მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 1:28

27. To a virgin espoused to a man whose name was Joseph, of the house of David; and the virgin's name was Mary.28. And the angel came in unto her, and said, Hail, thou that art highly favoured, the Lord is with thee: blessed art thou among women.29. And when she saw him, she was troubled at his saying, and cast in her mind what manner of salutation this should be.
Luke თავი 1
28. And the angel came in unto her, and said, Hail, thou that art highly favoured, the Lord is with thee: blessed art thou among women.
ლუკას სახარების განმარტება თავი პირველი
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 1, მ. 1-4]

1. ვინაჲთგან უკუე მრავალთა ჴელ-ყვეს აღწერად მოთხრობისა საქმეთათჳს გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის, 2. ვითარცა-იგი მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან თჳთ-მხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყჳსა მის, 3. ჯერ-მიჩნდა მეცა, რომელი შეუდეგ პირველითგან ყოვლითა ჭეშმარიტებითა, შემდგომითი შემდგომად მიწერად შენდა, მჴნეო ღმრთის-მოყუარეო თეოფილე, 4. რაჲთა სცნა, რომელთათჳს-იგი ისწავე სიტყუათა მათ კრძალულებაჲ.

ვინ იყვნენ ეს მრავალნი, რომელთაც ხელი მიჰყვეს? ცრუ მოციქულნი. ვინაიდან, მართლაც მრავალნი ადგენდნენ სახარებას, როგორიცაა, მაგალითად, ეგვიპტელთა სახარება და სახარება წარწერით „ათორმეტთაგან“. მათ მხოლოდ ხელი მიჰყვეს, მაგრამ ვერ დაამთავრეს. რამდენადაც მათ ღვთის მადლის გარეშე დაიწყეს, სწორედ ამიტომ ვერ დაამთავრეს. ამრიგად, ლუკამ კარგად თქვა „მრავალთა ხელ-ყვეს“. ჭეშმარიტად არა მრავალთა, კერძოდ მათემ და  მარკოზმა, არა მხოლოდ დაიწყეს, არამედ დაამთავრეს კიდეც, ვინაიდან მათ ჰქონდათ სული, სრულყოფილების შემქნელი. „საქმეთათვის გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის“. რადგანაც ის, რაც ქრისტეს შეეხება, არა უბრალოდ შიშველი გადმოცემებითაა ცნობილი, არამედ...

სრულად ნახვა
მოკლე მოძღვრება ტაძრად მიყვანებასა ზედა ყოვლად-წმიდისა ღვთის მშობელისა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! ტაძრათ მიყვანება ყოვლად-წმიდისა ქალწულისა მარიამისა, რომელსა დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ, ყოველთა ღვთის მოყვარეთა და ღვთის მოსავთა ქრისტიანეთა მოსცემს დიდს სწავლასა, ნუგეშსა და გაღვიძებასა. მივაქციოთ ყურადღება რომელთამე გარემოებათა ზედა აწინდელთა დღესასწაულისა და შევიტყოთ რაზომად არიან იგინი ჩვენთვის აღმაშენებელნი. პირველად ვსთქვით მშობელთა ზედა ყოვლად-წმინდისა მარიამისა, იოაკიმ და ანნასა ზედა. თუმცა იგინი იყვნენ ყოვლის მხრით ბედნიერნი და კმაყოფილნი დიდის საცხოვრებელის პატრონნი, დიდისა შთამომავლობისანი და პატივცემულნი, და რომელიც ყოველსა ზედა უდიდესი და უმჯობესია, იყვნენ ღვთის წინაშე მართალნი და ღვთის სჯულის მოშურნენი და აღმასრულებელნი; გარნა ერთი დიდი მწუხარება დაავიწყებდა მათ ყოველსა სხვასა ბედნიერებასა - მათა არ ჰყავდათ არც ერთი შვილი. მაგრამ მიჰხედეთ მათ მოთმინებასა, სულგრძელებასა და სასოებასა! თუმცა მათ მიაღწიეს სიბერემდი, მაშასადამე, მოსპობილი ჰქონდათ ყოველი იმედი შვილოსნობისა, გარნა მაინც არ დაუკარგავთ სასოება ღმერთზე, არამედ თანდათან უმატებდენ ლოცვასა, მოღვაწებასა და სხვათა სათნოებასა....

სრულად ნახვა
სიტყვა თქმული ქუთაისს ხარების დღეს, ჩყჲბ წელსა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

დღეს, მართლ-მადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო, ჩვენ ვახსენებთ დიდსა და ფრიად შესანიშნავსა სასწაულსა, ესე იგი გაბრიელ მთავარ-ანგელოზისაგან ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისადმი ხარებასა. რას გვასწავლის ჩვენ დღესასწაული ესე? ვითარი სწავლა და დარიგება შეგვიძლიან მივიღოთ ჩვენ მისგან?

პირველად ვმადლობდეთ და ვადიდებდეთ ღმერთსა, შემოქმედსა და კეთილის მყოფელსა ჩვენსა, რომელმან დღეს დასდვა დასაწყისი აღსრულებისა აღთქმათა მათ, რომელთა ეტყოდა იგი მამათ-მთავართა პირითა წინასწარმეტყველთასა. დღეს გამოაჩინა ღმერთმან უმაღლესი თვისი განგებულება კაცობრივისა ნათესავისათვის! ღმერთმან აღუთქვა ოდესმე წინაპართა ჩვენთა მოვლინება მხსნელისა, რომელი აღადგინებს დაცემულსა ბუნებასა კაცისასა; წინასწარმეტყველნი მრავალ გზის განიმეორებენ აღთქმასა ამას ღვთისასა, და აჰა ესერა დღეს მთავარ-ანგელოზი გაბრიელ ახარებს ყოვლად წმიდასა მარიამს, რომელ იგი ჰშობს მესსიას, ემმანუილს, რომელი აღასრულებს ყოველსა განგებულებასა ღვთისასა კაცობრიობისა ნათესავისათვის. როგორ არ უნდა გვიხაროდეს, ვინაიდგან ჩვენთვის იყო ყოველი ესე განგებულება, ჩვენისა ცხოვრებისა და ბედნიერებისათვის!

მეორედ, მივაქციოთ...

სრულად ნახვა
სიტყვა ხარების დღესა, თქმული ქუთაისს სობოროში
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

აწინდელი დღესასწაული გვაძლევს ჩვენ, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, შემთხვევასა და მიზეზსა ვსთქვათ რაოდენიმე სიტყვა და წინა-დაგიგოთ თქვენ რაოდენიმე განზრახვა და ჰაზრი ქალისათვის და მისის ცხოვრებისა და მნიშვნელობისათვის ქრისტიანობრივსა საზოგადოებასა შინა, ვინაიდგან ყოველად-წმიდა, რომელმან დღეს მიიღო ხარება მთავარ-ანგელოსისაგან და ესრეთ ღირს იქმნა მსახურებად ღვთის განხორციელებისა, იყო ქალი და გვაჩვენა ჩვენ, ვითარი უნდა იყოს ყოველი ქრისტიანე ქალი.

გარნა რა უნდა ვსთქვათ დღეს ჩვენ ქალსა ზედა, ანუ რომელი კერძო მისისა ცხოვრებისა და მისთა თვისებათა განვიხილოთ? აწინდელი ჩვენი დროება გვაძლევს საგანსა და გვაჩვენებს, რომლის კერძოთ უნდა განვიხილოთ ჩვენ მდგომარეობა და მნიშვნელობა ქალისა. რა განსხვავებაა აქვს აწინდელს დროებასა ამ ჩვენ ქვეყანაში? ის, რომელ ცოტ-ცოტად იცვლება სახე ცხოვრებისა საზოგადოებასა შინა და უმეტესად იცვლება აღზრდა და მდგომარეობა და ყოფა-ქცევა ქალებისა. ვიცით ჩვენ ყოველთა, რანაირი იყო უწინ აღზრდა ქალთა; უწინ და ახლაც კიდევ უმეტეს ნაწილად აღზრდა ქალისა იყო შინაური. ქალი იზრდებოდა შინ დედ-მამის მხედველობის ქვეშ; ქალს მისცემდნენ...

