მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ერთმან იესუჲსთანამან მიყო ჴელი და იჴადა მახჳლი მისი და სცა მონასა მღდელთმოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი. მაშინ ჰრქუა მას იესუ: მიაქციე მახჳლი ადგილსავე თჳსსა, რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ. ანუ ჰგონებ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთაჲ? და ვითარ-მე აღესრულნენ წერილნი, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფად?“ (26,51-54).

ვითარცა იოვანე გუასწავებს, პეტრე იყო, რომელმან ესე ქმნა;1 რამე-თუ ნანდჳლვე მისისა მჴურვალებისა შემსგავსებული იყო საქმე ესე. ხოლო იგიცა ღირს არს გამოძიებად, თუ რად აქუნდა მახჳლი; რამეთუ საცნაურ არს, ვითარმედ აქუნდა, ვითარცა იტყჳს სხუაჲ მახარებელი, ვითარმედ: „ჰრქუეს: უფალო, აჰა ესერა არიან აქა ორ დანაკ“;2 ანუ რაჲსათჳს უბრძანა ქრისტემან ქონებად მახჳლისა?

რამეთუ იტყჳს ლუკა, ვითარმედ: „ჰრქუა მათ იესუ: ოდეს-იგი წარგავლინენ თქუენ თჳნიერ ბალანტისა და ვაშკარანისა და ფერჴთაშესასხმელ-თა, ნუ გაკლდა რაჲა თქუენ? ხოლო მათ თქუეს: არარაჲ გუაკლდა. და მერმე ჰრქუა, ვითარმედ: აწ რომელსა აქუნდეს საქუფთე, აღიღენ; ეგრეთვე მსგავსად ვაშკარანიცა; და რომელსა არა აქუნდეს, განყიდენ სამოსელი თჳსი და იყიდენ მახჳლი. რამეთუ გეტყჳ თქუენ: ესე ხოლოღა წერილი ჯერ-არს ჩემ ზედა აღსრულებად, ვითარმედ: უშჯულთა თანა შეირაცხა,3 რამეთუ ჩემთჳს აღსასრული იყოს. ხოლო მათ ჰრქუეს: უფალო, აჰა ესერა არიან აქა ორ დანაკ. ხოლო თავადმან ჰრქუა: კმა არს“.4

გამოვიძიოთ, ამათცა სიტყუათა ძალი ვითარ-ძი არს. რამეთუ არა თუ ქრისტემან წინააღმდგომი თჳსთა მცნებათაჲ განაწესა; რამეთუ პირველ ეთქუა: „ნუ მოიღებთ... ვაშკარანსა გზასა ზედა, ნუცა ორსა სამოსელსა, ნუცა ჴამლთა, ნუცა კუერთხსა“,5 და შემდგომი ამისი, და აწ იტყჳს: „რომელსა აქუნდეს საქუფთე, აღიღენ; ეგრეთვე ვაშკარანიცა; და რომელსა არა აქუნდეს, განყიდენ სამოსელი თჳსი და იყიდენ მახჳლი“. არამედ ჯეროვნად იტყოდა, ყოველსავე თჳსსა ჟამსა.

რამეთუ დაწყებასა მას ქადაგებისასა, ვიდრეღა იგი თავადი სოფელსა შინა იქცეოდა, და წარავლინნა იგინი ქადაგებად ქალაქთა მათ ჰურიასტანისათა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ, არამედ მივედით ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა“;6 მაშინ უბრძანა იგი მცნებაჲ,

1 იოან. 18,10. 2 ლუკ. 22,38. 3 ესაია 53,12. 4 ლუკ. 22,35-38. 5 მათ. 10,9-10. 6 მათ. 10,5-6.

რაჲთა არცა ოქროჲ აქუნდეს, არცა ვეცხლი, არცა რვალი, არცა ვაშკარანი გზასა, არცა ორი სამოსელი, არცა ჴამლნი, არცა კუერთხი; და თჳნიერ ამის ყოვლისა წარავლინნა და თჳსითა განგებულებითა ესრეთ ყო, რომელ არარაჲ სადა დააკლდა მათ, რაჲთა საქმით ცნან ძალი განგებისა მისისაჲ, უნაკლულევანებითა მით, და გულსმოდგინედ განვიდენ სოფლისა ქადაგებად მინდობითა ძალისა მისისაჲთა. ამისთჳს ვითარცა ჩჩჳლთა იღუწიდა და თანამზრუნველ ექმნებოდა.

ხოლო აწ, მო-რაჲ-ვიდა აღსასრულსა განგებულებისა მის კაცთა შორის ქცევისაჲსა და ეგულებოდა ამიერ წარსლვად და განავლენდა მათ ქადაგებად წარმართთა, ესე უბრძანა, რაჲთა არა ყოვლადვე უქმებით იყვნენ და ადვილად, არამედ გამოიცადნენ შიმშილითა და სიშიშულითა და სიგლახაკითა და აჩუენონ თჳსი მოთმინებაჲ და სიმჴნე, და ვერვინ უძლოს ამისა შემდგომად თქუმად, თუ: არარაჲ აჩუენეს მათ ახოვნებაჲ თავით თჳსით, არამედ ყოვლითურთ უნაკლულოდ და განსუენებით იყვნეს, და ყოველივე განგებულებამან ღმრთისამან ქმნა; გინა თუ თქუან, ვითარმედ: გარეგან იყვნეს იგინი ბუნებასა კაცობრივსა.

ამისთჳს და სხჳსა მრავლისა ესევითარისა მიზეზისათჳს შეუნდო მრავალთა ჭირთა და განსაცდელთა და შრომათა შთავრდომად, რაჲთა ფრიადითა მით შრომითა და სიმდაბლითა მათითა უმეტესად აღორძნდეს სასყიდელი მათი.

ვინაჲთგან უკუე მიცემად იყვნეს, ვითარცა ვთქუ, მრავალთა ჭირთა და განსაცდელთა, არღარა ინება მძიმესა მას მცნებასა ქუეშე ყოფად მათდა, რაჲთამცა არა აქუნდა ჴელმწიფებაჲ არცა ვეცხლისა, არცა რვალისა, არცა ვაშკარანისა, არცა ფერჴთაშესასხმელთა, არცა კუერთხისა ქონებად, არამედ აღუსუბუქა მცირედ სიმძიმე იგი და სისრულე მის მცნებისაჲ; რამეთუ ვინაჲთგან ესევითართა ჭირთა და ნაკლულევანებათა მიცემად იყვნეს, უკუეთუმცა მის პირველთქუმულისა მცნებისა დამარხვად და აღსრულებად თანაედვა, მძიმე იყო ფრიად და ძნელ.

ხოლო რაჲთა არა მოიგონონ მათ, თუ ვერ შემძლებელ იყო უნაკლულოყოფად მათა და ამისათჳს ესრეთ უბრძანა, ჰრქუა მათ: „ოდეს-იგი წარგავლინენ თქუენ თჳნიერ ბალანტისა და ვაშკარანისა და ფერჴთაშესასხმელ-თა, ნუ გაკლდა რაჲა თქუენ? ხოლო მათ თქუეს: არარაჲ გუაკლდა“, რაჲთა ორკერძოვე ცნან ძალი მისი და გულისჴმა-ყონ, ვითარმედ არა შეუძლებელ იყო მისგან მარადის უნაკლულო-ყოფად მათა, არამედ ესრეთ სადმე იყო უმჯობესი მათი.

ხოლო რომელ უბრძანა სყიდად მახჳლისა, რაჲ არს? არა თუ აღჭურვად უბრძანებდა, არამედ ზედამოსლვასა მას იუდაჲსსა და შეპყრობასა მისსა ჰურიათა მიერ მოასწავებდა. და ესე ცხადად არა აუწყა, რაჲთა არა შეშინდენ, არამედ მახჳლისა ჴსენებითა ყოფადსა მას მის ზედა ბოროტისზრახვასა იუდაჲსსა და ჰურიათასა მოასწავებდა. და ესე საცნაურ არს შემდგომისა მის სიტყჳსაგან, რამეთუ თქუა რაჲ, თუ: „იყიდენ მახჳლი“, მეყსეულად დაურთო: „გეტყჳ თქუენ: ესე ხოლოღა წერილი ჯერ-არს ჩემ ზედა აღსრულებად, ვითარმედ: უშჯულოთა თანა შეირაცხა, რამეთუ ჩემ-თჳს აღსასრული იყოს“.1 ესე იგი არს: რაჲ-იგი ჩემთჳს თქუეს წინაჲსწარმეტყუელთა, ყოველი აღსრულებულ არს. ესრეთ არცა სრულიად გამოუცხადა, რაჲთა არა შეშინდენ, არცა სრულიად დაიდუმა, რაჲთა არა ანაზდაჲთ ზედამოსლვამან მბრძოლთამან შეაშფოთნეს იგინი. ხოლო ოდესიგი თქუეს მათ: „უფალო, აჰა ესერა არიან აქა ორ დანაკ“, და სიტყუაჲ იგი ვერ გულისჴმა-ყვეს, თავადმან ჰრქუა: „კმა არს“.

უკუეთუ კაცობრივისა შეწევნისა ჴმარებაჲ ენება, არცა თუ ასიმცა მახჳლი იყო, კმა-ეყოფოდა; ვინაჲთგან უკუე არა ამისთჳს იყო სიტყუაჲ მისი, ამისთჳს ორნიცა იგი მეტ იყვნეს. გარნა არა გამოუცხადა უფალმან სიტყუაჲ იგი, რამეთუ მრავალგზის ქმნის ესე: ოდეს ვერ გულისჴმა-ყვიან სიტყუაჲ მისი, თანაწარჰჴდის, რაჲთა საქმემან გულისჴმა-უყოს. ვითარცა-იგი ოდეს თქუა: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვაშენო“,2 და მაშინ ვერ გულისჴმა-ყვეს, ხოლო ოდეს იგი აღდგა მკუდრეთით, მოეჴსენა, ვითარმედ ამისთჳს იტყოდა,3 ეგრეთვე აწ ზედამოსლვასა მას იუდაჲსსა და ჰურიათასა მოასწავებდა მახჳლისა ჴსენებითა, და მათ ვერ გულისჴმა-ყვეს.

ხოლო ვინაჲ აქუნდა მახჳლი მათ, ანუ რაჲ იყო მახჳლი იგი? დანაკები იყო, რომელ-იგი აქუნდა კრავისა მისთჳს პასექისა, რომელსა აღასრულებდეს წესისა მისებრ შჯულისა; და ესმა რაჲ ზედამოსლვაჲ იგი, აღიღეს ესე დანაკები, რაჲთა ჰბრძოდინ მოძღურისა თჳსისათჳს, სიყუარულისა მისთჳს, რომელ აქუნდა მისა მიმართ. იგი იჴადა პეტრე და სცა მონასა მას, ხოლო უფალმან აბრალა ფრიად და არა შეუნდო ვნებად მისა, არამედ მყის განკურნა საკჳრველად და გამოაჩინა ძალიცა თჳსი და სახიერებაჲ.

ეგრეთვე პეტრე აჩუენა სიყუარულიცა თჳსი და მორჩილებაჲცა, რამეთუ ჰბრძოდა მჴურვალედ უფლისათჳს, ხოლო უბრძანა რაჲ უფალმან მიქცევად მახჳლი ადგილსავე თჳსსა, ქმნა ბრძანებაჲ მისი.

„რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღეს მახჳლი, მახჳლითა მოსწყდენო“. ესე მათთჳს თქუა, რომელნი მოვიდეს მას ზედა მახჳლითა.

მიაქციეო, პეტრე, მახჳლი ეგე შენი ადგილსავე თჳსსა და ნუ შურები აწ შურის-გებად, რამეთუ ამათ, რომელთა აღიღეს ჩემ ზედა მახჳლი, წუთ-ღა სულგრძელ ვექმნები; უკეთუ არა მოიქცენ და შეინანონ, სხჳთა უწყალოჲთა და სასტიკითა მახჳლითა წარწყმდენ.

„ანუ ჰგონებთ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლეს ათორმეტთა გუნდთა ანგელოზ-

1 ლუკ. 22,37. 2 იოან. 2,19. 3 იოან. 2,22.

თა? და ვითარ-მე აღესრულნენ წერილნი იგი, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფად?“

ამით ორითავე სახითა ნუგეშინის-სცემს და გულისწყრომასა მათსა დააცხრობს: ერთად, რომელ აუწყებს, ვითარმედ: წინაჲსწარმეტყუელთა ესე ქადაგეს პირველითგან, და ვითარმედ განგებულებაჲ არს საკჳრველი ვნებაჲ იგი მისი; მეორედ, რომელ მოასწავებს, ვითარმედ: რომელთა აღი-ღეს მის ზედა მახჳლი, მახჳლითა წარწყმედად არიან.

ხოლო რაჲსათჳს არა თქუა, ვითარმედ: ანუ ჰგონებთ, ვითარმედ: ვერ ძალ-მიც მოსრვად და წარწყმედად ამათ ყოველთა? არამედ თქუა, თუ: „ვედრებად მამისა ჩემისა“; რამეთუ უფრო შესაწყნარებელ იყო ესე სახე, ვინაჲთგან ჯერეთ ვერ მიწთომილ იყვნეს მისთჳს სრულსა გულისჴმის-ყოფასა, და უწინარეს მცირედისა ჟამისა ეთქუა, ვითარმედ: „შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილდმდე“, და კუალად თქუა: „მამაო, თანაწარმჴედინ სასუმელი ესე“, და შეურვებულად იხილვა, და ოფლნი გარდაეცნეს, და ანგელოზი განაძლიერებდა. ვინაჲთგან უკუე მრავალნი სახენი აჩუენნა მაშინ კაცობრივისა ბუნებისანი, ამისთჳს არა თქუა აწ, თუ: ძალ-მიც მეყსა შინა ამათ ყოველთა წარწყმედაჲ, არამედ მამისა მიაგდო საქმე იგი, რაჲთა შეუორგულებელად ჰრწმენეს მათ.

„ანუ ჰგონებთ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლეს ათორმეტთა გუნდთა ანგელოზ-თაჲ?“

იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი ესაია, ვითარმედ: „ერთი ანგელოზი გამოვიდა და მოსწყჳდა ას ოთხმეოცდახუთი ათასი აღჭურვილთაჲ“.1 უკუეთუ ერთმან ანგელოზმან ას ოთხმეოცდახუთი ათასი მოსწყჳდა, რად უჴმდეს აწ ათასისა კაცისათჳს ათორმეტი გუნდი ანგელოზთაჲ?

რამეთუ გუნდად აღირაცხვის ათი ბევრი, ჯერ-იყო უკუე ათორმეტსა გუნდსა შინა ყოფად ას ოცი ბევრი. რად უჴმდეს ესოდენნი ათასსა კაცსა ზედა? არამედ ესე ყოველი მათისა უძლურებისათჳს ესრეთ გამოსახა სიტყუაჲ თჳსი, რამეთუ ფრიადითა შიშითა შეპყრობილ იყვნეს მაშინ მოწაფენი. ამისთჳს წამებასა წერილთასა მოიღებს და უჩუენებს, ვითარმედ ნეფსით მივალს ვნებად, და ყოვლით კერძო ნუგეშინის-სცემს და განა-ძლიერებს მათ და აყენებს ბრძოლად ერისა მის. ესე ყოველი ჰრქუა მოწაფეთა, ხოლო ერსა მას ეტყოდა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით მახჳლითა და წათებითა შეპყრობად ჩემდა; დღითი-დღედ თქუენ თანა ტაძარსა მას შინა ვჯედ და გასწავებდ, და არა შემიპყართ მე“ (26,55).

1 ესაია 37,36; 4 მეფ. 19,35.

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ, რავდენი საქმე უჩუენა შემძლებელი მოდრეკად გულთა მათთა: ჰკითხა რაჲ: „ვის ეძიებთ“,1 დაცჳვეს ქუეყანასა, და კუალად აღადგინნა; ყური მონისაჲ მის განკურნა; თქუა, ვითარმედ მახჳლითა წარწყმედად არიან. ყოვლით კერძო უჩუენა, ვითარმედ არა მათისა ძალისაგან იქმნა შეპყრობაჲ მისი, არამედ მისითა მიშუებითა.

და აწ ეტყჳს: „დღითი-დღედ თქუენ თანა ტაძარსა მას შინა ვჯედ და გასწავებდ, და არა შემიპყართ“; რაჲთა მოიჴსენონ, ვითარმედ: რავდენგზისცა ჴელ-ყვეს, ვერ უძლეს, და ვერცამცა აწ უძლეს, უკუეთუმცა არა თავადსა ჯერ-უჩნდა. არამედ არა ინებეს მათ ამის ყოვლისაგან შეგონებად. ხოლო გუასწავებს, თუ რომლისათჳს ესრეთ იქმნა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე ყოველი იყო, რაჲთა აღესრულნენ წიგნნი წინაჲსწარმეტყუელთანი“ (26,56).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამისთჳს თავს-იდვა ყოველივე უფალმან, ამისთჳს მისცა თავი თჳსი, რაჲთა აცხოვნოს სოფელიო, ვითარცა მოასწავეს პირველითგან წინაჲსწარმეტყუელთა. ხოლო უკუეთუმცა არა ენება მას, ვერ ჴელ-ეწიფებოდა მათ შეპყრობად მისა.

ხოლო რაჲსათჳს ტაძარსა შინა არა შეიპყრეს იგი? რამეთუ ერისაგან ეშინოდა. ამისთჳს განვიდა უფალი ადგილსა მას, რაჲთა ადგილიცა და ჟამიცა შეეწეოდის შემპყრობელთა მათ მისთა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ მოწაფეთა ყოველთა დაუტევეს და ივლტოდეს. ხოლო მათ შეიპყრეს იესუ და მიიყვანეს კაიაფაჲსა მღდელთმოძღურისა, სადა-იგი მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი შეკრებულ იყვნეს. ხოლო პეტრე მისდევდა მას შორით, ვიდრე ეზოდმდე მღდელთმოძღურისა, და შევიდა შინა და დაჯდა მსახურთა თანა ხილვად აღსასრულისა“ (26,56-58).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ოდეს ზედამოუჴდეს შემპყრობელნი იგი, არა ივლტოდეს მოწაფენი, არამედ განემზადებოდეს წინააღდგომად, ხოლო ესმა რაჲ სიტყუაჲ უფლისაჲ და ცნეს, ვითარმედ ნეფსით მისცემს თავსა თჳსსა, მერმე ივლტოდეს; და ერმან მან უშჯულომან შეიპყრეს უფალი ჩემი და შეკრეს და წარიყვანეს მღდელთმოძღურისა.

ხოლო პეტრე მისდევდა მას, რამეთუ დიდ იყო მჴურვალებაჲ მისი და არა ივლტოდა, ვითარ სხუანი იგი, არამედ მისდევდა უფალსა. იოვანეცა ეგრეთვე ყო, გარნა იგი მეცნიერ იყო მღდელთმოძღურისა, სადა-იგი შეკრებულ იყვნეს ყოველნი იგი წინამძღუარნი უღმრთოებისანი; მუნ იღჳძებდეს და მოელოდეს ბოროტისა მის ზრახვისა სრულ-ყოფად, რამეთუ არცა თუ პასექი ჭამეს მაშინ, ვითარცა იტყჳს იოვანე, ვითარმედ: „მოიყვანეს იესუ კაიაფაჲსით ტაძრად. და იყო განთიად. და იგინი არა

1 იოან. 18,4.

შევიდეს ტაძრად, რაჲთა არა შეიგინნენ, არამედ რაჲთა შეჭამონ პასექი იგი“.1 რაჲ არს ესე?

გუასწავა მახარებელმან, ვითარმედ სხუასა დღესა ჭამეს და შჯული დაჰჴსნეს წადიერებისა მისგან, რომელ აქუნდა მოკლვად იესუჲსა. ხოლო ქრისტე არა გარდაჰჴდა შჯულსა, არამედ ჟამსა მას განწესებულსა აღასრულა პასექი; არამედ იგინი გარდაჰჴდეს, რომელნი ბევრეულგზის გარდაჰჴდებოდეს შჯულსა. ვინაჲთგან ბორგდეს გულისწყრომითა და მრავალგზის ჴელ-ყვეს შეპყრობად უფლისა და ვერ უძლეს, მაშინ მოულოდებელად ჴელად-იგდეს და აღირჩიეს პასექისა მის დატეობად, რაჲთამცა გულისთქუმაჲ ოდენ მკლველობისა თჳსისაჲ აღასრულეს. ამისთჳსცა ყოველნი ერთად შეკრბეს და ეძიებენ მიზეზსა, რაჲთამცა პოეს მის ზედა, ვი-თარცა ესერა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მღდელთმოძღუარნი იგი ეძიებდეს ცრუმოწამეთა იესუჲსთჳს, რაჲთამცა მოკლეს იგი, და არა ჰპოებდეს, რამეთუ მრავალნი მოსრულ იყვნეს ცრუმოწამენი. უკუანაჲსკნელ მო-ვინმე-ვიდეს ორნი და თქუეს, ვითარმედ: ამან ეგრე თქუა: ძალ-მიც დარღუევად ტაძარი ესე ღმრთისაჲ და მესამესა დღესა აღშენებად. მაშინ აღდგა მღდელთმოძღუარი იგი და ჰრქუა მას: არცაღა სიტყუასა რას მიუგება, რასა-ესე შეგწამებენ შენ? ხოლო იესუ დუმნა. მაშინ მღდელთმოძღუარმან მან ჰრქუა მას: გაფუცებ შენ ღმრთისა ცხოველისა, რაჲთა მითხრა ჩუენ, უკუეთუ შენ ხარ ქრისტჱ, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ? ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ. ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაჲ მჯდომარე მარჯუენით ძლიერებათა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა. მაშინ მღდელთმოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: რაჲსა გჳჴმან მოწამენი? აჰა ესერა გესმა გმობაჲ მაგისი. რაჲ გნებავს თქუენ? ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: თანამდებ არს სიკუდილისა“ (26,59-66).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ გარდარეული იგი და გარდამატებული უკეთურებაჲ მათი! და რაჲ მიზეზი იყო სიკუდილისა სიტყუაჲ იგი, თუ: „დაჰჴსენით ტა-ძარი ესე, და მესამესა დღესა აღვაშენო“?2 რამეთუ თავადმან ესრეთ თქუა; ხოლო ცრუმოწამეთა მათ თქუეს, ვითარმედ: „ამან ესრეთ თქუა: ძალ-მიც დარღუევად ტაძარი ესე და მესამესა დღესა აღშენებად“. გარნა ეგრეთცა რაჲ იყო ამის სიტყჳსათჳს ესოდენი საბრალობელი?

ამისთჳს, იხილეს რაჲ ბილწთა მათ, ვითარმედ ვერარას ჰპოებენ, უკე-თურებით ჰკითხვენ, რაჲთამცა მისისა სიტყჳსაგან პოეს რაჲმე მიზეზი. ხოლო იესუ დუმნა, რამეთუ იცოდა, ვითარმედ არა ჭეშმარიტებისა ცნობად ჰკითხვიდეს, არამედ მანქანებითა ზაკუვისაჲთა. მაშინ მღდელთმოძღუარ-

1 იოან. 18,28. 2 იოან. 2,19.

მან მან ჰრქუა: „გაფუცებ შენ ღმრთისა ცხოველისა, რაჲთა მითხრა ჩუენ, უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ?“

იცოდა ბოროტმან მან და უღირსმან მღდელთმოძღუარმან, ვითარმედ იგი არს ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ. ამისთჳს აფუცა, რაჲთა თჳსითა პირითა თქუას, რამეთუ უწყოდა, ვითარმედ უტყუარ არს სიტყუაჲ მისი; რაჲთამცა მისისა მის სიტყჳსაგან დასაჯა იგი. ვინაჲთგან უკუე მან ესევი-თარითა ზაკუვითა ჰკითხა, უტყუელმან მან პირმან ჭეშმარიტი მიუგო, ვი-თარმედ: „შენ სთქუ. ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაჲ მჯდომარე მარჯუენით ძლიერებისა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა. მაშინ მღდელთმოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: რაჲსაღა გჳჴმან მოწამენი? აჰა ესერა გესმა გმობაჲ მაგისი. რაჲ გნებავს თქუენ? ხოლო მათ თქუეს: თანამდებ არს სიკუდილისა“.

რაჲსათჳს ესრეთ მიუგო ქრისტემან? რაჲთა ყოვლით კერძო მიზეზი მიუღოს მათ, და არცა ერთიღა აქუნდეს მათ სიტყჳს-გებაჲ. რამეთუ ვიდრე აღსასრულადმდე არა დააკლო უწყებად მათა, ვითარმედ იგი არს ქრისტე, და ვითარმედ იგი არს მარჯუენით მამისა მჯდომარე, და იგი არს, რომელი მოსლვად არს განკითხვად სოფლისა, რომელ-ესე გამოაჩინებს ფრიადსა მას ერთობასა მისსა მამისა თანა.

ხოლო უღმრთომან მან მღდელთმოძღუარმან ნეფსით დაიწუხნა თუალნი არახილვად ნათელსა და დაიყვნა ყურნი, ვითარცა ასპიტმან ყრუმან,1 ვითარცა-იგი სტეფანეს ზე ყვეს, რამეთუ დაიყვნეს ყურნი.2

ეგრეთვე აწ დაიპო სამოსელი თჳსი, რაჲთა სხუანი იგი შეაშინნეს და დიდად გამოაჩინოს ცთომაჲ იგი: „აჰა ესერა გესმა გმობაჲ მაგისიო“. თქუ-ღა, უშჯულოო და მზაკუარო, არა პირველ ამისა, შეკრებულ რაჲ იყვენით ყოველნი, აღგიჴსნა სიტყუაჲ დავითისი, ვითარმედ: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა“,3 და განგიმარტა სიტყუაჲ იგი, და ვერარაჲ იკადრეთ თქუმად, არამედ სდუმენით. ვითარ უკუე აწ სიტყუასა მისსა გმობად უწოდე, ჵ მგმობარო და მტერო ჭეშმარიტებისაო, ჭურჭელო ეშმაკისაო?

იცოდეს უკუე ყოველთა მათ თანამეინაჴეთა, კრებულმან მან სიცრუისამან, ვითარმედ უკუეთუ ჭეშმარიტსა გამოძიებასა მოვიდეს საქმე იგი, განმართლდების მართალი იგი, და უბრალოდ გამოჩნდების ჭეშმარიტად უბრალოჲ იგი; ამისთჳს შეისწრაფეს და განჩინებაჲ მისცეს, „თანამდებ არსო სიკუდილისა“. იგინი იყვნეს შემასმენელ და იგინივე მსაჯულ, რაჲთა მიიყვანონ რაჲ პილატესა, თქუან, ვითარმედ: გამოვიძიეთ და განვიკითხეთ, და იპოა იგი თანამდებ სიკუდილისა. ვითარ არა მოიღეს შორის დაჴსნაჲ შაფათისაჲ? ამისთჳს, რამეთუ მრავალგზის ამის ჯერისათჳს დაეყო პირი მათი; და ენება აწ ამის პირისათჳს ყოფად განჩინებაჲ, თუ ძედ ღმრთისა

1 შდრ. ფსალმ. 57,5. 2 საქმე 7,57. 3 ფსალმ. 109,1.

იტყჳს თავსა თჳსსა. ამისთჳს სამოსელიცა დაიპო, ვითარმცა დიდი რაჲმე გმობაჲ ასმიოდა. ეჰა ფრიადი იგი უღმრთოებაჲ მის ეშმაკეულისაჲ!

არამედ ისმინეთ შემდგომიცა. ისმინეთ, ძმანო, და შეძრწუნდით! ისმინეთ და ადიდებდით სახიერსა მას და ტკბილსა მეუფესა, რომელმან ჩუენთჳს ესე ყოველი თავს-იდვა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰნერწყჳდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს და ეტყოდეს: გჳწინაჲსწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ (26,67-68).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ საშინელი იგი ხილვაჲ! ჵ შესაძრწუნებელი საქმე! პირსა მას, რომელი „ზღუამან იხილა და შეძრწუნდა“,1 რომელი მზემან იხილა ჯუარსა ზედა და ბრწყინვალებაჲ თჳსი დაფარა, ჰნერწყჳდეს და სცემდეს მონანი შეურაცხნი და უნდონი. ვის ესმას ესე და არა შეძრწუნდეს? ვინ არა განცჳბრდეს და განკჳრდეს? კურთხეულ არს და დიდებულ სახელი შენი, მეუფეო კაცთმოყუარეო, რომელმან ჩუენისა ცხორებისათჳს ესე ყოველი თავს-იდევ. „ვინ-მე იტყოდის ძლიერებათა შენთა, უფალო, სასმენელ-ყვნეს ყოველნი ქებულებანი შენნი?“2

ხოლო იხილე უშჯულოთა მათ სიბოროტე! ვინაჲთგან თანამდებად სიკუდილისა დასაჯეს, რაჲსათჳსღა ესრეთ სტანჯვიდეს? რამეთუ ვითარცარაჲ ნადირი მჴეცმან პოის, ესრეთ აჩუენებდეს ყოველსავე გულისწყრომასა თჳსსა და იშუებდეს შურის-გებითა მით მისითა.

ხოლო შენ იხილე, ძმაო, მახარებელთა იგი ჭეშმარიტებაჲ, ვითარ ყოველსავე, რომელიცა საყუედრელად ჩანს, იტყჳან გამოწულილვით და არარას დაჰფარვენ, არცა სირცხჳლ-უჩნს, არამედ უფროჲსად სიქადულად და დიდებად აქუს. და ჭეშმარიტად ეგრეთცა არს, რომელ მეუფე და დამბადებელი ყოველთაჲ ჩუენთჳს ამას ყოველსა თავს-იდებდა, რამეთუ ამის საქმისაგან მისიცა აურაცხელი სახიერებაჲ გამოჩნდებოდა და ჰურიათა იგი შეუნდობელი უკეთურებაჲ, რომელ ესევითარი იკადრეს ქმნად ტკბილისა მის და მოწყალისა მეუფისა მიმართ. რამეთუ არცა თავადმან დაუტევა უმეტესისა სახიერებისა და სიმშჳდისა საზომი, რომელ არა აჩუენა მათ, არცა მათ დაუტევეს უმეტესისა უმადლოებისა და უშჯულოებისა ადგილი, რომელიმცა არა ექმნა.

და ამას ყოველსა წინაჲთვე ესაია მოასწავებდა და იტყოდა შეურაცხებასა მას, რომელი შეემთხუეოდა უფალსა ჰურიათაგან მედგართა და მზაკუვართა: „ზურგი ჩემი მივეც გუემად და ღაწუნი ჩემნი ყურიმლის-ცემად და პირი ჩემი არა გარემივიქციე სირცხჳლისაგან ნერწყჳსა“.3

და კუალად იტყჳს: „ვიხილეთ იგი, და არა აქუნდა ხილვაჲ, არცა სიკე-თე, არამედ ხილვაჲ იგი მისი უპატიო და დაკლებულ უფროჲს ძეთა კაც-

1 შდრ. ფსალმ. 113,3. 2 ფსალმ. 105,2. 3 ესაია 50,6.

თაჲსა. იგინა და არა შეირაცხა. ამან უძლურებანი ჩუენნი იტჳრთნა და სნეულებანი ჩუენნი თავს-ისხნა, იწყლა უშჯულოებათა ჩუენთათჳს და იგუემა ცოდვათა ჩუენთათჳს“,1 და შემდგომი ამისი.

რამეთუ ესე ყოველი უყვეს უფალსა ჩემსა ჰურიათა და სხუაჲ უმრავლესი, სცემდეს და ეკიცხევდეს, ვითარმედ: „გჳწინაჲსწარმეტყუელე ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ ხოლო ვითარცა სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: „დაჰბურეს თავსა და ჰგუემდეს მას და ჰკითხვიდეს: წინაჲსწარმეტყუელებდ, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ 2

ამას, საყუარელნო, ზედაჲსზედა ვიკითხვიდეთ, ამას უწყინოდ ვისმენდეთ, ესე ყოველი დავწეროთ გონებათა შინა ჩუენთა, რამეთუ ესე არს დიდება ჩუენდა და სიქადულ; ამას ზედა ვიქადი მე, არა თუ ოდეს ვაჴსენო, ვითარ აურაცხელნი მკუდარნი აღადგინნა და სხუანი იგი სასწაულნი აღასრულნა, არამედ ოდეს მოვიჴსენნე ვნებანიცა, რომელ ჩუენთჳს დაითმინნა.

ამას ზედა იქადის ნეტარი პავლეცა, ოდეს აჴსენოს ჯუარ-ცუმაჲ მისი და სიკუდილი და ყოველნივე იგი ვნებანი და შეურაცხებანი და ყუედრებანი, რომელნი ჩუენთჳს თავს-ისხნა უშჯულოთა ჰურიათაგან, რომელთაიგი ოდეს ესე ყოველი აღასრულეს და სიკუდილისა თანამდებად თქუეს, მერმე წარიყვანეს და მისცეს იგი პილატეს. და ოდეს-იგი ჰკითხა მან, ვი-თარმედ: „რასა შესმენასა მოიღებთ კაცსა ამას ზედა? მიუგეს და ჰრქუეს მას: უკუეთუმცა არა იყო ესე ბოროტისა მოქმედ, არამცა მიგეცით შენ იგი“.3 ჭეშმარიტად იგინი იყვნეს ბოროტისა მოქმედნი, რომელნი გმობდეს უფლისათჳს ესრეთ ლირბად და წარმდებებით.

ამისთჳს იტყოდა წინაჲსწარმეტყუელი ესაია: „იცნა ჴარმან მომგებელი თჳსი, და ვირმან - ბაგაჲ უფლისა თჳსისაჲ; ხოლო ისრაჱლმან მე არა მიცნა, და ერმან ჩემმან არა გულისჴმა-ყო ჩემი. ვაჲ ნათესავსა ცოდვილსა, ერი, რომელი სავსე არს უშჯულოებითა, ნათესავნი ბოროტნი, ძენი უშჯულოებისანი! დაუტევეს უფალი და განარისხეს წმიდაჲ იგი ისრაჱლისაჲ“.4

„ვაჲ სულისა მათისა, რამეთუ იზრახეს ზრახვაჲ ბოროტი თავისა თჳსისაჲ: შევკრათ მართალი იგი, რამეთუ განმაძნელებელ ჩუენდა არს. აწ უკუე ნაყოფსა საქმეთა მათთასა ჭამდენ. ვაჲ უშჯულოთა მათ, რამეთუ ბოროტი შეემთხჳოს მათ“.5 ამას ეწამების იერემია და იტყჳს:

„ესრეთ იტყჳს უფალი: რაჲ პოვეს მამათა თქუენთა ჩემ თანა შეცოდებაჲ? რამეთუ განდგეს იგინი ჩემგან შორად. რამეთუ ორი ბოროტი ქმნა ერმან ამან: მე დამიტევეს, წყაროჲ წყლისაჲ ცხოელისაჲ, და ითხარეს თავისა მათისა ჯურღმული ჴურელოვანი“.6 და მერმე იტყჳს: „მრქუა მე უფალმან: იხილე, რაჲ მიყვეს მე მკჳდრთა იერუსალჱმისთა? ჩემ ზედა

1 ესაია 53,2-5. 2 ლუკ. 22,64. 3 იოან. 18,29-30. 4 ესაია 1,3-4. 5 ესაია 3,9-11. 6 იერ. 2,5,13.

