მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 19:41

40. And he answered and said unto them, I tell you that, if these should hold their peace, the stones would immediately cry out.41. And when he was come near, he beheld the city, and wept over it,42. Saying, If thou hadst known, even thou, at least in this thy day, the things which belong unto thy peace! but now they are hid from thine eyes.
Luke თავი 19
41. And when he was come near, he beheld the city, and wept over it,
ლუკას სახარების განმარტება თავი მეცხრამეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 19. მ. 1-10]

1. და შევიდა და განვიდოდა იერიქოჲთ. 2. და აჰა ესერა კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე, და იყო იგი მთავარი მეზუერეთაჲ, და ესე იყო მდიდარ ფრიად. 3. და უნდა ხილვაჲ იესუჲსი, ვინ-ძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე. 4. და წარრბიოდა წინა და აღჴდა ლეღუსულელსა, რაჲთა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო. 5. და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ. 6. და ისწრაფა და გარდამოჴდა და შეიყვანა იგი სიხარულით. 7. და იხილეს ყოველთა და დრტჳნვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად. 8. აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი. 9. ჰრქუა მას იესუ: დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს. 10. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა.

უფალი სტაცებს ყველაზე უფრო მტკიცე ჭურჭელს ეშმაკს და არღვევს მის ქალაქებს. ვინაიდან იხილე, რომ მან არა მხოლოდ მეზვერენი დაიმოწაფა,...

სრულად ნახვა
სიტყვა ბზობის კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და ვითარცა მიეახლა, იხილა ქალაქი იგი და სტიროდა მას ზედა და იტყოდა, ვითარმედ უკეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშვიდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა თუალთაგან შენთა. (ლუკა. 19, 41, 42).

შესვლა უფლისა იესო ქრისტესი იერუსალიმს, რომელსა აწ ვდღესასწაულობთ, იყო ერთობ დიდებული და სადღესასწაულო. მთელი ქალაქის მცხოვრებნი მიეგებნენ მას, ვითარცა მიეგებიან დიდებულსა და ძლევა შემოსილსა მეფესა, ხის შტოებითა, ღაღადებითა ოსანა მაღალთა შინა! და ზოგნი ტანისამოსსაც დაუფენენ გზაზედ. ესრედ იფიქრებდა კაცი, რომ იერუსალიმმა იცნო და ირწმუნა იესო ქრისტე. გარნა, განსაცვიფრებლად, უფალი არა მიეცა სიხარულსა და ნუგეშსა, არამედ როდესაც მაღალი გორიდან დაინახა მთელი იერუსალიმი, ტიროდა და იტყოდა: უკეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშვიდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა თვალთაგან შენთა. რა იყო მიზეზი მისი მწუხარებისა და ტირილისა? ის, რომ მან, ვითარცა გულ-მეცნიერმან, იცოდა, რომ ამ მიგებებას, აღტაცებას და სიხარულს არა აქვს კეთილი საფუძველი; იცოდა, რომ ურიანი მალე დაივიწყებდენ ამ სიხარულსა, და შემდგომად სამისა დღისა, ნაცვლად ოსანა მაღალთა შინა! იწყებენ ყვირილსა: ჯვარს აცვ ეგე!...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იტყოდა მისთჳს“ (12,41).:

...ა არა თუ ოდენ არა ჰნებავს დატევებაჲ და ტანჯვაჲ ჩუენი, არამედ ოდეს გუტანჯვიდეს, მასცა არა ნებსით, არამედ უნებლიაჲთ იქმს, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ“; და ქრისტეს ეგულებოდა რაჲ იერუსალჱმისა წარწყმედაჲ, ცრემლოვოდა მას ზედა, რომელსა ჩუენ ვიქმთ მოყუარეთა ჩუენთა ზედა.

სწავლაჲ ჲჱ: სიყუარულისათჳს

ამისთჳს უკუე, რომელთა ესე ყოველი ვიცით, ვისწრაფოთ, რაჲთა არა დატევებულ ვიქმნნეთ ღმრთისა მიერ, არამედ ვიღუწიდეთ სულთა ჩუენთა და ვისწრაფდეთ შეყუარებად მოყუსისა და ნუმცა განვეყოფვით ასოთა ჩუენთა, რომელ-ესე საქმჱ არს განცოფებულთაჲ, არამედ უფროჲსად ვისწრაფდეთ კურნებად ასოთა ჩუენთა, უკუეთუ უძლურნი იყვნენ. რამეთუ ჴორციელთა ამათ ასოთა შინა უკუეთუ ვიხილოთ ერთი რომელიმე მოუძლურებული, ყოვლითა მოსწრაფებითა არა დავსცხრებით კურნებად, და უკუეთუ ვერ შეუძლოთ, არავე დავსცხრებით. ეგრეთვე უკუე ვისწრაფოთ ძმათა ჩუენთა ყოფად და ურთიერთას სიმძიმესა ვიტჳრთვიდეთ, რაჲთა ესრეთ აღვასრულოთ შჯული ქრისტესი და მივემთხჳნეთ საუკუნეთა კეთილთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მას ჟამსა შინა იტყოდა იესუ და თქუა: აგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე“ (11,25-26).:

...დ მეცნიერებისათჳს შემწყნარებელთა მისთაჲსა. რამეთუ რომელ ამათ გამოეცხადა საიდუმლოჲ ღმრთისაჲ, ღირს არს სიხარულისა; ხოლო რომელ-იგი მათ დაეფარა, არღარა სიხარულისა ღირს არს, არამედ ცრემლისა. და ეგრეთცა ქმნა. აღმოიკითხე, რაჲ-იგი წერილ არს სახარებასა ლუკაჲსსა: „და ვითარცა მიეახლა, იხილა ქალაქი იგი და ტიროდა მას ზედა“. და აწ უკუე არა ამისთჳს მხიარულ იქმნა, რომელ მათ არა ცნეს, არამედ - რომელ რაჲ-იგი არა ინებეს ცნობად ბრძენთა, გულის-ჴმა-ყვეს წმიდათა მოციქულთა და მათ მიერ სწავლულთა მორწმუნეთა.

იტყჳს პავლეცა, ვითარმედ: „მადლი ღმერთსა, რამეთუ იყვენით მონა ცოდვისა, და მორჩილ იქმნენით გულითა, რომელსაცა-იგი მიეცენით სახედ მოძღურებისა“. არა თუ ამისთჳს შეწირა მადლობაჲ პავლე, რომელ მონა ცოდვისა იყვნეს იგინი, არამედ ამისთჳს, რომელ ესევითარნიღა იყვნეს და ესევითართა კეთილთა ღირს იქმნეს. ეგრეთვე უფალი ჰმადლობს მამასა ამისთჳს, რამეთუ რომელ-იგი ბრძენთა არა ინებეს სწავლად, ისწავეს უსწავლელთა, რომელთაცა ჩჩჳლად სახელ-სდვა. ხოლო ბრძნად და მეცნიერად ამას ადგილსა მწიგნობართა მათ იტყჳს და ფარისეველთა, შჯულისმეცნიერთა მათ და სწავლულთა მღდელთა; არა თუ ჭეშმარიტისა სიბრძნისა მეცნიერად იტყჳს, არამედ კაცობრივისა ამის, რომელ...

სრულად ნახვა