📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ეტყოდა იესუ მორწმუნეთა მისთა ჰურიათა: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად ჩემნი მოწაფენი ხართ. და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“ (8,31-32).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადი მოთმინებაჲ გჳჴმს ჩუენ, საყუარელნო, ხოლო მოთმინებაჲ მაშინ იქმნების, რაჟამს სწავლანი იგი საღმრთონი ძირმტკიცედ დანერგულ იყვნენ გონებათა შინა ჩუენთა. და ვითარცა ხესა დიდსა, მაგრიად განმტკიცებულსა ძირითა თჳსითა, არცა ერთი ქარი შემძლებელ არს აღმოფხურად, ეგრეთვე სულსა შემშჭუალულსა შიშსა ღმრთისასა ვერარაჲ შემძლებელ არს მიდრეკად, რამეთუ ძირთა დაბმისა შემშჭუალვაჲ უმტკიცეს არს. ამისთჳსცა ილოცვიდა წინაჲსწარმეტყუელი და იტყოდა: „შეჰმშჭუალენ შიშსა შენსა ჴორცნი ჩემნი“.1 ეგრეთვე უკუე შენცა შეჰმშჭუალენ, ვითარცა სამშჭუალითა დამშჭუალული. რამეთუ ვითარცა შემშჭუალული შიშსა ღმრთისასა მიუდრეკელ არს, ეგრეთვე შეუმშჭუალველი ადრე წარსატაცებელ არს და ადვილად, ვითარცა-იგი იყვნეს ჰურიანი, რამეთუ ესმა რაჲ და ჰრწმენა სიტყუათა უფლისათაჲ, კუალად ურწმუნო იქმნნეს, ხოლო ქრისტესა ენება, რაჲთამცა დაამტკიცა სარწმუნოებაჲ მათ შორის, რაჲთამცა არა უძლურ იყო და არარა. ამისთჳსცა ჴელ-ჰყოფს უმტკივნესითა სიტყჳთა სულთა მათ მათთა სარწმუნოებასა ზედა დამტკიცებად. და უკუეთუმცა მორწმუნენი იყვნეს ჭეშმარიტნი, თავს-იდებდესმცა მხილებასა მას, ხოლო იგინი უმეტესად განფიცხნეს და ველურ იქმნნეს. არამედ იხილე, ვითარ ეტყოდა უფალი; პირველად ამცნებს და იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად ჩემნი მოწაფენი ხართ. და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“ (8,31-32).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: მეგულების კურნებაჲ წყლულებისა სულთა თქუენთაჲსაჲ, არამედ ნუ შესძრწუნდებით. და უფროჲსად სიტყუათა ამათ მიერ ამპარტავანებასა მას სულთა მათთასა დააცხრობდა. ხოლო რაჲსაგან განათავისუფლებდა მათ? ცოდვათაგან. გარნა ისმინე სიტყუაჲ მათ ამპარტავანთაჲ, რომელსა იტყოდეს: „ნათესავნი აბრაჰამისნი ვართ ჩუენ და არავის ვჰმონებდით“ (8,33). დაეცა მეყსეულად გონებაჲ მათი ამპარტავანებისა მისგან. თავადი ეტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა“, რამეთუ გამოუცხადებდა ზრახვათა გულისა მათისათა, ვითარმედ დაღაცათუ
1 ფსალმ. 118,120.
ჰრწმენა, არამედ არა დაადგრეს სიტყუათა მისთა, და აღუთქუა მათ დიდი იგი საქმჱ, რომელ არს მოწაფე მისა ყოფაჲ. რამეთუ პირველცა ვიეთნიმე განეშორნეს მას, და ამისთჳს ეტყჳს მათ, ვითარმედ: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, იყვნეთ მოწაფე ჩემდა, რამეთუ მათცა ჰრწმენა, არამედ ვინაჲთგან არა დაადგრეს სიტყუათა ჩემთა, ამისთჳს განმეშორნეს, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „მრავალნი მოწაფეთა მისთაგანნი უკუნიქცეს და არღარა მის თანა ვიდოდეს“.1
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სცნათ ჭეშმარიტი“ (8,32).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: მიცნათ მე, რამეთუ მე ვარ ჭეშმარიტებაჲ. და ყოველივე საქმჱ ჰურიათაჲ სახე იყო, ხოლო ჭეშმარიტებაჲ ჩემგან სცნათ, და განგათავისუფლნეს ჭეშმარიტებამან ცოდვათაგან. რამეთუ ვითარცა სხუათა მათ ეტყოდა, ვითარმედ: „ცოდვათა შინა თქუენთა მოსწყდეთ“,2 ეგრეთვე ამათ ეტყჳს, ვითარმედ: „განგათავისუფლნეს თქუენ“. ხოლო ისმინე, რასა იგინი იტყოდეს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნათესავნი აბრაჰამისნი ვართ და არავის ვჰმონებდითო“ (8,33).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და უკუეთუ განრისხებაჲ ჯერ-იყომცა, პირველსა მას სიტყუასა ზედამცა განრისხებულ იყვნეს, რომელ ჰრქუა, თუ: „ჭეშმარიტი სცნათ“, და ეთქუამცა, ვითარმედ: აწ არა ვიცითა ჭეშმარიტი, ანუ შჯული ტყუვილ არსა და გულისხმის-ყოფაჲ ესე ჩუენი? გარნა არარაჲ ეურვებოდა მათ ამისგანი, არამედ სოფლისა საქმეთათჳს ელმოდა, რაჟამს მონებაჲ ესმა, რამეთუ არიან აწცა მრავალნი, რომელთა მონებისათჳს კაცთაჲსა ჰრცხუენის, ხოლო მონა თუ იყვნენ ცოდვისა, არა სირცხჳლ-უჩნს იგი და აღურჩევიეს, რაჲთამცა ბევრეულგზის იქმნნესმცა მონა ცოდვათა, ვიდრეღა ერთგზის მონა კაცთა. ესევითარნი იყვნეს იგინიცა და არა იცოდეს, თუ არსღა სხუაჲცა მონებაჲ, გარნა კაცობრივი ესე ოდენ მონებაჲ, და იტყოდეს, ვითარმედ: მონად სახელ-გუდება ნა-თესავთა ამათ აბრაჰამისთა, რომელნი-ესე აზნაურ ვართ? და არა ჯერიყო, რაჲთამცა მონა გჳწოდე, რამეთუ არასადა დამონებულ ვართ. ესევითარნი იყვნეს სიქადულნი იგი ჰურიათანი, ვითარმედ: „ნათესავნი ვართ აბრაჰამისნი“, ვითარმედ: ისრაიტელნი ვართ, და სათნოებათა და საქმეთა კეთილთა არასადა აჴსენებდეს. ამისთჳსცა იოვანე ეტყოდა მათ: „ნუ იტყჳთ, თუ: მამაჲ გჳვის აბრაჰამ“.3 ხოლო რაჲსათჳს არა ამხილა მათ უფალმან სიტყჳსა მისთჳს, რომელ თქუეს, თუ: „არასადა ვის ვჰმონებდით“, რამეთუ მრავალგზის ჰმონეს მათ მეგჳპტელთა და ბაბილოვნელთა და სხუათა მრავალთა? ამისთჳს, რამეთუ იგი არა კაცობრივისა მონებისათჳს იტყოდა, არამედ ცხორებისათჳს მათისა, თუ არა, ეთქუამცა ოთხ-
1 იოან. 6,66. 2 იოან. 8,21,24. 3 მათ. 3,9; ლუკ. 3,8; შდრ. იოან. 8,39.
ასი იგი წელი, და კუალად - სამეოცდაათი, და კუალად, მსაჯულთა ზე რაჲ-იგი მოიწია მათ ზედა, ოდესმე - ოც წელ, და ოდესმე - შჳდ წელ, და ოდესმე - ორ წელ, და ვითარ-იგი არაოდეს დასცხრეს მონებისაგან. არამედ თავადისა მოსწრაფებაჲ არა ესე იყო, რაჲთამცა გამოაჩინნა იგინი, ვითარმედ კაცთა მონა იქმნნეს, არამედ ესე იყო მოსწრაფებაჲ მისი, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ მონა ცოდვისა არიან, რომელ-იგი არს ბოროტი მონებაჲ, რომლისაგან ღმერთსა მხოლოსა ძალ-უც ჴსნაჲ და არა კაცსა, რამეთუ შენდობაჲ ცოდვათაჲ სხჳსა არავისი არს, გარნა მხოლოჲსა ღმრთისაჲ, და ამას იგინიცა აღიარებდეს. და ვინაჲთგან ამას იგინიცა აღიარებდეს, ვითარმედ ღმრთისა საქმე არს შენდობაჲ ცოდვა-თაჲ, ამისთჳს ესე ჰრქუა მათ, ვითარმედ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს ცოდვისაჲ“ (8,34).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ ამის თავისუფლებისა-თჳს ეტყოდა მათ, რომელი ესევითარისა მონებისაგან იქმნების, ამისთჳს ჰრქუა მათ, ვითარმედ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მონაჲ არასადა დაადგრეს სახლსა შინა უკუნისამდე, ხოლო ძჱ დაადგრეს უკუნისამდე“ (8,35).
თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა მცირედ-მცირედ შჯულისა მიერცა დაამდაბლებს და მოასწავებს პირველთა მათ ჟამთა, რაჲთა არა იტყოდიან, ვი-თარმედ: მსხუერპლთა შევსწირავთ, რომელნი მიბრძანნა მოსე, და იგინი შემძლებელ არიან ჴსნად ჩუენდა. ამისთჳს შესძინა სიტყუაჲ ესე, რამეთუ: „ყოველთავე ცოდეს და დაკლებულ იქმნნეს დიდებასა ღმრთისასა, არამედ განმართლდებიან უსასყიდლოდ“,1 და თჳთ მღდელნიცა. ამისთჳსცა მოციქული პავლე იტყჳს მღდელისათჳს, ვითარმედ: „თანააც პირველად შეწირვად თავისა თჳსისათჳს, ვითარცა-იგი ერისათჳს, ვინაჲთგან მასცა თანააც უძლურებაჲ“.2 და ამას მოასწავებს სიტყჳსა მის მიერ, რომელი თქუა, ვითარმედ: „მონაჲ არასადა დაადგრეს სახლსა შინა“. და ამას ადგილსა სწორებასაცა თჳსსა მამისა თანა გამოაჩინებს და განყოფილებასა მას მონისა და აზნაურისასა, რამეთუ იგავი ესე ამისი სახე არს, ესე იგი არს, ვითარმედ: არა აქუს ჴელმწიფებაჲ, რამეთუ ესე არს, თუ: „არა დაადგრესო“.
ხოლო რაჲ არს, რომელ ცოდვათათჳს რაჲ იტყოდა, სახლი აჴსენა? ამისთჳს, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ ვითარცა სახლსა ზედა აქუს სახლისა უფალსა ჴელმწიფებაჲ, ეგრეთვე მას აქუს ყოველთა ზედა დაბადებულთა. ხოლო თუ: „არა დაადგრესო“, ესე იგი არს, ვითარმედ: არა აქუს ჴელმწიფებაჲ მინიჭებისაჲ, რომელი-იგი არა სახლისა უფალი იყოს,
1 რომ. 3,23-24. 2 ებრ. 5,3,2.
ხოლო ძჱ სახლისა უფალი არს, რამეთუ ესე არს, თუ: „უკუნისამდე დაადგრესო“. და რაჲთა ვერ ეტყოდიან, თუ: შენ ვინ ხარო, ამისთჳს კაცობრივთა მიერ საქმეთა უჩუენა მათ, ვითარმედ: ჩემი არს ყოველივე, რამეთუ ძე ვარო და სახლსა შინა მამისასა დადგრომილ ვარ, ხოლო „სახლად მამისა“ სახელ-სდებს ჴელმწიფებასა და მთავრობასა. ამისთჳს ეტყოდა, ვითარმედ: „სახლსა მამისა ჩემისასა მრავალ სავანე არიან“,1 რამეთუ ვინაჲთგან მონებისა და განთავისუფლებისათჳს იყო სიტყუაჲ მისი, ამისთჳს სამართლად ესევითარნი სიტყუანი იჴმარნა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ ვერვის ჴელ-ეწიფებოდა განთავისუფლებაჲ და შენდობაჲ ცოდვათა მათთაჲ. ამისთჳს ჰრქუა მათ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს თქუენ“ (8,36).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ერთობასა ამას მისსა და მამისასა ვითარ გამოაჩინებს? ვითარმედ იგივე ჴელმწიფებაჲ აქუს მას, ვითარი აქუს მამასა, და ესე იგი არს, ვითარმედ: „უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს თქუენ“, არღარავინ იყოს, რომელმანმცა სიტყუაჲ გიგო, არამედ გაქუნდეს მტკიცედ თავისუფლებაჲ იგი, რამეთუ „უკუეთუ ღმერთი არს განმამართლებელ, ვინ არს დამშჯელო?“2 ხოლო უჩუენებს აქა, ვი-თარმედ ძალ-უც ცოდვისაგან განწმედაჲ მათი და განთავისუფლებაჲ, და ვითარმედ უზეშთაეს არს ესე თავისუფლებაჲ, ვიდრეღა ჴორციელი, რამეთუ ჴორციელსა თავისუფლებასა კაცნიცა მისცემენ, ხოლო ესე მხოლოჲსა ღმრთისაჲ არს. და ამისთჳს ასწავლის, რაჲთა არა ჴორციელისა მონებისათჳს ჰრცხუენოდის მათ, არამედ უფროჲსად მონებისათჳს ცოდვათაჲსა სირცხჳლეულ იყვნენ, და რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ უკუეთუ მონებისაგან ცოდვათაჲსა განთავისუფლდენ, არღარა მონა არიან, და გულისხმა-უყოფდა, ვითარმედ ჯერეთ მონებასა შინა არიან, სიტყჳთა მით, რომელ თქუა, ვითარმედ: „თავისუფალ იყვნეთ“ (8,36), რამეთუ მოასწავებს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ იგი თავისუფლებაჲ, რომელი აქუს, არა ჭეშმარიტი არს. და მერმე, რაჲთამცა ვერ იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვაჲ არა გუაქუს, რამეთუ მათისა მის უგულისხმოებისაგან არა საკჳრველ იყო ამის თქუმაჲ, ამისთჳს იხილე, ვითარ უჩუენებს ცოდვასა მათსა, რამე-თუ დაუტევნა სხუანი იგი საქმენი მათნი, რაჲთამცა მათთჳს ამხილა, და უთხრა იგი ოდენ, რომელი მას ჟამსა აქუნდა მათ და ენება ქმნაჲ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიცი, რამეთუ ნათესავნი აბრაჰამისნი ხართ, არამედ მეძიებთ მე მოკლვად“ (8,37).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ ჴელოვნებით განიყვანებს მათ აბრაჰამის ნათესავობისაგან, რაჲთა არა ზუაობდენ მას ზედა ამაოდ? და უჩუენებს, ვითარმედ ვითარცა მონებაჲ და აზნაურებაჲ საქმეთაგან არს,
1 იოან. 14,2. 2 რომ. 8,33-34.
ეგრეთვე ნათესაობაჲ; და არა ჰრქუა მათ მეყსეულად, ვითარმედ: არა ხართ თქუენ ნათესავნი აბრაჰამისნი, კაცისმკლველნი ეგე მართლისა მის კაცისა, არამედ ჯერეთ ეწამების და იტყჳს: „ვიცი, ვითარმედ ნათესავნი აბრაჰამისნი ხართ“, არამედ არავინ ეძიებს მაგას თქუენგანი, თუ ნათესავნი აბრაჰამისნი ხართ. და მერმე უმტკივნესთარე სიტყუათა ეტყჳს მათ, ვითარმედ: „მეძიებთ მე მოკლვად“. ხოლო კუალად, რაჲთამცა ვერ შეუძლეს თქუმად, თუ: რაჲ არს, უკუეთუ სამართლად გეძიებთ შენ მოკლვად? ამისთჳს მიზეზსაცა ეტყჳს მათ, ვითარმედ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სიტყუაჲ ჩემი არა დაეტევის თქუენ შორის“ (8,37).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ უკუე თქუმულ არს, ვითარმედ: „ჰრწმენა მისი“? გარნა, ვითარცა ვთქუ, ჰრწმენა და კუალად გარდაიქცეს სარწმუნოებისაგან. ამისთჳსცა ფრიად შეეხო მათ სიტყუაჲ ესე, რამეთუ ეტყოდა, ვითარმედ: უკუეთუ ნათესაობისა მისისათჳს იქადით, საქმეთაცა მის-თა ჯერ-არს ქმნაჲ. და არა ჰრქუა, თუ: სიტყუასა ჩემსა არა დაიმარხავთ, არამედ: „სიტყუაჲ ჩემი არა დაეტევის თქუენ შორისო“, რამეთუ სიმაღლესა მას სწავლათა მისთასა მოასწავებდა. და ამისთჳს რად უჴმდა მათ მოკლვაჲ მისი? რამეთუ უფროჲსად თანაედვა თაყუანის-ცემაჲ და პატივის-ცემაჲ, რაჲთამცა უთხრნა სიტყუანი თჳსნი განცხადებულად, არამედ ბოროტებისა და უკეთურებისა მათისათჳს ესრეთ იქმოდეს ბოროტსა კეთილისა წილ. და აქაცა უკუე ენება თქუმად, ვითარმედ: შენ სიტყუათა მათ თავით შენით იტყჳ, რად საჴმარ არს მათი ცნობაჲ? ამისთჳს შესძინა უფალმან და თქუა, ვითარმედ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე რაჲ-იგი ვიხილე მამისაგან ჩემისა, მას ვიტყჳ, და თქუენ რაჲ გასმიეს მამისა თქუენისაგან, მას იქმთ“ (8,38).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს: ვითარცა მე სიტყუათა მიერ და ჭეშმარიტებისა მიერ გამოვაჩინებ მამასა ჩემსა, ეგრეთვე თქუენ საქმეთა მიერ აჩუენებთ მამასა თქუენსა, რამეთუ მე არა თუ არსებაჲ ოდენ იგივე მაქუს, რომელი მამასა აქუს, არამედ ჭეშმარიტებაჲცა იგივე მაქუს, რომელი მას აქუს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუეს მას ჰურიათა: ჩუენ მამაჲ გჳვის აბრაჰამი. ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა მამაჲ იყო თქუენი აბრაჰამი, საქმეთამცა მისთა იქმოდეთ. ხოლო აწ მეძიებთ მე მოკლვად“ (8,39-40).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას ადგილსა ზედაჲსზედა აჴსენებს მკლველობისმოყუარესა მას ნებასა მათსა, და აბრაჰამსცა აჴსენებს, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ შორს არიან ნათესავობისაგან მისისა, და რაჲთამცა ამაოჲ იგი სიქადული მათი აღმოჰფხურა და დაარწმუნა, რაჲთამცა არ-ღარა აქუნდა სასოებაჲ ცხორებისაჲ ჴორციელისა ნათესავობისა მისისა მიმართ, არამედ საქმითა ნათესავობასა ეძიებდენ; რამეთუ ესე საქმჱ იყო, რომელი აყენებდა მათ მოსლვად ქრისტესა, რომელ-იგი ჰგონებდეს, ვითარმედ აბრაჰამის ნათესავობაჲ ოდენ კმა არს მათდა საცხორებელად. ხოლო რომელსა ჭეშმარიტებასა იტყჳს აქა, ვითარმედ: „მეძიებთ მე მოკლვად, კაცსა, რომელი ჭეშმარიტებასა გეტყოდე თქუენ, რომელი მესმა მამისაგან“ (8,40)? ესე არს უკუე ჭეშმარიტებაჲ, რომლისათჳს ეძიებდეს მას მოკლვად, რომელი იტყოდა, ვითარმედ: სწორ ვარ მამისა თანა,1 და ამისთჳს ეტყჳს აქა, ვითარმედ არა წინააღმდგომ არს სიტყუაჲ ესე მამისა, არამედ ნებაჲ არს მისი ამას ზედა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუეს მას: ჩუენ სიძვით არა შობილ ვართ, ერთი მამაჲ ვიცით - ღმერთი“ (8,41).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ნათესავობისაგან აბრაჰამისა უცხო-ყვნა იგინი და არარაჲ აქუნდა სიტყუაჲ, აწ უზეშთაესსა საქმესა შეჰკადრეს და ღმერთსა უწოდეს მამად მათა, რომელნი-იგი ქრისტეს ეძიებდეს მოკლვად, რამეთუ ღმერთსა მამად იტყოდა თავისა თჳსისა ჭეშმარიტებით, არამედ უფალმან ამისცა საქმისაგან უცხო-ყვნა იგინი და ჰრქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუმცა ღმერთი მამაჲ იყო თქუენი, გიყუარდიმცა მე, რამეთუ მე ღმრთისაგან გამოვედ და მოსრულ ვარ, და არა თავით ჩემით მოსრულ ვარ, არამედ მან მომავლინა მე. რაჲსათჳს სიტყუანი ჩემნი არა იცნით და ვერცა ძალ-გიც სიტყუათა ჩემთა სმენად? თქუენ მამისა თქუენისა ეშმაკისაგანნი ხართ და გულისთქუმაჲ მამისა თქუენისაჲ გნებავს ყოფად; რამეთუ იგი კაცისმკლველი არს დასაბამითგან და ჭეშმარიტებასა არა დაადგრა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა. ოდეს-იგი იტყჳნ ტყუვილსა, თჳსისა გულისაგან იტყჳნ“ (8,42-44).
თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველ უცხო-ყვნა იგინი თჳსებისაგან აბრაჰამისა, და ვინაჲთგან მათ უზეშთაესი იკადრეს თქუმად, მაშინ მოაწია მათ ზედა წყლულებაჲ სიტყუათაჲ და უჩუენა, ვითარმედ არა თუ ოდენ აბრაჰამისნი არა არიან, არამედ ეშმაკისანიცა არიან; და ვინაჲთგან მათ ურცხჳნოებით ღმერთსა მამად თჳსა უწოდეს, ამისთჳს თავადმანცა შემსგავსებული მათისა ურცხჳნოებისა მხილებისა წყლულებაჲ მოაწია მათ ზედა და არცა უწამებელად დაუტევა მხილებაჲ თჳსი, არამედ საქმეთაგან შესწამებდა მათ და უჩუენა, ვითარმედ კაცისმკლველობაჲ ეშმაკისა საქმჱ არს; და არა თქუა, თუ: საქმეთა ოდენ, არამედ: „გულისთქუმათაცა ეშმაკისათა გნებავს ყოფაჲ“, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ ყოვლითა მოსწრაფებითა მოსწრაფე არიან იგინი, ვითარცა ეშმაკივე, კაცის-კლვად, და ვითარმედ შური იყო მიზეზი ამის ყოვლისაჲ; რამეთუ მასცა არარაჲ აქუნდა სიტყუაჲ, თუმცა რაჲმე ევნო მისდა ადამს, არამედ ოდენ შურისათჳს უყო, რაჲ-იგი უყო. და ამასვე მოასწავებს აქაცა, ვითარმედ შემსგავსებულად მისა იქმთ თქუენცაო.
1 შდრ. იოან. 5,18.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ჭეშმარიტებასა არა დაადგრა“ (8,44).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ზედაჲსზედა შეასმენდეს მას და იტყოდეს, ვითარმედ: „არა ღმრთისა მიერ არსო“,1 ამისთჳს ეტყჳს მათ: ეგეცა ზრახვაჲ ეშმაკისაჲ არს, რამეთუ მან შვა ტყუვილი პირველ და თქუა, ვითარმედ: „რომელსაცა დღესა შჭამოთ ძელისა მისგან, განგეხუნენ თუალნი თქუენნი“.2 ამან იჴმარა ტყუვილი პირველვე, რამეთუ კაცნი არა ვითარცა თჳსსა საქმესა იქმან, რაჟამს ტყუოდიან, არამედ რაჟამს იგი ტყუოდის, თჳსსა საქმესა იქმს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მე ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, და არა გრწამს ჩემი“ (8,45).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს საქმჱ ესე? თჳნიერ მიზეზისა მოკლვაჲ ჩემი გნებავს, რამეთუ ვინაჲთგან მტერნი ხართ ჭეშმარიტებისანი, ამისთჳს მდევნით მე. თუ არა, მითხართ მე აუგი ჩემი. რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათჳს?“ (8,46). ხოლო იგინი იტყოდეს: „ჩუენ სიძვისაგან არა შობილ ვართ“. და ვითარ? რამეთუ მრავალნი სიძვისაგან შობილ იყვნეს, რამეთუ არა იქმოდეს ჯეროვანთა ქორწინებათა. გარნა თავადმან ესეცა არა ამხილა, არამედ ერთსა მას სიტყუასა ზედა ეგო, რამეთუ ვინაჲთგან გამოაჩინა, ვითარმედ არა ღმრთისაგანნი იყვნეს, არამედ ეშმაკისაგანნი საქმეთა მათთათჳს, რამეთუ კაცისმკლველობაჲ ეშმაკისაგანი არს, და ტყუვილი ეშმაკისაგანივე არს, რომელსა იგინი იქმოდეს ორსავე, და უჩუენა, ვითარმედ: ვინაჲთგან ესე საქმენი გიპყრიან, არა ღმრთისანი ხართ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსათჳს სიტყუანი ჩემნი არა იცნით?“ (8,46).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან მარადის განკჳრვებულ იყვნეს და იტყოდეს: ვინ არს ესე, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „სადა მე წარვალ, თქუენ ვერ ძალ-გიც მოსლვად“?3 ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: „არა იცნით სიტყუანი ჩემნი“, და ამისთჳს არა იცნით, რამეთუ სიტყუაჲ ღმრთისაჲ არა გაქუს; ხოლო ესე ამისთჳს არს, რამეთუ გონებაჲ თქუენი კუალად შემშჭუალულ არს ქუეყანისადა, და ჩემნი ესე სიტყუანი მაღალნი არიან, და ვინაჲთგან თქუენნი სულნი ბოროტთაგან შეიწრებულ არიან, ამისთჳს არა დაეტევის ჩემთა სიტყუათა სიმაღლჱ თქუენ შორის. ხოლო უკუეთუ ვინ თქუას, ვითარმედ: უკუეთუ ვერ ძალ-ედვა გულისხმის-ყოფაჲ სიტყუათა მისთაჲ, რაჲმცა ყვეს? არამედ აქა შეუძლებელობაჲ არანებებასა უწესს, ესე იგი არს, ვითარმედ: თქუენ ნებსით თქუენით უგუნურ-ჰყვენით თავნი თქუენნი და ვერარაჲსა გულისხმისმყოფელ. რამეთუ ვინაჲთგან იგინი სდევნიდეს მას და იტყოდეს, ვითარმედ: ღმერთი გჳყუარს და ამისთჳს ვსდევნით, ამისთჳს თავადმან უჩუენა, ვითარმედ დევნაჲ მისი
1 იოან. 9,16. 2 დაბ. 3,5. 3 იოან. 8,21; 13,33; შდრ. იოან. 7,34.
მოძულეთა ღმრთისათაჲ არს, ხოლო მოყუარეთა მისთაჲ არს სარწმუნოებაჲ მისი; რამეთუ არა თუ არასარწმუნოებაჲ თქუენიო ჩემისა მამისაგან უცხოებისა სასწაული არს, ვითარმედ არა იცით თქუენ ღმერთი, არამედ ნებასა ეშმაკისასა იქმთ და ხართ სრულიად ჴორც და გულისთქუმათა მამისა თქუენისათა გნებავს ყოფაჲ და ისწრაფით მას ზედა.
ჰხედავა, ვითარ შეუძლებლობად არანებასა იტყჳს? რამეთუ „აბრაჰამ ესე არა ქმნა“,1 არამედ მისნი საქმენი არიან სიწრფოებაჲ, სიმშჳდჱ, სახიერებაჲ, ხოლო თქუენ ხართ ფიცხელ და ველურ. ხოლო რაჲსათჳს თქუეს, თუ: „ერთი მამაჲ ვიცით - ღმერთი“? ამისთჳს, რამეთუ ვინაჲთგან მან განყარნა აბრაჰამის თჳსებისაგან და უჩუენა კაცისმკლველობაჲ მათი, მაშინ მათ ღმერთსა სახელ-სდვეს მამად მათა. ესე ამისთჳს, რაჲთამცა ესრეთ გამოაჩინეს, თუ: ჩუენ სიყუარულისათჳს ღმრთისა გეძიებთ შენ მოკლვად, რამეთუ შურსა ვეძიებთ ღმრთისათჳს. ხოლო თავადმან უჩუენა, ვითარმედ თჳთ იგი საქმჱ იყო, რომელი განარისხებდა ღმერთსა მათ ზედა, ხოლო რომელ თქუა, თუ: „ღმრთისაგან გამოვედ“, გამოაჩინებს, ვითარმედ მისმიერი არს, ხოლო გამოსლვად ჩუენდა მომართ მოსლვასა იტყჳს. და ვინაჲთგან მათ ეგულებოდა თქუმად, ვითარმედ: უცხოთა საქმეთა იტყჳ, თუ: „ღმრთისაგან გამოსრულ ვარ“, ამისთჳს ჰრქუა, ვი-თარმედ: სამართლად ვერ გულისხმა-ჰყოფთ, არცა ისმენთ სიტყუათა ჩემთა, ვინაჲთგან ეშმაკისაგანნი ხართ. რამეთუ რაჲსათჳს მოკლვასა ჩემსა ეძიებთ? რაჲ არს ბრალობაჲ ჩემი? ხოლო უკუეთუ ცთომასა ვერას ჰპოვებთ, რად არა ისმენთ სიტყუათა ჩემთა? ესრეთ უკუე გამოაჩინა ტყუვილისა და კაცისმკლველობისა მათისა მიერ, ვითარმედ ეშმაკისანი არიან, და უცხო-ყვნა აბრაჰამისგანცა და ღმრთისაგანცა, ერთად, რამეთუ სძულდა, რომელსა-იგი არა ევნო მათა, და კუალად, რამეთუ არა ისმენდეს სიტყუასა მისსა. და გამოაჩინებს ზემო და ქუემო, ვითარმედ არცა იგი წინააღმდგომი იყო ღმრთისაჲ, არცა იგინი ამისთჳს არა ირწმუნებდეს სიტყუათა მისთა, არამედ რამეთუ უცხო იყვნეს ღმრთისაგან.2 რამეთუ რომელსა ცოდვაჲ არცა ერთი რაჲ ექმნას და ღმრთისა მიერ მოსრულ იყოს და მის მიერ მოვლინებულ და ჭეშმარიტსა იტყოდის, რომელ ჭეშმარიტებისა მისისა მრავალნი იყვნენ მოწამე, საცნაურ არს, ვითარმედ რომელნი ესევითარისასა არა ირწმუნებდენ, ამისთჳს არა ირწმუნებენ, რამეთუ ეშმაკისა მიერ და ვნებათა წარტყუენულ არიან, რამე-თუ შემძლებელ არიან ცოდვანი დამდაბლებად სულისა უფროჲს ყოვლისა საქმისა. ამისთჳს ეტყჳს, რამეთუ: ვინაჲთგან ესრეთ უდებ და დაჴსნილ იქმნენით, რომელთა-ეგე ვერ ძალ-გიც შეურაცხ-ყოფად საქმეთა ქუეყანისათა, ვითარ შეუძლოთ თქუენ საქმეთა ზეცისათა სმენად?
1 იოან. 8,40. 2 შდრ. იოან. 8,47.
სწავლაჲ ნდ: რაჲთა მოსწრაფე ვიყვნეთ მოტაცებად სასუფეველსა ცათასა და არა საქმეთა სოფლისათა
ამისთჳს გევედრები, საყუარელნო ძმანო, რაჲთა ვისწრაფოთ ყოვლითა გულითა და სულითა ჩუენითა წარმართებად ცხორებისა ჩუენისა კეთილისა მიმართ, რაჲთა წმიდა იქმნეს გონებაჲ ჩუენი, რაჲთა არარაჲ იყოს შეგინებაჲ ჩუენ შორის; რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ: განანათლენით თავნი თქუენნი ნათლითა გულისხმის-ყოფისაჲთა და ნუ დასთესავთ ეკალთა ზედა, რამეთუ რომელმან არა გულისხმა-ყოს, ვი-თარმედ ანგაჰრებაჲ ბოროტ არს, მან ვითარ გულისხმა-ყოს უზეშთაესი რაჲმე? რომელი არა განეშოროს ცოდვასა, ოდეს იწყოს მან ქმნად სიმართლესა?
კეთილ არს მოტაცებაჲ, არამედ არა წარწყმედადთა ამათ და წარმწყმედელთა საქმეთაჲ, არამედ სასუფეველისა ცათაჲსაჲ. რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ: „მაიძულებელნი მოიტაცებენ მას“,1 გარნა არა იქმნების მისი უდბებითა და დაჴსნილობითა მოგებაჲ, არამედ მოსწრაფებითა ფრიადითა. ხოლო რაჲ არს „მაიძულებელი“? ესე იგი არს, რამეთუ იძულებაჲ ჯერ-არს თავთა თჳსთაჲ ფრიადი, რამეთუ იწრო არს გზაჲ იგი მუნ მიმყვანებელი, და სული უჴმს ახოვანი. რამეთუ მტაცებელნი ისწრაფიან, რაჲთამცა ყოველთა წარუსწრეს, არავის მიმართ ხედვენ, არა ბრალობისა მიმართ, არცა შესმენისა, არცა ტანჯვისა, არამედ ერთი არს მოსწრაფებაჲ მათი, - რაჲთამცა მოიტაცეს სასურველი იგი მათი, - და ყოველთავე თანაწარჰჴდებიან. მოვიტაცოთ უკუე სასუფეველი ცათაჲ, რამეთუ ამისი მოტაცებაჲ არა საბრალებელ არს, არამედ საქებელ, ხოლო საბრალებელ ამის სოფლისა საქმეთა მოტაცებაჲ არს, არამედ მისი იგი მოტაცებაჲ არა ესრეთ არს, რამეთუ მეორისა დაგლახაკებითა იქმნების ჩუენი განმდიდრებაჲ.
ვისწრაფოთ უკუე მოტაცებად მისა, დაღაცათუ გუაჭირვებდეს გულისწყრომაჲ, ანუ თუ გულისთქუმაჲ, აღვიძულოთ ჩუენ ბუნებაჲ ჩუენი, ვიქმნნეთ მშჳდ და ტკბილ და დავშურეთ მცირედ რაჲმე, რაჲთა განვისუენოთ უკუნისამდე. ნუ მოიტაცებ ოქროსა, არამედ მოიტაცე სიმდიდრჱ იგი, რომელი ოქროსა მწჳრედ გამოაჩინებს. რამეთუ მითხარღა, უკუეთუმცა წინაგედვა პრპენი და ოქროჲ, რომელიმცა ირჩიე შენ მოტაცებად? არამცა ოქროჲ ირჩიეა? ხოლო აქა რაჲ არს ესე საკჳრველი? - რამეთუ სადა-იგი მომტაცებელი ოქროჲსაჲ იტანჯვის, მუნ ოქროსა ირჩევ, ვინაჲთგან უპატიოსნეს არს; ხოლო სადა-იგი მომტაცებელი
1 შდრ. მათ. 11,12; ლუკ. 16,16.
ფრიად იდიდების, არა მოიტაცებ უპატიოსნესსა მას. რამეთუ დაღაცა-თუმცა საშჯელი წინამდებარე იყო ორისათჳსვე, არამცა იგივე ირჩიეა? ხოლო ვინაჲთგან ნეტარებაჲ მოცემად არს მისისა მის მოტაცებისაგან, ამისთჳს უდებ ხარა? და უკუეთუ იტყოდი, ვითარმედ: ვითარ იქმნების მოტაცებაჲ მისი, მე გასწავო შენ: დაუტევენ ამის სოფლისა საქმენი ამაონი, რამეთუ ვიდრემდის ეგენი გაქუნდენ, მისი მოტაცებაჲ შეუძლებელ არს; რამეთუ გულისხმა-ყავ კაცი, რომლისა ჴელნი სავსე იყვნენ ვეცხლითა. ნუუკუე შეუძლოსა, ვიდრემდის ვეცხლითა მით სავსე იყვნენ ჴელნი მისნი, რაჲთამცა მოიტაცა ოქროჲ, უკუეთუ არა პირველ დააცალიერნეს ჴელნი მისნი მისგან? რამეთუ მომტაცებელსა უჴმს, რაჲთა იყოს განჴსნილ ყოვლისაგანვე საკრველისა, რაჲთა შეუძლოს სივლტოლად მდევართაგან, რამეთუ აწცა არიან ძალნი წინააღმდგომნი ჩუენნი, რომელნი გუდევენ, რაჲთამცა მოიტაცეს კეთილი ჩუენი ნატაცები. არამედ ვივლტოდით მათგან, ვივლტოდით და ნუმცა რაჲ არს ჩუენ თანა საკრველი სოფლისაჲ, განვკუეთნეთ საბელნი იგი მისნი, შიშუელ ვიქმნნეთ ამაოთა ამათ საქმეთაგან.
რაჲ არს სარგებელი ოქროქსოვილთა სამოსელთაგან? ვიდრემდის ვჰმარხავთ ოქროსა? მინდა დაცხრომის ამათ ესევითართა სიტყუათა თქუმისაგან, არამედ თქუენ არა შემინდობთ მე, რამეთუ მარადის მიზეზსა მცემთ მე თქუმად სიტყუათა ამათ. არამედ განვეყენნეთ ესევითარისა ამის ამაოებისაგან, ჵ საყუარელნო, რაჲთა შეუძლოთ სხუათაცა სწავლად კეთილთა მიერ საქმეთა და ვპოვნეთ საუკუნენი იგი კეთილნი მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.