მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მგ

წმინდა იოანე ოქროპირი

თავი მგ

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა შემწუხრდა, შთავიდეს მოწაფენი მისნი ზღუად. და შევიდეს ნავსა და მივიდოდეს წიაღ ზღუასა მას კაფარნაუმდ. და შე-ოდენ-რიჟუნებოდა, და არა მოსრულ იყო მათა იესუ, ხოლო ზღუაჲ იგი ქარისაგან დიდისა აღიძრვოდა“ (6,16-18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თუ ოდეს მათ თანა არნ ქრისტე ჴორციელად, არამედ ოდეს შორსცა არნ, უმჯობესსა განაგებდა. და იხილე, რაჲ ქმნა აქაცა, რამეთუ დაუტევნა მოწაფენი და აღვიდა მთად. და იგინი შთავიდეს ზღუად, შემწუხრდა რაჲ, ხოლო მწუხრადმდე მოელოდეს მას მოსლვად მათა, და ვითარცა არა მოვიდა, არღარა ელოდეს, არამედ იწყეს ძიებად მოძღურისა თჳსისა. ესოდენ აქუნდა სიყუარული მისა მიმართ, რამეთუ არა დაერიდნეს არარას, არამედ აღჴდეს ნავად, რამეთუ ამისთჳს ჟამიცა თქუა მახარებელმან. ხოლო ქრისტემან რაჲსათჳს დაუტევნა იგინი და მერმე კუალად ეჩუენა? ამისთჳს დაუტევნა, რაჲთა სურვილი მათი აღორძნდეს, ხოლო ეჩუენა, რაჲთა ძალი მისი ცნან, რამეთუ ჯერ-იყო, რამეთუ იგინიცამცა ჰხედვიდეს თჳსაგან სასწაულთა მისთა, რომელნი-იგი მოძღუარ სოფლისა ყოფად იყვნეს. ამისთჳს იხილნეს სასწაულნი თჳსაგან: ფერისცვალებაჲ, და ესე აწ ზღუასა ზედა, და შემდგომად აღდგომისა, და სხუანი მრავალნი. ხოლო მოვიდოდეს კაფარნაუმდ ძიებად უფლისა. და იყო მწუხრი, და ზღუაჲ აღძრულ იყო, და იგინი იყვნეს, ვითარ ოცდახუთ უტევან ზღუასა შინა. და იხილეს იგი ზღუასა ზედა მავალად და შეეშინა.1 „ხოლო თავადმან ჰრქუა: მე ვარ, ნუ გეშინინ!“ (6,20). რამეთუ უჩუენა მათ, რაჲთა ცნან, ვითარმედ იგი არს დამჴსნელი ზამთრისაჲ მის. ამისთჳსცა ენება რაჲ აღყვანებაჲ მისი ნავად, იპოვნეს ქუეყანასა, ვიდრეცა ვიდოდეს.2 ხოლო ერსა მას არა უჩუენა, რამეთუ უზეშთაეს უძლურებისა მათისა იყო სასწაული იგი, არამედ მოწაფეთა უჩუენა და მეყსეულად უჩინო იქმნა. ხოლო ესე სხუაჲ არს, და რომელსა იტყჳს მათე, იგი სხუაჲ არს, სადა პეტრეცა ჰრქუა, ვი-თარმედ: „მოვიდე შენდა“.3 რამეთუ მრავალგზის ერთი სასწაული ერთგზის და ორგზისცა და სამგზისცა ქმნის, რაჲთა არა უცხო-უჩნდეს მხილველთა მათ, არამედ სარწმუნოებით შეიწყნარებდენ. ამისთჳსცა მაშინ უცნებად შეჰრაცხეს საქმჱ იგი და ძლით ჰრწმენა, ხოლო აწ, იხილეს რაჲ, მეყსეულად ცნეს, ვითარმედ უფალი არს. და უფალი არა აღვიდა ნავად, რაჲთამცა უფროჲსად დაუკჳრდა, რამეთუ შეუნდო ზამთრისა მოწევნად, რაჲთა ეძიებდენ უფალსა, და დააცხრვო ზამთარი, რაჲთა ძალი მისი ცნან, და არა აღვიდა ნავად, რაჲთა სასწაული იგი უზეშთაეს იქმნეს.

