მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 1:26

25. Thus hath the Lord dealt with me in the days wherein he looked on me, to take away my reproach among men.26. And in the sixth month the angel Gabriel was sent from God unto a city of Galilee, named Nazareth,27. To a virgin espoused to a man whose name was Joseph, of the house of David; and the virgin's name was Mary.
Luke თავი 1
26. And in the sixth month the angel Gabriel was sent from God unto a city of Galilee, named Nazareth,
ლუკას სახარების განმარტება თავი პირველი
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 1, მ. 1-4]

1. ვინაჲთგან უკუე მრავალთა ჴელ-ყვეს აღწერად მოთხრობისა საქმეთათჳს გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის, 2. ვითარცა-იგი მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან თჳთ-მხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყჳსა მის, 3. ჯერ-მიჩნდა მეცა, რომელი შეუდეგ პირველითგან ყოვლითა ჭეშმარიტებითა, შემდგომითი შემდგომად მიწერად შენდა, მჴნეო ღმრთის-მოყუარეო თეოფილე, 4. რაჲთა სცნა, რომელთათჳს-იგი ისწავე სიტყუათა მათ კრძალულებაჲ.

ვინ იყვნენ ეს მრავალნი, რომელთაც ხელი მიჰყვეს? ცრუ მოციქულნი. ვინაიდან, მართლაც მრავალნი ადგენდნენ სახარებას, როგორიცაა, მაგალითად, ეგვიპტელთა სახარება და სახარება წარწერით „ათორმეტთაგან“. მათ მხოლოდ ხელი მიჰყვეს, მაგრამ ვერ დაამთავრეს. რამდენადაც მათ ღვთის მადლის გარეშე დაიწყეს, სწორედ ამიტომ ვერ დაამთავრეს. ამრიგად, ლუკამ კარგად თქვა „მრავალთა ხელ-ყვეს“. ჭეშმარიტად არა მრავალთა, კერძოდ მათემ და  მარკოზმა, არა მხოლოდ დაიწყეს, არამედ დაამთავრეს კიდეც, ვინაიდან მათ ჰქონდათ სული, სრულყოფილების შემქნელი. „საქმეთათვის გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის“. რადგანაც ის, რაც ქრისტეს შეეხება, არა უბრალოდ შიშველი გადმოცემებითაა ცნობილი, არამედ...

სრულად ნახვა
მოკლე მოძღვრება ტაძრად მიყვანებასა ზედა ყოვლად-წმიდისა ღვთის მშობელისა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! ტაძრათ მიყვანება ყოვლად-წმიდისა ქალწულისა მარიამისა, რომელსა დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ, ყოველთა ღვთის მოყვარეთა და ღვთის მოსავთა ქრისტიანეთა მოსცემს დიდს სწავლასა, ნუგეშსა და გაღვიძებასა. მივაქციოთ ყურადღება რომელთამე გარემოებათა ზედა აწინდელთა დღესასწაულისა და შევიტყოთ რაზომად არიან იგინი ჩვენთვის აღმაშენებელნი. პირველად ვსთქვით მშობელთა ზედა ყოვლად-წმინდისა მარიამისა, იოაკიმ და ანნასა ზედა. თუმცა იგინი იყვნენ ყოვლის მხრით ბედნიერნი და კმაყოფილნი დიდის საცხოვრებელის პატრონნი, დიდისა შთამომავლობისანი და პატივცემულნი, და რომელიც ყოველსა ზედა უდიდესი და უმჯობესია, იყვნენ ღვთის წინაშე მართალნი და ღვთის სჯულის მოშურნენი და აღმასრულებელნი; გარნა ერთი დიდი მწუხარება დაავიწყებდა მათ ყოველსა სხვასა ბედნიერებასა - მათა არ ჰყავდათ არც ერთი შვილი. მაგრამ მიჰხედეთ მათ მოთმინებასა, სულგრძელებასა და სასოებასა! თუმცა მათ მიაღწიეს სიბერემდი, მაშასადამე, მოსპობილი ჰქონდათ ყოველი იმედი შვილოსნობისა, გარნა მაინც არ დაუკარგავთ სასოება ღმერთზე, არამედ თანდათან უმატებდენ ლოცვასა, მოღვაწებასა და სხვათა სათნოებასა....

სრულად ნახვა
სიტყვა თქმული ქუთაისს ხარების დღეს, ჩყჲბ წელსა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

დღეს, მართლ-მადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო, ჩვენ ვახსენებთ დიდსა და ფრიად შესანიშნავსა სასწაულსა, ესე იგი გაბრიელ მთავარ-ანგელოზისაგან ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისადმი ხარებასა. რას გვასწავლის ჩვენ დღესასწაული ესე? ვითარი სწავლა და დარიგება შეგვიძლიან მივიღოთ ჩვენ მისგან?

