მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 12:17

16. And he spake a parable unto them, saying, The ground of a certain rich man brought forth plentifully:17. And he thought within himself, saying, What shall I do, because I have no room where to bestow my fruits?18. And he said, This will I do: I will pull down my barns, and build greater; and there will I bestow all my fruits and my goods.
Luke თავი 12
17. And he thought within himself, saying, What shall I do, because I have no room where to bestow my fruits?
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთორმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 12; მ. 1-3]

1. რომელთა ზედა შეკრებულ იყო ბევრეული ერი, ვიდრემდე დასთრგუნვიდეს ურთიერთას. იწყო პირველად სიტყუად მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: ეკრძალენით თავთა თქუენთა ცომისაგან ფარისეველთაჲსა, რომელ არს ორგულებაჲ. 2. ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. 3. ამისათჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა.

ფარისევლები ცდილობდნენ სიტყვაში დაეჭირათ უფალი, რათა ხალხი ჩამოეშორებინათ მისთვის, მაგრამ პირიქით მოხდა. სულ უფრო ბევრი ხალხი იკრიბებოდა: იკრიბებოდა მრავალი ათასი და თითოეული ისე ესწრაფვოდა მასთან მიახლოებას, რომ ლამის ერთმანეთი გადაეთელათ. ასეთი ძლიერია ჭეშმარიტება, ხოლო სიცრუე ყველგან უძლურია! იესო, იცოდა რა ფარისეველთა მზაკვრობის შესახებ და ხედავდა რა, რომ ისინი მხოლოდ თავს აჩვენებენ ისე, თითქოსდა შეკითხვა ჰქონდეთ, საქმით კი საბაბს ეძებენ მის წინააღმდეგ, თავის მოწაფეებთან ფარისეველთა ორგულობაზე ალაპარაკდა, ეჭვგარეშეა იმისთვის, რათა ემხილება ისინი და სააშკარაოზე გადმოეტენა მათი თვალთმაქცობიტ აღსავსე გულები....

სრულად ნახვა
სიტყვა კვ-სა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

უგუნურო! ამას ღამესა შინა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელი მოიმზადე ვისა იყოს? (ლოუკ, იბ. კ)

ერთსა მდიდარსა კაცსა, როგორც მოგვითხრობს დღეს წაკითხული სახარებისა იგავი, მოუვიდა ურიცხვი მოსავალი იმ ზომად, რომ ადგილიც არა ჰქონდა, სად შეენახა იგი. მაშინ მან იფიქრა თავის გულში: რა ვქნა, რომ ამოდენი სიმდიდრე მომემატა! და მერმე ესრედ გადაწყვიტა: აღვაშენებ უდიდესთა საუნჯისთა შესანახავთა, შევკრებ მუნ ყოველსა ჩემსა ნაყოფსა და სიმდიდრესა და ვეტყვი სულსა ჩემსა: სულო გაქვს მრავალი კეთილი, დაუნჯებული მრავალთა წელთა; განისვენე, სჭამე და სვი, და იხარებდე. გარნა უფალმან რქვა მას: უგუნურო! ამას ღამესა შინა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელი მოიმზადე. ვისა იყოს?

რასა შინა მდგომარეობდა, ძმანო-მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, უგუნურება მდიდრისა ამის კაცისა? პირველად მას შინა, რომელ მას ჰქონდა შეცდომილი, უგუნური ჰაზრი სიმდიდრეზე და მის ხმარებაზედ. იგი ჰფიქრობდა, რომელ თუ კი კაცმა შეიძინა სიმდიდრე, მან უნდა განისვენოს, ჰსვას, სჭამოს, განიხაროს და მეტი არაფერი აკეთოს. რა ესრედ უნდა ჰფიქრობდეს გონიერი ქრისტიანე კაცი. ან არ უნდა წარმოიდგინოს თავის...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის