📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მწუხრი შაბათსა, რომელი განთენებოდა ერთშაბა-თად, მოვიდა მარიამ მაგდანელი და სხუაჲ იგი მარიამ ხილვად საფლავისა. და აჰა ძრვაჲ იყო დიდი, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ გარდამოჴდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და დაჯდა მას ზედა. იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი“ (28,1-3).
გუაკურთხენ, უფალო! კურთხეულ არს სუფევაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
პირველად აღდგა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და მერმეღა მოვიდა ანგელოზი, გარდააგორვა ლოდი იგი და დაჯდა მას ზედა; რამეთუ დედა-თა მათთჳს იყო მოსლვაჲ მისი, რაჲთა ახაროს მათ და აუწყოს აღდგომაჲ უფლისაჲ. და ჭეშმარიტად ღირს იყვნეს ხარებასა მას ანგელოზისასა წმიდანი იგი დედანი, რამეთუ ესევითარი აჩუენეს სიმჴნე და სარწმუნოებაჲ მჴურვალე. ჵ საკჳრველი უცხოჲ! პეტრე, თავი იგი მოწაფეთაჲ, შეშინდა ერთისა მჴევლისა სიტყუათაგან და უარ-ყო უფალი პირველ ჯუარ-ცუმისავე, და დედათა შემდგომად დაფლვისა დაივიწყეს ყოველივე უძლურებაჲ დედობრივი და მოვიდეს ახოვნებით საფლავისა ხილვად, რაჲთა ნუგეშინის-ეცეს მწუხარებასა მათსა. მოვიდეს ხილვად საფლავისა და ეშინოდა მიახლებად შიშისა მისთჳს მცველთაჲსა. ამისთჳს შორითვე ცრემლოდეს და ურთიერთას ესევითართა სიტყუათა ეტყოდეს: ჵ საქმე საკჳრველი! ვი-თარ იკადრეს უღმრთოთა მათ მღდელთმოძღუართა და ფარისეველთა ესრეთ მიცემაჲ უფლისაჲ სიკუდილად, რომელსა ზედა ვერცა ერთი შეჰჴადეს ბრალი? ვითარ არა შეძრწუნდეს ჯუარ-ცუმად, რომლისა ჯუარ-ცუმითა მზე დაბნელდა და ქუეყანაჲ ძრწოდა? ვითარ არა განძღეს უკეთურებითა, არამედ შემდგომად სიკუდილისაცა მბრძოლ მისა არიან და საფლავსა მისსა სცვენ და გუაყენებენ უშიშად მისლვად და თაყუანის-ცემად საფლავისა მისისა და მიღებად ნელსაცხებლისა და საკუმელისა? ხოლო უფალი აღდგა საფლავით პირველ მათისა მისლვისა და საფლავი იგი დაუტევა დაბეჭდული. მაშინ ბრძანებითა უფლისაჲთა გარდამოჴდა ანგელოზი ზეცით და, მო-რაჲ-იწია საფლავსა მას ზედა დიდებულსა, პირველად შეარყია ქუეყანაჲ საფუძველითგან, რაჲთა განაღჳძნეს მცველნი იგი და წინაშე თუალთა მათთა გარდააგორვოს ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა.
„იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ“. რამეთუ სადა ღრუბელი ცოდვისაჲ არა მიახლებულ იყოს, მუნ ბრწყინვალებაჲ დიდი არს. „და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი“. რამეთუ ღირსად საქმეთა მათ, რომელთა ქადაგებდა, ემოსა სამკაულიცა.
„ხოლო საშინელებისაგან მისისა შეძრწუნდეს მცველნი იგი და იქმნეს ვითარცა მკუდარნი“ (28,4). მაშინ წმიდანიცა იგი დედანი შიშით მიიწინეს საფლავად, ხოლო ანგელოზმან შეურაცხ-ყვნა მცველნი იგი, დათხეულნი ქუეყანასა, ვითარცა მკუდარნი, რამეთუ არცა თუ ღირს იყვნეს ხილვასა მისსა. გარემიაქცია პირი თჳსი მათგან და პირითა მხიარულითა მიხედნა დედათა მათ და ყოველივე შიში განაქარვა გულთაგან მათთა და ჰრქუა მათ:
„ნუ გეშინინ თქუენ“ (28,5). ამათ ეშინოდენ, მცველთა, რამეთუ მტერნი არიან და მბრძოლნი, ხოლო თქუენ ნუ გეშინინ, არამედ გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ საქმე გიქმნიეს ღირსი გჳრგჳნისაჲ. ნუ გეშინინ თქუენ! ერთისა უფლისა მონანი ვართ მეცა და თქუენ, ერთსა უფალსა ვადიდებთ.
„ვიცი, იესუს ჯუარცუმულსა ეძიებთ“ (28,5), რომელმან კაცთათჳს სირცხჳლი იგი ჯუარისაჲ დათრგუნა. ვიცი, იესუს ეძიებთ, რომელი-იგი ეძიებს მეძიებელთა მისთა, იესუს ეძიებთ, რომელი მახლობელ არს მათა, რომელნი ხადიან სახელსა წმიდასა მისსა.
„არა არს აქა, რამეთუ აღდგა, ვითარცა თქუა“ (28,6). და ამისთჳს მოვივლინე მე, რაჲთა გახარო თქუენ აღდგომაჲ მისი და ცრემლნი თქუენნი განვაქარვნე და გულნი თქუენნი მხიარულ-ვყვნე. „აღდგა, ვითარცა თქუა“. ჭეშმარიტ იქმნეს სიტყუანი იგი ჭეშმარიტებისანი, რაჲ-იგი სიტყჳთ თქუა, საქმით აღასრულა.
უკუდავი იგი ღმრთეებაჲ მისი უკუდავად ეგო და ჟამსა მას ვნებისასა მოკუდავთა მათ ჴორცთა მისთა ძილი იგი სიკუდილისაჲ მიიღეს. „მიწოლით მიიძინა, ვითარცა ლომმან“,1 მეუფებით, და აღდგა ღმრთივშუენიერად. ვერ ცნეს მცველთა აღდგომაჲ მისი და საფლავით გამოსლვაჲ, რამეთუ ღირსვე არა იყვნეს აღდგომისა მისისა ხილვად; ვერ დააყენეს საკრველთა მათ საფლავისათა და ბეჭედთა რკინისათა აღდგომაჲ მეუფისაჲ. ვერ უძლო დაბრკოლებად სიკუდილმან მჴსნელისა საფლავით გამოსლვასა; ჯოჯოხეთი განმწარდა, და ძრწოლაჲ შეედვა მეკარეთა ჯოჯოხეთისა-თა, კლიტენი მათნი დაყარნეს და კარნი განახუნეს და ვერვინ იკადრეს დაყენებად მის თანა აღდგომილთა მათგანი.
„აღდგა, ვითარცა თქუა“. ვითარ გამოგითარგმანო აღდგომაჲ უფლისაჲ? რამეთუ საიდუმლოჲ არს ჯუარ-ცუმაჲ მისი, საიდუმლოჲ არს დაფლვაჲ მისი, საიდუმლოჲ არს აღდგომაჲ მისი. ყოველივე საქმე მისი საიდუმლოჲ არს. ვითარცა იშვა დაბეჭდულთაგან ბჭეთა ქალწულებისათა, ეგრეთვე აღდგა დაბეჭდულისაგან საფლავისა და იქმნა პირმშო შესუენებულთაჲ მეუფე ქრისტე. ვითარცა, იშვა რაჲ, არა დაჰჴსნა ქალწულებაჲ დედისაჲ, ეგრეთვე, აღდგა რაჲ, არა შეძრნა ბეჭედნი საფლავისანი. ვერცა
1 შდრ. დაბ. 49,9.
შობისა მისისა ძალ-მიც სიტყჳთ გამოთქუმად, ვერცა შჯულსა ამას და წესსა აღდგომისასა მივწუთები თქუმად.
ვხედავ აღდგომასა მისსა ჭეშმარიტსა და თაყუანის-ვსცემ. არა გამოვიკულევ, ვითარ იქმნა გინა თუ შობაჲ, გინა თუ აღდგომაჲ. თაყუანის-ვსცემ ადგილსა მას აღდგომისასა, დაღაცათუ სახე მისისა საიდუმლოჲსაჲ უაღრეს ცნობათა არს. რომელსა ვხედავ, გიჩუენებ თქუენ და გულისჴმა-გიყოფ.
„მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა დადვეს უფალი“ (28,6). რამეთუ ამისთჳს გარდავაგორვე ლოდი ესე, არა თუ რაჲთა მივსცე იესუს გზაჲ გამოსლვად, რამეთუ არა უჴმს შეწევნაჲ ჩემი შეწევნასა მას ყოველთასა; არამედ პირველ გარდაგორვისა ლოდისა ამის „ლოდი იგი საკიდური“ აღდგა, ვითარცა ინება. გარნა ამისთჳს მოვედ მე და გარდავაგორვე ლოდი ესე, რაჲთა თქუენ იხილოთ ადგილი, სადა დადვეს იგი, და ადიდებდეთ აღდგომილსა ქრისტესა.
„მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა დადვეს იგი“, და შემდგომად მცირედისა თავადსაცა თაყუანის-სცეთ.
მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა ეშმაკი სასიკუდინედ მოიწყლა, სადა სიკუდილი შეიმუსრა.
მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა აღდგომისა თქუენისა წესი დაიწერა.
მოვედით და იხილეთ ადგილი სამოთხისა უშუენიერესი და ყოვლისა სამეუფოჲსა ტაძრისა უბრწყინვალესი.
მოვედით და იხილეთ საფლავი დუმილით მქადაგებელი ძალსა მას აღდგომილისასა.
შთაიხედენით ადგილსა ამას, რომელი იქმნა ბჭე უხრწნელებისა, იხილეთ ქუაბი, რომლითა ზეცად აღმაღლდით.
დასცხერით სულ-თქუმისაგან და ცრემლთა და ნუ ეძიებთ ცხოელსა მას მკუდართა თანა. არქუთ სიკუდილსა სიქადულით: „სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?“1
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვედით, იხილეთ ადგილი, სადა დადვეს იგი. და ადრე წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ: აღდგა და აჰა წინაგიძღჳს თქუენ გალილეად, მუნ იხილოთ იგი. აჰა ეგერა გარქუ თქუენ. ხოლო იგინი წარვიდეს ადრე მიერ საფლავით შიშითა და სიხარულითა დიდითა, მირბიოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა“ (28,6-8).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამათ დედათა წინაჲთვე აწუევს სული წმიდაჲ ხარებად მოციქულთა და ეტყჳს პირითა ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲთა: „დედანი ეგე მომავალნი ხილვად მოვედით“.2 ამისთჳსცა მირბიოდეს სიხარულით ხარებად მოციქულთა.
1 1 კორ. 15,55. 2 ესაია 27,11.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აჰა იესუ შეემთხჳა მათ და ჰრქუა: გიხაროდენ!“ (28,9).
დასჯილი იგი ევა განმართლებულ არს, ექსორიაქმნილი ადამ მოწოდებულ არს, წყევაჲ იგი განქარვებულ არს, სიკუდილი ძლეულ არს, ეშმაკი დაცემულ არს, მსახურნი მისნი სირცხჳლეულ არიან, მბრძოლნი ძლეულ არიან, ჰურიანი მგლოარე არიან, ჯუარი ჩემი ბრწყინავს, საფლავი ძალსა ჩემსა წამებს, უკუდავებაჲ კაცთა მიენიჭა, ჩემ მიერ ბუნებაჲ კაცთაჲ განახლდა, ჩემ მიერ მკუდარნი ყოველნი აღდგეს. ესე არიან ნაყოფნი სამისა დღისა დაფლვისა ჩემისანი, ამისთჳს იხარებდით და მხიარულ იყვენით.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იგინი შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანისსცეს მას. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ; წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე“ (28,9-10).
ჰხედავთა, ვითარ ძჳრუჴსენებელად ძმად ჩემდა ვხადი, რომელთა დამიტევეს მე ჟამსა ჯუარ-ცუმისასა? რამეთუ უწყი სულგრძელებაჲ, უწყი ტჳრთვაჲ უძლურებისა მონათა ჩემთაჲსა, უწყი ცოდვილთა მოქცეულთა შეწყნარებაჲ და შეწყალებაჲ.
„წარვედით, უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეად და მუნ მიხილონ მე“.
წარვიდენ გალილეად, იხილონ ტბაჲ იგი, ვინაჲ მოვინადირენ იგინი და ვყვენ მესათხევლე და მონადირე კაცთა.
ესრეთ აღავსნა უფალმან სიხარულითა გულნი მათნი და ნათესავი იგი დასჯილი პატივსა დიდსა ღირს-ყო და წარავლინნა ხარებად მოციქულთა.
გარნა აწ, ვინაჲთგან მადლითა ქრისტესითა ამას ადგილსა მოვიწიენით და აღდგომისათჳს მისისა ვიწყეთ სიტყუად, ვთქუათ სხუაჲცა პირი, რომელსა ზედა ვიეთნიმე მორწმუნეთაგანნი უმეცრებისაგან შეორგულდებიან, რამეთუ იტყჳან, თუ: ვითარ ერთისა ამის საქმისათჳს არა ერთი თხრობაჲ აღწერეს წმიდათა მახარებელთა, არამედ რეცა წინააღუდგებიან ურთიერთას? ანუ რომლისაჲ ჯერ-არს დარწმუნებაჲ, რამეთუ არა ერთ არს სიტყუაჲ მათი?
მათე იტყჳს: „მწუხრი შაბათსა“; და იოვანე იტყჳს: „ერთსა მას შაბათსა განთიად, ვიდრე ბნელღა იყო“;1 და ლუკა იტყჳს: „ცისკარსა მსთუად“;2 ხოლო მარკოზ თქუა: „და ნიად განთიად, მერმე აღმოსლვასა ოდენ მზისასა“.3 აწ უკუე ესევითართა ამათ სიტყუათა ჴელ-ვყოთ განმარტებად ძალითა და მადლითა ქრისტესითა.
არა თუ ესრეთ თქუეს, საყუარელნო, წმიდათა მათ მახარებელთა, თუმცა ერთსა ეთქუა, თუ მწუხრი შაბათსა აღდგა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე,
1 იოან. 20,1. 2 ლუკ. 24,1. 3 მარკ. 16,2.
და სხუასამცა ეთქუა, თუ შუაღამეს ოდენ, და სხუასამცა ეთქუა, თუ ცისკარსა მსთუად ანუ თუ აღმოსლვასა ოდენ მზისასა. უკუეთუმცა ესრეთ იყო სიტყუაჲ მათი, ჭეშმარიტად წინააღმდგომადმცა ჩნდეს ურთიერთას, გარნა არა აღდგომაჲ უფლისაჲ თქუეს სხუასა და სხუასა ჟამსა ყოფად, არამედ მოსლვისა მისთჳს დედათაჲსა იყო სიტყუაჲ იგი მათი სხუასა და სხუასა ჟამსა მოსლვად საფლავად.
რამეთუ არა ერთგზის ოდენ მოვიდეს, არამედ მრავალგზის, და თი-თოეულმან მახარებელმან სხუაჲ და სხუაჲ მოსლვაჲ მათი აღწერა და გამოაცხადა; რამეთუ, ვითარცა ვთქუ, მენელსაცხებლენი იგი რავდენგზისცა მოვიდეს საფლავად, ესმა ანგელოზთაგან, ვითარმედ: „აღდგა ქრისტე, არა არს აქა“; ხოლო ესე არცა ერთმან ანგელოზთაგანმან თქუა, თუ ოდეს ანუ რომელსა ჟამსა აღდგა. აწ უკუე ქადაგებისაებრ მათისა ყოველნი აღვიარებთ, ვითარმედ ღამესა მას, რომელი განთენებოდა ერთშაბათად, რომელ არს წმიდაჲ კჳრიაკე, იქმნა აღდგომაჲ უფლისაჲ.
ხოლო გამოწულილვით ჟამი არავინ გუაუწყა, არამედ იცის იგი აღდგომილმან მან მხოლოდშობილმან ძემან ღმრთისამან, რომელი ჩუენთჳს განკაცნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, ჯუარს-ეცუა, დაეფლა, და აღდგა მესამესა დღესა. მან უწყის მხოლომან და დაუსაბამომან მამამან მისმან და სულმან წმიდამან.
რამეთუ მათე იტყჳს: „მწუხრი შაბათსა, რომელი განთენებოდა ერთ-შაბათად, მოვიდა მარიამ მაგდანელი და სხუაჲ იგი მარიამ ხილვად საფლავისა მის“,1 და გუაუწყებს, ვითარმედ ანგელოზი გარდამოჴდა ზეცით და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და პოვა უფალი აღდგომილი; და მცველნი იგი შეაძრწუნნა, ხოლო დედათა ახარა აღდგომაჲ და აუწყა, ვითარმედ პირველ ზეცით გარდამოსლვისა ანგელოზისა მის აღდგა უფალი საფლავისა მისგან დაბეჭდულისა, ვითარცა-იგი მოწაფეთაცა წარმოუდგა ბჭეთა ჴშულთა.2 ამისთჳსცა ეტყოდა ანგელოზი: „ვიცი, რამეთუ იესუს ჯუარცუმულსა ეძიებთ. არა არს აქა, რამეთუ აღდგა, ვითარცა თქუა“.3 რომელ-ესე პირველ მისისა მოსლვისა აუწყებდა ყოფად აღდგომასა.
ხოლო „მწუხრი შაბათსა“ არა მიმწუხრსა მოასწავებს შემდგომად დასლვისა მზისა, არამედ გარდასლვასა ფრიადისა ღამისასა, რამეთუ ყოველსავე ღამესა მწუხრ ეწოდების წერილთა შინა. ამისთჳსცა შესძინა, ვითარმედ: „რომელი განთენებოდა ერთშაბათად“, რომელ არს კჳრიაკე, რამეთუ მას ეწოდების ერთშაბათ, და მის გამო მეორესა დღესა - ორშაფათ, და სამშაფათ, და ესრეთ შემდგომითი შემდგომად; ჩანს უკუე, ვითარმედ არა მწუხრისა ჟამსა იტყჳს, არამედ განზოგებასა ღამისასა, გინა თუ უმეტესცა, იტყჳს „მწუხრი შაბათსა“.
1 მათ. 28,1. 2 იოან. 20,19,26. 3 მათ. 28,5-6.
და კუალად ესეცა უწყოდეთ, ვითარმედ უმეტესად ესრეთ პოვნილ არს აღწერილი სახარებათა შინა პირველთა: არა „მწუხრი შაბათსა“, არამედ „მწუხრი შაბათთა“, ესე იგი არს, აღსრულებასა შჳდეულისასა. რამეთუ, ვითარცა ვთქუ, ყოველთა დღეთა ესრეთ ეწოდების: ერთშაბათ, რომელ არს კჳრიაკე, ორშაბათ, სამშაბათ... ესრეთ ყოველსავე შჳდეულსა. ხოლო „მწუხრი შაბათთა“, ესე იგი არს, აღსრულებასა შჳდეულისასა, განთენებოდა რაჲ ერთშაბათად, რომელ არს კჳრიაკე, რაჟამს-იგი უმეტესი ნაწილი ღამისაჲ წასრულ იყო, და მოწევნულ ჟამი ქათმის ყივილისაჲ, რომელი განთენებოდა ერთშაბათად (ამისთჳსცა ღამესა მას აღდგომისასა ნელიად განწესებულ არს აღსრულებად მარხვისა და დაწყებად სიხარულსა მას აღდგომისასა); მას უკუე ჟამსა მოვიდეს მარიამ მაგდანელი და სხუაჲ იგი მარიამ საფლავად და იხილეს ზემოჴსენებული იგი ანგელოზი, მჯდომარე ლოდსა ზედა.
ვიტყჳთ უკუე, ვითარმედ სხუაჲ იგი მარიამ წმიდაჲ ღმრთისმშობელი იყო, რომელი-იგი არა განეშორა ჯუარსა, არამედ მუნ დგა, ვითარცა იოვა ნე იტყჳს, და მან მიიღო პირველად ხარებაჲ აღდგომისაჲ. რამეთუ ჯერცა ესრეთ იყო, რამეთუ მასვე ასმიოდა პირველ: „გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა“,1 და აწ ანგელოზისაგან ეხარა აღდგომაჲ უფლისაჲ, და მერმე უფალი იხილა და ესმა მისგან: „გიხაროდენ!“ ღირსად და სამართლად იქმნა ესე საქმე.
ხოლო მარიამ მაგდანელი, მივიდოდა რაჲ წმიდისა ღმრთისმშობელისა თანა, განკჳრვებულ იყო კაცობრივითა გულისსიტყჳთა, და ვითარცა პეტრე, გამოიყვანა რაჲ ანგელოზმან საპყრობილით და წარვლეს ბჭე ქალაქისაჲ, მუნამდე ვერ იცოდა, თუ ჭეშმარიტ არს ხილვაჲ იგი,2 ეგრეთვე მაგდანელი ჰგონებდა, თუ ნუუკუე ჩუენებაჲ იყო საქმე იგი, შეორგულდა და კუალად მიიქცა საფლავად „ერთსა მას შაბათსა განთიად, ვიდრე ბნელღა იყო“;3 და ამას მოსლვასა იტყჳს იოვანე.
რამეთუ ვითარცა-იგი შეუნდო უფალმან თომას თქუმად ურწმუნო ებით, ვითარმედ: „უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ და დავდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს“,4 რაჲთა მისითა გამოძიებითა ჩუენ სარწმუნოებით დავემტკიცნეთ და ვცნათ, ვითარმედ ჴორცითა მით, რომლითა ივნო, აღდგა; ეგრეთვესახედ მაგდანელსაცა შეუნდო განკჳრვებისაგან შეორგულებად, რაჲთა უმეტესითა გამოძიებითა მისითა უმეტესად გამოცხადნეს აღდგომისა იგი საკჳრველებაჲ. ამით უკუე ესევითარითა გულისსიტყჳთა მოიქცა მაგდანელი საფლავად და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა, ხოლო ანგელოზი არღარა იხილა მჯდომარე მას ზედა, ვითარცა პირველ. მაშინ უმეტესად დაამტკიცა გულისსიტყუაჲ თჳსი და შეჰრაცხა პირველი იგი ხილვაჲ
1 ლუკ. 1,28. 2 საქმე 12,7-11. 3 იოან. 20,1. 4 იოან. 20,25.
უცნებად. ამისთჳსცა „რბიოდა და მოვიდა სიმონ-პეტრესა და სხჳსა მის მოწფისა, რომელი უყუარდა იესუს, და ჰრქუა მათ: აღიღეს უფალი ჩემი საფლავით, და არა ვიცით, სადა დადვეს იგი“.1 რამეთუ ამას შევიდა იჭუსა, ნუუკუე ჰურიათა მიცვალეს იგი ადგილისა მისაგან.
ხოლო პეტრე და იოვანე მირბიოდეს საფლავად, ვიდრე ბნელღა იყო, და იხილნეს განცხადებულნი სასწაულნი აღდგომისანი - ტილონი იგი მდებარენი, რომელ-იგი არა ეგებოდა ყოფად, უკუეთუმცა ვინ გუამსა მას წარიპარვიდა; რამეთუ მური იგი და ალოჲ ესოდენ დამკრველ არიან, ვიდრეღა შეუძლებელ არს აჴდად. რაჲსათჳს უკუე შრომასამცა შეიმთხუევდა, რომელი-იგი წარიპარვიდა, რაჲთამცა ტილონი იგი აღჰჴადნა?
ეგრეთვე სუდარისა მის, რომელი იყო თავსა მისსა, თჳსაგან შეკეცაჲ და ადგილსა ერთსა დადებაჲ აჩუენებდა უშფოთველობასა და არასწრაფასა მის საქმისასა, რომელ-ესე მპარავთა ვერ ჴელ-ეწიფების ქმნად.
ესე ყოველი საიდუმლოჲ იხილეს პეტრე და იოვანე თუალითა სულიერითა და სამოციქულოჲთა, რამეთუ სავსე იყო ნათლითა საფლავი იგი, ვიდრეღა ბნელსა მას შინა ღამისასა ბრწყინვალებითა საღმრთოჲთა ხედვიდეს სავსესა საფლავსა მას წმიდასა.
