მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Jude 1:7

6. And the angels which kept not their first estate, but left their own habitation, he hath reserved in everlasting chains under darkness unto the judgment of the great day.7. Even as Sodom and Gomorrha, and the cities about them in like manner, giving themselves over to fornication, and going after strange flesh, are set forth for an example, suffering the vengeance of eternal fire.8. Likewise also these filthy dreamers defile the flesh, despise dominion, and speak evil of dignities.
Jude თავი 1
7. Even as Sodom and Gomorrha, and the cities about them in like manner, giving themselves over to fornication, and going after strange flesh, are set forth for an example, suffering the vengeance of eternal fire.
თავი ა̂. კრძალულებისათჳს ქრისტეს მიმართ სარწმუნოებისა და განდგომილებისათჳს უღმრთოთა და ბილწთა კაცთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა სოდომოჲ და გომოროჲ და გარემოჲს მათსა ქალაქები იგი, რომელნი მათდავე სახედ ისიძვიდეს და მიდევნებულ იყვნეს შედგომად ჴორცსა უცხოსა, წინა სხენან სახედ, ცეცხლისა საუკუნოჲსა საშჯელი მიუღებიეს, ეგრეთვე მსგავსად ესენიცა საჩუენებელსა იხილვენ, ჴორცთა შეიბილწებენ, უფლებათა შეურაცხ ჰყოფენ, დიდებათა ჰგმობენ (1,7-8).:

თარგმანი: სიმონიანთა თანა განაქიქებს ვორვორიანთაცა და ესტოტიანთა, ბიბილოვნელთა და კაიონიტთა, რომელთა-იგი საუკუნოჲსა სატანჯველისა მიმართ ურწმუნოებასა დაჰჴსნის სახითა მით ეშმაკთა და სოდომელთა და გომორელთაჲთა, ვითარმედ იგინიცა, მსგავსად თქუენსა მიდევნებულნი ჴორცთა ბილწებისანი, საუკუნოჲსა მის ტანჯვისათჳს დამარხულ არიან, რაჲთა, ვითარ-იგი არა ჰრიდებდეს შეგინებად ჴორცსა უცხოსა, ეგრეთვე არა ერიდოს მათ ცეცხლი გეჰენიისაჲ. ამათი უკუე ტანჯვაჲ, ესე იგი არს სოდომელთაჲ, აქავე ცეცხლითა დაწუვაჲ წინა ძეს სახედ, რაჲთა უეჭუელ ვიყვნეთ უეჭუელად ყოფადისა მისთჳს ცეცხლისა საუკუნოჲსა. მათგან რომელნი ზოგს-რე აქავე მიიღებენ საშჯელსა. ესრეთ უკუე საჩუენებელთა ხილვაჲ ნიკოლაელთა და სიმონიანთათჳს თქუა, რომელთა-იგი მღჳძარეთა სიზმარნი ეოცნებოდეს, და სახითა რეცა საიდუმლოთა რათმე აღსრულებისაჲთა ყოველსა სიბილწესა აღასრულებდეს და ჴორცთა შეაგინებდეს, რამეთუ არა ღმრთივ დაბადებულად უწოდდეს კაცობრივსა ამას გუამსა, არამედ ბოროტისა მიერ შექმნულად და ღმერთ-ყოფითა ნივთისა და ბნელისაჲთა უფლებასა ღმრთისასა შეურაცხჰყოფდეს, და ერთსა უფლებასა და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის