მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 23:48

47. Now when the centurion saw what was done, he glorified God, saying, Certainly this was a righteous man.48. And all the people that came together to that sight, beholding the things which were done, smote their breasts, and returned.49. And all his acquaintance, and the women that followed him from Galilee, stood afar off, beholding these things.
Luke თავი 23
48. And all the people that came together to that sight, beholding the things which were done, smote their breasts, and returned.
ლუკას სახარების განმარტება თავი ოცდამესამე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 23; მ. 1-5]

1. და აღდგა ყოველი იგი სიმრავლე მათი და მოიყვანეს იგი პილატესა. 2. და იწყეს შესმენად მისა და იტყოდეს: ესე ვპოეთ, რამეთუ გარდააქცევდა ნათესავსა ჩუენსა და აყენებდა ხარკსაცა მიცემად კეისრისა და იტყოდა თავსა თჳსსა ქრისტედ და მეუფე ყოფად. 3. და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ? ხოლო თავადმან ჰრქუა მას: შენ იტყჳ. 4. ხოლო პილატე ჰრქუა მღდელთ-მოძღუართა და ერსა მას: არარას ბრალსა ვჰპოებ კაცისა ამის თანა. 5. ხოლო იგინი უფროჲს განძლიერდებოდეს და იტყოდეს, ვითარმედ: აღაშფოთებს ერსა და ასწავებს ყოველსა ჰურიასტანსა, უწყიეს გალილეაჲთ ვიდრე აქამომდე.

თვანათლივ ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას, ვინაიდან როდის აკრძალა იესომ ხარკის მიცემა, როცა პირიქით, ბრძანა ეხადათ იგი როგორც მართებული? სწორედ ის საუბრობდა ასე: „მიეცით კეისრისა კეისარსა” (ლუკ. 20, 25). როგორ აქეზებს ის ხალხს? მეფობას ხომ არ ეძიებს? მაგრამ ეს არავინ დაიჯერა, ვინაიდან მაშინაც, როცა ხალხს მისი გამეფება სურდა იგი, როდესაც გაიგო ამის შესახებ, განეშორა (იოან. 6, 15). ამიტომაც პილატე, მიხვდა რა ცილისწამებას, ღიად ამბობს: მე ვერაფერ ბრალს ვერ ვპოულობ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყვნეს მუნ დედანიცა მრავალნი, რომელნი შორით ხედვიდეს და რომელნი შეუდგეს იესუს გალილეაჲთ და ჰმსახურებდეს მას; რომელთა თანა იყო მარიამ მაგდანელი და მარიამ იაკობისი და იოსეს დედაჲ და დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ“ (27,55-56).:

...იადი აჩუენეს ახოვნებაჲ, მოწაფენი ივლტოდეს, და დედანი განუ-შორებელ იყვნეს. ხოლო რომელნი არიან დედანი იგი? ერთად, ყოვლადწმიდაჲ დედაჲ მისი არს, რამეთუ მას იტყჳს მახარებელი მარიამ იაკობისად, და სხუანი იგი მის თანა. ხოლო სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: „რომელთა იხილეს ხილვაჲ ესე, იცემდეს მკერდსა მათსა და ტიროდეს“. ხოლო უღმრთონი იგი ჰურიანი ყოვლადვე არა ლმობიერ იქმნნეს, არამედ უფროჲსად განძჳნდებოდეს და არა შეშინდეს საქმეთა მათგან, რისხვისა ღმრთისა მომასწავებელთა: სიბნელისა მისგან და ძრვისა და კლდეთა განხეთქისა და საფლავთა აღებისა და სხუაჲ იგი ყოველივე, რომელი ცნობათა უაღრეს იყო და ძრწოლითა დიდითა სავსე.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა შემწუხრდა, მოვიდა კაცი მდიდარი არიმათიაჲთ, სახელით იოსებ, რომელ იგიცა მოწაფე ყოფილ იყო იესუჲსა. ესე მოვიდა პილატესა და გამოითხოვა გუამი იესუჲსი. მაშინ პილატე უბრძანა მიცემად გუამი იგი მისი. და მოიღო გუამი იგი მისი იოსებ და შეჰგრაგნა იგი ამრენაკსა წმიდასა და დადვა იგი ახალსა მისსა საფლავსა, რომელი გამოეკუეთა კლდისა მისგან, და მოაგორვა ლოდი დიდი კარსა მას საფლავისასა და წარვიდა“ (27,57-60).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იოსებ პირველ ფარულად იყო მოწაფე იესუჲსა, ხოლო აწ, შემდგომად სიკუდილისა მისისა, დიდი კადნიერებაჲ...

სრულად ნახვა