იზრახეს ზრახვაჲ ბოროტი და თქუეს: მოედით და შეურიოთ ძელი პურსა მისსა და მოვსპოთ იგი ქუეყანით ცხოველთაჲთ და სახელი მისი არღარა მოვიჴსენოთ მერმე. მაშინ ვიხილენ ზაკულებანი მათნი. ხოლო მე, ვითარცა კრავმან უმანკომან, მიგურასა ჩემსა დაკლვად არა ვაგრძენ. ამისთჳს ესრეთ იტყჳს უფალი კაცთა მათ ზედა, მეძიებელთა სულისა ჩემისათა: აჰა ესერა მე ძიება-ვყო მათ ზედა: ჭაბუკნი მათნი მახჳლითა მოისრნენ, და ძენი და ასულნი მათნი აღესრულნენ სიყმილითა, და არღარა იყოს მათა ნეშტ, არცა ლხინება“.1

და რასაღა ვიტყოდი, რამეთუ დამაკლებს მე ჟამი მითხრობად თი-თოეულად ჴმათა მათ საწინაჲსწარმეტყუელოთა, ვითარ მოასწავებდეს, რაჲ-იგი შემთხუევად იყო უფლისადა, და ვითარ თითოეულმან აღწერნა შეჩუენებანი ქრისტეს მკლველთა მათ ჰურიათანი, ვითარცა ღაღადებს ნეტარი დავით და იტყჳს: „ყუედრებაჲ დაითმინა სულმან ჩემმან და გლახაკებაჲ; და ველოდე მე თანამჭუვარსა, და არავინ იყო; ნუგეშინისმცემელ ჩემდა, და მე არა ვპოე. მცეს მე საჭმლად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი. ექმენინ ტაბლაჲ მათი მათ წინაშე საბრჴე, მისაგებელ და საცთურ. დაუბნელდენ თუალნი მათნი, რაჲთა არა ხედვიდენ, და ზურგი მათი მარადის შედრიკე. მიჰფინე მათ ზედა რისხვაჲ შენი, და გულისწყრომაჲ რისხვისა შენისაჲ ეწიენ მათ. იყავნ სამკჳდრებელი მათი ოჴერ, და საყოფელსა მათსა ნუ იყოფინ მკჳდრი; რამეთუ რომელსა შენ სცხე, მათ დევნეს იგი და სალმობასა წყლულთა ჩემთასა შესძინეს. შესძინე უშჯულოებაჲ უშჯულოებასა მათსა ზედა, და ნუ შევლენედ იგინი სიმართლესა შენსა. აღიჴოცნენ იგინი წიგნისა მისგან ცხოველთაჲსა და მართალთა თანა ნუ დაიწერებიან“.2

ესე არს ნაწილი თქუენი, - არქუთ ჰურიათა, - ესე არს სამკჳდრებელი თქუენი, მტერნო ქრისტესნო, ძენო უშჯულოთანო და ნათესავნო მემრუ-შეთანო.

არამედ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ. ოდეს ესრეთ თანამდებად სიკუდილისა თქუეს უფალი, ვითარ არა მოკლეს იგი თჳსაგან მასვე ღამესა? ესე ამისთჳს, რამეთუ ისწრაფდეს, რაჲთა ცხადად დაისაჯოს სიკუდილად, რაჲთა ყოველთა მიერ შეურაცხ იქმნას. რამეთუ ერსა მრავალსა აქუნდა მისა სარწმუნოებაჲ და სიყუარული, ამისთჳს ცხადად ენება დასჯაჲ მისი, რაჲთა იგი ყოველნი დაბრკოლდენ. ხოლო ქრისტემან მათი იგი უკეთურებაჲ უფროჲსღა ჭეშმარიტებისა გამოსაჩინებელად იჴმარა, რაჲთა საცნაურ იქმნას ყოველთა მიერ და ბრწყინვალე სიკუდილი მისი, რომლი-თა ყოველნი ვცხონდით. და ვითარცა იტყოდეს: მოვკლათ იგი, რაჲთა არა მოვიდენ ჰრომნი და წარიღონ ქუეყანაჲ და ქალაქი ჩუენი,3 და ვინაჲთგან მოკლეს, აღესრულა მოსლვაჲ იგი ჰრომთაჲ; ეგრეთვე აქა, ამისთჳს ენე-

1 შდრ. იერ. 3,6; 11,18,19,21-23. 2 ფსალმ. 68,21-29. 3 შდრ. იოან. 11,48.

ბა განცხადებულად ჯუარ-ცუმაჲ მისი, რაჲთა სახელსა დიდებისა მისისასა ავნონ, ხოლო იქმნა წინააღმდგომი ნებისა მათისაჲ.

ამისთჳს, ოდეს ჰრქუა მათ პილატე: „მიიყვანეთ ეგე თქუენ და შჯულისაებრ თქუენისა განიკითხეთ“,1 და კუალად ჰრქუა: „მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცჳთ“,2 არა ინებეს, რამეთუ ესე იყო ხარკებაჲ მათი, რაჲთამცა ვითარცა მძლავრი და ძჳრისმოქმედი მოიკლა. და ამისთჳს ავაზაკნიცა ჯუარს-აცუნეს მის თანა, რაჲთამცა ესრეთ შეჰრაცხა იგი ერმან, ვითარცა ერ-თი მათგანი. ამისთჳს ეტყოდეს პილატეს: „ნუ დასწერ: მეუფჱ ჰურიათაჲ, არამედ - მან თქუა: მეუფე ვარ ჰურიათაჲ“.3 ეჰა რაოდენ მრავალ იყო და აურაცხელ მათი იგი უკეთურებაჲ და სიცბილი, გარნა ყოველივე იგი უფროჲსად თანაშემწედ ჭეშმარიტებისა იქმნა, რაჲთა სრულიად დაიყვნენ ურცხჳნონი იგი პირნი მათნი, და ყოველივე სიტყუაჲ მიეღოს.

და კუალად საფლავსა ზედა ბეჭედნი იგი და მცველნი უფროჲსად განმაბრწყინვებელ ჭეშმარიტებისა იქმნეს, და კიცხევანი იგი და ყუედრებანი და ძჳრის-ზრახვანი უმეტესად ქადაგ სახიერებისა და სულგრძელებისა მისისა იქმნეს და არა თუ სავნებელ. და რომელთა ეგონა, თუ მძლედ გამოჩნდეს, იგინი სირცხჳლეულ იქმნეს და წარწყმდეს; ხოლო რომელი ძლეულად და დასჯილად შერაცხილ იყო მათ მიერ, მძლედ სიკუდილისა გამოჩნდა, და დიდებითა მისითა და მადლითა სავსე არს ცაჲ და ქუეყანაჲ.

სწავლაჲ პდ ძჳრუჴსენებლობისათჳს

აწ უკუე ჩუენცა, ძმანო, ნუ მარადის ძლევასა ვეძიებთ, რამეთუ მრავალგზის ძლევაჲ ვნებისა მომატყუებელ იქმნების, და ძლეულებაჲ - სარგებელისა. რამეთუ იხილენით კაცნი, ურთიერთას მოლალენი. რომელმან ფრიად აგინის და შეურაცხ-ყვის მოყუასი, ანუ თუ სცისცა, ჰგონებ, თუ უძლევიეს, გარნა იგი იძლია უფროჲსად და წარიტყუენა ვნებისაგან რისხვისა და ფრიად ევნო; ხოლო რომელმან თავს-იდვა შეურაცხებაჲ, მან სძლო და მჴნედ გამოჩნდა, და არა თჳსი ოდენ, არამედ მოყუსისაცა ვნებაჲ იოტა; არა თჳთ ხოლო დაიცვა შეუწუველად, არამედ მოყუსისაცა საჴუმილი დაშრიტა და ძლევაჲ მოიღო გულისწყრომისა მიმართ.

ამისთჳს ვიტყჳ: ნუ ვეძიებთ მარადის ძლევასა. რამეთუ ანგაჰრმანცა მიიხუეჭის გლახაკისაჲ და ჰგონებნ, თუ მძლე ექმნა, არამედ ბოროტ არს ძლევაჲ იგი და წარმწყმედელ მძლისა მის; ხოლო რომელი-იგი დაიტყუენა და ძლეულად შეირაცხა, უკუეთუ მადლობით შეიწყნაროს, მიიღო გჳრგჳნი ძლევისაჲ.

1 იოან. 18,31. 2 იოან. 19,6. 3 იოან. 19,21.

მრავალგზის უკუე იქმნების ესე, რომელ ძლეული მიიღებს ძლევისა გჳრგჳნსა, და მძლე იგი წარწყმდების.

მიხედენით მოწამეთა, ვითარითა სახითა იქმნა ძლევითშემოსილებაჲ მათი: ოდეს შეიკრნეს და იგუემნეს და დაიჭრნეს და მოიკლნეს, მაშინ მძლე ექმნეს. და ვითარცა ბრძოლათა შინა სოფლიოთა, ოდეს მოიკლას მჴედარი, იძლია, ეგრეთვე ჩუენსა ამას წესსა, ოდეს ვიგუემნეთ და მოვიკლნეთ, მაშინ მძლედ გამოვჩნდებით, და იქმნების ძლევაჲ იგი საღმრთო, რამეთუ წინააღმდგომ არს წესთა მათ სოფლისათა. ესევითარი ძლევაჲ მიიღეს ყოველთა წმიდათა.

ესე ძლევაჲ მოიგე, კაცო! არა გიჴმს ბრძოლაჲ, არამედ მოთმინებაჲ ოდენ, და გიძლევიეს. ამით ჯერითა ნეტარი იოსებცა განბრწყინდა, რამე-თუ მოთმინებითა თჳსითა მოიღო ძლევაჲ. ძჳრი აჩუენეს ძმათა მისთა, ძჳრი აჩუენა დედაკაცმან მან მეგჳპტელმან, არამედ ყოველთა იგი მძლე ექმნა.

ბილწი იგი ვერცა თუ ვნებასა თჳსსა მძლე ექმნა, ხოლო იოსებ დედაკაცსა მასცა წინააღუდგა და ბრძოლასაცა ჴორცთასა მძლე ექმნა. მერმე დაისაჯა უბრალოჲ იგი და დუმილით თავს-იდვა დასჯაჲ იგი, ვითარცა ქრისტემან, რამეთუ იგი ყოველივე ამისა სახე იყო.

შეიყენა იოსებ დილეგსა, და მეძავი იგი იყო ფლობილად, არამედ ძლევაჲ მას მიეღო, რომელმან აღასრულა თჳსი ნებაჲ, და არა დედაკაცმან. რამეთუ იოსების ნებაჲ იყო დამარხვად სიწმინდისა და აღასრულა, რაჲიგი სწადოდა; ხოლო ბორგნეული იგი ისწრაფდა შთაგდებად მისა ბრალსა მრუშებისასა და ვერ უძლო, არამედ იძლია და სირცხჳლეულ იქმნა.

ამისთჳს, საყუარელნო, ჩუენცა ესე ძლევაჲ მოვიგოთ, რომელ იქმნების მოთმინებითა ძჳრის-ხილვისაჲთა; ხოლო მის ძლევისაგან ვივლტოდით, რომელ იქმნების ძჳრის-ყოფითა მოყუსისაჲთა. ესრეთ თუ ვიქმოდით, საწუთროჲცა ესე ცხორებაჲ მშჳდობით და მყუდროებით წარვლოთ და კე-თილთა მათ საუკუნეთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე და თაყუანის-ცემაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.