მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 17:1

1. Then said he unto the disciples, It is impossible but that offences will come: but woe unto him, through whom they come!2. It were better for him that a millstone were hanged about his neck, and he cast into the sea, than that he should offend one of these little ones.
Luke თავი 17
1. Then said he unto the disciples, It is impossible but that offences will come: but woe unto him, through whom they come!
ლუკას სახარების განმარტება თავი მეჩვიდმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 17; 1-3]

1. ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: შეუგვანებელ არს საცთურისა არა მოსლვაჲ, ხოლო ვაჲ, ვისგან მოვიდეს! 2. უადვილეს არს მისა, უკუეთუმცა ლოდი ვირით საფქველისაჲ ზედა ედვა ქედსა მისსა და შთავრდომილ იყო ზღუასა, ვიდრე არა დაბრკოლებად ერთსა ამას მცირეთაგანსა. 3. არამედ ეკრძალენით თავთა თქუენთა. უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, შეჰრისხენ მას; და უკუეთუ შეინანოს, მიუტევე მას.

რამდენადაც ვერცხლისმოყვარე ფარისეველნი დრტვინავდნენ უფალზე იმის გამო, რასაც იგი არამომხვეჭელობაზე ამბობდა, ამიტომაც მან ჯერ თქვა იგავი მდიდარსა და ლაზარეზე, უჩვენა რა მისი მეშვეობით, თუ როგორი სასჯელი ელოდებათ მათ სიმდიდრისადმი მიჯაჭვულობის გამო; შემდეგ კი თავის საუბარს მოწაფეთადმი მიმართავს თავად ფარისეველთა შესახებ, რომ ისინი წარმოქმნიან საცდურებს და სხვებს ღმრთაებრივი გზისგან აბრკლებენ და რომ ამისათვის მათ „ვაება“ ხვდებათ წილად. ნახე, რას ამბობს იგი. „შეუგვანებელ არს საცდურისა არა მოსვლაი, ხოლო ვაი, ვისგან მოვიდეს“, ანუ შეუძლებელია, რომ არ მოვიდნენ საცდურნი ანდა დაბრკოლებანი კეთილსა და ღმრთისმოყვარე ცხოვრებაში. ვინაიდან ადამიანთა ბოროტების...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ვაჲ სოფელსა საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდენ საცთურნი“ (18,7).:

...ნაურებასა მას განაქარვებს გონებისასა, არცა იძულებით მორ-ჩილებასა ჩუენსა საცთურთა მიმართ გამოაჩინებს. ნუ იყოფინ! არამედ უეჭუელად ყოფადსა მას წინაჲსწარ გუაუწყებს, ვითარმცა იტყოდა, ვი-თარმედ: თჳნიერ ყოვლისა ცილობისა მომავალ არიან საცთურნი; რომელ-იგი ლუკა სხჳთა სიტყჳთა აღწერა: „შეუგვანებელ არსო საცთურისა არამოსლვაჲ“.

ხოლო რომელნი არიან საცთურნი იგი, რომელთა იტყჳს მოსლვად? ყოველნივე წინააღმდგომნი და დამაყენებელნი მართლისა მის გზისანი. ხოლო არა თუ წინაჲსწარ თქუმაჲ მისი მოიყვანებს საცთურთა. ნუ იყოფინ! არცა მისისა მის წინაჲსწარ თქუმისათჳს მოვლენ, არამედ რომელიგი უეჭუელად მომავალ იყვნეს საცთურნი, ამისთჳს თავადმან წინაჲსწარ თქუა. ხოლო უკუეთუმცა არა ენება მომღებელთა მათ საცთურისათა უკე-თურებაჲ, არამცა მოვიდეს საცთურნი, და უკუეთუმცა არა ეგულებოდა მოსლვაჲ, არცამცა უფალსა წინაჲსწარ ეთქუა. ვინაჲთგან უკუე მომყვანებელნი იგი საცთურთანი უკურნებელითა სენითა შეპყრობილ იქმნეს და ბოროტი შეიყუარეს, მომავალ იყვნეს მათ მიერ საცთურნი იგი, ამისთჳსცა წინაჲსწარ იტყჳს უფალი ყოფადსა მას.

უკუეთუმცა ეგულებოდა უკეთურთა მათ მოქცევაჲ და საცთურთა არაშემოღებაჲ, არცამცა ეთქუა ესე უფალსა, თუ: „უნებლიედცა მომავალ არიან საცთურნი“; არამედ იცოდა უკურნებელი უკეთურებაჲ მათი, ამის-...

სრულად ნახვა