მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 8:47

46. Which of you convinceth me of sin? And if I say the truth, why do ye not believe me?47. He that is of God heareth God's words: ye therefore hear them not, because ye are not of God.48. Then answered the Jews, and said unto him, Say we not well that thou art a Samaritan, and hast a devil?
John თავი 8
47. He that is of God heareth God's words: ye therefore hear them not, because ye are not of God.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

სააღდგომო ეპისტოლე 2010 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

...და და, საერთოდ, ხალხის სულიერი დეგრადირებისათვის ხელშეწყობა; ამის მოქმედნი, ალბათ, ვერ აცნობიერებენ, რომ თავსაც იღუპავენ და ათასობით ადამიანსაც დიდ ცოდვაში აგდებენ. კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათ მაცხოვრის მკაცრ გაფრთხილებას: „ვინც ღვთისგანაა, ღვთის სიტყვებს ისმენს, თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღვთისაგან არა ხართ... “ ().

განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომ კარგად გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, ღვთისა და სამშობლოს წინაშე. ჩემო საყვარელო შვილო, ჩაიხედე შენს სულში და გაარკვიე, რა გზით მიდიხარ, ვისი ნების აღმსრულებელი ხარ და ვის ძედ გსურს რომ იწოდებოდე? ეს უმნიშვნელოვანესი კითხვაა, რომელსაც პასუხი აუცილებლად უნდა გასცე; არა აქვს მნიშვნელობა სასულიერო პირი ხარ თუ საერო, ქართველი თუ არაქართველი, ხალხისგან პატივდებული თუ საზოგადოებისგან მიტოვებული. უნდა იცოდე ისიც, რომ ნებისმიერ პიროვნებას აქვს შესაძლებლობა, განეშოროს ცოდვას და, ყველაზე დაცემულ მდგომარეობაში მყოფმაც კი, მთლიანად შეცვალოს თავისი ცხოვრება, ხოლო უფლის ნებასთან თავისი ნების შეერთებით (სინერგიით) მოიპოვოს ჭეშმარიტი თავისუფლება და ღვთის დიდი წყალობა. ქრისტესთან ყოფნის სიხარული იმდენად ყოვლისმომცველი და ენით აღუწერელი გრძნობაა, რომ მას ვერავითარი მიწიერი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსათჳს სიტყუანი ჩემნი არა იცნით?“ (8,46).:

...ან, და უცხო-ყვნა აბრაჰამისგანცა და ღმრთისაგანცა, ერთად, რამეთუ სძულდა, რომელსა-იგი არა ევნო მათა, და კუალად, რამეთუ არა ისმენდეს სიტყუასა მისსა. და გამოაჩინებს ზემო და ქუემო, ვითარმედ არცა იგი წინააღმდგომი იყო ღმრთისაჲ, არცა იგინი ამისთჳს არა ირწმუნებდეს სიტყუათა მისთა, არამედ რამეთუ უცხო იყვნეს ღმრთისაგან. რამეთუ რომელსა ცოდვაჲ არცა ერთი რაჲ ექმნას და ღმრთისა მიერ მოსრულ იყოს და მის მიერ მოვლინებულ და ჭეშმარიტსა იტყოდის, რომელ ჭეშმარიტებისა მისისა მრავალნი იყვნენ მოწამე, საცნაურ არს, ვითარმედ რომელნი ესევითარისასა არა ირწმუნებდენ, ამისთჳს არა ირწმუნებენ, რამეთუ ეშმაკისა მიერ და ვნებათა წარტყუენულ არიან, რამე-თუ შემძლებელ არიან ცოდვანი დამდაბლებად სულისა უფროჲს ყოვლისა საქმისა. ამისთჳს ეტყჳს, რამეთუ: ვინაჲთგან ესრეთ უდებ და დაჴსნილ იქმნენით, რომელთა-ეგე ვერ ძალ-გიც შეურაცხ-ყოფად საქმეთა ქუეყანისათა, ვითარ შეუძლოთ თქუენ საქმეთა ზეცისათა სმენად?

სწავლაჲ ნდ: რაჲთა მოსწრაფე ვიყვნეთ მოტაცებად სასუფეველსა ცათასა და არა საქმეთა სოფლისათა

ამისთჳს გევედრები, საყუარელნო ძმანო, რაჲთა ვისწრაფოთ ყოვლითა გულითა და სულითა ჩუენითა წარმართებად ცხორებისა ჩუენისა კეთილისა მიმართ, რაჲთა წმიდა იქმნეს გონებაჲ ჩუენი, რაჲთა არარაჲ იყოს შეგინებაჲ ჩუე...

სრულად ნახვა