📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ აშენებთ საფლავთა წინაჲსწარმეტყუელთასა და შეამკობთ მოსაჴსენებელსა მართალთასა და სთქჳთ: უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩუენთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაჲსწარმეტყუელთასა“ (23,29-30).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თუ ამისთჳს არს ვაჲ მათდა, რომელ აღაშენებენ საფლავებსა წინაჲსწარმეტყუელთასა და შეამკობენ მოსაჴსენებელსა მათსა, ანუ რომელ აბრალებენ მკლველთა მათთა, არამედ ამისთჳს არს ვაჲ მათდაო, რომელ საქმეთა მათ და სიტყუათა ესევითართა მიერ იჩემებენ ბრალობასა მამათა მათთასა, და იგინი უძჳრესსა მათთასა იქმან. და რაჲთა სცნათ, ვითარმედ იჩემებდეს სიტყუათა მათ და არა ჭეშმარიტებით იტყოდეს, ისმინეთ ლუკაჲსი, ვითარ იტყჳს: „ეწამებით სადმე და თანასათნო-ეყოფითო საქმესა მამათა თქუენთასა, რამეთუ მათ მოსწყჳდნეს წინაჲსწარმეტყუელნი, და თქუენ საფლავთა მათთა აშენებთ“.1 - გამოაჩინებს უკუე და განაქიქებს გონებათა მათთა, თუ ვითარითა გულისსიტყჳთა აშენებდეს: არა პატივისათჳსო წინაჲსწარმეტყუელთაჲსა, არამედ საცნაურ-ყოფად მოკლვისა მათისა. ნუუკუე სიგრძესა ჟამისასა უცნაურ იქმნენ საფლავნი მათნი, და დაივიწყოს ბოროტისა მის კადნიერებისა მათისა მხილებაჲ. ესრეთ აშენებდეს საფლავთა მათ, ვითარცა საძლეველთა რათმე, და იქადოდეს საქმესა მას ზედა - წინაჲსწარმეტყუელთა კლვისასა. ესრეთ უკუე იტყჳს უფალი, ვითარმედ: აწინდელნი ესე საქმენი თქუენნი გამოაჩინებენ, თუ ვითარითა გულისსიტყჳთა იტყჳთ სიტყუათა მაგათ: „უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩუენთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაჲსწარმეტყუელთასა. სწამებთ სადმე თავით თჳსით, ვითარმედ ნაშობნი ხართ მკლველთა წინაჲსწარმეტყუელთანი“ (23,30-31).
რაჲ ცოდვაჲ აქუს შვილსა კაცისმკლველისასა? უკუეთუ გონებითა არა თანაზიარ იყოს მისა, ჭეშმარიტად არარაჲ. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ არა თუ მკლველობისა მისთჳს მამათა მათთაჲსა აბრალებს, არამედ რომელ უკეთურებითა თჳსნი და მახლობელნი მათნი იყვნეს; და ესე ისწავე შემდგომისა ამის სიტყჳსაგან, რამეთუ იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ. გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ-მე განერნეთ სასჯელსა გეჰენიისასა?“ (23,32-33).
1 ლუკ. 11,48.
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ნაშობნი იგი იქედნეთანი წამლითა მით გესლიანითა მსგავს არიან მშობელთა მათთა, ეგრეთვე თქუენ მკლველობითა და მესისხლეობითა მსგავს ხართ მამათა თქუენთა. რამეთუ იგი თავადი მხედველი იყო გონებათაჲ, ამისთჳს დაფარულნი მათნი და უცნაურნი მრავალთაგან გამოაცხადნა, რაჲ-იგი ეგულებოდა ყოფად. ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „სწამებთ სადმე თავთა თჳსთათჳს, ვითარმედ ნაშობნი ხართ მკლველთა წინაჲსწარმეტყუელთანი“, რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ არა ჴორციელისა თჳსებისათჳს იტყჳს, არამედ მსგავსებისა მისთჳს უკეთურებისა; და რაჲთა გამოაცხადოს, ვითარმედ ტყუილ იყო სიტყუაჲ მათი, რომელსა იტყოდეს, თუ: „არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაჲსწარმეტყუელთაჲსა“, ამისთჳს შესძინა სიტყუაჲ იგი: „და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ“. არა თუ უბრძანებს ამას ყოფად, არამედ წინაჲთვე იტყჳს ყოფადსა მას; ესე იყო მისი იგი ჯუარ-ცუმაჲ.
ესე აკლდა საწყაულსა მას ჰურიათა უშჯულოებისასა, და აღავსეს იგი ნათესავმან მან ბოროტმან, შვილთა მათ უშჯულოებისათა. საცნაურ არს უკუე სიცრუე ტყუილისა მის მათისაჲ, რომელ იტყოდეს, ვითარმედ: „უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩუენთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაჲსწარმეტყუელთასა“. რამეთუ რომელთა მეუფესა არა ჰრიდეს, არცა შეიკდიმეს, ვითარმცა ჰრიდეს მონათა? ამის-თჳს იტყჳს: „გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ-მე განერნეთ სატანჯველსა გეჰენიისასა?“ რომელნი-ეგე ესევითართა ბოროტთა მოქმედნიცა ხართ და ტყუილით იჩემებთ დაფარვასა უშჯულოებისა თქუენისასა. მერმე კუალად ამხილებს და ეტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს აჰა ესერა მე მოვავლინნე თქუენდა წინაჲსწარმეტყუელნი, ბრძენნი და მწიგნობარნი, და მათგანნი მოსწყჳდნეთ და ჯუარს-აცუნეთ და მათგანნი სტანჯნეთ შესაკრებელთა შორის თქუენთა და სდევნიდეთ ქალაქითი ქალაქად“ (23,34).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა ვერ თქუან, ვითარმედ: დაღაცათუ ქრისტე ჯუარს-ვაცჳთ, არამედ წინაჲსწარმეტყუელთა ზე თუმცა ვიყვენით, არა მცა თანაზიარ ვიქმნენით სისხლთა მათთა, ამისთჳს ეტყჳს უფალი, ვითარმედ: „აჰა ესერა სხუანიცა მოგივლინნე წინაჲსწარმეტყუელნი, ბრძენნი და მწიგნობარნი“. ესენი იყვნეს წმიდანი მოციქულნი, სავსენი მადლითა წინაჲსწარმეტყუელებისა და ნიშებისა და სასწაულებისაჲთა, რომელნი-იგი მოსწყჳდნეს და სდევნიდეს: იაკობ, ძე ზებედესი, მოკლეს მახჳლითა, ჴელი-თა ჰეროდესითა; იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ, განტჳნეს ტაძარსა შინა; სტეფანეს ქვაჲ დაჰკრიბეს; პეტრე შეკრეს ჯაჭჳთა მრჩობლითა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: სათნოებისათჳს ჰურიათაჲსა ქმნა ესე ბოროტმან ჰეროდე და შესუა იგი საპყრობილედ და მისცა ოთხთა ოთხეულთა ერისაგანთა ცვად. ესე ედვა გულსა, ვითარმედ დღეთა მათ შემდგომად ზატიკობისათა აღმოჰგუაროს იგი და მისცეს ჴელთა ერისათა, რამეთუ წადიერ იყვნეს მოკლვად მისა და წყურიელ იყვნეს სისხლისა მისისა დათხევად.1 კუალად პავლესთჳს დიდი მოსწრაფებაჲ დადვეს მოკლვად და შეჩუენებულ-ყვნეს თავნი თჳსნი არარაჲსა გემოჲს-ხილვად, ვიდრემდე მოკლან იგი.2 და ყოვლით კერძო გამოაჩინნეს თავნი თჳსნი, ვითარმედ ნაშობნი არიან მკლველთა წინაჲსწარმეტყუელთანი და მიმსგავსებულნი გონებათა მათთა, უფროჲსღა ფრიად უძჳრესნი და უბოროტესნი მათსა.
რამეთუ ამათ ქმნეს თავი იგი და აღსასრული ყოველთა ბოროტთაჲ. მამათა მათთა მონანი იგი მოვლინებულნი მოღებად ნაყოფისა მისგან ვენაჴისა მოსწყჳდნეს, ხოლო ამათ ძე იგი მხოლოდშობილი, უფალი და მეუფე ყოველთაჲ, მოკლეს, და მონანი იგი, ქორწილად მწოდებელნი, აგინნეს და მოსწყჳდნეს. ამისთჳსცა ეტყჳს უფალი: „გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ-მე განერნეთ საშჯელსა მას გეჰენიისასა?“ ამათ სიტყუათა მიერ ქადაგებაჲცა იგი იოვანესი მოაჴსენა, რომელმანცა ესრეთ უწოდა მათ, და სასჯელი იგი მერმისაჲ მის საუკუნოჲსაჲ წინაუყო. არამედ არცა სასჯელისა მის საუკუნოჲსა სიტყუაჲ, არცა გეჰენიისა ჴსენებაჲ შეერაცხა მათ საშინელად, არამედ იყვნეს იგინი გულფიცხელ და უშიშ. ამისთჳსცა შემსგავსებულად უკეთურებისა მათისა ესმა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა მოიწიოსო თქუენ ზედა ყოველი სისხლი მართალი, დათხეული ქუეყანასა ზედა, სისხლითგან აბელის მართლისაჲთ ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, ძისა ბარაქიაჲსა, რომელი მოჰკალთ შორის ტაძრისა და საკურთხეველისა. ამენ გეტყჳ თქუენ: მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა“ (23,35-36).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან უძჳრეს ყოველთა სცოდეთ და არა შეიკდიმეთ პირველქმნულთა მათგან, ამისთჳს თქუენცა უძჳრესი შეგემთხჳოსო. არა გასმიესა, რასა იტყჳს ლამექ? ვითარმედ: „შჳდგზის შური იძია კაენისგან, ხოლო ლამექისგან - სამეოცდაათ შჳდგზის“.3 რაჲსათჳს-მე? არა თუ მან ძმაჲ მოკლა, არამედ ამისთჳს, რომელ პირქმნულისა მისგან სახისა არა შეშინდა. და ესე არს, რომელსა იტყჳს ღმერთი წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: „მივაგნეო ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა მესამედ და მეოთხედ ნათესავად მოძულეთა ჩემთა“.4 არა თუ რომელ-იგი სხუათა ცოდეს, მისთჳს სხუათამცა მიჰჴადა სასჯელი. ნუ იყოფინ! არამედ რომელთაიგი იხილნეს მრავალნი ცოდვათათჳს ტანჯულნი და არა შეიკდიმეს, არამედ მათვე საქმეთა მოქმედ იქმნეს, ღირს არიან მათისა მის სასჯელისა და უძჳრესისაცა მიღებად. ეგრეთვე ამათ ვინაჲთგან იცოდეს, თუ აბელისითგან ვიდრე აქამომდე რაოდენნი რისხვანი მოიწინეს კაცისმკლველთა ზედა, და თჳსითა პირითა წამებდეს: „უკუეთუმცა ვიყვენითო დღეთა მათ მამათა ჩუ-
1 საქმე 12,3-4. 2 საქმე 23,12. 3 დაბ. 4,24. 4 გამ. 20,5.
ენთა, არამცა ვიყვენითო მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაჲსწარმეტყუელ-თაჲსა“; და მერმე იქმნეს იგინი მკლველ უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა და სხუათა მათ მოციქულთა და მართალთა მომწყუედელ, სამართლად სწორი სასჯელისა პირველითგანთა სისხლის დათხევათაჲთა მოიწიოს მათ ზედა.
