მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 11:8

7. And he from within shall answer and say, Trouble me not: the door is now shut, and my children are with me in bed; I cannot rise and give thee.8. I say unto you, Though he will not rise and give him, because he is his friend, yet because of his importunity he will rise and give him as many as he needeth.9. And I say unto you, Ask, and it shall be given you; seek, and ye shall find; knock, and it shall be opened unto you.
Luke თავი 11
8. I say unto you, Though he will not rise and give him, because he is his friend, yet because of his importunity he will rise and give him as many as he needeth.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთერთმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 11; მ. 1-4]

1. და იყო ადგილსა რომელსამე თავადი ილოცვიდა. და ვითარცა დასცხრა ლოცვისაგან, ჰრქუა ვინმე მას მოწაფეთაგანმან: უფალო, გუასწავე ლოცვაჲ, ვითარცა იოვანე ასწავა მოწაფეთა თჳსთა. 2. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჟამს ილოცვიდეთ, თქუთ: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. 3. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღითი-დღედ. 4. და მომიტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი, და რამეთუ ჩუენცა მიუტევებთ ყოველთა თანა-მდებთა ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან. 5. და ეტყოდა მათ: ვის თქუენგანსა ესუას მეგობარი და მოვიდეს მისა შუვა-ღამეს და ჰრქუას მას: მეგობარო, მოვასხენ მე სამნი პურნი, 6. რამეთუ მეგობარი მოვიდა ჩემდა გზით, და არარაჲ მაქუს, რაჲ დაუგო მას. 7. მან მიუგოს შინაჲთ გამო და ჰრქუას: ნუ შრომასა შემამთხუევ მე, რამეთუ კარი დაჴშულ არს და ყრმანი ჩემნი ჩემ თანა არიან სარეცელსა ზედა; ვერ ძალ-მიც აღდგომად და მიცემად შენდა. 8. გეტყჳ თქუენ: დაღაცათუ არა ეძლოს მას აღდგომად და მიცემად, რამეთუ არს იგი მეგობარ მისა,...

სრულად ნახვა
საუბარი 44. „ხოლო აღიმსთო აბრაჰამ განთიად" (დაბ 19:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ლოტის ქალიშვილთა განზრახვა (19:30–33):

..., თავისი მოთმინებით, უფლის კაცთმოყვარეობა არ მოიზიდა. ასევე ცნობილი იგავი მეგობრის შესახებ, რომელიც არადროულად, ღამით მოვიდა და სამი პური ითხოვა, იმავეს ასწავლის. იქ ნათქვამია: „დაღაცათუ არა ეძლოს მას აღდგომად და მიცემად, რამეთუ არს იგი მეგობარ მისა, წყინებისა მისთჳს მისისა აღდგეს და მისცეს, რაოდენი უჴმდეს მას" (). მაშ, ჩვენი უფლის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობის მცოდნენი, მივმართოთ მას, გამოვავლინოთ და თითქოს საკუთარი თვალწინ წარმოვიდგინოთ თითოეული ჩვენი შეცოდება ცალ-ცალკე, ამასთანავე, წარსულ ცოდვათა მიტევებაც ვითხოვოთ, რათა, ამიერიდან უფრო დიდი მოშურნეობით, კეთილ საქმეებში მეტი ყურადღებით, მის უფრო დიდ კეთილგანწყობას ვეღირსოთ. შემდეგ, თუ გნებავთ, მივუბრუნდეთ დღევანდელი საკითხავის თანამიმდევრობას. „აღვიდა ლოთ სეგორით, — ამბობს წერილი, — და დაჯდა იგი მთასა ზედა და ასულნი მისნი მის თანა, რამეთუ შეეშინა დამკჳდრებად სეგორს შინა. და დაემკჳდრა ქუაბსა შინა იგი და ორნი ასულნი მისნი მის თანა" (). მართალი, ჯერ კიდევ ძლიერ შეშინებული სოდომის მცხოვრებთა სასჯელის გამო, შორს მიდის და „მთაზე" სახლდება, როგორც ნათქვამია, ქალიშვილებთან ერთად. ასე რომ, სრულ უდაბნოსა და მარტოობაში დარჩა, მხოლოდ ორი ქალიშ...

სრულად ნახვა