1 შდრ. იოან. 6,18-19. 2 შდრ. იოან. 6,21. 3 შდრ. მათ. 14,22-28.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხვალისაგან ერი იგი რომელ დგა წიაღ ზღუასა, უწყოდეს, რამეთუ სხუაჲ ნავი არა იყო მუნ, გარნა ერთი ხოლო, რომელსა შესრულ იყვნეს მოწაფენი იესუჲსნი, და რამეთუ არა შევიდა მათ თანა იესუ ნავსა მას“ (6,22).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას მოასწავებს მახარებელი სიტყუათა ამათგან, ვი-თარმედ ერიცა იგი დაღაცათუ არა განცხადებულად, არამედ იჭჳთრე ჰგონებდა საქმესა მას საკჳრველსა უფლისასა, რამეთუ იცოდესო, ვი-თარმედ სხუაჲ ნავი არა იყო მუნ, და ესეცა იცოდესო, ვითარმედ არა შევიდა იესუ მოწაფეთა თანა ნავსა მას. და ვითარცა პოვეს იგი კაფარნაუმს,1 რაჲმცა უკუე მოიგონეს სხუაჲ, გარნა ვითარმედ ზღუასა ზედა სლვითა მივიდა? და ამას ყოველსა ზედა წარვიდეს რაჲ და პოვეს, არა ჰრქუეს, თუ: ვითარ გამოჰვლე? არამედ: „ოდეს მოხუედო აქა?“ (6,25). გარნა ვითარმედ სიტყუაჲ ესე, თუ: „ოდეს მოხუედ“, ამისა ნაცვალი იყო, ვითარმედ: ვითარ მოხუედ? ხოლო იხილე სუბუქი იგი და არარას ზედა მტკიცჱ გონებაჲ მათი, რამეთუ რომელნი იტყოდეს, თუ: „წინაჲსწარმეტყუელი არს“, და ეძიებდეს მეფედ დასუმად, და პოვეს რაჲ, არარაჲ ჰრქუეს ესევითარი, არამედ სასწაული იგი დაჰვიწყებოდა და სხუასა ეძიებდეს ხილვად. ხოლო კეთილად ყო, რამეთუ მო-რაჲ-ვიდოდა კაფარნაუმდ ფიცხელთა მათ თანა, პირველად სასწაული იგი პურთაჲ ქმნა, რაჲთამცა მოდრკეს გულნი მათნი, არამედ არა მოიქცეს იგინი, გარნა სხუასაცა სასწაულსა ეძიებდეს, რაჲთამცა კუალად განძღეს პურითა მით.

სწავლაჲ მგ: რაჲთა სულიერთა და არა სოფლისა საქმეთა ვითხოვდეთ ღმრთისაგან

ხოლო ჩუენ ვჰმადლობდეთ ღმერთსა ყოვლისათჳსვე ხილულთა ამათ კეთილთა, რომელნი მომცნა ჩუენ, და უფროჲსღა სულიერთათჳს, რამე-თუ მასცა ესრეთ ჰნებავს და სულიერისათჳს მოგუცემს ჴორციელსაცა, რაჲთა ესრეთ გონებითა უძლურნი უფროჲს მოიზიდნეს და განსწავლნეს. ამისთჳს გჳჴმს, რაჲთა მარადის სულიერსა ვითხოვდეთ, რამეთუ უკუეთუ სულიერი კეთილი გუაქუნდეს, ჴორციელი დაღაცათუ არა გუაქუნდეს, არარას გუევნების. უკუეთუ კულა ჴორციელი გუაქუნდეს და სულიერი არა, რაჲღა იყოს სასოებაჲ ცხორებისა ჩუენისაჲ? ამისთჳს მარადის სულიერსა ვითხოვდეთ ღმრთისაგან, და ესრეთცა უსწავებიეს მას ჩუენდა. და უკუეთუ გულისხმა-ვყოთ ლოცვაჲ, რომელი მან მასწავა ჩუენ, არა-

1 შდრ. იოან. 6,24-25.

რაჲ ვპოვოთ მას შინა ჴორციელი, არამედ ყოველი სულიერი. ხოლო ისმინეთ, ვითარ სულიერ არს ყოვლითურთ: „მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. პური ესე არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს“.1 ესე მცირე სიტყუაჲ თქუა ხილულისათჳს, და ესეცა სულიერი და წმიდაჲ. და მეყსეულად კუალად იტყჳს: „მოგჳტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევნეთ თანამდებთა მათ ჩუენთა“.2 არარაჲ დადვა დიდებისა ჴორციელისა, ანუ სიმდიდრისა, ანუ სხჳსა რაჲსამე თხოვაჲ, არამედ ყოველივე სულიერი და ზეცისაჲ. ვითარ უკუე არა უბადრუკება არს, უკუეთუ ვითხოვდეთ ღმრთისაგან, რაჲ-იგი მას უბრძანებიეს, რაჲთა დაღაცათუ გუაქუნდეს, და-ვე-უტეოთ? რამე-თუ ესე არს მრავალმეტყუელებაჲ ლოცვასა შინა, რაჟამს ჴორცთასა რას ვითხოვდეთ.

უკუეთუ კულა ვინ თქუას, თუ: ვითარ უკეთურნი განმდიდრდებიან? გულისხმა-ყავთ, ვითარმედ უკეთურთა არა თუ ღმერთი მისცემს სიმდიდრესა, არამედ თჳთ მოტაცებითა და ანგაჰრებითა მოიგებენ. და თუ სთქუა, ვითარმედ: რად შეუნდობს ღმერთი? გულისხმა-ყავთ, რამეთუ ღმერთმან მასცა მდიდარსა მიუშუა განმდიდრებად, რაჲთა უკე-თურებისა თჳსისათჳს უმეტესად დაისაჯოს. და მისთჳს აბრაჰამ ეტყოდა: „შვილო, მიგიღებიეს კეთილი შენი ცხორებასა შენსა“.3 არამედ რაჲთა არა ჩუენცა იგივე ჴმაჲ გუესმეს შუებითა და ცოდვათა შინა ყოფითა ჩუენითა, ამისთჳს მოვიგოთ ჭეშმარიტი იგი სიმდიდრჱ, და რაჲთა საუკუნეთა კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 მათ. 6,9-11; ლუკ. 11,2-3. 2 მათ. 6,12; შდრ. ლუკ. 11,4. 3 ლუკ. 16,25.