მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 19:42

41. And when he was come near, he beheld the city, and wept over it,42. Saying, If thou hadst known, even thou, at least in this thy day, the things which belong unto thy peace! but now they are hid from thine eyes.43. For the days shall come upon thee, that thine enemies shall cast a trench about thee, and compass thee round, and keep thee in on every side,
Luke თავი 19
42. Saying, If thou hadst known, even thou, at least in this thy day, the things which belong unto thy peace! but now they are hid from thine eyes.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეცხრამეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 19. მ. 1-10]

1. და შევიდა და განვიდოდა იერიქოჲთ. 2. და აჰა ესერა კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე, და იყო იგი მთავარი მეზუერეთაჲ, და ესე იყო მდიდარ ფრიად. 3. და უნდა ხილვაჲ იესუჲსი, ვინ-ძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე. 4. და წარრბიოდა წინა და აღჴდა ლეღუსულელსა, რაჲთა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო. 5. და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ. 6. და ისწრაფა და გარდამოჴდა და შეიყვანა იგი სიხარულით. 7. და იხილეს ყოველთა და დრტჳნვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად. 8. აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი. 9. ჰრქუა მას იესუ: დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს. 10. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა.

უფალი სტაცებს ყველაზე უფრო მტკიცე ჭურჭელს ეშმაკს და არღვევს მის ქალაქებს. ვინაიდან იხილე, რომ მან არა მხოლოდ მეზვერენი დაიმოწაფა,...

სრულად ნახვა
სიტყვა ბზობის კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და ვითარცა მიეახლა, იხილა ქალაქი იგი და სტიროდა მას ზედა და იტყოდა, ვითარმედ უკეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშვიდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა თუალთაგან შენთა. (ლუკა. 19, 41, 42).

შესვლა უფლისა იესო ქრისტესი იერუსალიმს, რომელსა აწ ვდღესასწაულობთ, იყო ერთობ დიდებული და სადღესასწაულო. მთელი ქალაქის მცხოვრებნი მიეგებნენ მას, ვითარცა მიეგებიან დიდებულსა და ძლევა შემოსილსა მეფესა, ხის შტოებითა, ღაღადებითა ოსანა მაღალთა შინა! და ზოგნი ტანისამოსსაც დაუფენენ გზაზედ. ესრედ იფიქრებდა კაცი, რომ იერუსალიმმა იცნო და ირწმუნა იესო ქრისტე. გარნა, განსაცვიფრებლად, უფალი არა მიეცა სიხარულსა და ნუგეშსა, არამედ როდესაც მაღალი გორიდან დაინახა მთელი იერუსალიმი, ტიროდა და იტყოდა: უკეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშვიდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა თვალთაგან შენთა. რა იყო მიზეზი მისი მწუხარებისა და ტირილისა? ის, რომ მან, ვითარცა გულ-მეცნიერმან, იცოდა, რომ ამ მიგებებას, აღტაცებას და სიხარულს არა აქვს კეთილი საფუძველი; იცოდა, რომ ურიანი მალე დაივიწყებდენ ამ სიხარულსა, და შემდგომად სამისა დღისა, ნაცვლად ოსანა მაღალთა შინა! იწყებენ ყვირილსა: ჯვარს აცვ ეგე!...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის