...ვეულებრივ მონობას კი არ გულისხმობს, არამედ იმ მონობას, რომელიც დიდი განწყობითა და სიყვარულით არის აღსავსე; ამას ამბობს წადილით ანთებული, რაც უდიდესი გვირგვინია და ყოველ დიადემაზე ბრწყინვალე. ამიტომ ღმერთიც ამას უდიდეს ქებად მიიჩნევს, როცა ამბობს: „მოსე, მონაჲ ჩემი, აღესრულა“ (). „ძე მჴევლისა შენისა“ (). ესე იგი, თავიდანვე და წინაპართაგანვე შენს მონობას ვართ მიძღვნილნი.
სწორედ ეს უდიდეს სამკაულად წარმოაჩინა პავლემაც ტიმოთეს შესახებ, როცა თქვა: „მოვიჴსენებ, რომელ-ეგე არს შენ თანა შეუორგულებელი სარწმუნოებაჲ, რომელმან დაიმკჳდრა პირველად დედის დედისა შენისა ლუდიაჲს თანა და დედისა შენისა ევნიკის თანა“ (). „და მრწამს, რამეთუ შენ თანაცა“ (), და „და რამეთუ სიყრმითგან საღმრთონი წიგნნი იცნი“ (). და კვლავ საკუთარი თავის შეს...