და იხილე, ვითარ ჯეროანსა ადგილსა აჴსენა აბელი, რაჲთა უჩუენოს, ვითარცა იგი შურით მოიკლა, ეგრეთვე ესენი შურითა ეძიებდეს მოკლვად უფლისა. ჵ უღმრთონო, რაჲ-მე სთქუათ, რამეთუ მიღებულ არს თქუენგან ყოველივე სიტყუაჲ? არა გასმიოდაა, რაჲ-იგი შეემთხჳა კაენს? ნუუკუე დაიდუმაა ღმერთმან? ნუ იყოფინ! არა ისწავეთა, რაჲ-იგი შეემთხჳა მამა-თა თქუენთა მოწყუედისათჳს წინაჲსწარმეტყუელთაჲსა? ვითარ უკუე არა შეშინდით, ვითარ არა შეიკდიმეთ? არამედ ნაკლულევანებაჲ საწყაულისა მის უშჯულოებისა მათისაჲ აღავსეთ და გარდაჰრიეთ; ამისთჳს თანამდებ ხართ სასჯელისა მის უწყალოჲსა.
ხოლო რომელსა ზაქარიას იტყჳს აქა? რომელნიმე იტყჳან, ვითარმედ იოვანეს მამასა იტყჳს; სხუანი იტყჳან, ვითარმედ მეორისა მის წინაჲსწარმეტყუელისა ზაქარიაჲსთჳს არს სიტყუაჲ ესე; სხუანი იტყჳან, ვითარმედ მღდელთმოძღურისა მისთჳს იტყჳს, რომელსა ორი ეწოდა სახელი: ზაქარია და იოდაე; რამეთუ ესე სამნივე მოკლნეს მათ. ხოლო უმეტესად ვჰგონებ, თუ მამასა მას წინამორბედისასა იტყჳს უფალი. და გულისჴმა-ყავთ ორკეცი იგი კადნიერებაჲ მათი: არა თუ მოჰკლვიდეს ხოლო წმიდათა, არამედ არცა თუ ტაძარსა მას შინა ღმრთისასა და წინაშე საკურთხეველისა მის წმიდისა ჰრიდებდეს სისხლთა მათთა დათხევად.
ამათ სიტყუათა მიერ მათცა შეაშინებს და აუწყებს, რამეთუ: ვითარცა-იგი პირველთა მათ სისხლთა დათხევანი არა დაშთეს უშურისგებოდ, ეგრეთვე ამათ ზედა უფიცხესი შურის-გებად არს. და მოციქულთაცა ნუგეშინის-სცემს, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ პირველთა მათცა მართალთა ეგრეთვე შეემთხჳა. ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელად და ბრძნად და მწიგნობრად სახელ-სდვა მათ, რამეთუ ყოვლითა კეთილითა შემკულნი იყვნეს: „აჰა ესერა მოგივლინნეო წინაჲსწარმეტყუელნი, ბრძენნი და მწიგნობარნი, და მათგანნი მოსწყჳდნეთ და ჯუარს-აცუნეთ“.
ჵ კაცთმოყუარებაჲ იგი ღმრთისაჲ მიუთხრობელი! წინაჲთვე იცოდა, ვითარმედ არარაჲ სარგებელ ეყოფის მათ, არამედ უფროჲსად მივლინებულთა მათ მოსწყუედენ, და არავე უდებ-ყო ჩუენებად თჳსი იგი სახიერებაჲ, რაჲთა ყოველივე მიზეზი და ყოველი სიტყუაჲ მიეღოს მათ. ამისთჳს, ვინაჲთგან არა შეიკდიმეს, არამედ წინაჲსწარმეტყუელნი მოსწყჳდნეს და უფალი ჯუარს-აცუეს და მოციქულნი მოკლნეს, ყოველთავე ბოროტ-თა სასჯელი მიეჴადოს მათ სამართლად, რამეთუ პირველქმნულთა მათგან არა შეშინდეს, არამედ უძჳრეს იქმნეს. დაამტკიცა უკუე უფალმან და თქუა: „ამენ გეტყჳ თქუენ: მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა“. ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: თავთა ზედა თქუენთა მოიქცეს ყოველი ესე ბოროტი, და ძლიერი მიგეჴადოს შურის-გებაჲ, შემსგავსებულად უშჯულოებისა თქუენისა.
