მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 22:7

6. And he promised, and sought opportunity to betray him unto them in the absence of the multitude.7. Then came the day of unleavened bread, when the passover must be killed.8. And he sent Peter and John, saying, Go and prepare us the passover, that we may eat.
Luke თავი 22
7. Then came the day of unleavened bread, when the passover must be killed.
ლუკას სახარების განმარტება თავი ოცდამეორე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 22; მ. 1-6]

1. და მოახლებულ იყო დღესასწაული იგი უცომოებისაჲ, რომელსა ჰრქჳან პასქაჲ. 2. და ეძიებდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი, რაჲთამცა მოკლეს იგი, ხოლო ეშინოდა ერისა მას. 3. და შეუჴდა ეშმაკი იუდას, რომელსა ერქუა ისკარიოტელ და იყო იგი რიცხჳსაგან ათორმეტთაჲსა. 4. და მივიდა, ეზრახა მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და ერისა წინამძღუართა, ვითარმცა იგი მისცა მათ. 5. ხოლო მათ განიხარეს და აღუთქუეს მას ვეცხლი მიცემად. 6. და აღუვარა მათ და ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ თჳნიერ ერისა.

მწიგნობარნი ეძიებდნენ მის (იესოს) მოკვლას. რამდენადაც მოახლოებული იყო პასექის დღესასწაული და ისინი, ამიტომ, ხედავდნენ საფრთხეს თავისთვის იმაში, რომ ხალხი უნდა შეკრებილიყო, განსაკუთრებით კი დღესასწაულის დროს, ამდენად ისინი ეძიებდნენ ხერხს, თუ, ბოლოსდაბოლოს, როგორ მოეკლათ იგი ისე, რომ ყოველგვარი საფრთხე აეცილებინათ თავიდან. სატანა კი შევიდა იუდაში, „და იყო იგი რიცხვისაგან ათორმეტისა“, ანუ ერთ-ერთი მასთან მიახლოებული და გულწრფელ მოწაფეთაგან. ნურავის ექნება საკუთარი თავის იმედი, არამედ ყურადღებით იყავი შენი ცხოვრების მიმართ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო პირველსა მას დღესა უცომოებისასა მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ შენ ჭამად პასექი ესე? ხოლო იესუ ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად კაცისა ვისამე და არქუთ მას: მოძღუარი ეგრე იტყჳს: ჟამი ჩემი ახლოს არს, შენ თანა ვყო პასექი ესე მოწაფითურთ ჩემით“ (26,17-18).:

...სა იტყჳს (რამეთუ წეს არს მწუხრითგან აღრაცხვად დღისა მის), რაჟამს-იგი კრავისა მის დაკლვაჲ აღესრულებოდა. რამეთუ ხუთშაბათსა დღესა მოუჴდეს, და მას სახელ-სდებს პირველად დღედ უცომოებისა, ესე იგი არს, წინადღით პასექისა.

და კუალად სხუაჲ მახარებელი იტყჳს: „მოიწინესო დღენი იგი უცომოებისანი, ოდეს ღირდა პასქაჲ იგი დაკლვად“. ესე იგი არს, ვი-თარმედ მოიწია მწუხრი იგი, ოდეს აღესრულებოდა დღესასწაული მა-თი.

„და ჰრქუეს მას: სადა გნებავს, მოგიმზადოთ შენ ჭამად პასქაჲ ესე?“ ამით საცნაურ არს, ვითარმედ არა აქუნდა თავადსა სახლი სადგურად, და არცა მოწაფეთა მისთა. რამეთუ უკუეთუმცა მათ აქუნდა, მუნმცა ევედრნეს მისლვად. გარნა არაჲ აქუნდა, რამეთუ ყოველივე დაეტევა და უფლისადა შედგომილ იყვნეს. ხოლო რაჲსათჳს აღასრულებდა იგი პასქასა მას? ესე ამისთჳს, რაჲთა ვიდრე აღსასრულადმდე ყოვლით კერძო გამოაჩინოს, ვითარმედ არა წინააღმდგომ არს შჯულისა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად კაცისა ვისსამე და არქუთ მას: მოძღუარმან ეგრე თქუა: ჟამი ჩემი ახლოს არს, შენ თანა ვყო პასქაჲ ესე მოწაფითურთ ჩემით“ (26,18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კაცისა მიმართ მიავლინა უცნაურისა, რომელსა მოწაფენი იგი არა იცნობდეს ყოვლადვე, რაჲთა უმეტესად გამოჩნდეს ძალი მადლისა მისისაჲ, და ცნან მო...

სრულად ნახვა