თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას მოასწავებს მახარებელი სიტყუათა ამათგან, ვი-თარმედ ერიცა იგი დაღაცათუ არა განცხადებულად, არამედ იჭჳთრე ჰგონებდა საქმესა მას საკჳრველსა უფლისასა, რამეთუ იცოდესო, ვი-თარმედ სხუაჲ ნავი არა იყო მუნ, და ესეცა იცოდესო, ვითარმედ არა შევიდა იესუ მოწაფეთა თანა ნავსა მას. და ვითარცა პოვეს იგი კაფარნაუმს, რაჲმცა უკუე მოიგონეს სხუაჲ, გარნა ვითარმედ ზღუასა ზედა სლვითა მივიდა? და ამას ყოველსა ზედა წარვიდეს რაჲ და პოვეს, არა ჰრქუეს, თუ: ვითარ გამოჰვლე? არამედ: „ოდეს მოხუედო აქა?“ (6,25). გარნა ვითარმედ სიტყუაჲ ესე, თუ: „ოდეს მოხუედ“, ამისა ნაცვალი იყო, ვითარმედ: ვითარ მოხუედ? ხოლო იხილე სუბუქი იგი და არარას ზედა მტკიცჱ გონებაჲ მათი, რამეთუ რომელნი იტყოდეს, თუ: „წინაჲსწარმეტყუელი არს“, და ეძიებდეს მეფედ დასუმად, და პოვეს რაჲ, არარაჲ ჰრქუეს ესევითარი, არამედ სასწაული იგი დაჰვიწყებოდა და სხუასა ეძიებდეს ხილვად. ხოლო კეთილად ყო, რამეთუ მო-რაჲ-ვიდოდა კაფარნაუმდ ფიცხელთა მათ თანა, პირველად სასწაული იგი პურთაჲ ქმნა, რაჲთამცა მოდრკეს გულნი მათნი, არამედ არა მოიქცეს იგინი, გარნა...
John 6:22
21. Then they willingly received him into the ship: and immediately the ship was at the land whither they went.22. The day following, when the people which stood on the other side of the sea saw that there was none other boat there, save that one whereinto his disciples were entered, and that Jesus went not with his disciples into the boat, but that his disciples were gone away alone;23. (Howbeit there came other boats from Tiberias nigh unto the place where they did eat bread, after that the Lord had given thanks:)
John თავი 6