ამისთჳსცა იხილეს და ჰრწმენა აღდგომაჲ მჴსნელისაჲ; რამეთუ ხედვიდეს ტილოთა მათ და სუდარასა, ვინაჲთგან არღარა უჴმდა გუამსა მას, უხრწნელებით შემოსილსა, საჴმარი იგი საზრდელისაჲ და სამოსელთაჲ, დაღაცათუ განგებულებით, კაცთა შორის რაჲ იქცეოდა, ნეფსით იჴმარნა ესევითარნი ესე უბრალონი წესნი ბუნებისა ჩუენისანი; გარნა აწ, შემდგომად აღდგომისა, არა საჴმარ იყვნეს მისდა სამოსელნი, რამეთუ იგი არს, რომელსა „ჰმოსიეს ნათელი, ვითარცა სამოსელი“,2 და დიდებაჲ იგი ღმრთივშუენიერი აცჳეს, და არს ჭეშმარიტად სრული ღმერთი და სრული კაცი, უაღრეს ბუნებათა.
ესრეთ უკუე პეტრეს და იოვანეს ჰრწმენა და წარვიდეს, ხოლო მარიამ მაგდანელი დაშთა ადგილობანს, საფლავსა მას თანა დიდებულსა, და ტიროდა, რამეთუ ჯერეთ იჭუეულ იყო აღდგომისათჳს, განგებულებით, რაჲთამცა თჳსითა თუალითა იხილა უფალი.
„და ვითარ ტიროდა, შთახედა საფლავსა მას და იხილნა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი იესუჲსი“.3
ჯერ-უკუე-იყო გლოვისა მის შეცვალებაჲ სიხარულად, ხოლო იგი მერმეღა ტიროდავე, ვიდრეღა ანგელოზთა რეცა ბრალობით ჰრქუეს: „დედაკაცო, რაჲსა სტირ?“4 რამეთუ არა ჯერ-არს ხილვასა ამას ზედა ჩუენსა გლოვაჲ, არამედ სიხარული. ხოლო მან ჰრქუა მათ იჭჳ იგი გულისა თჳსისაჲ, რომელი აქუნდა: „რამეთუ აღიღეს უფალი ჩემი საფლავით,
1 იოან. 20,2. 2 ფსალმ. 103,2. 3 იოან. 20,11-12. 4 იოან. 20,15.
და არა უწყი, სადა დადვეს იგი“.1 ამას რაჲ იტყოდა, გამოჩნდა უფალი. იხილეს იგი ანგელოზთა მათ და მოწიწებით შეშინდეს. იხილა დედაკაცმან მან სახე იგი მოწიწებისა მათისაჲ და მიიქცა გარე ხილვად, თუ რაჲსათჳს განკჳრდეს იგინი, „და იხილა იესუ მდგომარე“. გარნა ანგელოზთა სხჳთა სახითა - დიდებისაჲთა - ეჩუენა და განაკჳრვნა, ხოლო დედაკაცსა მას არა ესრეთ, რაჲთა არა განცჳბრდეს. ამისთჳსცა ვერ იცნა, ვითარმედ იესუ არს. „ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ვის ეძიებ? მას ეგონა, ვითარმედ მემტილე იგი არს; ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ იგი, რაჲთა მე წარმოვიღო იგი“.2
ნუუკუე არა უჯეროდ შეჰრაცხა იგი მემტილედ, რამეთუ იგი არს მუ-შაკი სამოთხისაჲ, ჭეშმარიტი და უკუდავი, რომელმან მტილსა მას საფლავისასა განკურნა ურწმუნოებაჲ დედაკაცისაჲ, და დედაკაცისა მიერ ცთუნებული იგი პირველი მემტილე სამოთხისაჲ, ადამ, დაძუელებული განაახლა.
ესრეთ ყოველნივე სიტყუანი სახარებისანი სავსე არიან საღმრთოჲთა საიდუმლოჲთა. არამედ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ.
ესე რაჲ ჰრქუა დედაკაცმან უფალსა, მიექცა კუალად ანგელოზთა მათ კითხვად, თუ რად ესრეთ განკჳრდეს. მაშინ სახიერმან მან უწოდა და ჰრქუა: „მარიამ!“ ხოლო მან იცნა ჴმაჲ მისი განგებულებითა უფლისაჲთა და მეყსეულად მიიხილა გარე და ჰრქუა: „რაბუნი! რომელსა ჰრქჳან მოძ-ღუარ, და მირბიოდა შემთხუევად მისა. ჰრქუა მას იესუ: ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა“.3 რამეთუ ვინაჲთგან მოვიღე ბუნებაჲ კაცობრივი და ვიქმენ პირმშო მრავალთა შორის და წინამძღუარ ცხორებისა, არა მრცხუენის ძმად წოდებად თქუენდა.
ამისთჳსცა ბუნებითა მით, რომელი მოვიღე კაცთაგან, აღვალ მამისა ჩემისა, რომელი-ესე ბუნებითა ღმრთეებისაჲთა მარადის განუშორებელ ვარ მისგან; არამედ ბუნებითა მით კაცობრივითა ვიტყჳ აღსლვად მამისა ჩემისა ბუნებითა ღმრთეებისაჲთა, და ღმრთისა ჩემისა - ბუნებისა ამისთჳს კაცობრივისა. რამეთუ უკუეთუმცა არა მე მომეღო ბუნებაჲ ესე, და უცოდველად დაცვითა მისითა ქმნილ იყო ღირს ღმრთისა და მამისა სათნო-ყოფად, არამცა წოდებულ იყო იგი თქუენდა მამა და ღმერთ, რომელნი-ეგე უცხოქმნილ იყვენით მისგან სიმრავლითა ბრალთაჲთა.
„მოვიდა მარიამ მაგდანელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი და ესრეთ ჰრქუა მას“.4 აქამდე აღწერა იოვანე.
ხოლო ესე თხრობაჲ მიუთხრა რაჲ მოციქულთა მაგდანელმან, პოვნა კუალად, ვითარცა ლუკა აღსწერს, მარიამ იაკობისი და იოჰანა და სხუა-
1 იოან. 20,13. 2 იოან. 20,15. 3 იოან. 20,16-17. 4 იოან. 20,18.
ნი მათ თანა, განმზადებულნი საკუმეველითა და სურნელებითა მისლვად საფლავად უფლისა, ცისკარსა მსთუად, ესე იგი არს, განთიადისა ჟამსა, და შეერთო იგიცა მათ თანა სურვილითა მით მჴურვალითა და წარჰყვა საფლავად დუმილით და არარას იტყოდა, რაჲ-იგი იხილა, არამედ მოელოდა საქმით გამოჩინებასა ჭეშმარიტებისასა, რაჲთა მათცა იხილონ თუალითა და ჰრწმენეს.
და მო-რაჲ-ვიდეს, „პოვეს ლოდი იგი გარდაგორვებული კარისა მისგან საფლავისა. და შევიდეს შინა და არა პოვეს გუამი იგი უფლისა იესუჲსი. და იყო, განზრახვასა მათსა ამისთჳს და განკჳრვებასა, და აჰა ესერა ორ კაც ზედამოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა და ჰრქუეს მათ: რასა ეძიებთ ცხოელსა მას მკუდართა თანა? არა არს აქა, არამედ აღდგა“,1 და შემდგომი ამისი. და მიუთხრნესო სიტყუანი ესე ათერთმეტთა მათ და სხუათა ყოველთა, და არა ჰრწმენა მათი მრავალთა მათ მოყუას-თა, „არამედ უჩნდესო სიტყუანი მათნი, ვითარცა სიჩქურისანი, მათ წინა-შე. ხოლო პეტრე აღდგა და მირბიოდა კუალად საფლავად და შთახედნა და იხილა ტილონი იგი მდებარენი“, ვითარცა იხილვა პირველცა. ამისთჳს არღარა იჴმარა შესლვაჲ შინა, არამედ „წარვიდა თჳსაგან და უკჳრდა საქმე იგი“2 და ადიდებდა უფალსა.
ხოლო მარიამ მაგდანელმან ვითარცა პირველ პოვნა იოჰანა და სხუანი იგი ცისკარსა მსთუად და თანაწარჰყვა საფლავად, ეგრეთვე კუალად პოვა სალომე, სხუაჲ დედაკაცი, ვითარცა მარკოზ იტყჳს, და მარიამის თანა იაკობისა იყიდეს ნელსაცხებელი და წარვიდეს საფლავად „ნიად განთიად, აღმოსლვასა ოდენ მზისასა“,3 უკუანაჲსკნელ სხუათასა, რამეთუ ესე მო სლვაჲ ამათ დედათაჲ უკუანაჲსკნელ ყოველთა მოსლვათა იყო.
„და იტყოდეს ურთიერთას: ვინ გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა? და მიხედნეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდ ფრიად“.4
ხოლო ესე სიტყუაჲ სალომესი არს, რომელი არღა მოსრულ იყო საფლავად, და სხუათა მათ დედათა ეტყოდა; რამეთუ იგინი, რომელნი პირველცა მოსრულ იყვნეს და ეხილვა გარდაგორვაჲ ლოდისაჲ მის, არა ეგებოდა მათგან თქუმად ესე, არამედ სალომესი არს სიტყუაჲ ესე.
ხოლო მი-რაჲ-იწინეს საფლავად და შევიდეს მარიამნი იგი და სალომე, „იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯუენით კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა, და განჰკრთეს“.5 რამეთუ უმეტეს სხუათასა იყო სალომე უსწავლელ, ამისთჳს ხილვითა ბრწყინვალითა იხილა ანგელოზი, რაჲთა ცნას გონიერად დიდებაჲ უფლისაჲ.
ამისთჳს ჰრქუა მათ ანგელოზმან: „ნუ განჰკრთებით! იესუს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯუარცუმულსა; აღდგა, არა არს აქა. აჰა ადგილი, სადა
1 ლუკ. 24,2-6. 2 ლუკ. 24,12. 3 მარკ. 16,2. 4 მარკ. 16,3-4. 5 მარკ. 16,5.
დადვეს იგი. არამედ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვითარმედ: აჰა ეგერა წინაგიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ვი-თარცა გრქუა თქუენ. და მათ ვითარცა ესმა ესე, გამოვიდეს და ივლტოდეს მიერ საფლავით, რამეთუ შეშინებულ იყვნეს და დაკჳრვებულ და არარაჲ ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა“.1
შეშინებულ იყვნესო და დაკჳრვებულ საშინელებისა მისგან ჭაბუკისა მის და არარაჲ ვის უთხრესო, რამეთუ ეშინოდა, რამეთუ განთენებულ იყო და ჰურიანი მიმოვიდოდეს, უფროჲსად ვინაჲთგან მცველთაცა ეთხრა თხრობაჲ იგი აღდგომისაჲ და გარდაგორვებაჲ ლოდისაჲ ანგელოზისა მიერ.
ხოლო ესეცა პოვნილ არს სახარებასა მარკოზისსა, ვითარმედ: „აღრაჲ-დგა იესუ, განთიად პირველსა შაბათისასა განეცხადა პირველად მარიამს მაგდანელსა“.2 ვინაჲთგან ჟამი იგი აღდგომისაჲ სხუამან არცა ერთმან თქუა, ვითარ იტყჳს მარკოზ ამას? გარნა უკუეთუ გონიერად ვინ წარიკითხოს, ესეცა მსგავსად სხუათასა იტყჳს.
რამეთუ ესრეთ იტყჳს: „აღ-რაჲ-დგა იესუ“. აქა ჯერ-არს განსუენებაჲ სიტყჳსაჲ. და მერმე იტყჳს: „განთიად პირველსა შაბათისასა განეცხადა პირველად მარიამს მაგდანელსა“. ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: განეცხადა მარიამს განთიად პირველსა შაბათისასა; რამეთუ მას განეცხადა პირველ, სხჳსა მის მარიამის თანა, ვითარცა მათეცა გუაუწყებს.
საცნაურ არს უკუე, ვითარმედ ოთხგზის იქმნა მოსლვაჲ მენელსაცხებლეთაჲ საფლავად, და თითოეული მოსლვაჲ თითოეულმან მახარებელმან აღწერა განგებითა სულისა წმიდისაჲთა.
მათე აღწერა მოსლვაჲ მარიამ მაგდანელისაჲ და სხჳსა მის მარიამისაჲ მწუხრი შაბათსა; და ანგელოზსა ერთსა იტყჳს, რომელი გარდამოჴდა ზეცით და გარდააგორვა ლოდი იგი.
ხოლო იოვანე მარიამ მაგდანელისა მხოლოდ იტყჳს საფლავად მოსლვასა განთიად, ვიდრე ბნელღა იყო, და ვითარმედ ორნი ანგელოზნი იხილნა მსხდომარენი საფლავსა მას შინა, სპეტაკითა მოსილნი.
ხოლო ლუკა კუალად მარიამს მაგდანელსა და მარიამს იაკობისსა და იოჰანას და სხუათა ვიეთმე მათ თანა გჳთხრობს ცისკარსა მსთუად მოსლვად საფლავად, და ვითარმედ „შევიდესო საფლავად და არა პოვეს გუამი უფლისა იესუჲსი. და აჰა ესერა ორ კაც ზედამოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა“.
ამათ თანა მარკოზცა იტყჳს კუალად მარიამ მაგდანელსა და მარიამ იაკობისსა და სალომეს მოსლვად საფლავად აღმოსლვასა ოდენ მზისასა; „და შე-რაჲ-ვიდეს საფლავად, იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯუენით კერ-ძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა“.
1 მარკ. 16,6-8. 2 მარკ. 16,9.
აწ უკუე გულისჴმის-ყოფით გამომეძიებელსა ძალ-უც ყოველთა ამათ თხრობათა ერთგუამ განუყოფელად ყოფად, რამეთუ ოთხგზის მოსლვაჲ იგი დედათაჲ ოთხთა მათ მახარებელთა თითოეულად აღწერეს, რომელიიგი სხუასა და სხუასა ჟამსა იქმნა და სხჳთა და სხჳთა ხილვითა ანგელოზ-თაჲთა.
ესრეთ უკუე ჩანს განცხადებულად, ვითარმედ არცა ერთი რაჲ არს განწვალებაჲ და წინააღდგომაჲ მათ შორის, არამედ უფროჲსღა საცნაურ არს, ვითარმედ მრავალსახითა მით ხილვითა ანგელოზთაჲთა სარწმუნოყო უფალმან დიდი იგი საიდუმლოჲ აღდგომისა თჳსისა დიდებულისაჲ.
ხოლო ვინაჲთგან მრავალთა მარიამთა ჴსენებაჲ ითქუმის სახარებათა შინა, უწყებაჲ ჯერ-არს, ვითარმედ ყოველნივე იგი სამნი არიან, რომელნიცა იოვანე ერთბამად თქუა, ვითარმედ: „დგეს ჯუარსა თანა იესუჲსსა დედაჲ მისი და დაჲ დედისა მისისაჲ, მარიამ კლეოპაჲსი და მარიამ მაგდანელი“.1
ხოლო რომელ იტყჳან სხუანი მახარებელნი, თუ: „მარიამ იაკობისი“, ვითარცა ზემო ვთქუთ, ღმრთისმშობელი არს, წმიდაჲ ქალწული მარიამ, და სხუაჲ არავინ. რამეთუ ვითარცა-იგი დაფარვისათჳს უშჯულოთა ჰურიათაგან უთესლოჲსა მის და უხრწნელისა შობისა, რომელი-იგი სულისა მიერ იქმნა წმიდისა, ესრეთ განაგო უფალმან, რაჲთა მითხოილ იყოს ქალწული იგი იოსებისა, და ამით წესითა სახელ-სდებს მას მახარებელი ქმრად მარიამისა, და ჰურიანი უწოდდეს მას მამად იესუჲსა; და ძეთა მათ მისთა, რომელნი ჭეშმარიტისა მის ცოლისა მისისაგან იყვნეს, რომელიცა აღსრულებულ იყო, უწოდდეს ძმად უფლისა.
ამისთჳსცა, ოდეს-იგი გმობდეს მაცხოვრისათჳს ჰურიანი, იტყოდეს, ვითარცა წერილ არს სახარებასა: „ვინაჲ არსო ამისა სიბრძნე ესე და ძალი? ანუ არა ესე არსა ხუროჲსა მის ძე? ანუ არა დედასა ამისსა ჰქჳან მარიამ? და ძმანი მისნი იაკობ და იოსე და სიმონ და იუდა? და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა?“ 2
იოვანე უკუე, ვინაჲთგან ესრეთ განწესებულ იყო სულისაგან წმიდისა, რაჲთა კადნიერებით ღმრთისმეტყუელებდეს, ამისთჳს ჯუარსა თანა დგომასა რაჲ წმიდისა მის ქალწულისასა აჴსენებდა, ჭეშმარიტი იგი სიტყუაჲ თქუა და განცხადებულად დედად იესუჲსა სახელ-სდვა და ქადაგა.
ხოლო სხუანი მახარებელნი უმეტესად კაცებისა მისისა განგებულებასა აღსწერენ. ამისთჳს სიტყჳსაებრ მათ ერთაჲსა და განგებულებისა მისთჳს - დაფარვისა უხრწნელისა მის შობისა, ვითარცა-იგი მათ ჟამთა სახელ-სდებდეს კაცნი მარიამს ცოლად იოსებისა და დედად იაკობისა და ძმათა მისთაჲსა, ეგრეთვე აღწერესცა.
გარნა ქალწულებით შობაჲ და სულისაგან წმიდისა მიდგომილებაჲ მათცა გუაუწყეს, ვითარცა იტყჳან მათე და ლუკა განცხადებულად,
1 იოან. 19,25. 2 მათ. 13,54-56.
არამედ ჩუეულებისამებრ სიტყჳსა მაშინდელთაჲსა უწოდეს მას „მარიამ იაკობისა“; და მარკოზ თქუა: „მარიამ იოსესი“, რამეთუ ესე ორნი იყვნეს პირმშონი ძენი იოსებისნი - იაკობ და იოსე. ესე აქამდის.
ხოლო სხუასაცა სიტყუასა ვიეთნიმე გამოეძიებენ; მისიცა ჯერ-არს განმარტებაჲ. რამეთუ იტყჳან, თუ: ვითარ უფალმან უბრძანა მენელსაც ხებლეთა მათ დედათა ანგელოზისა მიერცა და მერმე კუალად თჳსითა პირითა, ვითარცა მათე იტყჳს, წარსლვად გალილეად და მუნ ხილვად მისა? ხოლო იოვანე გჳთხრობს:
„და ვითარცა შემწუხრდაო დღე იგი ერთშაბათთაჲ მათ, და კარნი ჴშულნი იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი დამალულ შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!“1
და კუალად მერვესა დღესა ეჩუენა და თომა გულსავსე-ყო და უჩუენნა ჴელნი მისნი და გუერდი.
ეგრეთვესახედ ლუკაცა იტყჳს იერუსალჱმს ხილვასა მისსა, რამეთუ თქუა ორთა მათთჳს, ვითარმედ: „აღდგეს მასვე დღესა შინა და მოიქცეს იერუსალჱმდ და პოვნეს კრებულად ათერთმეტნი იგი და სხუანი მათთანანი“,2 და შემდგომი ამისი. და მერმე იტყჳს: „ვითარ-იგი ამას იტყოდეს ოდენო, და თავადი იესუ დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა! მე ვარ, ნუ გეშინინ!“3 და მერმეღა ამისა შემდგომად წარვიდეს გალილეად. ამას გამოეძიებენ.
გარნა ადვილ არს ესე სიტყუაჲ, რამეთუ საქმე იგი უმეტესსა სიმდიდრესა კაცთმოყუარებისა უფლისასა გამოაჩინებს.
რამეთუ არა თუ ეგრეთ თქუა, თუ: გალილეას ოდენ მიხილონ; არცა, ვინაჲთგან იერუსალჱმს ეჩუენა, გალილეას ჩუენებაჲ განაცრუა. ნუ იყოფინ! არამედ ორივე ქმნა სიმდიდრითა მით კაცთმოყუარებისაჲთა ჭეშმარიტად. რამეთუ პირველად ჰრქუა მენელსაცხებლეთა: „უთხართ ძმა-თა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეად და მუნ მიხილონ“.4 ხოლო იგინი შიშისა მისთჳს ჰურიათაჲსა შეყენებულ იყვნეს და ვერ იკადრეს მაშინ წარსლვად. ამისთჳს ტკბილმან მან და მოწყალემან უფალმან ჯერ-იჩინა ნუგეშინის-ცემაჲ მათი და ეჩუენა მასვე დღესა ერთშაბათისასა მწუხრი კართა ჴშულთა და აღავსნა იგინი სიხარულითა; და კუალად - მერვესა დღესა.
ამის ყოვლისა შემდგომად იქმნა წარსლვაჲ მათი გალილეად და ხილვაჲ მისი, რომელი-იგი მათე აღწერა, და სხუანი იგი ხილვანი სხუათა დაუტევნა აღწერად, ვითარცა განაგო სულმან წმიდამან. არამედ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ და სახარებისა შეწყობილებაჲ ვაჴსენოთ, ვითარცა მათე წარმოიტყჳს:
1 იოან. 20,19. 2 ლუკ. 24,33. 3 ლუკ. 24,36. 4 მათ. 28,10.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ესენი ვითარცა წარვიდეს, აჰა ესერა დასისა მისგანნი შევიდეს ქალაქად და უთხრეს მღდელთმოძღუართა მათ ყოველი ესე, რაჲცა იქმნა. ხოლო იგინი შეკრბეს მოხუცებულთა თანა და ზრახვაყვეს, ვეცხლი დიდძალი მისცეს ერისაგანთა მათ და ჰრქუეს: ესრე თქუთ, ვითარმედ: მოწაფენი მისნი ღამე მოვიდეს და წარიპარეს იგი, ვიდრე ჩუენ მეძინა. უკუეთუ ესმეს ესე მთავარსა მას, ჩუენ ვარწმუნოთ და თქუენ უზრუნველ-გყვნეთ. ხოლო მათ მიიღეს ვეცხლი იგი და ყვეს ეგრე, ვითარცა ისწავეს მათგან. და განითქუა სიტყუაჲ ესე ჰურიათა შორის ვიდრე დღენდელად დღედმდე“ (28,11-15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამათ ერისაგანთათჳს იყო ძრვაჲ იგი, რაჲთა განაკჳრვნეს იგინი და მოიყვანნეს გულისჴმის-ყოფად, და რაჲთა მათ მიერ იქმნას წამებაჲ, ვითარცა-იგი იქმნა. რამეთუ უეჭუელ იყო მათმიერი თხრობაჲ, ვითარცა თქუმულ არს, ვითარმედ: „მტერთამიერი წამებაჲ უეჭუელ არს“. დიდ იყვნეს და მრავალ მაშინ აღსრულებულნი იგი საკჳრველებანი.
და რომელნიმე სახილველად ყოვლისა სოფლისა იქმნებოდეს: დაბნელებაჲ იგი მზისაჲ და ძრვაჲ; და რომელნიმე ადგილობანს ოდენ, ვი-თარ აღებაჲ იგი საფლავთაჲ, და აღდგომაჲ მკუდართაჲ, და განპებაჲ კრეტსაბმელისაჲ, და გარდამოსლვაჲ ანგელოზისაჲ, და ძრვაჲ ესე მეორე. რამეთუ პირველი იგი სასტიკი ძრვაჲ და სოფლიოჲ ჯუარ-ცუმასა უფლისასა იყო, ხოლო ესე დაღაცათუ დიდ იყო, არამედ ადგილობანს ოდენ იყო.
ხოლო განცჳბრდეს რაჲ მცველნი იგი და იქმნეს ვითარცა მკუდარნი საშინელებისა მისგან ანგელოზისა, რომელი მოვიდა ხარებად დედათა, ვინაჲთგან დედანი იგი წარვიდეს, ანგელოზი მიეფარა, მოეგნეს იგინი თავთა თჳსთა და წარვიდეს და მიუთხრეს ბილწთა მათ მღდელთმოძღუართა, რაჲ-იგი იქმნა. არავე ინებეს მათ შეგონებაჲ და მოქცევაჲ სინანულად, არამედ ვეცხლი დიდძალი მისცეს ერისაგანთა მათ და ჰრქუეს: „ესრეთ თქუთო, ვითარმედ მოწაფენი მისნი ღამით მოვიდეს და წარიპარეს იგი“.
ვითარ წარიპარეს? ჵ უცოფესნო უფროჲს ყოველსა ნათესავსა კაცთასა! ესოდენ ბრწყინავს ჭეშმარიტებაჲ, ვიდრეღა ყოვლადვე ვერ ჴელ-გეწიფების დაფარვაჲ, არამედ დაუჯერებელსა ტყუილსა ჰწმასნით. თქუენ ესე პირველითგან გეზრუნა და მცველთა სიმრავლე დაგედგინა, ჰურიანიცა და ერისაგანნიცა მთავრისანი, ლოდი დიდი იყო კარსა საფლავისასა, ბეჭედნი ზედა იყვნეს, მოწაფენი მისნი გლახაკნი იყვნეს და მცირედნი და უსწავლელნი და შეშინებულნი; ვითარ ჴელ-ყვეს საქმესა მას? ვითარ დაეფარნეს მცველთა მათ? ვითარ გარდააგორვეს ლოდი იგი უცნაურად, რაჲთამცა ესოდენთა მცველთა ვერ ცნეს?
ჵ დიდი იგი სიბრმე ჰურიათაჲ! სამართლად იტყოდეს, ვითარმედ: „იყოს უკუანაჲსკნელი საცთური უძჳრეს პირველისა“.1
ჭეშმარიტად უძჳრესი პირველისა შეემთხჳა მათ საცთური, რომელ ესევითარსა მას განცხადებულსა სასწაულსა ზედა არა ინებეს მოქცევაჲ სინანულად, არამედ ენება დაფარვაჲ აღდგომისა უფლისაჲ და შეჰმზადებდეს საკიცხელთა სიტყუათა.
პირველად იუდას მისცეს ვეცხლი და მოიყიდეს უფალი სიკუდილად და ყოველი ღონე იჴმარეს მოკლვად მისა; და კუალად, შემდგომად აღდგომისა მისისა, ვეცხლითავე მოიყიდეს ცილისწამებითა მით დაფარვაჲ აღდგომისაჲ. არამედ ჰრცხუენოდენ და კდემებოდედ მეტყუელნი იგი სიცრუისანი, რამე-თუ მარადის თჳსითა საქმითა ემხილების უშჯულოებასა მათსა.
უკუეთუმცა არა მისრულ იყვნეს პილატესსა და ეთხოვნეს მცველნი იგი, უმეტესად ძალ-ედვა ცილისწამებად, ხოლო აწ სიტყუაჲ ყოველივე მი-ღებულ არს მათგან; რამეთუ ესრეთ ქმნეს ყოველივე, ვითარმცა განზრახვით ისწრაფდეს დაყოფად პირთა თჳსთა.
თქუთღა, უშჯულონო, უკუეთუ ნანდჳლვე წარპარვაჲ ენება მოწაფე-თა, რად არა მას ღამესა წარიპარეს, ოდეს არცა მცველნი იყვნეს, არცა ბეჭედნი?
რამეთუ დადვეს გუამი მისი საფლავსა პარასკევსა მწუხრი, და მას ღამესა მცველნი არა იყვნეს, ხოლო შაბათსა იქმნა დაბეჭდვაჲ საფლავისაჲ და დადგინებაჲ მცველთაჲ.
ანუ რაჲსათჳს მოსძარცუეს ტილონი იგი და სუდარი, მურითა და ალოჲთა დაკრულნი, და შიშუელი წარიპარეს, რომლისა-იგი მყოარ ჟამ უჴმდა ბრძოლაჲ აღჴდად? რამეთუ მური და ალოჲ ძლიერად დასწებვიდეს გუამსა ზედა სახუეველთა მათ. ჵ ცოფნო და უგუნურნო! ანუ ვითარ იკადრეს მუნ მისლვად მოწაფეთა, ანუ რაჲ სარგებელ ეყოფოდა ტყუილით აღდგომისა ქადაგებაჲ?
არამედ ბოროტთა მათცა მღდელთმოძღუართა იცოდეს, ვითარმედ საქმესა დაუჯერებელსა ჴელ-ჰყოფენ. ამისთჳს მისცეს ვეცხლი დიდძალი, რაჲთა დაარწმუნონ მცველთა მათ თქუმად სიტყუაჲ იგი ესევითარისა მის ტყუილისაჲ, და უქადეს მთავრისა მის დარწმუნებად და სიტყუაჲ იგი გან-თქუეს ბოროტსა მას და ბილწსა ერსა შორის ჰურიათასა.
ჰხედავა, ვითარ ყოველნივე იგი ეშმაკისა მიერ დაბნელებულნი იყვნეს და მიეცნეს თავნი თჳსნი მონებასა მტერისასა?
პირველად უშჯულონი იგი და უღმრთონი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი და ფარისეველნი, მერმე პილატე, რომელმან დაუჯერებელი იგი დაირწმუნა და მცველნი იგი არა ტანჯნა დაფარვისა მისთჳს ჭეშმარიტებისა.
1 მათ. 27,64.
ამათ თანა მცველნიცა იგი უკეთურნი, რომელთა მიიღეს ვეცხლი და ესევითარისა მის ტყუილისა თქუმად არა შეიკდიმეს.
და ყოველივე იგი უგულისჴმოჲ ერი ჰურიათაჲ, რომელმან ესე სიცრუისა სიტყუაჲ განთქუა და არა ჰრწმენა აღდგომაჲ უფლისაჲ.
ამათ ყოველთა ურწმუნოთა და უკეთურთა ჰრცხუენოდენ, ხოლო ჩუენ შემდგომი იგი სახარებისაჲ აღმოვიკითხოთ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს გალილეად, მთასა მას, სადაცა უბრძანა მათ იესუ. და იხილეს იგი და თაყუანისსცეს მას; ხოლო რომელნიმე შეორგულდეს“ (28,16-17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე ხილვაჲ გალილეაჲსაჲ უკუანაჲსკნელი არს, ოდესიგი უბრძანა განსლვაჲ ქადაგებად. ამისთჳს სხუანი იგი ყოველნი ხილვანი დაიდუმნა მათე: ჴშულთა მათ კართაჲ, და თევზობასა მას ტიბერიისა ზღჳსასა, და სხუაჲ რავდენიცა იყო, და ამას ხოლო აჴსენებს, რამეთუ მაშინ იხილეს იგი ყოველთა და თაყუანის-სცეს და მიიღეს ჴელმწიფებაჲ ნათლის-ცემად.
ხოლო რომელ იტყჳს, თუ: „რომელნიმე შეორგულდეს“, იხილე აქაცა ჭეშმარიტებისმეტყუელებაჲ მისი, ვითარ არცა ერთსა ნაკლულევანებათა მათთაგანსა დაჰფარავს. გარნა იგინიცა გულსავსე იქმნეს სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარცა ესერა იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოუჴდა მათ იესუ, ეტყოდა მათ და ჰრქუა: მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა“ (28,18).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად კაცობრივთა სიტყუათა ეტყჳს, რამეთუ არღა მოეღო მათ სული წმიდაჲ, რაჲთამცა სრულიად აღმაღლებულ იყვნეს გულისჴმის-ყოფითა.
რამეთუ რომელ-იგი აქუნდა ბუნებით, ვითარცა ღმერთსა, იტყჳს, ვითარცა კაცი, განგებულებით, ვითარმედ „მომეცაო“, ვითარცა პირველ ვნებისაცა თქუა, ვითარმედ: „მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა მე წინაშე შენსა პირველ სოფლისა ყოფისა“.1
ჰხედავა, ვითარმედ რომელი-იგი მარადის აქუნდა, ვითარცა ღმერთსა, აწ ბუნებისა მისთჳს კაცობრივისა თქუა, ვითარმედ: „მადიდე მე“. რამეთუ სრული ღმერთი იყო და სრული კაცი, ორითა ბუნებითა, ერთი ქრისტჱ, უფალი ჩუენი და ღმერთი. ეგრეთვესახედ აწ თქუა, ვითარმედ: „მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ“, ბუნებისა მისთჳს, რომელი ჩუენგან მიიღო.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რავდენი გამცენ თქუენ“ (28,19-20).
1 იოან. 17,5.
თ ა რ გ მ ა ნ ი: „ნათელ-სცემდითო სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და წმიდისა სულისაჲთა, და ასწავებდით დამარხვად ყოველი, რავდენი გამცენ თქუენ“; ესე იგი არს, სარწმუნოებისათჳსცა მართლისა და საქმეთათჳს კე-თილთა, რამეთუ ესე არს მცნებაჲ მისი.
პირველად, რაჲთა მართლმადიდებლობით და მართლაღსაარებით აღვიარებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამგუამოვნებით შეურევნელსა და ერთარსებით განუყოფელსა, ერთსა ღმრთეებასა, ერთსა ძალსა, ერთსა ნებასა, ერთსა ჴელმწიფებასა, ერთსა უფლებასა, ერთსა მეუფებასა, სამითა თჳთებითა თაყუანისცემულსა.
მამასა უშობელსა, რომელი-იგი არს ყოველთა მიზეზი უმიზეზოჲ და ყოველთა დამბადებელი, ხილულთა და უხილავთაჲ, ერთისა ხოლო მამაჲ, ძისა მის მხოლოდშობილისაჲ, უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, და გამომავლინებელი სულისა წმიდისაჲ.
ძესა მხოლოდშობილსა ღმრთისასა, უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომელი-იგი იშვა მამისაგან უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, უჟამოდ და დაუსაბამოდ, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, თანაარსი მამისაჲ, წყაროჲ ცხორებისაჲ, სიბრძნე და ძალი, ხატი შეუცვალებელი უხილავისა ღმრთისაჲ, მამისაგან შობილი ძე, ცხოველი იგი სიტყუაჲ, რომელი-იგი ღმერთი არს და ღმრთისა თანა არს. არს და იყო, არა თუ უკუანაჲს შემოვიდა, რომელი იყო წინა საუკუნეთა, ძჱ დაუსაბამოჲ, არა თუ უკუანაჲს იქმნა, ძჱ არა დაბადებული, შემოქმედი არა ქმნული, ყოველივე არს, რაჲ-იგი არს მამაჲ, თჳნიერ უშობელობისა.
ძჱ ვთქუ და მამაჲ, რაჲთა თჳთებანი გუამოვნობისანი გამოვაჩინნე. ჰგიეს უკუე ძეობასა შინა და ყოველივე არს, რაჲ-იგი არს მამაჲ, ვითარცა თქუა თავადმან უფალმან: „ყოველივე, რომელი აქუს მამასა, ჩემი არს“,1 და მახარებელი იოვანე იტყჳს: „ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდშობილისაჲ მამისა მიერ“.2
ესე იგი არს, ვითარმედ არა ნიჭითა და მადლითა მიეცნეს მას სასწაულნი, არამედ ზიარებითა მით ბუნებითითა აქუს ძესა მამულისა მის ღმრთეებისა პატივი, რომელი-იგი განუშორებელად და უჟამოდ მამისა თანა მყოფ არს, სწორი სახიერებითა, სწორი ძალითა, ზიარი დიდებისაჲ; და რაჲმცა იყო სხუაჲ, გარნა ბეჭედი და ხატი, რომელი ყოვლითურთ მამასა თავსა შორის თჳსსა გამოაჩინებს.
ხოლო რავდენნიცა სიტყუანი თქუმულ არიან ბუნებისა მისგან კაცობრივისა მისისა, გულისჴმის-ყოფაჲ ჯერ-არს, ვითარმედ ცხორებასა
1 იოან. 16,15. 2 იოან. 1,14.
ჩუენსა განაგებს, რომელი გამოგჳჩნდა ჩუენ ჴორცითა. რაჟამს-იგი იტყოდის თავსა თჳსსა მოვლინებულად, და ვერარაჲსა შემძლებელად თავით თჳსით ყოფად, და მიმღებელად მცნებისა, და ვითარმედ „ღმერთი ჩემი“ და „ღმერთი თქუენი“, და „მამაჲ უზეშთაეს არს ჩემსა“,1 და წმიდა-ყოფაჲ, და მონებაჲ, და მორჩილებაჲ, და მიცემაჲ, და სწავლაჲ, და მცნებისა მო-ღებაჲ, და უმეცრებაჲ, და ლოცვაჲ, და კითხვაჲ; და ამას ყოველსა თანა: დაძინებაჲ, შიმშილი, დაშრომაჲ, ცრემლობაჲ, შეურვებაჲ, ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი.
რამეთუ ამის ყოვლისა არს ჯეროვანი თარგმანებაჲ, გარნა მოკლედ ესე ჯერ-არს უწყებად, რაჲთა მაღალთა მათ საქმეთა გულისჴმა-ვჰყოფდეთ ღმრთეებისათჳს და უვნებელისა მის და უჴორცოჲსა ბუნებისა, ხოლო მდაბალთა მათ - კაცებისათჳს, რომელი-იგი ჩუენთჳს განკაცნა და ჴორციელ იქმნა, ჯუარს-ეცუა ჴორცითა, მოკუდა, დაეფლა და აღდგა და ამაღლდა, რაჲთა ჩუენცა აღგუამაღლნეს და გუასწაოს გულისჴმის-ყოფაჲ, რაჲთა უწყოდით, თუ რომელნი არიან სიტყუანი იგი ბუნებისათჳს მისისა თქუმულნი და რომელნი არიან განგებულებისა მისთჳს კაცებისა მისისა.
რამეთუ რომელი-იგი კაც იქმნა, უნივთო იყო და უჴორცო; და რაჲ-იგი იყო, ეგრეთვე ეგო; და რომელი-იგი არა იყო, მიიღო ცხორებისათჳს ჩუენისა. არამედ წინამდებარისავე სიტყჳსა მომართ მოვიდეთ.
რამეთუ მამისა თანა და ძისა იდიდების და თაყუანის-იცემების სული წმიდაჲ, რომელი-იგი განუშორებელ არს მამისაგან და ძისა.
რომელსა-იგი აქუს ყოველივე კეთილი შეერთებულად ბუნებით: სახიერებაჲ, სიწრფელე, სიწმინდე, ცხორებაჲ. რამეთუ თქუმულ არს: „სული შენი სახიერი“, და „სული წრფელი“, და „სული წმიდაჲ“, და „სული ცხოელსმყოფელი“.
ესე აღავსებს ანგელოზთა, აღავსებს მთავარანგელოზთა, წმიდაჰყოფს ძალთა, ცხოელ-ჰყოფს ყოველთა ცხოელთა.
ესე ყოველთა ზედა დაბადებულთა განფენილ არს, და არარაჲ მოაკლდების მას მიმღებელთა მათგან; ყოველთა თჳსსა მადლსა მისცემს და არა განილევის, არამედ მიმღებელნიცა იგი სავსე არიან მისგან, და იგი არს მოუკლებელ.
ესრეთ ჯერ-არს მართლმადიდებლობით აღსაარებაჲ წმიდისა სამებისაჲ, მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ, ერთსა ღმრთეებასა და ძალსა, რომელი იპოების სამთა მათ შორის ერთობით, და სამთა მათ შემოჰკრებს სამგუამოვნებით განყოფილად, არცა აღორძნდების გარდამატებულები-თა, არცა დააკლდების დამცირებითა, ყოვლითურთ სწორ არს, ყოვლით კერძო იგივე არს.
1 იოან. 14,28.
სამთა მიუწთომელთა მიუწთომელი ერთობაჲ! თითოეული ღმრთად იხილვების, ვითარცა მამაჲ, ეგრეთვე ძჱ, ვითარცა ძჱ, ეგრეთვე სული წმიდაჲ. თითოეულისა თჳთებაჲ დამარხულ არს.
ღმერთ არიან სამნივე ზოგად გულისჴმისსაყოფელნი. ვერ ვეწევი ერ-თისა გულისჴმის-ყოფად და სამთა მათ მიერ განვბრწყინდები; ვერ შევეწევი სამთა მათ განყოფად და ერთისა მიმართ აღვალ.
რაჟამს ერთი სამთაგანი ვიხილო, ეგრეთ ვჰგონებ, თუ ყოველივე ესე არს, და სახედველი ჩემი აღივსო, და უმეტესი იგი ვერ ვიხილე; ოდეს სამნივე იგი შემოვკრიბნე, ერთსა ბრწყინვალებასა ვხედავ და ნათლისა მის განყოფად ვერ ძალ-მიც.
გარნა ამის ესევითარისა ღმრთისმეტყუელებისათჳს სხუათა მამათა უწინარეს ჩემსა ეგრეთვესახედ თქუეს მაღლად და შუენიერად, რომელთა თანა იყავნ ჩუენიცა ნაწილი.
და აწ მეცა ვწამებ წინაშე ღმრთისა და რჩეულთა ანგელოზთა მისთა, ვითარმედ ამით სარწმუნოებითა უბრძანა უფალმან მოციქულთა ნათელცემად ყოველთა წარმართთა სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა.
ესე აღსაარებაჲ დაიცევ, მორწმუნეო, შეუცვალებელად ვიდრე აღსასრულადმდე, ვითარცა-იგი ნათელღებულ ხარ სახელითა მამისაჲთა და ძსაჲთა და სულისა წმიდისაჲთა; ხოლო ზოგადი სახელი სამთაჲვე ერთი არს - ღმრთეებაჲ.
გრწმენინ, ვითარმედ ყოველი ხილული და უხილავი დაბადებული არარაჲსაგან ღმრთისა მიერ დაებადა და განგებითა მით დამბადებელისაჲთა ჰგიეს, და ოდეს მან ბრძანოს, შეცვალებად არს ხილული ესე სოფელი უმჯობესად.
და ესეცა უწყოდე, ვითარმედ არა არს არსებაჲ რაჲმე ბოროტისაჲ და უკეთურებისაჲ, არცა მეუფებაჲ, არცა დაუსაბამო არს უკეთურებაჲ, არცა თავით თჳსით მოსრული, არცა ღმრთისაგან დაბადებული, არამედ ჩუენი საქმე არს იგი და ეშმაკისაჲ, რომელი მოიწია ჩუენ ზედა არა თუ დამბადებელისგან, არამედ უკრძალველობითა ჩუენითა და უდებებითა.
კუალადცა ვთქუა სრულისა მისთჳს მართლაღსაარებისა, ვითარცა წმიდათა მამათაგან მისწავიეს, რამეთუ კეთილ არს ამისთჳს თქუმად.
გურწმენინ ყოველთა ძჱ ღმრთისაჲ, უწინარეს საუკუნეთა სიტყუაჲ, რომელი იშვა მამისაგან უჟამოდ და უჴორცოდ, და იგივე უკუანაჲსკნელთა ჟამთა იშვა ჩუენთჳს და ძე კაცისა იქმნა წმიდისა ქალწულისა და ღმრთისმშობელისა მარიამისგან გამოუთქუმელად და უვნებელად და უბიწოდ, ჯერ-ჩინებითა მამისაჲთა და თანაშეწევნითა სულისა წმიდისაჲთა.
და გურწამს იგი ღმრთად სრულად და კაცად სრულად, ორითა ბუნებითა და ერთითა გუამითა.
გურწამს იგი უვნებელი ღმრთეებითა, და ივნო ჩუენგან მიღებული-თა მით ბუნებითა; რამეთუ კაც იქმნა, რაჲთა ჩუენ ღმერთ-გუყვნეს და დაჰჴსნას სასჯელი იგი ცოდვისაჲ.
ესე ცოდვათა და ურჩულოებათა ჩუენთათჳს მიიყვანა ნეფსით სიკუდილად, ჯუარს-ეცუა და იხილა გემოჲ სიკუდილისაჲ, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა.
ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით მამისა, და აღგუამაღლნა ჩუენ, ქუემდებარენი ესე ჯოჯოხეთს შინა.
და მოვალს კუალად, განშჯად ცხოველთა და მკუდართა, დიდებული-თა მით მოსლვითა მისითა, ვითარცა მან მხოლომან უწყის.
არღარა ჴორცითა ზრქელითა, არცა უჴორცოდ, არამედ ღმრთივ-შუენიერითა და ღმრთის მსგავსითა ჴორცითა, ვითარცა მან უწყის, რაჲთა იხილვოსცა განმგურემელთა მათ და ჯუარმცუმელთა მისთაგან, და ეგოს ღმერთი გარეგან სიზრქისა.
რამეთუ ესეცა აღსაარებასა მას მართალსა შინა ჯერ-არს რწმუნებად, ვითარმედ ყოფად არს აღდგომაჲ მკუდართაჲ უეჭუელად, და განკითხვაჲ, და მისაგებელი სამართალთაებრ სასჯელთა ღმრთისათა.
და ვითარმედ იგი არს ნათელი განწმედილთათჳს გონებითა, ესე იგი არს ხედვაჲ ღმრთისაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ საზომისაებრ სიწმინდისა თი-თოეულისა, რომელსაცა სასუფეველად ცათად სახელ-ვსდებთ.
და კუალად ბნელი - დაბნელებულთათჳს გონებითა, ესე იგი არს უცხო-ყოფაჲ ღმრთისაგან, საზომისაებრ აქაჲთვე სიბნელისა კაცად-კაცადისა, და მიცემაჲ საუკუნეთა მათ სატანჯველთა.
ამის ესევითარისა მართლისა სარწმუნოებისა საფუძველსა ზედა, საყუარელნო, ვიქმოდით კეთილთა საქმეთა, რამეთუ „სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთა მკუდარ არს“,1 ვითარცა-იგი საქმენი - თჳნიერ სარწმუნოებისა.
და ესე არს ბრძანებაჲ უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელ უბრძანა მოციქულთა, ვითარმედ: „ასწავებდითო დამარხვად ყოველი, რავდენი გამცენ თქუენ“;2 ესე იგი არს სარწმუნოებაჲ მართალი და საქმენი კეთილნი.
ხოლო ვინაჲთგან დიდთა და მაღალთა საიდუმლოთა და მცნებათა ღმრთივშუენიერთა უბრძანა სწავლად ყოვლისა სოფლისა, ამისთჳს განამტკიცებს და განაძლიერებს გონებათა მათთა და ეტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. ამენ“ (28,20).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა დიდებული ესე ჴელმწიფებაჲ? მე თქუენ თანა ვარო ყოვლადვე, ნუ გეშინინ, ნუცა შეორგულდებით, თუ ვითარმცა თქუენ,
1 იაკობ 2,26. 2 მათ. 28,20.
მცირედთა და უსწავლელთა, შეუძლეთ ამის საქმისა ქმნად, რაჲთამცა მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-ეცით და ასწავეთ დამარხვად მცნებათა ჩემთა. რამეთუ ვინაჲთგან მე თქუენ თანა ვარ, ესე ყოველი ადვილად აღესრულოს.
ხოლო არა მოციქულთა თანა ოდენ თქუა ყოფად, არამედ ყოველთა მორწმუნეთა, რომელნი იქმოდინ მცნებათა მისთა; რამეთუ ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: „აღსასრულადმდე სოფლისა“.
არა თუ მოციქულთა ეგულებოდა აღსასრულადმდე სოფლისა ყოფად სოფელსა შინა, არამედ, ვითარცა ვთქუ, ყოველთა თანა აღგჳთქუა ყოფად მორწმუნეთა მისთა, რომელნი იქმოდინ მცნებათა მისთა; რამე-თუ ვითარცა გუამსა ერთსა ეტყჳს კრებულსა მას მორწმუნეთასა, ვი-თარმედ: ნუ გეშინინ ძნელოვანთა საქმეთაგან ამის სოფლისათა და განსაცდელთაგან მომავალთა, რამეთუ უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხ ნეთ, მე თქუენ თანა ვარ, და ყოველივე კეთილად განგიმარჯო მოყუარეთა ჩემთა.
ესე სიტყუაჲ ძუელსაცა შინა ჰრქუა მოსეს და იერემიას და ეზეკიელს, იჯმნიდეს რაჲ წინაჲსწარმეტყუელად, - მე ვარო თქუენ თანა. ეგრეთვე მოციქულთა ჰრქუა.
