თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადი მოთმინებაჲ გჳჴმს ჩუენ, საყუარელნო, ხოლო მოთმინებაჲ მაშინ იქმნების, რაჟამს სწავლანი იგი საღმრთონი ძირმტკიცედ დანერგულ იყვნენ გონებათა შინა ჩუენთა. და ვითარცა ხესა დიდსა, მაგრიად განმტკიცებულსა ძირითა თჳსითა, არცა ერთი ქარი შემძლებელ არს აღმოფხურად, ეგრეთვე სულსა შემშჭუალულსა შიშსა ღმრთისასა ვერარაჲ შემძლებელ არს მიდრეკად, რამეთუ ძირთა დაბმისა შემშჭუალვაჲ უმტკიცეს არს. ამისთჳსცა ილოცვიდა წინაჲსწარმეტყუელი და იტყოდა: „შეჰმშჭუალენ შიშსა შენსა ჴორცნი ჩემნი“. ეგრეთვე უკუე შენცა შეჰმშჭუალენ, ვითარცა სამშჭუალითა დამშჭუალული. რამეთუ ვითარცა შემშჭუალული შიშსა ღმრთისასა მიუდრეკელ არს, ეგრეთვე შეუმშჭუალველი ადრე წარსატაცებელ არს და ადვილად, ვითარცა-იგი იყვნეს ჰურიანი, რამეთუ ესმა რაჲ და ჰრწმენა სიტყუათა უფლისათაჲ, კუალად ურწმუნო იქმნნეს, ხოლო ქრისტესა ენება, რაჲთამცა დაამტკიცა სარწმუნოებაჲ მათ შორის, რაჲთამცა არა უძლურ იყო და არარა. ამისთჳსცა ჴელ-ჰყოფს უმტკივნესითა სიტყჳთა სულთა მათ მათთა სარწმუნოებასა ზედა დამტკიცებად. და უკუეთუმცა მორწმუნენი იყვნეს ჭეშმარიტნი,...
John 8:32
საქართველოს მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ყველა ერთულ შვილს:
ყოვლადუსამღვდელოესნო მწყემსმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ქრისტესმიერ საყვარელნო ჩვენო ძმანო და დანო, „მარადის ხარობდეთ, ყოველთვის ილოცეთ, მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის“ (I თესალონიკ. 5,16-18), რათა უფალი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენს შორის. მაშ, „იხარებდეთ, მართალნო, უფლისა მიერ“ ()
ქრისტე აღდგა!
კონსტანტინეპოლის პატრიარქი, წმინდა პროკლე, თავის სააღდგომო სიტყვაში ამბობს: „ჯვარს აქამდე წყევლისაგან არასდროს გამოუხსნია უფლის ქმნილება; კაცობრიობის გადარჩენის საფასურად არასოდეს მიუჩნევიათ 30 ვერცხლი; უცოდველისა და უდანაშაულოს ტანჯვა არასდროს ყოფილა მიზეზი ადამის მოდგმის ბრალთა გამოსყიდვისა, საფლავს არასოდეს მიუღია სიკვდილის დამთრგუნველი... მაგრამ რას ვამბობ? ეს იყო არა საფლავი, არამედ სასახლე ქორწინებისა“.
ეკლესია გვასწავლის, რომ, როგორც ჯვარცმული მაცხოვარი აღდგა მკვდრეთით განახლებული, გაბრწყინებული სხეულით, ასევე ყოველი მოწრმუნის სხეულიც უკანასკნელ ჟამს ფერნაცვალი აღდგება საფლავიდან, რათა...
...იტების ძიება ადამიანის სულის თვისებაა და ეს პროცესი მას აუცილებლად მიიყვანს ღმერთამდე - აბსოლუტურ ჭეშშარიტებამდე და მოყვასის სიყვარულამდე. ჭეშმარიტების გარეშე არ არსებობს მომავალი, არ არსებობს ნამდვილი სიხარული, ცხოვრებას არა აქვს აზრი. უფალი ბრძანებს: „სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“().
დღეს თითოეული ჩვენგანი ოცნებობს თავისუფლებასა და მშვიდობაზე. სუვერენული სახელმწიფო, - ეს სიტყვები ხშირად გვხვდება ჩვენი ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე, გვესმის ადამიანთა საუბრისას. ის კი გვავიწყდება, რომ ამასთან ერთად სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს სამართლიანი. სამართლიანობის გარეშე, რწმენისა და სიყვარულის გარეშე მშვიდობა ვერ დამყარდება. ქვეყანა, რომელიც ამ კანონებით არ ცხოვრობს, ჯოჯოხეთად იქცევა თავისივე ხალხისთვის. სრულყოფილი და სამართლიანი სახელმწიფო რომ შევქმნათ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანები უნდა აღვზარდოთ სიყვარულის, რწმენისა და სამართლიანობის პრინციპებით. მაგრამ ჯერ უნდა გავარკვიოთ, საიდან და როგორ დავიწყოთ აღზრდა.
ცნობილი მეცნიერები, ფილოსოფოსები, ღვთისმეტყველები, ფსიქოლოგები თვლიან, რომ ამ საქმეს ბავშვის დაბადების პირველი დღიდანვე უნდა შევუდგეთ. ამასთან, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელია, ცოდნის მიცემასთ...