პირველად ვმადლობდეთ და ვადიდებდეთ ღმერთსა, შემოქმედსა და კეთილის მყოფელსა ჩვენსა, რომელმან დღეს დასდვა დასაწყისი აღსრულებისა აღთქმათა მათ, რომელთა ეტყოდა იგი მამათ-მთავართა პირითა წინასწარმეტყველთასა. დღეს გამოაჩინა ღმერთმან უმაღლესი თვისი განგებულება კაცობრივისა ნათესავისათვის! ღმერთმან აღუთქვა ოდესმე წინაპართა ჩვენთა მოვლინება მხსნელისა, რომელი აღადგინებს დაცემულსა ბუნებასა კაცისასა; წინასწარმეტყველნი მრავალ გზის განიმეორებენ აღთქმასა ამას ღვთისასა, და აჰა ესერა დღეს მთავარ-ანგელოზი გაბრიელ ახარებს ყოვლად წმიდასა მარიამს, რომელ იგი ჰშობს მესსიას, ემმანუილს, რომელი აღასრულებს ყოველსა განგებულებასა ღვთისასა კაცობრიობისა ნათესავისათვის. როგორ არ უნდა გვიხაროდეს, ვინაიდგან ჩვენთვის იყო ყოველი ესე განგებულება, ჩვენისა ცხოვრებისა და ბედნიერებისათვის!

მეორედ, მივაქციოთ...

სრულად ნახვა
სიტყვა ხარების დღესა, თქმული ქუთაისს სობოროში
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

აწინდელი დღესასწაული გვაძლევს ჩვენ, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, შემთხვევასა და მიზეზსა ვსთქვათ რაოდენიმე სიტყვა და წინა-დაგიგოთ თქვენ რაოდენიმე განზრახვა და ჰაზრი ქალისათვის და მისის ცხოვრებისა და მნიშვნელობისათვის ქრისტიანობრივსა საზოგადოებასა შინა, ვინაიდგან ყოველად-წმიდა, რომელმან დღეს მიიღო ხარება მთავარ-ანგელოსისაგან და ესრეთ ღირს იქმნა მსახურებად ღვთის განხორციელებისა, იყო ქალი და გვაჩვენა ჩვენ, ვითარი უნდა იყოს ყოველი ქრისტიანე ქალი.

გარნა რა უნდა ვსთქვათ დღეს ჩვენ ქალსა ზედა, ანუ რომელი კერძო მისისა ცხოვრებისა და მისთა თვისებათა განვიხილოთ? აწინდელი ჩვენი დროება გვაძლევს საგანსა და გვაჩვენებს, რომლის კერძოთ უნდა განვიხილოთ ჩვენ მდგომარეობა და მნიშვნელობა ქალისა. რა განსხვავებაა აქვს აწინდელს დროებასა ამ ჩვენ ქვეყანაში? ის, რომელ ცოტ-ცოტად იცვლება სახე ცხოვრებისა საზოგადოებასა შინა და უმეტესად იცვლება აღზრდა და მდგომარეობა და ყოფა-ქცევა ქალებისა. ვიცით ჩვენ ყოველთა, რანაირი იყო უწინ აღზრდა ქალთა; უწინ და ახლაც კიდევ უმეტეს ნაწილად აღზრდა ქალისა იყო შინაური. ქალი იზრდებოდა შინ დედ-მამის მხედველობის ქვეშ; ქალს მისცემდნენ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (1,1).:

...ომისაგან დავითისა იყო ქალწული იგი, ისმინონ ბრძანებაჲ ღმრთისაჲ გაბრიელის მიმართ მთავარანგელოზისა, ვითარცა იტყჳს მახარებელი: „და თუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქად გალილეაჲსა, რომლისა სახელი ნაზარეთ, ქალწულისა, თხოვილისა ქმარსა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისი“. სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „სახლისაგან და ტომისა დავითისი“, ქალწულისათჳს თქუმულ არს და არა იოსებისთჳს. აჰა ესერა გესმა განცხადებულად, ვითარმედ სახლისაგან და ტომისა დავითისი იყო ქალწული იგი. და იაკობცა მამათმთავარი იუდაჲს ტომისაგან მოასწავებდა გამოჩინებად სასოებასა მას წარმართთასა, ვითარმედ: „არა მოაკლდეს მთავარი იუდაჲსგან, ვიდრემდის მოვიდეს სასოებაჲ იგი წარმართთაჲ“. არამედ სიტყუაჲ იგი მამათმთავრისაჲ იუდაჲს ტომისაგან იტყჳს, ხოლო დავითისთჳს არას მოასწავებს, რამეთუ ტომსა შინა იუდაჲს სა არა დავითისი ოდენ იყო სახელი, არამედ სხუანიცა მრავალნი. ხოლო რაჲთა არა სთქუა, თუ: ვითარ გულისჴმა-ვყო, ვითარმედ დავითის ტომისაგან იყო მარიამ, ამისთჳს გაუწყა მახარებელმან, ვითარმედ: „სახლისაგან და ტომისა დავითისი, და სახელი ქალწულისაჲ მის მარიამ“. ამას ზედა სხუაჲცა მიგითხრა უწყებაჲ მის საქმისაჲ: რჩული იყო...

სრულად ნახვა