მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 7:9

8. Go ye up unto this feast: I go not up yet unto this feast; for my time is not yet full come.9. When he had said these words unto them, he abode still in Galilee.10. But when his brethren were gone up, then went he also up unto the feast, not openly, but as it were in secret.
John თავი 7
9. When he had said these words unto them, he abode still in Galilee.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე ჰრქუა მათ და დაადგრა გალილეას. და აღვიდეს ძმანი მისნი დღესასწაულსა მას. მაშინ თავადიცა აღვიდა არა განცხადებულად, არამედ ვითარცა ფარულად“ (7,9-10).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: საქმეთა ამათ, რომელთა კაცობრივ იქმოდა უფალი განგებულებით, არა თუ ამისთჳს ოდენ იქმოდა, რაჲთამცა განკაცებაჲ თჳსი დაამტკიცა, არამედ ამისთჳსცა, რაჲთა ჩუენ სათნოებაჲ გუასწავოს, რამეთუ უკუეთუმცა ყოველსავე ვითარცა ღმერთი იქმოდა, ვინაჲმცა შეუძლეთ ჩუენ ცნობად, რაჟამს-იგი საქმეთა ესევითართა შთავრდომაჲ მოიწიოს, თუ რაჲ ჯერ-არს ყოფად? ხოლო სიტყუაჲ ჩემი ესევითარი არს, რამეთუ: აჰა ესერა გუესმა ამის მახარებელისაგან, ვითარმედ განძჳნებულთა მათ ჰურიათა შორის შევიდა, რაჟამს იგინი ეძიებდეს მოკლვად, და ძალითა თჳსისა ღმრთეებისაჲთა აღჳრ-ასხნა. ხოლო უკუეთუმცა მარადის ესრეთ იქმოდა, ჩუენ ამისი ქმნაჲ ვერ ძალ-გჳც. ხოლო რაჟამს მოიწიამცა ესევითარი საქმჱ, ვითარმცა ვცნათ, თუ რაჲ გჳჴმს ყოფად? გინა თუ დადებად ოდენ თავნი ჩუენნი სიკუდილად, ანუ თუ მცირედ ღონის-ძიებით განგებულებაჲ, რაჲთა წარემართოს სიტყუაჲ იგი საღმრთოჲსა ქადაგებისაჲ? რაჲმცა ვქმენით, რომელთა-ესე ვერ ძალ-გჳც, რაჲთამცა შორის მბრძოლთასა შევედით, და იგინიმცა ვერ გუხედვიდეს? ამისთჳს ამასცა ვისწავებთ მისგან, რამეთუ თქუა:

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის