თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ განძჳნებულ იყვნეს მრისხანებითა მისა მიმართ. ხოლო იხილეთ, ვითარ არაოდეს არს ქრისტე განკურნებულთა მათ თანა, რამეთუ არა ეძიებდა იგი დიდებასა ერისაგან. ხოლო იხილე ბრმისაჲცა, ვითარ ყოველსავე ჭეშმარიტებით იტყჳს, არამედ მათ ენება, რაჲთამცა ქრისტე ეპოვნა და იგიმცა მიეყვანა მღდელთმოძღუართა მიმართ. ვინაჲთგან უკუე იგი ვერ პოვეს, ამისთჳს ბრმაჲ იგი მოიყვანეს ფარისეველთა მიმართ, რაჲთამცა მათ უფიცხლესადრე ჰკითხეს. რამეთუ ამისთჳს მახარებელი მოასწავებს, ვითარმედ: „შაბათი იყო“ (9,13), რაჲთამცა ბოროტი იგი ვნებაჲ მათი გამოაჩინოს და მიზეზიცა, თუ რაჲსათჳს ეძიებდეს, - რაჲთამცა სასწაული იგი შეასმინეს, ვითარცა არა-ჴამსი საგონებელითა მით შჯულისა გარდასლვითა. და ესე ამის მიერ საცნაურ არს, რომელ იხილეს რაჲ იგი, არარაჲ სხუაჲ ჰკითხეს, გარნა ვითარმედ: „ვითარ აღგიხილნა თუალნი შენნი?“ იხილე, ვითარ არა იტყჳან, თუ: ვითარ აღიხილენ? არამედ: „ვითარ აღგიხილნა თუალნი შენნი?“ რაჲთამცა მისცეს მიზეზი შესმენისაჲ, ვითარ შაბათსა შინა მოქმედისაჲ. ხოლო მან,...
John 9:12
11. He answered and said, A man that is called Jesus made clay, and anointed mine eyes, and said unto me, Go to the pool of Siloam, and wash: and I went and washed, and I received sight.12. Then said they unto him, Where is he? He said, I know not.13. They brought to the Pharisees him that aforetime was blind.
John თავი 9