სრულად ნახვა
სიტყვა ხარების დღესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ზეცით მოვლინებული მთავარ ანგელოსი განუცხადებს დღეს ქალწულსა მარიამს დიდსა ხარებასა: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. რა წარმოიდგინა და რა იგრძნო ყოვლად წმიდამან ქალწულმან, როდესაც იხილა ესრეთი უცები მახარებელი და ესმა მისგან გაუგონებელი სიტყვა? გაუხარდა მას? იფიქრებს კაცი, რომ იგი უთუოდ იგრძნობდა გულში დიდსა სიხარულსა, მისთვის რომ ეს ხილვა და სიტყვა იყო ერთობ დიდი და აღმამაღლებელი კაცობრივისა ბუნებისა; გარნა არა! ყოვლად გონიერმან ამან ქალწულმან გული თვისი არ დაანება უცებსა სიხარულსა; არამედ იგი შესძრწუნდა, დაფიქრდა და განიზრახვიდა: ხოლო მან რა იხილა, შესძრწუნდა სიტყვასა მას ზედა მისსა და განიზრახვიდა, ვითარმე არს მოკითხვა ესე. ანგელოსმან ღვთისამან შეატყო, რა გრძნობა გაჩნდა მის გულში, და სთქვვა: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღვთისა.

შეხედეთ ძმანო, და უმეტესად დანო და განიზრახეთ თქვენდა სანუგეშოდ, რაოდენი გონიერება და სიმტკიცე სულისა და გულისა გამოაჩინა ამ შემთხვევაში ყოვლად წმიდამან ქალწულმან მარიამმა. იგი უეცრად ხედავს თვალთა წინაშე უჩვეულო მახარებელსა, მას ესმის...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იგინი შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანისსცეს მას. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ; წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე“ (28,9-10).:

...ებული იგი ანგელოზი, მჯდომარე ლოდსა ზედა.

ვიტყჳთ უკუე, ვითარმედ სხუაჲ იგი მარიამ წმიდაჲ ღმრთისმშობელი იყო, რომელი-იგი არა განეშორა ჯუარსა, არამედ მუნ დგა, ვითარცა იოვა ნე იტყჳს, და მან მიიღო პირველად ხარებაჲ აღდგომისაჲ. რამეთუ ჯერცა ესრეთ იყო, რამეთუ მასვე ასმიოდა პირველ: „გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა“, და აწ ანგელოზისაგან ეხარა აღდგომაჲ უფლისაჲ, და მერმე უფალი იხილა და ესმა მისგან: „გიხაროდენ!“ ღირსად და სამართლად იქმნა ესე საქმე.

ხოლო მარიამ მაგდანელი, მივიდოდა რაჲ წმიდისა ღმრთისმშობელისა თანა, განკჳრვებულ იყო კაცობრივითა გულისსიტყჳთა, და ვითარცა პეტრე, გამოიყვანა რაჲ ანგელოზმან საპყრობილით და წარვლეს ბჭე ქალაქისაჲ, მუნამდე ვერ იცოდა, თუ ჭეშმარიტ არს ხილვაჲ იგი, ეგრეთვე მაგდანელი ჰგონებდა, თუ ნუუკუე ჩუენებაჲ იყო საქმე იგი, შეორგულდა და კუალად მიიქცა საფლავად „ერთსა მას შაბათსა განთიად, ვიდრე ბნელღა იყო“; და ამას მოსლვასა იტყჳს იოვანე.

რამეთუ ვითარცა-იგი შეუნდო უფალმან თომას თქუმად ურწმუნო ებით, ვითარმედ: „უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ და დავდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს“,...

სრულად ნახვა