და აწ იხილე ამათი ახოვნებაჲ: წინაჲსწარმეტყუელნი ერთისა ნათესავისა მიივლინებოდეს ქადაგებად - ჰურიათაჲსა, რომელნი-იგი მათნივე ტომნი და ენანი იყვნეს, და მრავალგზის იჯმნიდეს; ხოლო ესენი ყოველთა წარმართთა მიავლინნა, და არარაჲ ესევითარი თქუეს, არამედ მორჩილებით შეიწყნარეს სიტყუაჲ მისი.
ხოლო მოაჴსენა აღსასრულიცა სოფლისაჲ, რაჲთა არა საწუთროსა ოდენ შრომასა ხედვიდენ, არამედ საუკუნეთა მათცა და დაუსრულებელთა კეთილთა იჴსენებდენ; ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: რავდენიცა შრომაჲ და ჭირი ამას სოფელსა შეგემთხჳოს, წუთერთ არს და წარმავალ, რამეთუ თჳთ სოფელიცა ესე აღსრულებადი არს; ხოლო კეთილნი იგი სასუფეველისანი, რომელნი მიგელიან თქუენ, მოყუარეთა ჩემთა, უკუდავ არიან და დაუსრულებელ, უოხჭნო და მიუწთომელ.
ესრეთ განაძლიერნა გონებანი მათნი ჴსენებითა მის დღისაჲთა და წარავლინნა ქადაგებად ყოველსა სოფელსა, ვინაჲთგან მადლი წმიდისა სულისაჲ მოიღეს; რამეთუ ესე თავადმანვე უბრძანა, ვითარცა ლუკა გუაუწყებს: „ხოლო თქუენ დასხედითო ქალაქსა ამას შინა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით გამო“.1
1 ლუკ. 24,49.
სწავლაჲ ჟ სინანულისათჳს და კეთილად მოქალაქობისა და უპოვრებისათჳს
კეთილად უკუე და სამართლად განამტკიცნა უფალმან გულნი მოციქულთანი ჴსენებითა მის დღისაჲთა; რამეთუ ნანდჳლვე ჴსენებაჲ დღისა მის განკითხვისაჲ სათნოთა და ღმრთისმოყუარეთათჳს საწადელ არს, ვითარცა-იგი ცოდვილთათჳს და დასჯილთა გონებითა საშინელ არს და საგლოელ. ამისთჳს გევედრები, საყუარელნო ჩემნო, ნუ გუეშინის ოდენ და ვძრწით მის დღისაგან, არამედ მოვიქცეთ სინანულად, ვიდრეღა ჟამი გუაქუს.
განვეშორნეთ ბოროტთა საქმეთაგან და ვიქმოდით კეთილსა; რამე-თუ ძალ-გჳც, უკუეთუ ოდენ გუენებოს. არა ჰხედავთა, ვითარ პირველსაცა შჯულსა შინა, ოდეს-იგი დიდ იყო მძლავრობაჲ ცოდვისაჲ, მრავალნი მძლე ექმნეს ვნებათა და წარჰმართეს სათნოებაჲ?
არა აწ უმეტესად ადვილ არსა, ვინაჲთგან ქრისტე მოვიდა და განგჳახლა ჩუენ გზაჲ სათნოებისაჲ და ცოდვაჲ დასაჯა პატიოსნითა ჯუარითა თჳსითა?
გულისჴმა-ყავთ უკუე, ვითარმედ არარაჲ ძნელი და შეუძლებელი გჳბრძანა; არა გუამცნო განკუეთაჲ მთათაჲ, ანუ ფრინვაჲ ჰაერთა, ანუ განვლაჲ ზღუათაჲ, არცა სხუაჲ რაჲმე შეუძლებელთაგანი, არამედ ესრეთ ადვილი მოქალაქობაჲ განგჳწესა, რომელ ნებაჲ ხოლო გჳჴმს სულისაჲ, და მეყსეულად წარემართების; არცა მახჳლნი უჴმან, არცა სა-ჭურველნი.
და მიხედენითღა წმიდათა მოციქულთა: კაცნი იყვნეს ჴორციელნი, გლახაკნი და შიშუელნი, ვითარ წარჰმართნეს ყოველნი მცნებანი ქრისტეს ღმრთისანი!
რამეთუ ჭეშმარიტად არარაჲ შეუძლებელი გჳბრძანა უფალმან, რამეთუ იტყჳს: ნუვის ემტერებიო, ნუვის მოიძულებო, ნუ ბოროტსა იტყჳ, შეიყუარე მოყუასი შენი. რაჲ შეუძლებელი არს ამათ შორის? უფროჲსად წინააღმდგომნი ამათნი არიან ძნელ და საძულელ, ხოლო ესენი არა ძნელ არიან ბუნებით, არამედ ბოროტნი ნებანი ჩუენნი აღგჳჩენენ მძიმედ და ძნელად.
არამედ განვიფრთხოთ, ძმანო, და ვიზრუნოთ ცხორებაჲ სულთა ჩუენთაჲ. აჰა ესერა დაგჳდვა უფალმან საფუძველი ცხორებისაჲ, რაჟამს უბრძანა მოციქულთა, ვითარმედ: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა; და ასწავლიდით მათ დამარხვად ყოველი, რავდენი გამცენ თქუენ“.1
1 მათ. 28,19-20.
ესე არს საფუძველი ჭეშმარიტი, ამისთჳს იტყჳს ნეტარი პავლე, ვი-თარმედ: „კაცად-კაცადი ეკრძალენ, ვითარ ვინ აშენებდეს. რამეთუ საფუ-ძველი სხუაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად გარეშე მისა, რომელი-იგი დადებულ არს - იესუ ქრისტე. უკუეთუ ვინმე აშენებდეს საფუძველსა ამას ზედა ოქროსა, ვეცხლსა, ანთრაკსა პატიოსანსა, ძელსა, თივასა, ლერწამსა, კაცად-კაცადისა იგი საქმე გამოცხადნეს, რამეთუ დღემან მან გამოაცხადოს“.1
აწ უკუე საცნაურ არს, ვითარმედ საფუძველი ჭეშმარიტი არს წმიდაჲ ესე მართლაღსაარებაჲ, რომელი განგჳწესა უფალმან, და წმიდათა მოციქულთა და მამათა გუასწავეს, და სხუაჲ საფუძველი ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად; რამეთუ რომელთაცა სხჳსა საფუძველისა ჴელ-ყვეს დადებად, იქმნეს მწვალებელ და სამართლად შეიჩუენნეს და განვარდეს.
ხოლო ჩუენ გუაქუს მტკიცე ესე და ჭეშმარიტი საფუძველი. აღვაშენებდეთ მას ზედა ოქროსა და ვეცხლსა და ანთრაკსა პატიოსანსა, რომელ არიან საქმენი კეთილნი; დავადგრეთ საფუძველსა ზედა ჩუენსა, რომელ არს იესუ ქრისტე, დავადგრეთ მის თანა, ვითარცა ვენაჴსა შინა არნ ვაზი; ნუმცა განვეშორებით ყოვლადვე ქრისტესა, რაჲთა არა შეგუემთხჳოს, რაჲ-იგი მან ბრძანა, ვითარმედ: „უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდა გარე, ვითარცა ნასხლევი, და განჴმა, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან, და დაიწუეს“.2
ჰე, გევედრები, შეუდგეთ ქრისტესა და ნუ მოვსწყდებით მას, რაჲთა არა წარვწყმდეთ, რამეთუ წერილ არს: „აჰა ესერა რომელთა განიშორნეს თავნი თჳსნი შენგან, იგინი წარწყმდეს“.3 ხოლო შედგომაჲ მისი და მიახლებაჲ საქმეთა მიერ კეთილთა იქმნების, რამეთუ იტყჳს: „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე“.4 და იხილეთ, რავდენითა სახითა შეგუაერთნა მან თავსა თჳსსა:
იგი არს თავი, და ჩუენ ასონი; იგი არს საფუძველი, და ჩუენ დაშენებულნი; იგი არს ვენაჴი, ჩუენ რტონი; იგი არს მწყემსი, ჩუენ სამწყსონი; იგი არს სიძე, და ეკლესიაჲ ჩუენი - სძალი; იგი არს გზაჲ, ჩუენ მოგზაურნი; კუალად ჩუენ ვართ ტაძარ, იგი - მყოფი ტაძარსა მას შინა.
იგი არს პირმშოჲ, და ჩუენ გჳწოდა ძმად; იგი არს მკჳდრი, ჩუენ თანამკჳდრნი; იგი არს აღდგომაჲ, ჩუენ აღდგომილნი; იგი არს ცხორებაჲ, ჩუენ ცხოველნი. ესე ყოველი შენაწევრებასა და შეერთებასა მოასწავებს და არარას დაუტეობს შორის, არცა ყოვლადვე ჴელ-გუეწიფების განყოფად მისგან. რომელი განიყოს და განიკუეთოს, წარწყმდეს.
რამეთუ განიკუეთოს თუ ასოჲ გუამისაგან, განკუეთილი იგი მკუდარ არს და წარწყმედილ, და ნასხლევი, მოიკუეთის რაჲ ვაზისაგან, უჴმარ იქმნა. ეგრეთვე ჩუენ, უკუეთუ მცირედცა მოვსწყდეთ ქრისტესა, მცირე
1 1 კორ. 3,10-13. 2 იოან. 15,6. 3 ფსალმ. 72,27. 4 იოან. 14,21.
იგი არა მცირე არს, არამედ მყის დიდ იქმნების და ყოვლითურთ განგუაშორებს.
ამისთჳს, ოდეს მცირედი რაჲმე ვცოდოთ ანუ უდებ ვიქმნათ, ნუ უგულებელს-ვჰყოფთ, რაჲთა არა დიდი დანახეთქი იქმნას შორის ჩუენსა და ქრისტესსა, და დიდთა ბოროტთა შთავვარდეთ; არამედ ვისწრაფოთ, რაოდენ ძალ-გჳც, თანაშევიწინეთ ლოცვანი წმიდათანი და მოღუაწებანი სულიერთა წინამძღუართანი, რაჲთა მცირედიცა იგი წყლულებაჲ განიკურნოს და არა ძნიად საკურნებელ იქმნეს. და უკუეთუ განსაცდელითა მტერისაჲთა ვერ დავიცვნეთ თავნი ჩუენნი საფუძველსა ამას ზედა კეთილსა, არამედ გარდავგორდეთ, ვითარცა ქვანი უჴმარნი, და დიდ იქმნას წყლულებაჲ ჩუენი უდებებითა ჩუენითა, მერმეცა მოვიქცეთ სინანულად, და შეგუეწიოს ღმერთი, „რამეთუ არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და ცხორებაჲ“.1
და ვიდრე სოფელსა ამას შინა ვიყვნეთ და არა მოწევნულ იყოს სიკუდილი, რავდენთაცა ცოდვათა შთავვარდეთ, ჴელ-გუეწიფების სინანული, უკუეთუ გუენებოს, და პირველსავე წესსა მიწევნად და უმაღლესსაცა აღსლვად, უკუეთუ ვიღუაწოთ.
აწ უკუე ნუმცა ვინ წარიკუეთს სასოებასა, ნუმცა შეიპყრობის სენითა მით უშჯულოთაჲთა, რამეთუ მათი არს ესე ცოდვაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: უშჯულოჲ მი-რაჲ-იწიის სიღრმედ ბოროტთა, უგულებელსყვის. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ არა თუ სიმრავლე ცოდვათა იქმს სასოწარკუეთილებასა, არამედ უშჯულოჲსა გონებაჲ.
ხოლო შენ, კაცო, დაღაცათუ ყოველთა ბოროტთა შთავრდომილ იყო, თქუ, ვითარმედ: კაცთმოყუარე არს ღმერთი და ჰნებავს ცხორებაჲ ჩუენი, რამეთუ იტყჳს: „უკუეთუ იყვნენ ცოდვანი თქუენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლნი განვასპეტაკნე“.2 ესე თქუ და განეშორე ცოდვასა, მოიქეც სინანულად, და მზა არს ღმერთი შეწყნარებად შენდა.
აწ უკუე ნუ სასოწარკუეთილ ვართ, რამეთუ არა ესრეთ ბოროტ არს დაცემაჲ, ვითარ დაცემულისა არააღდგომაჲ; არცა ესრეთ ძნელ არს წყლვაჲ, ვითარ წყლულებისა მის კურნებისა არაძიებაჲ.
რამეთუ ვინ იქადოს სიწმიდე გულისა, ანუ ვინ იკადროს თქუმად, თუ: წმიდა ვარ ყოვლისაგან ცოდვისა? არამედ სინანულითა განვიბანნეთ ცოდვანი, რამეთუ მზა არს სახიერი ღმერთი შეწყნარებად მონანულთა.
და ამას ვიტყჳ არა ამისთჳს, რაჲთამცა უდებებად მოგიყვანენ. ნუ იყოფინ! არამედ რაჲთა არავინ მოვიდეს სასოწარკუეთილებად.
გნებავსა ცნობად, ვითარ სახიერ არს მეუფჱ ჩუენი? წარდგა ოდესმე მეზუერე, სავსე ბევრეულითა ბოროტითა, და თქუა: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“,3 და მოიქცა განმართლებული. რაჲმცა იყო სწორი
1 შდრ. ეზეკ. 18,23; 33,11. 2 ესაია 1,18. 3 ლუკ. 18,13.
ამის კაცთმოყუარებისა? არამედ ესე არს ბოროტი ჩუენი, რომელ არცა თუ ესოდენსა ლმობიერებასა ვაჩუენებთ, არცა ჴელ-ვჰყოფთ მცნებათა ქრისტესთა აღსრულებად. ამისთჳს უკურნებელ იქმნებიან სენნი ჩუენნი. ხოლო უკუეთუმცა მოვიქეცით სინანულად, არა ძალ-უც სიმრავლესა ცოდვათა ჩუენთასა ძლევად სახიერებასა ღმრთისასა. ნუ იყოფინ!
არამედ ჵ ჩუენი ესე გულფიცხელობაჲ! ყოველნი შექცეულ ვართ ანგაჰრებასა, ვეცხლისმოყუარებასა, უდებებასა და სხუათა ბოროტთა. მე-შინის, ნუუკუე ითქუას ჩუენთჳსცა, რაჲ-იგი ჰრქუა ღმერთმან იერემიას ჰურიათათჳს: „არა ჰხედავო, რასა ესენი იქმან? მამანი მათნი აგზებენ ცეცხლსა, ძენი მათნი კრებენ შეშასა, დედანი მათნი ზელენ ცმელსა“.1
ნუუკუე ჩუენთჳსცა ითქუას: არა ჰხედავ, რასა ესენი იქმან? ყოველნი თჳსსა ეძიებენ და არა ქრისტესსა: მამანი მიმორბიან მიხუეჭად და ტაცებად, ჭაბუკნი ერევიან საქმეთა ბილწებისათა, დედანი შექცეულ არიან სამკაულთა და სახიობათა, ცუდთა და მავნებელთა. ვიდრემდის ვიყვნეთ, ძმანო, მონებასა შინა მამონაჲსსა? ვიდრემდის ვიყვნეთ ტყუენი საჴმართმოყუარებისანი და სხუათა მათ ვნებათა?
არა შევიკდიმოთა მამათა ჩუენთაგან, სამ ათასთა მათ და კუალად ხუთ ათასთა, რომელთა „გული და გონებაჲ ერთ იყო, და არცა ერთმან ვინ თქჳს მონაგები მისი თჳსად, არამედ იყო ყოველივე მათი ზოგად“?2 რაჲ არს სარგებელი ამის ცხორებისაჲ, უკუეთუ არა ამითა მოვივაჭროთ საუკუნოჲ იგი?
იხილეთ, ვითარითა სასყიდელითა მოგჳყიდნა ჩუენ ქრისტემან: თავი თჳსი მისცა და პატიოსნითა სისხლითა თჳსითა გჳჴსნნა საწუთროჲსა ამისგან ბოროტისა; და აწ ჩუენ კუალად დავამონებთ თავთა ჩუენთა, ვინაჲიგი ვიჴსნენით, და უძჳრესი ესე არს, რომელ საწადელცა გჳჩნს ბოროტი ესე მონებაჲ.
განვიფრთხოთ, საყუარელნო, განვაგდოთ ჩუენგან უღელი ბოროტისა მის სოფლის მონებისაჲ და დავემონნეთ ქრისტესა, რამეთუ არა ჴელგუეწიფების მონებად ღმრთისა და მამონაჲსა.3 ბოროტ არს მონება მამონაჲსი, აქა ზრუნვანი და ჭირნი ცუდნი, და მუნ საუკუნესა - სასჯელი.
ხოლო მონებაჲ ქრისტჱსი აქაცა ტკბილ არს და საწადელ და მსგავს ანგელოზთა, და მუნ - სანატრელ და დიდებულ.
და ნუ იტყჳ, კაცო, თუ სიმდიდრე და საფასეთა სიმრავლე კეთილ არს და საქებელ კაცთა მიერ, ხოლო სიგლახაკე საწყინო არს და საწუნელ კაც-თა; არამედ იხილენ, თუ ვინ მას შინა გამოჩნდა, ანუ ვინ - ამას.
უპოვარებითა ელია იქცეოდა და ამაღლდა უცხოსა მას გზასა, ამითვე ელისე განბრწყინდა, ამითვე იოვანე ნათლისმცემელი და ყოველნი მოციქულნი.
1 იერ. 7,17-18. 2 საქმე 4,32. 3 შდრ. მათ. 6,24; ლუკ. 16,13.
იხილენ, მოწაფენიცა საფასეთანი ვინ არიან: აქაბ, იეზაბელ, გეეზი, იუდა, კაიაფა, ნერონ; ჰხედავა, ვინ არიან იგინი და ვინ ესენი?
თქუას ვინმე, ვითარმედ: უპოვრებასა აქუს ჭირი, რამეთუ რაჲ უჴმნ, არა პოის. რაჲ არს ესე სიტყუაჲ, კაცო? პავლეცა არა სიყმილითა და სიში-შულითა გარდაიჴადნა დღენი თჳსნი? გარნა აწ განისუენებს უკუნისამდე. და უფალსა ჩუენსა არა აქუნდა, სადამცა თავი მიიდრიკა. იხილეა, სადაღა აღვიდა ქებაჲ უპოვრებისა და სიგლახაკისაჲ და ვის დაამოყუსებს მუშაკთა მისთა? წმიდათა მათ დიდთა, და უფროჲსღა თავადისა უფლისა მობაძავჰყოფს.
უკუეთუმცა ოქროჲ და ვეცხლი და სიმდიდრე კეთილ იყო, არამცა მიეცაა ქრისტეს მოწაფეთადა? ჰე, ჭეშმარიტად; რომელმან მოუგონებელნი იგი კეთილნი მისცნა, ოქროჲცამცა უხუებით მიეცა. გარნა არა ხოლო თუ არა მისცა, არამედ ამცნოცა არა მოგებად. ამისთჳს პეტრეს არა სირცხჳლ-უჩნდა სიგლახაკე, არამედ უფროჲსად იქადოდა და იტყოდა: „ვეცხლი და ოქროჲ არა მაქუს ჩუენ, ხოლო რომელი მაქუს, მიგცეთ შენ“.1 აწ უკუე პეტრე რომელმან საქმემან სანატრელ-ყო: აღდგინებამან მკელობელისამან ანუ დატეობამან საფასეთამან? თავადისა ქრისტესგან ისწავე, რაჲ ჰრქუა მან მდიდარსა მას, რომელი ეძიებდა საუკუნესა ცხორებასა; არა რქუა, თუ: აღადგინენ მკელობელნი ანუ მკუდარნი, არამედ: „განყიდეო მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და მოვედ და შემომიდეგ მე“.2
და კუალად პეტრე არა თქუა, თუ: უფალო, აჰა სახელითა შენითა განვასხამთ ეშმაკთა და ვიქმთ სასწაულთა (რამეთუ მრავალსა იქმოდეს), არამედ თქუა: „აჰა ესერა ჩუენ დაუტევეთ ყოველი და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენდა?“3
და უფალმან არა სასწაულთა მოქმედობაჲ სანატრელ-ყო, არამედ „რომელმან დაუტეოსო სახლი, გინა აგარაკი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მიიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს“.4 აწ უკუე, საყუარელნო, ჩუენცა ესრეთ ვიქმოდით, რაჲთა არა სირცხჳლეულ ვიქმნეთ, არამედ კადნიერებით წარვდგეთ წინაშე საყდარსა ქრისტესსა.
ჰე, გევედრები, მოვიგნეთ კეთილნი საქმენი, შევინანნეთ ცოდვანი ჩუენნი, ვიღუაწოთ დამარხვად, რაჲ-იგი გუამცნო უფალმან, რაჲთა იყოს იგი ჩუენ თანა, ვითარცა მოციქულთა თანა იყო. რამეთუ უკუეთუ მათსა მოქალაქობასა ვჰბაძვიდეთ, ჭეშმარიტად ჩუენ თანაცა იყოს, ვითარცა მათ აღუთქუა, ვითარმედ: „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“.5
1 საქმე 3,6. 2 მათ. 19,21. 3 მათ. 19,27. 4 მათ. 19,29. 5 მათ. 28,20.
ჰე, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, მეუფეო სახიერო და კაცთმოყუარეო! ნუ განმეშორები ჩუენგან, ნუ დამიტევებ ჩუენ, ნუცა დაგუაგდებ ჩუენ, არამედ ჩუენ თანა ჯერ-იჩინე მარადის ყოფად. აჴოცენ ჴელითწერილნი ცოდვათა ჩუენთანი, გჳჴსნენ მძლავრებისაგან ეშმაკისა, მყვენ ჩუენ მუშაკ მცნებათა შენთა, წარმიძეღუ ნებასა შენსა ყოვლადწმიდასა და ღირს-გუყვენ მიმთხუევად კეთილთა მათ მოუგონებელთა და გამოუთქუმელთა ზეცისა სასუფეველსა შენსა. რამეთუ შენ ხარ, რომელსა გნებავს ყოველთა ცხორებაჲ და მეცნიერებასა მას ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ. და შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ თანა დაუსაბამოჲთ მამით და ყოვლადწმიდით და სახიერით ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
დიდებაჲ შენდა, სამებაო წმიდაო, ერთღმრთეებაო და ერთარსებაო, სრულმყოფელო ყოველთა კეთილთაო, რომელმან ღირს-მყავ უღირსი ესე სრულ-ყოფად თარგმანებასა წმიდისა ამის სახარებისასა.
წმიდანო მახარებელნო და წმიდაო იოვანე ოქროპირო, მეოხ ეყვენით წინაშე უფლისა მამასა ჩემსა იოვანეს და მეცა შემიწყალეთ, უღირსი ესე და მრავალთა ცოდვათა თანამდები მონაჲ თქუენი ეფთიმე.
და დიდად მოსავი თქუენი წმიდაჲ ბერი იოვანე გრძელისძე მოჴსენებულყავთ [მარადის წინაშე ქრისტეს ღმრთისა, რომელმან ესე წიგნი შეჰმზადა...].
და თქუენცა, რომელნი იკითხვიდეთ, ლოცვა-ყავთ წადიერებით და სარწმუნოებით შრომისათჳს, მამანო და ძმანო, და თქუენცა ღირს იქმნეთ მადლსა.
გევედრები ყოველთა, რომელნი ამას წიგნსა სწერდეთ, ესე ანდერძი* დაუკლებელად თანა დაწერეთ. ვინ არა დაწეროს, დიდსა ბრალსა თანამდებ არს.
და აღესრულა თარგმანებაჲ ესე ნუსხად მათეს თავისაჲ სრულიად ჴელითა გლახაკისა ეფთიმესითა მთასა წმიდასა ათონას, საყოფელსა წმიდისა ღმრთისმშობელისასა. ვინცა იკითხვიდეთ, შრომისათჳს** [ლოცვა-ყავთ და ზომად წერისათჳს შემინდვეთ. უცალო ვიყავ და უფროჲსი ღამით მიწერია.
დაიწერა მთასა წმიდასა ათონას, საყოფელსა წმიდისა ღმრთისმშობელისასა, ინდიქტიონსა ბერძულად იე, ქრონიკონში იყო დასაბამითგან წელთა ხფი].
* იგულისხმება ანდერძი, რომელიც ათ. 10 ხელნაწერში მოსდევს თარგმანების ტექსტს. დაიბეჭდა I ტომში (იხ. გვ. 9).
** აქ წყდება ათ. 10 ხელნაწერი. შევსებულია ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის #20 ხელნაწერით.