მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 22:37

36. Then said he unto them, But now, he that hath a purse, let him take it, and likewise his scrip: and he that hath no sword, let him sell his garment, and buy one.37. For I say unto you, that this that is written must yet be accomplished in me, And he was reckoned among the transgressors: for the things concerning me have an end.38. And they said, Lord, behold, here are two swords. And he said unto them, It is enough.
Luke თავი 22
37. For I say unto you, that this that is written must yet be accomplished in me, And he was reckoned among the transgressors: for the things concerning me have an end.
ლუკას სახარების განმარტება თავი ოცდამეორე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 22; მ. 1-6]

1. და მოახლებულ იყო დღესასწაული იგი უცომოებისაჲ, რომელსა ჰრქჳან პასქაჲ. 2. და ეძიებდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი, რაჲთამცა მოკლეს იგი, ხოლო ეშინოდა ერისა მას. 3. და შეუჴდა ეშმაკი იუდას, რომელსა ერქუა ისკარიოტელ და იყო იგი რიცხჳსაგან ათორმეტთაჲსა. 4. და მივიდა, ეზრახა მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და ერისა წინამძღუართა, ვითარმცა იგი მისცა მათ. 5. ხოლო მათ განიხარეს და აღუთქუეს მას ვეცხლი მიცემად. 6. და აღუვარა მათ და ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ თჳნიერ ერისა.

მწიგნობარნი ეძიებდნენ მის (იესოს) მოკვლას. რამდენადაც მოახლოებული იყო პასექის დღესასწაული და ისინი, ამიტომ, ხედავდნენ საფრთხეს თავისთვის იმაში, რომ ხალხი უნდა შეკრებილიყო, განსაკუთრებით კი დღესასწაულის დროს, ამდენად ისინი ეძიებდნენ ხერხს, თუ, ბოლოსდაბოლოს, როგორ მოეკლათ იგი ისე, რომ ყოველგვარი საფრთხე აეცილებინათ თავიდან. სატანა კი შევიდა იუდაში, „და იყო იგი რიცხვისაგან ათორმეტისა“, ანუ ერთ-ერთი მასთან მიახლოებული და გულწრფელ მოწაფეთაგან. ნურავის ექნება საკუთარი თავის იმედი, არამედ ყურადღებით იყავი შენი ცხოვრების მიმართ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ერთმან იესუჲსთანამან მიყო ჴელი და იჴადა მახჳლი მისი და სცა მონასა მღდელთმოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი. მაშინ ჰრქუა მას იესუ: მიაქციე მახჳლი ადგილსავე თჳსსა, რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ. ანუ ჰგონებ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთაჲ? და ვითარ-მე აღესრულნენ წერილნი, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფად?“ (26,51-54).:

...ა ჴსენებითა ყოფადსა მას მის ზედა ბოროტისზრახვასა იუდაჲსსა და ჰურიათასა მოასწავებდა. და ესე საცნაურ არს შემდგომისა მის სიტყჳსაგან, რამეთუ თქუა რაჲ, თუ: „იყიდენ მახჳლი“, მეყსეულად დაურთო: „გეტყჳ თქუენ: ესე ხოლოღა წერილი ჯერ-არს ჩემ ზედა აღსრულებად, ვითარმედ: უშჯულოთა თანა შეირაცხა, რამეთუ ჩემ-თჳს აღსასრული იყოს“. ესე იგი არს: რაჲ-იგი ჩემთჳს თქუეს წინაჲსწარმეტყუელთა, ყოველი აღსრულებულ არს. ესრეთ არცა სრულიად გამოუცხადა, რაჲთა არა შეშინდენ, არცა სრულიად დაიდუმა, რაჲთა არა ანაზდაჲთ ზედამოსლვამან მბრძოლთამან შეაშფოთნეს იგინი. ხოლო ოდესიგი თქუეს მათ: „უფალო, აჰა ესერა არიან აქა ორ დანაკ“, და სიტყუაჲ იგი ვერ გულისჴმა-ყვეს, თავადმან ჰრქუა: „კმა არს“.

უკუეთუ კაცობრივისა შეწევნისა ჴმარებაჲ ენება, არცა თუ ასიმცა მახჳლი იყო, კმა-ეყოფოდა; ვინაჲთგან უკუე არა ამისთჳს იყო სიტყუაჲ მისი, ამისთჳს ორნიცა იგი მეტ იყვნეს. გარნა არა გამოუცხადა უფალმან სიტყუაჲ იგი, რამეთუ მრავალგზის ქმნის ესე: ოდეს ვერ გულისჴმა-ყვიან სიტყუაჲ მისი, თანაწარჰჴდის, რაჲთა საქმემან გულისჴმა-უყოს. ვითარცა-იგი ოდეს თქუა: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვაშენო“, და მაშინ ვერ გულისჴმა-ყვეს, ხოლო ოდეს იგი აღდგა მკუდრეთით, მოეჴსე...

სრულად ნახვა