მერმე ქალაქისა მის მიმართ მიაქცია სიტყუაჲ თჳსი, რაჲთა მოქალაქე-თა ესმას და შეიგონონ; რამეთუ იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაჲსწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა! რავდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა შეიკრიბნის მფრინველმან მართუენი თჳსნი ქუეშე ფრთეთა, და არა ინებეთ!“ (23,37).
თ ა რ გ მ ა ნ ი: უჩუენებს ჭეშმარიტსა მას განმართლებასა თავისა თჳსისასა, ვითარ ყოვლით კერძო ენება წყალობაჲ ქალაქისა მის და მკჳდრთა მისთაჲ, ვიდრეღა ესოდენთა წინაჲსწარმეტყუელთა კლვასა ზედაცა არა ინება სრულიად გარემიქცევაჲ წყალობისა თჳსისაჲ, არამედ მარადის იღუწიდა მათ და განბნეულებასა მათსა შეჰკრებდა. ხოლო მათ არა ინებეს, არამედ კუალად ცოდვითა თჳსითა განაბნევდეს თავთა თჳსთა. და მოიღებს სახედ მოწყალებისა თჳსისა მფრინველთა სიყუარულსა მართუეთა მიმართ, რამეთუ დიდ არს სიყუარული მათი, და მარადის წინაჲსწარმეტყუელნი სახესა ამას მოიღებენ, ვითარცა მოსე იტყჳს და დავით და სხუანი მრავალნი. ისმინეთ უკუე შემდგომიცა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „... და არა ინებეთ! აჰა ესერა დაუტევებთ თქუენ სახლსა თქუენსა ოჴრად“ (23,37-38).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ შიშუელ იქმნების შესაკრებელი თქუენი შეწევნისაგან ჩემისა; რამეთუ ესე არს სრულიადი იგი ოჴრებაჲ. რამეთუ იგი თავადი არს, რომელი პირველითგან ჰფარვიდა და კეთილსა უყოფდა მათ, ხოლო ვინაჲთგან დაუტევნა, ყოველი ოჴრებაჲ და სრულიადი წარწყმედაჲ მოიწია მათ ზედა, და ყოველივე პატიოსნებაჲ მათი უპატიოებად გარდაიქცა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“ (23,39).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდებულსა მას დღესა მეორედ მოსლვისა მისისასა იტყჳს, ვითარმედ: მოვედო სიმდაბლით და სიმშჳდით, და არა შემიწყნარეთ მე, არცა ესოდენთა ამათ საკჳრველებათაჲ გრწმენა, არამედ გეგულების ჩემი ჯუარ-ცუმაჲ და მოციქულთა ჩემთა მოწყუედაჲ და არა ინებეთ ცხორებაჲ თქუენი. აწ უკუე სახლი თქუენი ოჴერ იქმნას, და თქუენ - ტყუე და განბნეულ ყოველსა ქუეყანასა, ხოლო ჩემდა ხილვად არღარა ღირს იქმნათ, ვიდრე უკუანაჲსკნელსა მას დღესა მეორედ მოსლვისასა, ოდეს მიხილოთ საშინელად მომავალი. ძრწოლაჲ შეგედვას და აღმიაროთ მაშინ, არამედ არარას გერგოს აღსაარებაჲ იგი, რამეთუ მას ჟამსა არა არს სარგებელი სინანულისაჲ.
