თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ერთობასა ამას მისსა და მამისასა ვითარ გამოაჩინებს? ვითარმედ იგივე ჴელმწიფებაჲ აქუს მას, ვითარი აქუს მამასა, და ესე იგი არს, ვითარმედ: „უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს თქუენ“, არღარავინ იყოს, რომელმანმცა სიტყუაჲ გიგო, არამედ გაქუნდეს მტკიცედ თავისუფლებაჲ იგი, რამეთუ „უკუეთუ ღმერთი არს განმამართლებელ, ვინ არს დამშჯელო?“ ხოლო უჩუენებს აქა, ვი-თარმედ ძალ-უც ცოდვისაგან განწმედაჲ მათი და განთავისუფლებაჲ, და ვითარმედ უზეშთაეს არს ესე თავისუფლებაჲ, ვიდრეღა ჴორციელი, რამეთუ ჴორციელსა თავისუფლებასა კაცნიცა მისცემენ, ხოლო ესე მხოლოჲსა ღმრთისაჲ არს. და ამისთჳს ასწავლის, რაჲთა არა ჴორციელისა მონებისათჳს ჰრცხუენოდის მათ, არამედ უფროჲსად მონებისათჳს ცოდვათაჲსა სირცხჳლეულ იყვნენ, და რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ უკუეთუ მონებისაგან ცოდვათაჲსა განთავისუფლდენ, არღარა მონა არიან, და გულისხმა-უყოფდა, ვითარმედ ჯერეთ მონებასა შინა არიან, სიტყჳთა მით, რომელ თქუა, ვითარმედ: „თავისუფალ იყვნეთ“ (8,36), რამეთუ მოასწავებს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ იგი თავისუფლებაჲ, რომელი აქუს, არა ჭეშმარიტი...
John 8:36
35. And the servant abideth not in the house for ever: but the Son abideth ever.36. If the Son therefore shall make you free, ye shall be free indeed.37. I know that ye are Abraham's seed; but ye seek to kill me, because my word hath no place in you.
John თავი 8