თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ აბრაჰამის უზეშთაესობაჲ გამოაჩინა? რამეთუ რომელსა უხაროდა ხილვად დღისა მისისა და დიდად უჩნდა ხილვაჲ მისი, საცნაურ არს, რამეთუ ვითარცა განმაცხოველებელისაჲ და ვითარცა უზეშთაესისაჲ აქუნდა დღჱ იგი, რამეთუ ვინაჲთგან იგინი იტყოდეს, ვი-თარმედ: „ხუროჲსა ძე არს“, და არარას სხუასა გულისხმა-ჰყოფდეს, ამისთჳს მცირედ-მცირედ აღიყვანებს მათ მაღლისა გონებისა მიმართ. ხოლო მათ რაჟამს ესმა, ვითარმედ არა იციან ღმერთი, არა ესრეთ განფიცხნეს, არამედ რაჟამს ესმა, ვითარმედ: „პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ“, განრისხნეს, ვითარმცა პატიოსნებაჲ მათი უჴმარქმნილ იყო, და ამისთჳს ქვასა დაჰკრებდეს მას. „იხილა დღჱ ჩემი და განიხარა“. - გამოაჩინებს, ვითარმედ არა უნებლიაჲთ მოვალს ვნებად, ვინაჲთგან აქებს მას, რომელმან ჯუარ-ცუმისა მისისა ხილვისათჳს განიხარა, რამეთუ ესე ცხორებაჲ ყოვლისა სოფლისაჲ იყო; ხოლო მათ ქვისა დაკრებაჲ ენება, ესრეთ მარადის მზა იყვნეს მოკლვად და თჳნიერ გამოძიებისა იქმოდეს საქმეთა მათ. ხოლო რაჲსათჳს არა თქუა, თუ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვიყავ, არამედ: „მე ვარო“?...
John 8:59
58. Jesus said unto them, Verily, verily, I say unto you, Before Abraham was, I am.59. Then took they up stones to cast at him: but Jesus hid himself, and went out of the temple, going through the midst of them, and so passed by.
John თავი 8