ხოლო რომელ თქუა, თუ „ამიერითგან“, არა მის ჟამისათჳს თქუა, ოდეს ამათ სიტყუათა იტყოდა, არამედ ჟამითგან ჯუარ-ცუმისა მისისა, რაჲთა ცნან, ვითარმედ იგი არს ძე ღმრთისაჲ, თანასწორი მამისაჲ, და იგი არს, რომელი წინაჲსწარმეტყუელთა მიერ იტყოდა, რამეთუ ესევე სიტყუაჲ წინაჲთვე დავით ქადაგა: „კურთხეულ არს მომავალი სახელი-თა უფლისაჲთა“.1 ამათ სიტყუათა მიერ აღდგომაჲ მოასწავა და მეორედ მოსლვაჲ, და ვითარმედ მაშინ ყოველთა თაყუანი-სცენ მას, და ყოველი მუჴლი მოდრკეს.
არქუთ ურწმუნოთა ჰურიათა, უკუეთუ არა აღესრულნესა ყოველნი სიტყუანი უფლისანი? თქუა, ვითარმედ: „მოგივლინნე წინაჲსწარმეტყუელნი და ბრძენნი, და მოსწყჳდნეთ იგინი. და დაეტეოს სახლი თქუენი ოჴრად, და შეგემთხჳნენ ჭირნი და ბოროტნი ურიცხუნი“. არა აღესრულაა ესე ყოველი? ჰე, ჭეშმარიტად, და ვერ გუაცილობენ. აწ უკუე ვითარცა ესე ყოველი აღესრულა, ეგრეთვე მეორედ მოსლვაჲ მისი აღესრულების, და ყოველთავე ადიდონ იგი და თაყუანის-სცენ. არამედ მაშინ არცა ურწმუნოთა სარწმუნოებად მოსლვაჲ ერგების, არცა უნანელთა - სინანული.
სწავლაჲ ოდ რაჲთა ვისწრაფოთ აქავე კურნებად წყლულებათა სულთა ჩუენთასა
ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, ვიდრე ჟამიღა გუაქუს, ვიქმოდით კეთილსა, რამეთუ არცა მენავეთმოძღუარსა, უკუეთუ უდებებითა თჳსითა დაანთქას ნავი თჳსი, არცა მკურნალსა, ვინაჲთგან მოკუდეს სნეული, ჴელეწიფების რაჲსამე ქმნად სარგებელისა, არამედ კაცად-კაცადსა პირველ აღსრულებისა საქმეთა მათ უჴმს ღონის-ძიებაჲ რაჲმე, რაჲთა არა შთავარდეს დანთქმასა და სირცხჳლსა. ეგრეთვე ჩუენ, ვიდრემდე სოფელსა ამას შინა ვართ, ვიღუაწოთ განკურნებად წყლულებათა მათ და სენთა სულთა ჩუენთასა და განვაგდოთ ჩუენგან ყოველი ბიწი და ყოველი ნაოჭი ცოდვისაჲ, რაჲთა მრთელნი და შუენიერნი სულითა წარვიდეთ ამიერ და არა უსარგებლოდ ვინანდეთ შემდგომად სიკუდილისა, რამეთუ არა არს მაშინ აღსაარებაჲ და სინანული.
ჵ საკჳრველი, რომელ ჴორცთა ჩუენთა ესრეთ მოსწრაფებით და ხარკებით ვჰკურნებთ, უკუეთუ რაჲმე გუელმოდის (და რად ვიტყჳ ჩუენთა გუამთა? გარნა მონაჲ თუ გუყვეს და ვიხილოთ იგი სნეულად, ყოველსავე ღონესა ვაჩუენებთ განკურნებად, რაჲთა მსახურებაჲ მისი არა დაგუჭირ-
1 ფსალმ. 117,26.
დეს), და სულნი ჩუენნი ესოდენთა სენთაგან ცოდვისათა შეპყრობილ არიან, და ყოვლადვე არა ვიღუწით, არცა წამალსა დავსდებთ, არცა მკურნალ-თა ვევედრებით, არცა საფასესა წარვაგებთ, არამედ ვითარმცა მბრძოლი ვინმე და მტერი ჩუენი მდებარე იყო, ესრეთ თანაწარვჴდებით და უდებგჳყოფიან სულნი ჩუენნი.
