მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 18:27

26. And they that heard it said, Who then can be saved?27. And he said, The things which are impossible with men are possible with God.28. Then Peter said, Lo, we have left all, and followed thee.
Luke თავი 18
27. And he said, The things which are impossible with men are possible with God.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთვრამეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 18; მ. 1-8]

1. ეტყოდა მათ იგავსაცა, ვითარ-იგი ჯერ-არს მათა მარადის ლოცვაჲ, და რაჲთა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა. 2. და იტყოდა: მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა. 3. და ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა. და მოვიდის მისა და ეტყჳნ: მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა. 4. და არა ისმინის მისი, ვიდრე რომლად ჟამადმდე. ამისა შემდგომად თქუა გულსა შინა თჳსსა: დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხუენის, 5. ამისთჳს, რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაჲთა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე. 6. და ჰრქუა მათ უფალმან: ისმინეთ, რასა-იგი მსაჯული სიცრუვისაჲ იტყვს. 7. ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაჲ რჩეულთა მისთაჲ, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს მათ ზედა? 8. გეტყჳ თქუენ: ყოს შურის-გებაჲ მათთჳს ადრე. ხოლო მო-რაჲ-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოვოს-მეა სარწმუნოებაჲ ქუეყანასა ზედა?

რამდენადაც უფალმა მწუხარებანი და საფრთხეები ახსენა, მათგან კურნებასაც გვთავაზობს. ეს კურნება ლოცვაა და არა უბრალოდ ლოცვა, არამედ განუწყევეტელი და გაძლიერებული...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოდ რაჲთა ვისწრაფოთ აქავე კურნებად წყლულებათა სულთა ჩუენთასა:

...(მათ. 19,16-22) და კუალად ამას თანა სხუაჲ მახარებელი გიჩუენებს მეორესა მას მდიდარსა, რომელი იწუებოდა ცეცხლსა შინა და არცა თუ წუეთისა ერთისა წყლისა უფალ იყო.

კუალად იტყჳს სახიერი იგი მკურნალი, ვითარმედ: „შეუძლებელი კაცთაგან ღმრთისაგან შესაძლებელ არს“, რაჲთა სცნა, ვითარმედ დაღაცათუ მდიდარ იყო, ძალ-უც მკურნალსა მას კურნებაჲ შენი, რამეთუ არა სიმდიდრე განაგდო წესისა მისგან, არამედ მონებაჲ საფასეთაჲ და ტრფიალებაჲ ანგაჰრებისაჲ; რამეთუ მდიდარსა უკუეთუ სიმდიდრე თჳსი ზიარად აქუნდეს გლახაკთათჳს, ძალ-უც შესლვად ცხორებასა, და რაჲთა უმეტესისა მოგებაჲ ექსორია-ყოს გულისაგან თჳსისა, ვითარცა იყო ნეტარი იობ და დიდი აბრაჰამ, ისაკ და იაკობ და მსგავსნი მათნი, რომელნი სიმდიდრესაცა შინა სათნო-ეყვნეს ღმერთსა. მოიგე სხუაჲცა მკურნალი და უფროჲსღა სახე კურნებისაჲ; იხილე მეზუერე ესე, რომელი შეპყრობილ იყო სენითა მით ანგაჰრებისათა და ადრე მიემთხჳა კურნებასა და იქმნა უპოვარ, რამეთუ ერჩდა შჯულსა მას მკურნალისასა, რომელი მოვიდა უძლურებათა ჩუენთა ტჳრთვად და სნეულებათა აღებად, რაჲთა ჩუენ ვისწაოთ სასოებისა არაწარკუეთაჲ. იხილე სხუაჲცა მეზუერეთა მთავარი, რომელმან აღუთქუა ზოგი ნაქონებისა მისისაჲ მიცემად გლახაკ-თა,...

სრულად ნახვა