგლახაკჱ მიზეზად აქუს; ხოლო შენ რომელი მიზეზი სთქუა? გარნა წარწყმედაჲ სულისაჲ. რაჲ სთქუა სამშჯავროსა მას ზედა დიდსა, სადა გულისსიტყუათათჳსცა სიტყჳსმიცემაჲ თანაგედვას? რომლითა თუალითა იხილო მსაჯული? რაჲ მიზეზი სთქუა საქმისა მაგის? არა არს მიზეზი, რომელიმცა სთქუ, გარნა სატანჯველი საუკუნოჲ დაუსრულებელი. არამედ ღირსმცა ვართ ჩუენ ყოველნი მიმთხუევად სასუფეველსა მისსა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.