მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 12:31

30. For all these things do the nations of the world seek after: and your Father knoweth that ye have need of these things.31. But rather seek ye the kingdom of God; and all these things shall be added unto you.32. Fear not, little flock; for it is your Father's good pleasure to give you the kingdom.
Luke თავი 12
31. But rather seek ye the kingdom of God; and all these things shall be added unto you.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთორმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 12; მ. 1-3]

1. რომელთა ზედა შეკრებულ იყო ბევრეული ერი, ვიდრემდე დასთრგუნვიდეს ურთიერთას. იწყო პირველად სიტყუად მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: ეკრძალენით თავთა თქუენთა ცომისაგან ფარისეველთაჲსა, რომელ არს ორგულებაჲ. 2. ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. 3. ამისათჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა.

ფარისევლები ცდილობდნენ სიტყვაში დაეჭირათ უფალი, რათა ხალხი ჩამოეშორებინათ მისთვის, მაგრამ პირიქით მოხდა. სულ უფრო ბევრი ხალხი იკრიბებოდა: იკრიბებოდა მრავალი ათასი და თითოეული ისე ესწრაფვოდა მასთან მიახლოებას, რომ ლამის ერთმანეთი გადაეთელათ. ასეთი ძლიერია ჭეშმარიტება, ხოლო სიცრუე ყველგან უძლურია! იესო, იცოდა რა ფარისეველთა მზაკვრობის შესახებ და ხედავდა რა, რომ ისინი მხოლოდ თავს აჩვენებენ ისე, თითქოსდა შეკითხვა ჰქონდეთ, საქმით კი საბაბს ეძებენ მის წინააღმდეგ, თავის მოწაფეებთან ფარისეველთა ორგულობაზე ალაპარაკდა, ეჭვგარეშეა იმისთვის, რათა ემხილება ისინი და სააშკარაოზე გადმოეტენა მათი თვალთმაქცობიტ აღსავსე გულები....

სრულად ნახვა
ფსალმუნი 5-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სულიერი სამკვიდროს პირობები და აღთქმული საზღაური:

...შევიტყოთ ის დროც, რომელშიც ამ ყველაფერს მივიღებთ.

რადგან ეს აწინდელი დრო კი არ არის, არამედ მომავალი; უფრო სწორად კი — აწინდელიცა და მომავალიც. რადგან ნათქვამია: „გარნა ეძიებდით სასაუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“ (); ხოლო მთელი სისრულე მაშინ იქნება. რადგან აწინდელი ცხოვრება წარმავალია და ჩვენ ჯერ კიდევ არასრულყოფილ მდგომარეობაში ვართ; ამიტომ ღმერთიც იმასვე აკეთებს, რასაც გარე კანონმდებელნი: მამეულ ქონებას მაშინ აბარებენ, როცა მემკვიდრეები სრულწლოვანნი გახდებიან. როცა სრულ კაცამდე და ასაკის საზომამდე მივალთ და უხრწნელ ცხოვრებაში გადავალთ, მაშინ გადმოგვცემს იგი იმ წილს. ამ დრომდე კი ანდერძი განაწესა, წერილები დაგვიტოვა და გვითხრა, რა უნდა ვაკეთოთ, რომ სამკვიდროს მივაღწიოთ, რათა არ განვვარდეთ და სამკვიდროსაგან მოკვეთილნი არ გავხდეთ. თუ ვინმეს ის აშფოთებს, რომ ჯერ სრულყოფილნი არ ვართ, და ნათქვამს ეჭვით უყურებს, მოისმინოს პავლე, რომელიც ამბობს: **„ოდეს-იგი ვიყავ ყრმა, ვიტყოდე ვითარცა ყრმაჲ, შერ...

სრულად ნახვა