იღუაწე, კაცო, უფროჲს ყოვლისა სული შენი. არა თუ ვიტყჳ, რაჲთა მონანი ანუ მოყუასნი უდებ-ვყვნეთ. ნუ იყოფინ! არამედ ამას ვიტყჳ: აჩუენე სულისაცა შენისა კურნებაჲ და ნუ უდებ-ჰყოფ მას. მოიძიენ მკურნალნი, უჩუენე სენი შენი პავლეს, მოუწოდე მათეს, ევედრე იოვანეს, ისმინე მათგან, თუ რაჲ წამალი საჴმარ არს შენდა. უეჭუელად გითხრან და არა დაგიფარონ, რამეთუ არა მომკუდარ არიან, არამედ ცხოელ არიან და დღითი-დღე გუეტყჳან; არა ეძიებენ საფასეთა, არამედ უსასყიდლოდ ჰკურნებენ, რომელთაცა მიიღონ კურნებაჲ მათი; და წამალთათჳსცა, რომელთა მოგცემენ, არა გიჴმს წარსაგებელი თჳნიერ ხოლო მოწყალებისა. რამეთუ სხუათა ყოველთაგან ჴორციელიცა მებრ სარგებელი მოგეცემის: ოდეს სიწმინდესა გასწავლიდენ, ცუდთა და ამაოთა წარსაგებელთაგან გიჴსნიან, ოდეს მთრვალობისაგან განშორებასა გიბრძანებდენ, უფროჲსად განგამდიდრებენ. იხილეა ჴელოვნებაჲ კურნებისა მათისაჲ? არა ხოლო თუ უსასყიდლო არს, არამედ განმამდიდრებელცა. დაადგერ მათ თანა და ისწავე ყოველთა მათ სენთა შენთაჲ ბუნებაჲცა და კურნებაჲცა. უკუეთუ საჴმართმოყუარებითა სნეულ ხარ და ანგაჰრებითა, ისმინე სიტყუაჲ მკურნალისაჲ მის, რასა გეტყჳს: „რომელთა ჰნებავსო სიმდიდრე, შთავარდებიან განსაცდელსა და გულისთქუმათა მავნებელთა, რომელნი დაანთქმენ კაცსა წარსაწყმედელად“;1 და კუალად იტყჳს: „უფალი ახლოს არს, ნურას იურვით“;2 და „ძირი ყოველთა ბოროტთაჲ არს ვეცხლისმოყუარებაჲ“.3
გნებავსა ხილვად სხუაჲ მკურნალი? ისმინე მისიცა განწესებაჲ: „ვერ ჴელ-გეწიფებისო მონებად ღმრთისა და მამონაჲსა“;4 და კუალად გასწავლის სახესა სიმრთელისასა და იტყჳს: „ნუ იუნჯებთო ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და მპარავთა დათხარიან და განიპარიან“.5 ხოლო ამას ყოველსა თანა გიჩუენებს სახესაცა, რაჲთა იხილნე სნებისა მის ბოროტნი, და წინაგიყოფს მდიდარსა მას, რომელი წადიერ იყო მიმთხუევად ცხორებისა და სიმრთელისა და ვერ უძლო მიმთხუევად ანგაჰრებისაგან მისისა.6 და კუალად ამას თანა სხუაჲ მახარებელი გიჩუენებს მეორესა მას მდიდარსა, რომელი იწუებოდა ცეცხლსა შინა და არცა თუ წუეთისა ერთისა წყლისა უფალ იყო.7
კუალად იტყჳს სახიერი იგი მკურნალი, ვითარმედ: „შეუძლებელი კაცთაგან ღმრთისაგან შესაძლებელ არს“,8 რაჲთა სცნა, ვითარმედ და-
1 1 ტიმ. 6,9. 2 ფილიპ. 4,5-6. 3 1 ტიმ. 6,10. 4 მათ. 6,24. 5 მათ. 6,19. 6 მათ. 19,16-22. 7 ლუკ. 16,24. 8 ლუკ. 18,27.
