მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 7:14

13. Howbeit no man spake openly of him for fear of the Jews.14. Now about the midst of the feast Jesus went up into the temple, and taught.15. And the Jews marvelled, saying, How knoweth this man letters, having never learned?
John თავი 7
14. Now about the midst of the feast Jesus went up into the temple, and taught.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა დღესასწაული იგი გან-ოდენ-ზოგებულ იყო, აღვიდა იესუ ტაძრად და ასწავებდა“ (7,14).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: დაყოვნებითა მით უმოსწრაფეს-ყვნა სმენად სიტყუათა მისთა, რამეთუ რომელნი-იგი პირველთა მათ დღეთა ეძიებდეს, რაჟამს იხილეს მეყსა შინა მოსრული, განაღამცა გარემოადგეს იგინიცა, რომელნი კეთილად უწესდეს მას, და იგინიცა, რომელნი მაცთურით ჰხადოდეს; იგინი ამისთჳს, რაჲთამცა ესმა კუალადმცა სწავლაჲ მისი და ირგეს და განკჳრდესმცა, ხოლო ესენი ამისთჳს, რაჲთამცა პოვეს მიზეზი და შეიპყრეს; ცთუნებასა უკუე ერისასა სწავლისა მისისა სიტყუათათჳს იტყოდეს, რამეთუ ვერ გულისხმა-ჰყოფდეს სიტყუათა მისთა ძალსა. ხოლო რომელნი იტყოდეს, თუ: „კეთილ არს იგი“, იგინი სასწაულთა მისთათჳს იტყოდეს. არამედ თავადმან მიუშუა, ვიდრემდის დამდოვრდარე გულისწყრომაჲ მათი, და ესრეთ მივიდა, რაჲთამცა შეუძლეს სმენად სიტყუათა მისთა, რაჟამს რისხვაჲ არღარამცა დაუყოფდა ყურთა მათთა.

ხოლო მახარებელმან არა გამოგჳცხადა, თუ რაჲ ასწავა, ანუ რაჲ თქუა, გარნა ამას ოდენ იტყჳს, ვითარმედ საკჳრველ იყო სწავლაჲ მისი, და ვითარმედ მოაქცინა იგინი საკჳრველებად. და ესეოდენ იყო სწავლისა მის მისისა ძალი, რამეთუ რომელნი-იგი იტყოდეს, თუ: „აცთუნებს ერსა“, მოიქცეს და უკჳრდა, ვითარმედ: „ვითარ ამან წიგნი იცის...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის