მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნე

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ შენ, და ეშმაკი არს შენ თანა? მაშინ მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: ჩემ თანა ეშმაკი არა არს“ (8,48-49).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ურცხჳნო არს უკეთურებაჲ და ფიცხელ, და რაჟამს სირცხჳლი ჯერ-იყოს, მაშინ უმეტესად ურცხჳნო იქმნების, რომელი-იგი ჰურიათაცა ზედა მოიწია. რამეთუ ჯერ-იყო, რაჲთამცა ლმობიერქმნილ იყვნეს და განკჳრვებულ სიტყუათა მათ ზედა და კადნიერებასა ზედა მისსა, ხოლო იგინი აგინებენცა და „სამარიტელ“ სახელ-სდებენ და „ეშმაკეულ“ და იტყჳან: „არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ შენ, და ეშმაკი არს შენ თანა?“ რამეთუ რაჟამს მაღალი რაჲმე სიტყუაჲ ჰრქუას, სიცოფედ სახელ-სდებენ მას დაბრმობილნი იგი სრულიად, და-ღაცათუ არასადა უთქუამს მახარებელსა წინაჲსჯერ, თუ სამარიტელად ჰხადოდეს მას, არამედ სიტყჳსა ამისგან, რომელსა იტყჳან: „არა კეთილად ვთქუთა?“ ამის მიერ საცნაურ არს, ვითარმედ მრავალგზის უთქუამს მისდა „სამარიტელ“ და „ეშმაკეულ“. და ვინ-მე არს ეშმაკეული, რომელი ღმერთსა პატივ-სცემდეს, ანუ რომელი ღმრთისა პატივისმცემელსა შეურაცხ-ჰყოფდეს და აგინებდეს? ხოლო ისმინეთ სიტყუაჲ იგი ქრისტესი, რომელი არს ყოვლითურთ სიმშჳდე და სიწრფოება:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჩემ თანა ეშმაკი არა არსო, არამედ პატივ-ვსცემ მომავლინებელსა ჩემსა“ (8,49).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ სადა-იგი სწავლაჲ მათი ჯერ-იყო და დამდაბლებაჲ ამპარტავანებისა მის მათისაჲ, რომელი აქუნდა ნათესავობასა ზედა აბრაჰამისსა, მუნ ფიცხელ იყო სიტყუათა მათ შინა თჳსთა, ხოლო აქა, სადა-ესე თავს-დებაჲ გინებისა მათისაჲ ჯერ-იყო, ფრიადსა სიმშჳდესა აჩუენებს, და რაჟამს-იგი ეტყოდეს, ვითარმედ: „მამად ღმერთი გჳვის და აბრაჰამ“,1 მაშინ ძლიერად შეეხო მათ. ხოლო რაჟამს „ეშმაკეულ“ უწოდეს მას, არა განრისხნა, არამედ სახიერებით ჰყოფს სიტყუასა თჳსსა, რაჲთამცა გუასწავა ჩუენ: რაჟამს ღმრთისათჳს თქუმული რაჲმე გმობაჲ გუესმეს, შურსა ვეძიებდეთ, ხოლო ჩუენისა გინებისათჳს არა განვრისხნებოდით, რამეთუ უკუეთუ რომელმან-იგი სიტყჳთ ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა, შექმნა, და მან ესე ყოველი თავს-იდვა, ჩუენ ვინ ვართ, არარანი ესე, რომელ არა თავს-ვიდებდეთ მოყუასთა ჩუენთაგან შეურაცხებასა? ისმინეთ უკუე, რასა იტყჳს მაცხოვარი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე არა ვეძიებ დიდებასა ჩემსა“ (8,50).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: ესე ყოველი ამისთჳს ვთქუ,

1 შდრ. იოან. 8,39,41.

რომელი-ესე ვთქუ, რაჲთა არა იტყოდით ღმერთსა მამად თავისა თქუენისა, რომელნი-ეგე კაცისმკლველ ხართ და მტყუვარ. და რაჲცა-იგი ვთქუ, ყოველივე პატივისათჳს მამისა ვთქუ, და მისთჳს მესმის მე ესე ყოველი, და მისთჳს შეურაცხ-მყოფთ, არამედ არა ვზრუნავ მე გინებისა მაგისგან, რამე-თუ მის მიერ მოიღოთ თქუენ მოსაგებელი ამის ყოვლისაჲ, რომლისათჳსცა თავს-ვიდებ თქუენმიერსა შეურაცხებასა, ხოლო „მე არა ვეძიებ დიდებასა ჩემსა“. ამისთჳს მე არა გტანჯავ თქუენ, არამედ გასწავებ და განგაზრახავ, რაჲთა ჰქმნნეთ საქმენი ესე, რომელთა მიერ არა სატანჯველთაგან ოდენ განერნეთ, არამედ საუკუნესაცა ცხორებასა ღირს იქმნნეთ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე“ (8,51).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო აქა არა სარწმუნოებასა ოდენ იტყჳს, არამედ საქმეთაცა კეთილთა, და ზემორე იტყოდა, ვითარმედ: „ცხორებაჲ საუკუნოჲ აქუნდეს“, ხოლო აქა იტყჳს: „სიკუდილი არა იხილოს“. და ამას თანა სხუასაცა საქმესა მოასწავებს, ვითარმედ ვერარას შემძლებელ არიან ვნებად მისა. რამეთუ უკუეთუ რომელმან სიტყუაჲ მისი დაიმარხოს, იგი არა მოკუდების, არა უფროჲსად იგი თავადი არა მოკუდესა? ხოლო მათ ესე ცნეს, ვითარმედ ამას მოასწავებს. ამისთჳს ეტყოდეს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ გჳცნობიეს, რამეთუ ეშმაკეულ ხარ შენ: აბრაჰამ მოკუდა და წინაჲსწარმეტყუელნი“ (8,52).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: რომელთა ისმინეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ, მოკუდეს, და რომელთა შენი ისმინონ, არა მოკუდენა?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა?“ (8,53).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ ცუდადმზუაობრობაჲ ესე! კუალად ნათესავობისა მისისა მიმართ მიივლტიან! და ამას ადგილსა უფროჲსად სიტყუაჲ აქუნდა, თუმცა ეთქუა, ვითარმედ: ნუუკუე შენ უფროჲს ხარა ღმრთისა? ანუ რომელთა ესმეს სიტყუაჲ შენი, უმეტეს არიანა აბრაჰამისა? არამედ არა იტყჳან ამას, რამეთუ აბრაჰამისაცა უდარესად შეერაცხა იგი, ხოლო თავადმან ზემორე გამოაჩინა კაცისმკლველობაჲ მათი და ესრეთ უცხოყვნა იგინი მისისა მის ნათესავობისაგან. და ვითარცა იგინი მასვე ზედა ეგნეს, და კუალად თავადმან სხჳთა სახითა იწყო სიტყუად მათა მიმართ, რაჲთამცა უჩუენა, თუ ამაოდ შურებიან, და სიკუდილისათჳს არარაჲ ჰრქუა მათ, არცა გამოუცხადა და არცა ჰრქუა, თუ რომელსა სიკუდილსა იტყჳს, არამედ ჯერეთ დაარწმუნებს ოდენ, ვითარმედ აბრაჰამისა უზეშთაეს არს, რაჲთა ნუუკუე ესრეთ მოდრკენ, და ეტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუმცა უნდოჲ ვინმე კაცი ვიყავ, არა ჯერ-იყო მოკლვაჲ ჩემი, ვინაჲთგან ბრალი არცა ერთი რაჲ მიძღჳს; ხოლო ვინაჲთგან ჭეშმარიტსაცა ვიტყჳ და არცა ერთი ცოდვაჲ მიძღჳს და ღმრთისა მიერ მოვლინებულ

ვარ და აბრაჰამისა უმეტეს ვარ, არა განცოფებულ ხართა და ამაოდ შურებით, რომელნი ეძიებთ მოკლვასა ჩემსა? ხოლო იხილენით სიტყუანი მათნი, რასა იტყჳან:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ გჳცნობიეს, რამეთუ ეშმაკეულ ხარ შენ“ (8,52). თ ა რ გ მ ა ნ ი: არამედ სამარიტელი იგი დედაკაცი არა ესრეთ იტყოდა, არცა თქუა, თუ: ეშმაკეულ ხარ, არამედ ესე ოდენ თქუა: „ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა იაკობისა?“1 ამისთჳს, რამეთუ ესენი მაგინებელნი იყვნეს და განდგომილნი, ხოლო მას სწავლაჲ ენება ჭეშმარიტებისაჲ; ამისთჳსცა განკჳრდა და ჯეროვნითა ზომითა მიუგო მას სიტყუაჲ და უფლად სახელ-სდვა. რამეთუ რომელი-იგი ფრიად უზეშთაესთა საქმეთა აღუთქუმიდა, არა გინებაჲ ჯერ-იყო მისი, არამედ განკჳრვებაჲ საქმეთა მისთაჲ, ხოლო ესენი აგინებენ და ეშმაკეულად ჰხადიან შემოქმედსა მას ყოველთასა, რამეთუ სამარიტელისა მის სიტყუანი საკჳრველებისა მისგან იყვნეს, ხოლო ამათნი - ურწმუნოებისაგან და უკეთურებისა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა?“ (8,53).

თ ა რ გ მ ა ნ ი: საცნაურ არს უკუე, ვითარმედ ესე უზეშთაეს აბრაჰამისა გამოაჩინებს მას, რამეთუ იტყოდა თავადი, ვითარმედ: რაჟამს მიხილოთ მე ამიერ განსრული, მაშინ აღიაროთ, ვითარმედ უზეშთაეს ვარ. ამისთჳს ეტყოდა, ვითარმედ: „რაჟამს აღამაღლოთ, მაშინ სცნათ, თუ ვინ ვარ“.2 და იხილე სიბრძნჱ იგი მისი მიუწდომელი, რამეთუ პირველ განყვნა იგინი ნათესავობისაგან აბრაჰამისა, და მერმე იწყო ჩუენებად მათა, ვითარმედ უზეშთაეს არს მისა, რაჲთა ფრიადითა სიმაღლითა უზეშთაეს წინაჲსწარმეტყუელთასა იხილვოს; რამეთუ ვინაჲთგან მარადის წინაჲსწარმეტყუელით ჰხადოდეს მას, ამისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „სიტყუაჲ ჩემი არა დაეტევის თქუენ შორის“;3 და პირველ იტყოდა, ვი-თარმედ: „აღადგენს მკუდართა“,4 ხოლო აქა იტყჳს, ვითარმედ: „არა იხილოს სიკუდილი, რომელსა ვჰრწმენე“, რომელ-ესე ფრიად უზეშთაეს არს, არახილვაჲ სიკუდილისაჲ ყოლადვე, ვიდრეღა აღდგომაჲ სიკუდილისაგან. ამისთჳსცა იგინი უფროჲსად განფიცხნებოდეს და იტყოდეს: „შენ ვის ჰყოფ თავსა შენსა?“ (8,53). და ესეცა სიტყუაჲ მაგინებლობით, ესე იგი არს, ვითარმედ: შენ თავსა შენსა დიდ-ჰყოფ. ხოლო ქრისტემან ამის სიტყჳსა მიმართ მიუგო მათ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მე ვადიდებ თავსა ჩემსა, დიდებაჲ ჩემი არარაჲ არს“ (8,54).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესმა, ვითარმედ: „ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა?“ და ფრიადისა მის უძლურებისა მათისაებრ არა

1 იოან. 4,12. 2 შდრ. იოან. 8,28. 3 იოან. 8,37. 4 იოან. 5,21.

ჰრქუა, თუ: ჰე, უზეშთაეს ვარ, არამედ ჴელოვნებით ყო სიტყუაჲ თჳსი. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, თუ: „დიდებაჲ ჩემი არარაჲ არსო“? ვითარ არარაჲ არს დიდებაჲ მისი? გარნა მათა მიმართ არს არარაჲ, რამეთუ ვი-თარცა სხუასა ადგილსა იტყჳს: „წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ“,1 და მათისა მის დაბრმობილისა გონებისათჳს თქუა იგი, ეგრეთვე ესე მათისა გულისსიტყჳსათჳს მიუგო, ვითარმედ: „არს, რომელი მადიდებს მე, რომელი თქუენ სთქუთ, თუ: ღმერთი ჩუენი არს, და არა იცით იგი“ (8,54-55). რამეთუ ენება ჩუენებად, ვითარმედ არა ოდენ მამად არა იციან, არამედ ღმრთადცა არა იციან იგი. „ხოლო მე ვიცი იგი. და უკუეთუ ვთქუა, ვი-თარმედ: არა ვიცი იგი, ვიყო, ვითარცა თქუენ, მტყუვარ“ (8,55). საცნაურ-ჰყოფს, ვითარმედ არა ესე არს ტყუვილ, თუ: „ვიცი იგი“, არამედ ესე, თუ: „არა ვიცი“, არს ტყუვილ. ხოლო თქუენ დაღაცათუ იტყჳთ, ვი-თარმედ: ვიცით იგი, სტყუვით, ეგრეთვე მე, უკუეთუ ვთქუა, ვითარმედ: არა ვიცი. არამედ ვითარცა მე ვიცი იგი ჭეშმარიტებით, ეგრეთვე თქუენ უმეცარ ხართ მისა. ხოლო ვითარცა აბრაჰამისთჳს არა ყოველივე სიტყუაჲ მათი უკუნაქცია, არამედ თქუა: „ვიცი, ვითარმედ ნათესავნი აბრაჰამისნი ხართ“, რაჲთამცა უმეტესი შესმენაჲ მოაწია მათ ზედა ამით სიტყჳთა, ეგრეთვე არა ყოვლითურთ უცხოდ ღმრთისაგან გამოაჩინნა, არამედ თქუა: „რომელსა თქუენ იტყჳთო, თუ: ღმერთი ჩუენი არს“, და სიტყჳთი იგი სიქადული მისცა მათ და ამით უზეშთაეს-ყო ცოდვაჲ მათი, რამეთუ ჰრქუა, ვითარმედ: იტყჳთ და არა იცით იგი, ხოლო ესრეთ არა იცით, რამეთუ რომელი ყოვლითურთ ადიდებს და პატივ-სცემს მას, აგინებთ თქუენ და მის მიერ მოვლინებულსა სდევნით. არამედ ესე სიტყუაჲ ურწმუნო-უჩნდა მათ, ხოლო შემდგომი ესე უსიტყუელ-ჰყოფს მათ, ვი - თარმედ: „სიტყუათა მისთა ვიმარხავ“ (8,55). რამეთუ ამას ადგილსა უკუეთუმცა რაჲ აქუნდა სიტყუაჲ, შეეძლო მხილებად მისა, გარნა არარაჲ აქუნდა, რამეთუ ესე სიტყუაჲ უმეტესი წამებაჲ არს მისი, ვიდრეღა იგი, თუ: „მან მომავლინა მე“.2 ამისთჳს იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღჱ ესე ჩემი, იხილა და განიხარა“ (8,56).

თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველად გამოაჩინნა იგინი, ვითარმედ უცხო არიან მისგან, რამეთუ რომელსა ზედა იგი მხიარულ იყო, ესენი მწუხარე იყვნეს. „ხოლო დღჱ ჩემი იხილა და განიხარაო“, დღესა მას ჯუარ-ცუმისასა იტყჳს, რომელი მან შეწირვასა მას ვერძისასა და ისაკისსა პირველ გამოსახა, რაჟამს შესწირვიდა ისაკს, და იხილა ვერძი იგი დამოკიდებული ნერგსა მას საბეკსა და განიხარა,3 რამეთუ იგი იყო სახჱ ქრისტეს ჯუარ-ცუმისაჲ. და მის დღისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „იხილა დღჱ ჩემი

1 იოან. 5,31. 2 იოან. 7,29; 8,42. 3 შდრ. დაბ. 22,1-13.

და განიხარა“, ესე იგი არს, იხილა რაჲ სახჱ ჯუარ-ცუმისაჲ. ხოლო ისმინე, რასა იგინი იტყჳან:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერგასის წლისა არღა ხარ და შენ აბრაჰამ გიხილავსა? ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრე აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ. აღიღეს ქვაჲ ჰურიათა, რაჲთა დაჰკრიბონ“ (8,57-59).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ აბრაჰამის უზეშთაესობაჲ გამოაჩინა? რამეთუ რომელსა უხაროდა ხილვად დღისა მისისა და დიდად უჩნდა ხილვაჲ მისი, საცნაურ არს, რამეთუ ვითარცა განმაცხოველებელისაჲ და ვითარცა უზეშთაესისაჲ აქუნდა დღჱ იგი, რამეთუ ვინაჲთგან იგინი იტყოდეს, ვი-თარმედ: „ხუროჲსა ძე არს“,1 და არარას სხუასა გულისხმა-ჰყოფდეს, ამისთჳს მცირედ-მცირედ აღიყვანებს მათ მაღლისა გონებისა მიმართ. ხოლო მათ რაჟამს ესმა, ვითარმედ არა იციან ღმერთი, არა ესრეთ განფიცხნეს, არამედ რაჟამს ესმა, ვითარმედ: „პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ“, განრისხნეს, ვითარმცა პატიოსნებაჲ მათი უჴმარქმნილ იყო, და ამისთჳს ქვასა დაჰკრებდეს მას. „იხილა დღჱ ჩემი და განიხარა“. - გამოაჩინებს, ვითარმედ არა უნებლიაჲთ მოვალს ვნებად, ვინაჲთგან აქებს მას, რომელმან ჯუარ-ცუმისა მისისა ხილვისათჳს განიხარა, რამეთუ ესე ცხორებაჲ ყოვლისა სოფლისაჲ იყო; ხოლო მათ ქვისა დაკრებაჲ ენება, ესრეთ მარადის მზა იყვნეს მოკლვად და თჳნიერ გამოძიებისა იქმოდეს საქმეთა მათ. ხოლო რაჲსათჳს არა თქუა, თუ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვიყავ, არამედ: „მე ვარო“? ამისთჳს, რამეთუ ვითარცა მამამან ესე სიტყუაჲ იჴმარა, ვითარმედ: „მე ვარ, რომელი ვარ“,2 ეგრეთვე ამან თავადმან. რამეთუ ესე სიტყუაჲ სამარადისოჲსა ყოფისა მომასწავებელ არს და გარეგანი ყოვლისაგანვე ჟამისა. ამისთჳს გმობად შერაცხილ არს მათ მიერ სიტყუაჲ იგი, ხოლო უკუეთუ აბრაჰამის თანა სწორებაჲ არა თავს-იდვეს, რომელი-იგი მისსა დიდებასა თანა მცირე იყო, უკუეთუმცა ზედაჲსზედა შეასწორებდა თავსა თჳსსა მამასა თანა, რაჲმცა ყვეს, დასცხრესმცაა ბრძოლად და ქვისა დაკრებად მისა? ხოლო თავადი კუალად კაცობრივ ივლტის მათგან და დაიფარვის.3 ვინაჲთგან ფრიადი სწავლაჲ წარმოუთხრა მათ და აღასრულა საქმჱ თჳსი, განვიდა ტაძრისა მისგან და წარვიდა განკურნებად ბრმისა მის, რაჲთა საქმითცა დაამტკიცოს, ვითარმედ „პირველ აბრაჰამის ყოფადმდე“ არს იგი. და უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ: რაჲსათჳს არა დაჰჴსნა ძალი მათი, რაჲთამცა ესრეთ ჰრწმენა? არამედ გულისხმა-ყავ, ვითარ-იგი განრღუეული განკურნა, და არა ჰრწმენა, და სხუანი ბევრეულნი სასწაულნი ქმნნა, და ჟამსა მასცა ვნებისასა დასცნა იგინი პირსა ზედა და დაუბნელნა თუალნი მათნი, და არა ჰრწმენა. და აწმცა ვითარ ჰრწმენა, დაღაცათუმცა ძალი მათი დაეჴსნა? რამეთუ სულისა სასოწარკუეთილისა უბოროტეს არარაჲ არს, გინა თუ

1 მათ. 13,55. 2 გამ. 3,14. 3 შდრ. იოან. 8,59.

სასწაულნი იხილნეს, გინა თუ ნიშები, ჰგიეს მასვე ურცხჳნოებასა ზედა. რამეთუ ფარაოცა ბევრეულნი მიიხუნა წყლულებანი, და რაჟამს იტანჯებინ, მას ოდენ დღესა მოიქცის, და კუალად მასვე ბოროტსა ზედა ეგო და სდევნიდა ვიდრე უკუანაჲსკნელად დღედმდე, რომელნი-იგი განუტევნა. ამისთჳს დიდი იგი მოციქული პავლე ღაღადებს: „ნუვინ განფიცხნების თქუენგანი საცთურითა ცოდვისაჲთა“.1 რამეთუ ვითარცა გუამი მრავალთა მიერ სენთა შეპყრობილი და სიმჴურვალითა ფრიადითა უცნობოქმნილი ვერ შემძლებელ არს აღდგომად, ეგრეთვე სული რაჟამს მრავალთა მიერ ცოდვათა შეპყრობილ იქმნეს, მკუდარ იქმნების სათნოებისა მიმართ, და რაჲცა-რაჲ უთხრა მას სწავლაჲ, არს იგი ყოვლითურთ უგულისხმო; გინა თუ სატანჯველთათჳს ეტყოდი, გინა თუ სასუფეველისათჳს, ულმობელ არს იგი.

სწავლაჲ ნე შურისათჳს

ამისთჳს გევედრები, რაჲთა ვიდრემდის გუაქუს სასოებაჲ ცხორებისაჲ, ვიდრემდის შემძლებელ ვართ მოქცევად, ყოვლით კერძო ვისწრაფოთ ცხორებად სულთა ჩუენთა, რამეთუ სასოწარკუეთილნი ვითარცა მენავეთმოძღუარნი არიან, რომელთა წარჰკუეთიან სასოებაჲ მათი და მისციან საწყალობელად ნავი ჴელთა ქარისათა და არარას აჩუენებდიან მოსწრაფებასა განრინებად ნავისა. ეგრეთვე ესენი არიან, რამეთუ მო-შურნჱ სხუასა არას ხედავს, არამედ ამას ოდენ, რაჲთამცა გულისთქუმაჲ თჳსი აღასრულა. დაღაცათუ ტანჯვაჲ წინაედვას მას, ანუ თუ მებრ სიკუდილი, იგი ოდენ ვნებისა თჳსისა ისწრაფის აღსრულებად; ეგრეთვე სიძვისმოყუარჱ და ეგრეთვე ვეცხლისმოყუარჱ. ხოლო უკუეთუ ვნებათა ესეზომი მძლავრებაჲ აქუს, არა უმეტესი აქუნდესა ძალი სათნოებასა, უკუეთუ ოდენ გჳნდესა? და უკუეთუ ცოდვისათჳს სიკუდილსა შეურაცხ-ვჰყოფთ, არა უფროჲსად სათნოებისათჳს შეურაცხ-ვყოთა? უკუეთუ ბოროტისმოყუარენი სულთა თჳსთა უგულებელს-ჰყოფენ, რაჲ-თამცა ბოროტი ქმნეს, არა უფროჲსად ცხორებისათჳს სულისა ჯერ-არსა უგულებელს-ყოფაჲ თავთა თჳსთაჲ? რამეთუ რაჲ სიტყუაჲ გუაქუნდეს წინაშე ღმრთისა, რაჟამს ვხედვიდეთ, ვითარმედ წარწყმედადნი იგი ესრეთ ისწრაფიან წარწყმედისათჳს მათისა ყოვლითა ღონის-ძიებითა, და ჩუენ არა ვისწრაფდეთ ცხორებისათჳს სულთა ჩუენთაჲსა, არამედ მარადის შურსა და ჴდომასა შინა ვიყოფებით?

1 შდრ. ებრ. 3,8.

არარაჲ არს უძჳრჱს შურისა, რამეთუ ისწრაფის მოშურნჱ, რაჲ-თამცა მეორჱცა წარწყმიდა და თავიცა თჳსი მის თანა შთაჴადა ჯოჯოხეთს. თუალი მოშურნისაჲ დადნების მწუხარებითა, სიკუდილსა შინა არს სამარადისოსა, ყოველნივე მტერად შეურაცხიან, რომელთა არარაჲ ევნოს მისდა, მწუხარე არს, რაჟამს ღმერთი პატივ-იცემებოდის, და უხარის, სადა ეშმაკთა უხაროდის. იგი ვინმე პატივცემულ იქმნა კაც-თა მიერო. არამედ ნუ ეშურები, კაცო, რამეთუ არა პატივ არს პატივი იგი, არამედ უკუეთუ ღმრთისა მიერ პატივცემულ იქმნეს, ეშურებოდე და იქმენ მსგავს მისა. ანუ არა გნებავსა ესე? რაჲსათჳს უკუე გნებავს თავისაცა შენისა წარწყმედაჲ? რაჲსათჳს დააგდებ მაგასცა, რომელი-ეგე გაქუს? უკუეთუ ვერ ძალ-გიც სწორ მისა ყოფად და კეთილისა მოგებად, ბოროტსა რადღა მოიგებ?

ჯერ-არს, რაჲთა გიხაროდის კეთილისათჳს მოყუსისა; დაღაცათუ თანაზიარ შრომათა მისთა ვერ იქმნე, გარნა ამის მიერ გერგოს, რომელ გიხაროდის შრომათათჳს და კეთილთა სხჳსათა, რამეთუ მრავალგზის ნებაჲ ოდენ კმა იქმნის დიდისა კეთილისა ქმნად. რამეთუ ეზეკიელ წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს ამისთჳს დაშჯად მოაბელთა, რამეთუ უხაროდა ისრაიტელთა ჭირისათჳს,1 და სხუათა ვიეთთჳსმე იტყჳს ამისთჳს ცხოვნებად, რამეთუ სულთ-ითქუმიდეს ბოროტისათჳს სხუათაჲსა.

აწ უკუეთუ სულ-თქუმაჲ ოდენ სხჳსა ბოროტსა ზედა ესრეთ ნუგე-შინის-ცემა არს, არა უფროჲს კეთილი უყოს, რომელნი სხჳსა პატივსა ზედა მოხარულ იყვნენ? და მოაბელთა შეასმენდა, რამეთუ უხაროდა ტანჯვისათჳს ისრაიტელთაჲსა, დაღაცათუ ღმერთი იყო მტანჯველ მათა, რამეთუ არცა ოდეს ღმერთმან მოაწიოს ტანჯვაჲ ვის ზედამე, მაშინცა ჯერ-არს სიხარული, არამედ უფროჲსად შეწუხებაჲ მათისა ტანჯვისათჳს, რამეთუ არა თუ ღმერთსა ჰნებავს, რაჲთა იტანჯნენ იგინი. ხოლო უკუეთუ ტანჯულთა თანა მწუხარებაჲ ჯერ-არს, არა უფროჲსად, რომელთა ღმერთმან პატივ-სცეს, სიხარული ჯერ-არსა მათთჳს? ესრეთ წარწყმდეს კორეეთნი და დათანეთნი, და რომელთა ეშურებოდეს, იგინი უმეტესად განაბრწყინვნეს, ხოლო თავნი თჳსნი წარწყმედად მისცნეს. რამეთუ შური მჴეცი არს წამლეანი და არაწმიდაჲ უკეთურებაჲ, რომელსა სიტყუაჲ არა აქუს, ყოველთა ბოროტთა მიზეზი და დედაჲ. ამისთჳს უკუე აღმოვჰფხურათ იგი ძირითურთ, რაჲთა ყოველთაგან ბოროტთა განვეშორნეთ და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 შდრ. ეზეკ. 25,6-11.