მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 7:24

23. If a man on the sabbath day receive circumcision, that the law of Moses should not be broken; are ye angry at me, because I have made a man every whit whole on the sabbath day?24. Judge not according to the appearance, but judge righteous judgment.25. Then said some of them of Jerusalem, Is not this he, whom they seek to kill?
John თავი 7
24. Judge not according to the appearance, but judge righteous judgment.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ შჯით თუალ-ღებით“ (7,24).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს უკუე „თუალ-ღებით“? ესე იგი არს, ნუ ამისთჳს, რომელ მოსე თქუენ მიერ დიდად პატივცემულ არს, მისგან ჰყოფთ განჩინებასა, არამედ ბუნებაჲ საქმეთაჲ იხილეთ და ესრეთ ქმენით საშჯელი იგი, რამეთუ ესე არს სიმართლით შჯაჲ. რამეთუ რაჲსათჳს არავინ იდრტჳნა მოსჱსთჳს? რაჲსათჳს არავინ ურჩ ექმნა ბრძანებასა მას შაბათისა დაჴსნისასა, მცნებისა მის მიერ გარეგან შემოსრულისა შჯულსა ზედა? არამედ მან თავს-იდვა, რაჲთა მცნებაჲ თჳსისა მის შჯულისაჲ უმეტეს-ყოს, მცნებაჲ არა შჯულისა მიერ დადებული, არამედ გარეგან, რომელ არს საკჳრველ. ხოლო თქუენ, რომელნი-ეგე არა შჯულისმდებელ ხართ, უფროჲს ზომისა უშჯით შჯულსა მცნებისა მიერ არაშჯულიერისა. ხოლო რომელ თქუა, თუ: ყოვლითურთ კაცი, გამოა-ჩინებს, ვითარმედ წინადაცუეთაჲ მცირედი რაჲმე სიმრთელჱ არს. რაჲ არს უკუე სიმრთელე იგი წინადაცუეთისაჲ? „სული კაცისაჲო, რომელმან არა მიიღოს წინადაცუეთაჲ, აღიჴოცოს“. ხოლო მე არა ერთითა ასოჲ-თა შებოროტებული, არამედ ყოვლით კერძო განხრწნილი აღვადგინე. ამისთჳს უკუე „ნუ შჯით თუალ-ღებით“.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის