მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნზ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა ესე თქუა, ჰნერწყუა ქუეყანასა და შექმნა თიჴაჲ ნერწყჳსაგან და სცხო თიჴაჲ იგი თუალთა მის ბრმისათა და ჰრქუა მას: წარვედ და დაიბანე საბანელსა მას სილოამისასა“ (9,6-7).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელსა ენებოს სარგებელი წერილთაგან, მას არა უჴმს, რაჲთამცა ერთსაცა სიტყუასა მცირესა თანაწარჰჴდეს. და ამისთჳს ბრძანებულ არს, რაჲთა გამოვეძიებდეთ წიგნთა, რამეთუ იპოებიან მრავალნი სიტყუანი, რომელნი ადვილად ჩნდიან, და აქუნ ფრიადი ძალი დაფარული მას შინა. რამეთუ იხილე, ვითარი არს ესეცა სიტყუაჲ, რომელ აწ აღმოვიკითხეთ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა ესე თქუა, ჰნერწყუა ქუეყანასა“ (9,6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი „თქუა“? რომელ იტყჳს, ვითარმედ: „ვი-თარცა თქუა ესე“, ესე იგი არს, ვითარმედ: „რაჲთა გამოჩნდეს დიდებაჲ ღმრთისაჲ“,1 და ვითარმედ: „ჩემდა ჯერ-არს საქმედ საქმისა მომავლინებელისა ჩემისასა“,2 რამეთუ ამისთჳს მომაჴსენნა ჩუენ მახარებელმან პირველთქუმულნი იგი, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ სიტყუაჲ თჳსი საქმეთა მიერ სარწმუნო-ყო. ხოლო რაჲსათჳს არა წყლითა შექმნა, არამედ ნერწყჳთა თიჴაჲ იგი? ამისთჳს, რამეთუ ეგულებოდა წარვლენაჲ სილოამს, და რაჲთა არა წყაროსა მას ვინმე მიაჩემოს საქმჱ იგი, არამედ რაჲთა საცნაურ იყოს, ვითარმედ ძალმან მან, რომელი-იგი პირისაგან მისისა გამოვიდა, მან აღუხილნა თუალნი ბრმისანი, ამისთჳს ნერწყჳთა შექმნა თიჴაჲ. და კუალად რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ ქუეყანისაჲ იყო საქმჱ იგი, ამისთჳს უბრძანა დაბანაჲ; ხოლო რაჲსათჳს მეყსეულად არა ქმნა საქმე იგი, არამედ სილოამად წარავლინა? ამისთჳს, რაჲთა სცნა ბრმისა მის სარწმუნოებაჲ, და რაჲთა დაეყოს პირი ჰურიათა უმადლოებასა და უგულისხმოებასა. რამეთუ ვიდრემდის წარ-მცა-ვიდოდა სილოამს, არამცა მრავალთა ეხილვა თიჴითა მოცხებული? და ყოველნი ხედვიდეს, მეცნიერნიცა და უმეცარნიცა; რამეთუ ვინაჲთგან არა ადვილ არს ბრმისა თუალთა ახილვისა ცნობაჲ, ამისთჳს შორითა მით გზითა მრავალთა ჰყოფს მოწამე და მხილველ საკჳრველებისა მის, რაჲთა ვერ-ღარავინ იტყოდის, თუ ნუუკუე არა ესრე არს. და კუალად ამას ყოველსა ზედა მასცა მოასწავებდა, ვითარმედ არა უცხო არს შჯულისაგან, ვინაჲთგან სილოამს წარავლინა. რამეთუ ესე არა საეჭუელ იყო, თუ ნუუკუე სილოამმან მიიღოს დიდებაჲ იგი სასწაულისაჲ მის, რამეთუ მრავალგზის განბანილ იყვნეს მუნ ბრმანი, და არარაჲ ესევითარი იპოვა, არამედ მუნცა ძალი ქრისტესი იყო. ამისთჳს თარგმანებაჲცა სახელისაჲ

1 იოან. 9,3. 2 იოან. 9,4.

შესძინა მახარებელმან, ვითარმედ: „რომელი ითარგმანების მოვლინებულად“ (9,7); ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „სუმიდეს სულიერისა მისგან კლდისა, რომელსაცა შეუდგეს; ხოლო კლდე იგი იყო ქრისტე“.1 ვითარცა უკუე კლდე იყო ქრისტე სულიერი, ეგრეთვე სილოამი არს სულიერი, და მე ვჰგონებ, ვითარმედ მეყსეულად მოსლვაჲ იგი წყლისაჲ მის მოასწავებს საიდუმლოსა დაფარულსა, რომელ არს მოულოდებელობაჲ იგი გამოჩინებისა მისისაჲ.

არამედ იხილე ბრმისა მის გონებაჲ, ყოველსა ზედა მორჩილი, რამეთუ არა თქუა ყოლადვე, ვითარმედ: უკუეთუ თიჴაჲ ესე არს და ნერწყუაჲ, რომელმან აღმიხილნეს თუალნი, რადღა საჴმარ არს ჩემდა სილოამ? ხოლო უკუეთუ სილოამი საჴმარ არს, რად საჴმარ არს ნერწყუაჲ ესე, და თიჴაჲ რაჲსათჳს მცხო, ანუ რაჲსათჳს მიბრძანა დაბანაჲ? გარნა არარაჲ თქუა ესევითარი, არამედ ერთისა საქმისა მიმართ ოდენ განმზადებულ იყო, რაჲთამცა ყოველსა ზედა ბრძანებული მისი აღასრულა. უკუეთუ კულა ვინ იტყოდის, თუ: ვითარ, მოიჴადა რაჲ თიჴაჲ იგი, მაშინ აღიხილნა, ვინაჲთგან იგი იყო თუალთა მისთა აღმასრულებელი? არარაჲ სხუაჲ ვჰრქუა მას, გარნა ესე, ვითარმედ: ჩუენ არა უწყით, თუ ვი-თარ იქმნა. და რაჲ საკჳრველი არს, უკუეთუ ჩუენ არა უწყით? რამეთუ არცა თუ მახარებელმან უწყოდა საქმე იგი, არცა თჳთ განკურნებულმან მან, არამედ საქმე იგი უწყოდა, ხოლო თუ ვითარ იქმნა, არა იცოდა. და ამისთჳს ჰკითხვიდეს რაჲ, ეტყოდა, ვითარმედ: „თიჴაჲ მცხო, და დავიბანე და აწ ვხედავ“,2 ხოლო თუ ვითარ იქმნა ესე, ვერ შემძლებელ იყო თქუმად.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მოძმენი და რომელთა ეხილვა იგი პირველ, რამეთუ მთხოველ იყო, იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი ზინ და ითხოვნ? და სხუანი იტყოდეს: ესე არს; ხოლო რომელნიმე იტყოდეს: არა, არამედ მსგავსი მისი არს“ (9,8-9).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ საკჳრველებამან მან საქმისამან ურწმუნოებადცა მოიყვანნა იგინი ესეოდენთა მათ საქმეთა ზედა, რომელნი იქმნნეს არა ურწმუნო-ქმნისათჳს. ხოლო იგინი იტყოდეს: „არა ესე არსა, რომელი ზინ და ითხოვნ?“ ეჰა ღმრთისა კაცთმოყუარებაჲ! ვითარ ესრეთ მთხოველთა მათ და უნდოთა ყოვლითა მოსწრაფებითა განჰკურნებდა, რაჲთამცა ამასცა ზედა ჰურიანი სირცხჳლეულ-ყვნა, ვითარმედ არა მთავართა და დიდებულთა, არამედ გლახაკთაცა და უნდოთა მასვე ღუაწლსა ღირს-ჰყოფდა, რამეთუ ყოველთა ცხორებისათჳს მოსრულ იყო იგი. ხოლო რაჟამს იგინი იჭუეულ იყვნეს, მან თქუა, ვითარმედ: „მე ვარ“ (9,9). არა ჰრცხუენა მას პირველისა მის სიბრმისა მისისათჳს, არცა

1 1 კორ. 10,4. 2 იოან. 9,15.

შეშინდა მათისა გულისწყრომისაგან, არცა ინება არაქადაგებაჲ ქველისსაქმისაჲ მის.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰკითხვიდეს მას: ვითარ აღგეხილნეს თუალნი შენნი? ჰრქუა მათ: კაცსა რომელსა ჰრქჳან იესუ“ (9,10-11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა იტყჳ, კაცი იქმსა ესევითარსა საქმესა? არამედ არარაჲ იცოდა ჯერეთ დიდი მისთჳს, არამედ ოდენ იტყოდა, ვი-თარმედ: „ქმნა თიჴაჲ და მცხო თუალთა ჩემთა“ (9,11). იხილე, ვითარ ჭეშმარიტებისმეტყუელ იყო, რამეთუ არა თქუა, თუ სადაჲთ შექმნა, რამეთუ რომელი არა უწყის, არა იტყჳს, რამეთუ არა ეხილვა მას, თუ ქუეყანასა ზედა ჰნერწყუა, არამედ ოდენ ცხებაჲ იცოდა მან.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მრქუა მე: წარვედ სილოამდ და დაიბანე“ (9,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და სადაჲთ იცნობდა ჴმასა მისსა? სიტყუათაგან მის-თა, რომელთა მოწაფეთა მიმართ იტყოდა. და ამას ყოველსა უთხრობდა და სახესა განკურნებისა მისისასა ვერ იტყოდა. ხოლო უკუეთუ ხილულთა ამათ ზედა სარწმუნოებაჲ ჯერ-არს, ვითარ არა უფროჲსად უხილავთა ზედა ჯერ-არს სარწმუნოებაჲ?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუეს მას: სადა არს იგი?“ (9,12).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ განძჳნებულ იყვნეს მრისხანებითა მისა მიმართ. ხოლო იხილეთ, ვითარ არაოდეს არს ქრისტე განკურნებულთა მათ თანა, რამეთუ არა ეძიებდა იგი დიდებასა ერისაგან. ხოლო იხილე ბრმისაჲცა, ვითარ ყოველსავე ჭეშმარიტებით იტყჳს, არამედ მათ ენება, რაჲთამცა ქრისტე ეპოვნა და იგიმცა მიეყვანა მღდელთმოძღუართა მიმართ. ვინაჲთგან უკუე იგი ვერ პოვეს, ამისთჳს ბრმაჲ იგი მოიყვანეს ფარისეველთა მიმართ,1 რაჲთამცა მათ უფიცხლესადრე ჰკითხეს. რამეთუ ამისთჳს მახარებელი მოასწავებს, ვითარმედ: „შაბათი იყო“ (9,13), რაჲთამცა ბოროტი იგი ვნებაჲ მათი გამოაჩინოს და მიზეზიცა, თუ რაჲსათჳს ეძიებდეს, - რაჲთამცა სასწაული იგი შეასმინეს, ვითარცა არა-ჴამსი საგონებელითა მით შჯულისა გარდასლვითა. და ესე ამის მიერ საცნაურ არს, რომელ იხილეს რაჲ იგი, არარაჲ სხუაჲ ჰკითხეს, გარნა ვითარმედ: „ვითარ აღგიხილნა თუალნი შენნი?“2 იხილე, ვითარ არა იტყჳან, თუ: ვითარ აღიხილენ? არამედ: „ვითარ აღგიხილნა თუალნი შენნი?“ რაჲთამცა მისცეს მიზეზი შესმენისაჲ, ვითარ შაბათსა შინა მოქმედისაჲ. ხოლო მან, ვითარცა პირველ ეთქუა, არღარა თქუა სახელი, არამედ ოდენ მოკლედ მიუთხრა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თიჴაჲ დამდვა თუალთა ჩემთა, და დავიბანე და აწ ვხედავ“ (9,15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: საცნაურ არს, ვითარმედ პირველ ფრიადნი შესმენანი

1 შდრ. იოან. 9,14. 2 იოან. 9,26.

ეთქუნეს ჰურიათა ქრისტესთჳს, ვითარმედ: აჰა ესერა იესუ ესევითართა საქმეთა იქმს, რომელ შაბათსა თიჴასა სცხებს. ხოლო შენ იხილე, ვითარ არა შეშფოთნა, არცა შეძრწუნდა ბრმაჲ იგი, რამეთუ რაჟამს-იგი პირველ იტყოდა, არა ესრეთ საკჳრველ იყო, ხოლო რაჟამს-იგი ესევითარსა შიშსა მოიყვანეს, არცა წინააღმდგომი პირველთა სიტყუათაჲ თქუა, რამეთუ ჰურიათა მიიყვანეს იგი ფარისეველთა წინაშე, რაჲთამცა უარ-ყო, ხოლო მან უმეტესად ქადაგა. და ყოველსავე სასწაულსა ზედა ესე შეემთხუევის მათ, და ქუემორე უმეტესად გამოვაცხადოთ ესე. ხოლო იხილე ფარისეველთა საქმჱ, რამეთუ იტყოდეს ვინმე უფიცხლესრე:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე კაცი არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს. სხუანი იტყოდეს: ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითარისა სასწაულისა ქმნად?“ (9,16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რამეთუ სასწაულთა მიერ მოდრკებოდეს? და ისმინე, რასა იტყჳან, რომელთა-იგი პირველ წარავლინეს შეპყრობად მისა. აწ იტყჳან, დაღაცათუ არა ყოველნი, რამეთუ მთავარნი იყვნეს და დიდებისმოყუარებისაგან ურწმუნოებად მოვიდეს, გარნა მრავალთა ჰრწმენა მთავართაგანთა მისა მიმართ, და არა აღიარებდეს. და კუალად სიმრავლე იგი ერისაჲ შეურაცხ იყო და ვერ კადნიერ იქმნებოდა, და მათ შიშისაგან ვერ შეეძლო კადნიერებით თქუმაჲ, ხოლო მთავართა - დიდებისმოყუარებისაგან. და ამისთჳს ეტყოდა, ვითარმედ: „ვითარ ძალგიც რწმუნებად, რომელნი დიდებასა კაცთაგან მიიღებთ?“1 და იგინი, რომელნი ეძიებდეს უსამართლოებით მოკლვად, იტყოდეს, ვითარმედ: ღმრთისანი ვართ, ხოლო მკურნალსა მას ბრმათასა ეტყოდეს, ვითარმედ: „არა ღმრთისაგან არს, რომელ შაბათსა არა იმარხავსო“. ხოლო ამის სიტყჳსა მიმართ თქუეს მათ: „ვერ ჴელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითარისა სასწაულისა ქმნად“, რამეთუ იგინი ბოროტისმოქმედებით სასწაულსა მას დაიდუმებდეს და გარდასლვად შჯულისა შერაცხილსა მას საქმესა შორის შემოიღებდეს, რამეთუ არა იტყოდეს, თუ: შაბათსა შინა ჰკურნებს, არამედ: „შაბათსა არა იმარხავსო“. და კუალად ესენი უძლურებით იტყოდეს, რამეთუ თანაედვა, რაჲთამცა უჩუენეს, ვი-თარმედ არა დაიჴსნების შაბათი, გარნა იგინი ოდენ სასწაულთათჳს იტყჳან, რამეთუ ჯერეთ კაცად ჰგონებდეს მას. თუ არა, თუმცა ესე არა იყო, ძალ-ედვა სხჳთა სახითაცა მიგებად, ვითარმედ უფალი იყო შაბათისაჲ და მან ქმნა იგი, გარნა არარაჲ აქუნდა ესევითარი გონებაჲ, და ვერვინ იკადრებდა მათგანი ცხადად თქუმად რაჲსამე, რაჲ-იგი იცოდეს მისთჳს, არამედ იჭუეულად, რომელნიმე შიშისაგან, რამეთუ არა აქუნდა კადნიერებაჲ, და რომელნიმე მთავრობისმოყუარებისაგან.

1 იოან. 5,44; შდრ. იოან. 12,43.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ცილობაჲ იყო მათ შორის“ (9,16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამან ცილობამან პირველ იწყო ერსა შორის და მერმე მთავართაცა შორის შევიდა; „და რომელნიმე იტყოდეს: კეთილ არს იგი; და სხუანი იტყოდეს: არა, არამედ აცთუნებს ერსა“.1 ჰხედავა, ვითარ უგულისხმო იყვნეს მთავარნი იგი? რამეთუ არარაჲ ახოვანებაჲ აჩუენეს, არამედ მეყსა შინა კუალად ფარისეველთავე შეეყვნეს, თუ არა, უკუე-თუმცა სრულიად განყოფილ იყვნეს მათგან, ეცნამცა ჭეშმარიტებაჲ ადრე, რამეთუ იქმნების კეთილი განყოფილებაჲ. ამისთჳსცა უფალი იტყოდა: „არა მოვედ მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა, არამედ მახჳლისა“.2 რამეთუ არს ჭეშმარიტი ერთობაჲ, და არს კეთილი განყოფილებაჲ, რამეთუ რომელნი-იგი გოდოლსა მას აღაგებდეს, შე-ვე-ერთნეს ბოროტსა ზედა, და იგინივე კუალად, დაღაცათუ უნებლიაჲთ, არამედ განიყვნეს კეთილად, და კუალად კორეს თანა მყოფნი იგინი ბოროტად შეიერთნეს, ამისთჳს კუალად კეთილად განიყვნეს, და იუდა შეერთო ჰურიათა ბოროტად. არს უკუე განყოფილებაჲ კეთილი, და არს შეერთებაჲ ბოროტი. და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ თუალი შენი დაგაბრკოლებდეს, აღმოიღე იგი, ანუ თუ ფერჴი შენი დაგაბრკოლებდეს, მოიკუეთე იგი“.3 ხოლო უკუეთუ ასოჲსა ბოროტად შეერთებულისაგან განკუეთაჲ კეთილ არს, არა უფროჲსად მეგობართაგან ბოროტად შეერთებულთა განყოფაჲ კეთილ არსა? ამისთჳსცა არა ყოლადვე კეთილ არს ერთობაჲ, ვითარცაიგი განყოფილებაჲ არა კეთილ არს ყოველსა ზედა.

სწავლაჲ ნზ ვითარმედ ჯერ-არს სივლტოლაჲ ბოროტთაგან

ხოლო ამას ყოველსა ამისთჳს ვიტყჳ, რაჲთა ვივლტოდით ბოროტთაგან და შევეყოფვოდით კეთილთა, რამეთუ უკუეთუ დამპალსა და უკურნებელსა მოვიკუეთთ, ნუუკუე სხუამანცა გუამმან იგივე ვნებაჲ შეიწყნაროს, არა უფროჲსად უკეთურებისა სენითა შეპყრობილთა ზედა ჯერ-არსა ამისი ქმნაჲ, რომელნი ვიხილნეთ, ვითარ უკურნებელ არიან? რამეთუ უკუეთუ ძალ-გუედვას მათიცა განმართებაჲ და ჩუენი არა ვნებაჲ, კეთილ არს ესე, და თანაგუაც ამისი ქმნაჲ. უკუეთუ კულა იგინი იყვნენ უკურნებელ და მოუდრეკელ და ჩუენ გუავნებდენ, კეთილ არს მაშინ მოკუეთაჲ მათი ჩუენგან, და მრავალგზის ამით საქმითა უფროჲსად ერგის მათ. ამისთჳსცა მოციქული იტყოდა: „აღმოფხუართ უკეთურებაჲ თქუენგან“;4 და კუალად,

1 იოან. 7,12. 2 მათ. 10,34; შდრ. ლუკ. 12,51. 3 შდრ. მათ. 18,9,8; მარკ. 9,47,45. 4 შდრ. 1 კორ. 5,13.

ვითარმედ: „რაჲთა აღმოიფხურას თქუენგან, რომელმან ესე საქმჱ ქმნა“,1 რამეთუ ბოროტ არს ბოროტთა თანა ერთობაჲ, რამეთუ ვერცა ერთი სენი შემძლებელ არს ესრეთ შეხებად მახლობელთა მისთა, ვითარ ბოროტთა კაცთა თანა ყოფაჲ მავნებელ არს, რამეთუ „განხრწნიან წესი კეთილი ზრახვათა ბოროტთა“.2 ნუმცა ვის აქუს უკუე მეგობარი ბოროტი. ხოლო უკუეთუ ძენიცა უკეთურნი გუესხნენ, განვაგდოთ და არა ვჰრიდებდეთ ბუნებასა, არცა შჯულსა ბუნებისასა და შვილობისასა, არა უფროჲსად მეგობართაგან ჯერ-არსა სივლტოლაჲ, უკუეთუ ბოროტნი იყვნენ? რამეთუ დაღაცათუ ერთიცა ვნებაჲ არა შემოგუეხოს მათგან, არამედ ბოროტსა იჭუსა ვერ განვერნეთ, რამეთუ გარეგანნი იგი არცა ცხორებასა გამოეძიებენ, არამედ თანამყოფთაგან განგჳკითხვენ. ამას ყოველთავე ვამცნებ, რამეთუ ჯერ-არს განზრახვაჲ კეთილისაჲ და ქმნაჲ წინაშე ღმრთისა და წინაშე კაცთა.

ვისწრაფოთ უკუე ყოვლით კერძო არადაბრკოლებად მოყუსისა, რამეთუ დაღაცათუ ცხორებაჲ ჩუენი კეთილ იყოს და სხუათა დააბრკოლებდეს, ყოველივე წარუწყმედიეს. ხოლო ვითარ დააბრკოლებს კეთილი ცხორებაჲ სხუათა? ესრეთ, რაჟამს უკეთურთა თანა შეერთებამან ბოროტი იჭჳ მოატყუას მას, რამეთუ რაჟამს ჩუენ მინდობილ ვიყვნეთ თავთა ჩუენთა და ვიყოფებოდით უკეთურთა თანა, დაღაცათუ ჩუენ არა გუევნოს, არამედ სხუათა ვავნებთ. ამას ყოველთა ვეტყჳ, რაჲთა გულისხმა-ვყოთ, თუ რაზომი ბოროტი იშვების ამის საქმისაგან, რამეთუ დაღაცათუ მე არა მევნოს, ანუ სხუასა ვისმე მეცნიერსა, არამედ უძლური და უმეცარი ძმაჲ იპოების და ევნების. და ჯერ-არს ამისიცა უძლურებისათჳს ღუწოლაჲ. დაღაცათუ ქრისტეანესა არა ევნოს, არამედ წარმართმან იხილოს და ევნოს. ხოლო მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „დაუბრკოლებელ ვიყვნეთ ჰურიათაცა მიმართ და წარმართთა“.3 და ესრეთ ჯერ-არს, რაჲთა განვაგნეთ თავნი ჩუენნი, რაჲთა არცა ურწმუნოთაგანსა ვისმე აქუნდეს ჩუენ ზედა სიტყუაჲ ვნებისაჲ, და ვითარცა კეთილისმოქმედნი ადიდებენ ღმერთსა ცხორებითა მათითა, ეგრეთვე რომელთა არა აქუნდეს ცხორებაჲ ჯეროვანი, გმობად-სცემენ სახელსა ღმრთისასა. არამედ ნუ იყოფინ, რაჲთამცა ესევითარი ვინ იყო ჩუენგანი! გარნა ესრეთ ვისწრაფოთ გამობრწყინვებად საქმეთა ჩუენთა, რაჲთა იდიდოს მამაჲ ჩუენი ზეცათაჲ, და მის მიერ დიდებაჲ მოვიღოთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა შუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 1 კორ. 5,2. 2 შდრ. 1 კორ. 15,33. 3 1 კორ. 10,32.