ღაცათუ მდიდარ იყო, ძალ-უც მკურნალსა მას კურნებაჲ შენი, რამეთუ არა სიმდიდრე განაგდო წესისა მისგან, არამედ მონებაჲ საფასეთაჲ და ტრფიალებაჲ ანგაჰრებისაჲ; რამეთუ მდიდარსა უკუეთუ სიმდიდრე თჳსი ზიარად აქუნდეს გლახაკთათჳს, ძალ-უც შესლვად ცხორებასა, და რაჲთა უმეტესისა მოგებაჲ ექსორია-ყოს გულისაგან თჳსისა, ვითარცა იყო ნეტარი იობ და დიდი აბრაჰამ, ისაკ და იაკობ და მსგავსნი მათნი, რომელნი სიმდიდრესაცა შინა სათნო-ეყვნეს ღმერთსა. მოიგე სხუაჲცა მკურნალი და უფროჲსღა სახე კურნებისაჲ; იხილე მეზუერე ესე, რომელი შეპყრობილ იყო სენითა მით ანგაჰრებისათა და ადრე მიემთხჳა კურნებასა და იქმნა უპოვარ, რამეთუ ერჩდა შჯულსა მას მკურნალისასა, რომელი მოვიდა უძლურებათა ჩუენთა ტჳრთვად და სნეულებათა აღებად, რაჲთა ჩუენ ვისწაოთ სასოებისა არაწარკუეთაჲ. იხილე სხუაჲცა მეზუერეთა მთავარი, რომელმან აღუთქუა ზოგი ნაქონებისა მისისაჲ მიცემად გლახაკ-თა, და უკუეთუ ვისმე ცილი დასდვა, მიგებად ოთხი წილი, შესლვასა მას უფლისასა სახედ მისა.1
ხოლო შენ, უკუეთუ შეიწუები გულისთქუმითა მრავალთა საფასე-თაჲთა, ისმინე სხუაჲცა წამალი, მოცემული უფლისა მიერ: „ყოველმან, რომელმან დაუტეოსო სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილი, ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მოიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს“.2
ვინაჲთგან ესევითარნი აღთქუმანი მოცემულ არიან ჩუენდა, რაჲსათჳს უდებ ვართ, ძმანო, რაჲსათჳს დაჴსნილ ვართ? არა ვხედავთა პავლეს, ვი-თარ იქადოდა ჭირთა შინა და ნაკლულევანებათა, არა თუ განსუენებათა და სიმდიდრეთა? და ყოველსავე მჴედარსა, ოდეს იბრძოდის და გჳრგჳნოსან იქმნებოდის, მაშინ უხარინ, არა თუ ოდეს მოცალედ არნ და უდებად. ეგრეთვე ვაჭარმან პოის რაჲ სიმდიდრე ვაჭრობისაგან, არღარასადა სწადინ შინა ჯდომაჲ, არამედ ზღჳთ და ჴმელით ვალნ და ვაჭრობასა მოირეწნ. აწ უკუე ჩუენცა თუ ვიხილოთ გემოჲ ნაყოფთა მათ სულიერთაჲ, ვითარცა ჯერ-არს, მიერითგან არარად შევჰრაცხოთ საწუთროჲ ესე ყოველი, რაჟამს შეპყრობილ ვიქმნეთ სურვილითა სასუფეველისაჲთა, ვითარცა მთრვალობითა კეთილითა.
ჰე, ძმანო, განვიცადოთ და ვიხილოთ გემოჲ მის სიტკბოებისაჲ, რაჲთა სიმწარე ესე საწუთროჲსაჲ განვაგდოთ და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ ქრისტეს იესუს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 ლუკ. 19,8. 2 მათ. 19,29.