📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო მეექუსით ჟამითგან დაბნელდა ყოველი ქუეყანაჲ ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმაყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ელი, ელი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევებ მე? და რომელთამე მუნ მდგომარეთა ესმა ესე და იტყოდეს: ელიას უჴმობს ესე. და მეყსეულად მირბიოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი და აღავსო ძმრითა და დაადგა ლერწამი და ასუმიდა მას“ (27,45-48).
კუალადცა ცხოელსმყოფელთა მათ ქრისტეს ვნებათათჳს ვიტყოდით, რამეთუ კეთილ არს მარადის ჴსენებაჲ მათი და სარგებელ სულისა.
ესე არს სასწაული იგი, რომელი, ოდეს-იგი ჰურიანი ითხოვდეს, ჰრქუა უფალმან მიცემად და ეტყოდა: „ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაჲსწარმეტყუელისაჲ“.1 ესე არს იგი სასწაული: ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი, დაფლვაჲ და აღდგომაჲ. და კუალად სხუასა ადგილსა მოასწავებდა ძალსა მას ჯუარისასა და იტყოდა: „ოდეს აღამაღლოთ ძე კაცისაჲ, მაშინ სცნათ, ვითარმედ მე ვარ“.2 ესე იგი არს, ოდეს ჯუარს-მაცუათ და ჰგონებდეთ, თუ მძლექმნულ ხართ, მაშინ უმეტესად სცნათ ძალი ჩემი. რამეთუ შემდგომად ჯუარ-ცუმისა ქალაქი მათი წარწყმდა, და იგინი აზნაურებისა და პატივისაგან განვარდეს, და წარწყმდა ყოველი საქმე ჰურიათაჲ.
ქადაგებაჲ ქრისტჱსი აღყუავნა და კიდეთა ქუეყანისათა განეფინა, და ძალსა მისსა ყოველი სოფელი, ზღუაჲ და ჴმელი, უდაბნოჲ და შენი მარადის ქადაგებენ. და კუალად ჟამსა მას ჯუარ-ცუმისასა მებრ აღესრულებოდეს სასწაულნი იგი საკჳრველნი, რომელნი ფრიად უსაკჳრველეს იყვნეს მაშინ, ვიდრეღა იქცეოდა რაჲ ქუეყანასა ზედა. და სასწაულნი იგი ზეცით გამოჩნდეს: დაბნელებაჲ მზისაჲ და ქუეყანით ძრვაჲ და განპებაჲ კრეტსაბმელისაჲ და განხეთქაჲ კლდეთაჲ და აღებაჲ საფლავთაჲ და აღდგომაჲ მკუდართაჲ. და ესევითარნი საკჳრველებანი არასადა ქმნილ იყვნეს. იქმნეს ეგჳპტესცა, რომელნი-იგი სახე იყვნეს ამისა, გარნა ესენი ფრიად უსაშინელეს იყვნეს: აღებაჲ სამარეთაჲ და აღდგომაჲ მკუდართაჲ. და ესე ყოველმან სოფელმან იხილა, ხოლო ცოფთა მათ და გულფიცხელ-თა არა შეიგონეს.
და იხილეთ, ვითარ ჟამსა ჯეროანსა იქმნეს სასწაულნი იგი: ვინაჲთგან ყოველივე ძჳრი აჩუენეს უფალსა, ტანჯეს, ჯუარს-აცუეს, განბასრეს, ეკიცხევდეს, და ყოველი გულისწყრომაჲ მათი დააცხრვეს, მაშინ
1 მათ. 12,39; 16,4; ლუკ. 11,29. 2 იოან. 8,28.
გამოაჩინნა სასწაულნი იგი, რაჲთა გულისჴმა-ყონ და შეინანონ, და არა შეინანეს.
ეტყოდეს: „გარდამოჴედინ ჯუარით, და გურწმენესო“.1 და არა-მე ესე საქმენი უსაკჳრველეს იყვნესა, ჵ უგუნურნო, ვიდრე გარდამოსლვაჲ ჯუარით?
ეჰა ფრიადი გულფიცხელობაჲ! ჵ სასოწარკუეთილი იგი გონებაჲ მა-თი! რამეთუ ცხად იყო საქმე იგი, ვითარმედ არა ჩუეულებისაებრი მოკლებაჲ იყო მზისაჲ; რამეთუ სამი ჟამი დაყო ბნელმან მან, რომელ-ესე არაოდეს იქმნების უმეტეს ერთისა ჟამისა მოკლებაჲ მზისაჲ; ხოლო მა-შინ სრულიად დაბნელდა. და ესე იქმნა სავსებასა მთოვარისასა; რომელ არასადა ქმნილ არს დასაბამითგან, რაჲთამცა სავსეღა იყო მთოვარე, მოაკლდამცა მზესა. რამეთუ ბუნებითი იგი მზისა მოკლებაჲ იქმნების, ოდეს მთოვარე დღისი ეწიოს და ქუეშეთ კერძო წარვლოს და დაფაროს მზე, რამეთუ უმაღლესსა გზასა ვალს მზჱ, ხოლო ოდეს მთოვარე სავსებით იყოს, ესე არა შესაძლებელ არს. გარნა მაშინ ოდენ იქმნა, რაჲთა იყოს უცხო და საკჳრველ.
აწ უკუე, გინა თუ უფლისა მიერ ქმნილადმცა ჰრწმენა საქმე იგი, გინა თუ მამისა მიერ მოწევნაჲ რისხვისაჲ გულისჴმა-ყვეს, ჯერ-იყო შეგონებაჲ და ძრწოლით სინანული. ხოლო მათ არა ინებეს, რამეთუ ფიცხელ იყვნეს გულითა და ყოვლითურთ სამკჳდრებელ ეშმაკისა.
თქუას ვინმე, ვითარმედ: რად არა განკჳრდეს ყოველნი კაცნი მაშინ და იცნეს უფალი ღმერთი? გარნა ესე საქმე ცხად არს, რამეთუ მაშინ ნათესავი კაცთაჲ დიდითა საცთურითა შეპყრობილ იყო, და საკჳრველსა მას ზედა დაღაცათუ ყოველნი განჰკრთეს, არამედ მსწრაფლ გარდაჴდა და ვერ ეძლო განფრთხობად დიდისა მისგან სიბნელისა და ძიებად მიზეზი მის საქმისაჲ. ნუუკუე ჰგონებდესცა ვიეთნიმე, თუ ბუნებითითა რაჲმე წესითა იქმნა, რამეთუ ფრიად იყო მაშინ უღმრთოებაჲ.
ხოლო ჰურიათა არაჲ აქუნდა სიტყუაჲ, რამეთუ ცნეს განცხადებულად, ვითარმედ ქრისტეს ჯუარ-ცუმისათჳს იქმნა ბნელი იგი და ძრვაჲ და სხუაჲ ყოველივე. ეხილვნეს სხუანიცა იგი აურაცხელნი სასწაულნი მისნი, რაჲსათჳს უკუე არა ჰრწმენა? არამედ ხედვიდეს რაჲ საკჳრველებათა მათ, კუალადცა დგესვე და შეურაცხ-ჰყოფდეს.
საცნაურ იქმნა უკუე განცხადებულად, ვითარმედ ქრისტეს მიერ იქმნებოდეს საკჳრველნი იგი საშინელნი. რამეთუ ამისთჳს ჴმა-ყო მეცხრესა ჟამსა, რაჲთა ცნან, ვითარმედ ცოცხალიღა არს და მან ქმნა ნიშები იგი დიდებული, და მოიქცენ და შეინანონ. გარნა არავინ იყო მათ შორის მეცნიერ, არავინ იყო მიერთამდე. სამარე ზეღებულ იყო ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკუვასა იტყოდეს. დასაჯენ იგინი, ღმერთო, უტყუ იქმნენ ბაგენი
1 მათ. 27,42.
იგი მათნი მზაკუვარნი, რომელნი იტყოდეს მართლისა მის ზედა უშჯულოებასა.1 არამედ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ.
„და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ელი, ელი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევებ მე?“
ესე თქუა მაცხოვარმან, რაჲთა ცნან ყოველთა, ვითარმედ არა არს წინააღმდგომ ღმრთისა, არამედ აღსასრულადმდე პატივ-სცემს მამასა, და ჰრცხუენოდის ჰურიათა, რომელნი გმობდეს მისა მიმართ. ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელისაცა სიტყუაჲ აჴსენა, რაჲთა ცნან, ვითარმედ ეწამების შჯულსა და წინაჲსწარმეტყუელთა.
ხოლო ვითარ თქუა, თუ: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტევებ მე“?2 არა თუ იგი დატეობილ იყო მამისაგან ანუ თჳსისა ღმრთეებისაგან, არამედ ვითარცა მრავალგზის მითქუამს, ვითარმედ შეიმოსა რაჲ ბუნებაჲ ჩუენი, ყოველივე ჩუენი იჩემა; და აწცა ჩუენსა მას საქმესა თავსა შორის თჳსსა გამოსახავს, რამეთუ ჩუენ ვიყვენით დატეობილნი და უგულებელსქმნილნი პირველ, ხოლო აწ შეწყნარებულნი და შეწყალებულნი ვნებითა მით უვნებელისაჲთა.
რამეთუ ამას პირსა გამოსახავს ყოველივე იგი ოცდამეერთე ფსალმუნი, ქრისტესთჳს თქუმული. ჩუენისა ამის ბუნებისა მაგიერთა სიტყუათა ქრისტეს მიერ იტყჳს, ვითარცა იგი უმეცრებასა ჩუენსა იჩემებს და უძლურებასა, სახიერი იგი, რომელი მოვიდა ყოვლით კერძო განკურნებად ჩუენდა და უძლურებანი ჩუენნი აღიხუნა და სნეულებანი თავს-ისხნა. დიდებაჲ აურაცხელსა წყალობასა და კაცთმოყუარებასა მისსა!
„და რომელთამე მუნ მდგომარეთა ესმა ესე და იტყოდეს: ელიას უჴმობს ესე. და მეყსეულად მირბიოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი და აღავსო ძმრითა და დაადგა ლერწამი და ასუმიდა მას. ხოლო სხუანი იტყოდეს: აცადეთ, და ვიხილოთ, უკუეთუ ელია მოვიდეს ჴსნად მაგისა“ (27,47-49).
იხილეთღა გარდარეული იგი უშჯულოებაჲ და სიბოროტე მათი! ჯუარსა ზედა დამოკიდებულსაცა სტანჯვიდეს: რომელნიმე ძმარსა ასუმიდეს, რომელნიმე ჰბასრობდეს, სხუამან შემდგომად აღსრულებისაცა ლახური-თა უგუმირა გუერდსა მისსა. რაჲმცა იყო ამისა უძჳრეს, ვინმცა იყო მათსა უბოროტეს, რომელნი შემდგომად სიკუდილისაცა სტანჯვიდეს?
ხოლო შენ, საყუარელო, იხილე, ვითარ უშჯულოებაჲ მათი ჩუენდა საცხორებელად იჴმარა უფალმან; რამეთუ ოდეს-იგი უგუმირეს გუერდსა მისსა, მაშინ გარდამოჴდეს მიერ წყარონი იგი ცხორებისა ჩუენისანი; ხოლო სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „ელი, ელი! ლიმა საბაქთანი?“ ენითა მით ებრაულითა არს. ვითარ ვერ ცნეს უღმრთოთა, არამედ იტყოდეს, ვითარ-
1 შდრ. ფსალმ. 52,4; 5,11; 30,19. 2 შდრ. ფსალმ. 21,2.
მედ: „ელიას უჴმობს“? ესოდენ მთრვალ იყვნეს უკეთურებითა და ცნობამიღებულ. ხოლო იყვნეს მუნ ერისაგანნიცა იგი მთავრისანი, ჰრომნი და ბერძენნი, და ებრაულიცა სადმე არა ფრიად იცოდეს და თქუეს: „ელიას უჴმობს“; ხოლო ჰურიათა ნეფსით დაიდუმეს და არა აუწყეს მათ სიტყუათა მათ განმარტებაჲ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ კუალად ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული“ (27,50).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე არს, რომელსა იტყოდა, ვითარმედ: „მე დავსდებ სულსა ჩემსა, რაჲთა კუალად მოვიღო იგი. არავინ მიმიღოს იგი ჩემგან, არამედ მე დავსდებ მას თავით ჩემით. ჴელ-მეწიფების დადებად მისა და ჴელ-მეწიფების კუალად მოღებად მისა“.1 ამისთჳს ჴმა-ყო, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ჴელმწიფებით იქმოდა საქმესა ამას.
ამისთჳსცა ასისთავსა მას ჰრწმენა, იხილა რაჲ, ვითარმედ ჴელმწიფებით მოკუდა და ჴმამან მისმან კრეტსაბმელი იგი განაპო და ქუეყანაჲ შეძრა და საფლავნი აღახუნა და მკუდარნი აღადგინნა.2
ხოლო განპებაჲ იგი კრეტსაბმელისაჲ რაჲსათჳს იქმნა? არა თუ ტაძარი იგი შეურაცხ-ყო, რამეთუ თავადი იტყოდა: „ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო“,3 არამედ იგინი უღირსად გამოაჩინნა მას შინა ყოფისა. ამისთჳს განპებითა მით კრეტსაბმელისაჲთა მოასწავა სრულიადი იგი მოოჴრებაჲ მისი და უაღრესისა მიმართ შეცვალებაჲ საქმეთაჲ.
ეჰა საკჳრველი! ელისეს ზე მკუდარი ერთი შეეხო ძუალთა მისთა და აღდგა, და ყოველთა უკჳრდა. და აწ ჯუარსა ზედა დამოკიდებულმან ჴმი-თა თჳსითა ურიცხუნი მკუდარნი აღადგინნა არა ესრეთ ლიტონად, არამედ „ქუეყანაჲ შეიძრა, და კლდენი განსთქდეს“ (27,51), რაჲთამცა გულისჴმაყვეს ბრმათა მათ, ვითარმედ ჴელ-ეწიფებოდა მათიცა დადნობაჲ და წარწყმედაჲ. რომელმან კლდენი განაპნა და ქუეყანაჲ შეარყია და მზე დააბნელა, არამცა იგინი უადვილესად მოსწყჳდნაა, უკუეთუმცა ენება? გარნა არა ინება მათი განლევაჲ, არამედ ნივთთა მათ ზედა უსულოთა აჩუენა რისხვაჲ თჳსი, რაჲთა იგინი შეშინდენ და მოიქცენ. არამედ არა ინებეს შეგონებად.
რამეთუ ესრეთ არს შური. არა იცის უმჯობესისა გულისჴმის-ყოფაჲ, ვითარ-იგი მათ შეემთხჳა. და ამისაცა შემდგომად, მიუთხრეს რაჲ ცხადად მცველთა, ვითარმედ აღდგა მკუდრეთით, ვეცხლი დიდძალი მისცეს, რაჲთა დაფარონ საქმე იგი დიდებული. არამედ ვერ ეძლო უღმრთოთა მათ.
ეგრეთვე აწ, არა თუ არა იცოდეს, ვითარმედ ყოველნი იგი საკჳრველებანი ქრისტემან ქმნა, არამედ ნეფსით თუალნი დაეყვნეს და არა ინებეს გულისჴმის-ყოფად, ვითარმედ სასწაულნი იგი მოასწავებდეს მათ ზედა
1 იოან. 10,17-18. 2 მათ. 27,51-52. 3 იოან. 2,16.
მოწევნადსა მას რისხვასა და მორწმუნეთა ცხორებასა, განღებასა სასუფეველისასა და შესლვასა ჩუენსა „წმიდა წმიდათასა“ მას. უგუნურნი იგი იტყოდეს, ვითარმედ: „უკუეთუ მეუფჱ ისრაჱლისაჲ არს, გადამოჴედინ მაგიერ ჯუარით“,1 ხოლო მან გამოაჩინა, ვითარმედ ყოვლისა სოფლისაჲ არს მეუფჱ. იგინი იტყოდეს: „ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ“,2 ხოლო თავადმან გამოაჩინა, ვითარმედ სრულიად მოოჴრდეს. იგინი იტყოდეს: „სხუანი აცხოვნნა, თავისა თჳსისა ვერ ძალუცა ცხორებად?“3 ხოლო თავადმან, ჯუარსა ზედა რაჲ იყო, აღდგინებითა მით მკუდართაჲთა აჩუენა ჴელმწიფებაჲ თჳსი. რამეთუ უკუეთუ ოთხისა დღისა მკუდრისა ლაზარეს აღდგინებაჲ დიდ იყო და საკჳრველ, რავდენ უფროჲსად საკჳრველ იყო მეყსა შინა აღდგინებაჲ ურიცხუთა მკუდართაჲ, მრავლით ჟამითგან დაძინებულთაჲ, რომელ-იგი მერმისა მის ყოველთა აღდგომისა სასწაული იყო. ამისთჳს იტყჳს:
„და მრავალნი გუამნი წმიდათანი აღდგეს და გამოვიდეს საფლავით მათით და შევიდეს წმიდასა ქალაქსა და გამოეცხადნეს მრავალთა“ (27,52-53). რაჲთა ვერვინ თქუას, თუ უცნებაჲ არს საქმე იგი, ამისთჳს გამოეცხადნეს მრავალთა. ხოლო რომელ იტყჳს, ვითარმედ: „იესუ ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული“, ლუკა გუასწავებს, თუ რაჲ ჴმა-ყო, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ჴმა-ყო ჴმითა დიდითა იესუ და თქუა: მამაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა. და განუტევა სული“.4
„ხოლო ასისთავმან მან და მისთანათა და რომელნი სცვიდეს იესუს, იხილეს ძრვაჲ იგი და რაჲ-იგი იქმნა, შეეშინა ფრიად და იტყოდეს: ჭეშმარიტად ძჱ ღმრთისაჲ იყო ესე“ (27,54). ესოდენ დიდ იყო ძალი ჯუარცუმულისა მის უფლისაჲ, რომელ ესოდენნი საკჳრველებანი აღესრულნეს მის მიერ და ასისთავსა მას ჰრწმენა. ხოლო თქუმულ არს მისთჳს, ვითარმედ იწამაცა ამისსა შემდგომად სახელისათჳს ქრისტესისა, აჩუენა სრული იგი სიმჴნე სარწმუნოებისაჲ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყვნეს მუნ დედანიცა მრავალნი, რომელნი შორით ხედვიდეს და რომელნი შეუდგეს იესუს გალილეაჲთ და ჰმსახურებდეს მას; რომელთა თანა იყო მარიამ მაგდანელი და მარიამ იაკობისი და იოსეს დედაჲ და დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ“ (27,55-56).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთღა, რაბამი იყო სიმჴნე დედათაჲ მათ და ლმობიერებაჲ! შეუდგეს მას და ჰმსახურებდეს და ვიდრე აღსასრულადმდე განუშორებელ იყვნეს და არცა თუ მძლავრებისა მისგან ჰურიათაჲსა შეშინდეს, არამედ მუნ მდგომარე იყვნეს და ხედვიდეს. ამისთჳსცა ყოველივე იხილეს: ვითარ-იგი ჴმა-ყო და განუტევა სული, ვითარ-იგი იძრა ქუეყანაჲ, და კლდენი განსთქდეს, და სხუაჲ ყოველივე, რაჲცა-იგი იქმნა საკჳრველი.
1 მათ. 27,42. 2 მათ. 27,40. 3 მათ. 27,42. 4 ლუკ. 23,46.
და ამისთჳსცა მათ პირველ ყოველთასა იხილეს უფალი; და ნათესავი იგი დაშჯილი უწინარეს სხუათასა მიემთხჳა ხილვასა მას კეთილსა. რამეთუ აწცა ფრიადი აჩუენეს ახოვნებაჲ, მოწაფენი ივლტოდეს, და დედანი განუ-შორებელ იყვნეს. ხოლო რომელნი არიან დედანი იგი? ერთად, ყოვლადწმიდაჲ დედაჲ მისი არს, რამეთუ მას იტყჳს მახარებელი მარიამ იაკობისად, და სხუანი იგი მის თანა. ხოლო სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: „რომელთა იხილეს ხილვაჲ ესე, იცემდეს მკერდსა მათსა და ტიროდეს“.1 ხოლო უღმრთონი იგი ჰურიანი ყოვლადვე არა ლმობიერ იქმნნეს, არამედ უფროჲსად განძჳნდებოდეს და არა შეშინდეს საქმეთა მათგან, რისხვისა ღმრთისა მომასწავებელთა: სიბნელისა მისგან და ძრვისა და კლდეთა განხეთქისა და საფლავთა აღებისა და სხუაჲ იგი ყოველივე, რომელი ცნობათა უაღრეს იყო და ძრწოლითა დიდითა სავსე.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა შემწუხრდა, მოვიდა კაცი მდიდარი არიმათიაჲთ, სახელით იოსებ, რომელ იგიცა მოწაფე ყოფილ იყო იესუჲსა. ესე მოვიდა პილატესა და გამოითხოვა გუამი იესუჲსი. მაშინ პილატე უბრძანა მიცემად გუამი იგი მისი. და მოიღო გუამი იგი მისი იოსებ და შეჰგრაგნა იგი ამრენაკსა წმიდასა და დადვა იგი ახალსა მისსა საფლავსა, რომელი გამოეკუეთა კლდისა მისგან, და მოაგორვა ლოდი დიდი კარსა მას საფლავისასა და წარვიდა“ (27,57-60).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იოსებ პირველ ფარულად იყო მოწაფე იესუჲსა, ხოლო აწ, შემდგომად სიკუდილისა მისისა, დიდი კადნიერებაჲ აჩუენა; რამე-თუ არა უჩინოთაგანი იყო, არამედ კაცი იყო წარჩინებული და შუენიერი მზრახვალი; და დადვა თავი თჳსი სიკუდილდ და მტერობაჲ ყოვლისა მის შესაკრებელისა მიმართ თავს-იდვა სიყუარულისათჳს ქრისტესისა. შევიდა პილატესა და ითხოა გუამი ქრისტესი ახოვნებით და მოწლედ. რამეთუ იხილა რაჲ, ვითარმედ აღასრულა მოძღუარმან მან სახიერმან და მეუფემან კაცთმოყუარემან ყოველივე განგებულებაჲ ცხორებისა ჩუენისაჲ და ნეფსით თჳსით ჯუარს-ეცუა და განპყრობითა მით ჴელთაჲთა შეაერთნა დაბადებულნი, და უხილავნი იგი ბოროტნი სულნი უკეთურებისანი განაქიქნა ვნებითა ჴორცთა თჳსთაჲთა, და ინება ხილვად გემოჲ სიკუდილისაჲ ბუნებითა მით კაცობრივითა, რაჲთა უკუდავებაჲ მოგუმადლოს ჩუენ; მაშინ მიიდრიკა წმიდაჲ იგი თავი მისი და უბრძანა სიკუდილსა, ვითარცა მონასა, მისლვად წმიდათა მათ ჴორცთა მისთა მიმართ. ხოლო იგი შეძრწუნებით, ვითარ მონაჲ, მოვიდა მონებად სამეუფოსა მას ბრძანებასა. მაშინ წმიდანი იგი ჴორცნი, რომელნი საშინელ იყვნეს ქერაბინთა მიერ და შესაძრწუნებელ სერაბინთა, მიეცნეს სიკუდილად, ვითარცა უნდა უფალსა პატიოსან-თა მათ ჴორცთასა; და სული იგი მაცხოვრისაჲ წარვიდა ხარებად სულთა
1 ლუკ. 23,48.
მათ შეწყუდეულთა და გამოჴსნად ჯოჯოხეთისაგან. ხოლო ღმრთეებაჲ მისი იყო სულსაცა თანა და ჴორცთა უვნებელად, რამეთუ არასადა განეშორა ღმრთეებაჲ კაცებისაგან, ვინაჲთგან შეიერთა; არამედ ზეცასცა იყო განუშორებელად და საფლავსაცა შინა უვნებელად; არა თუმცა მას რაჲ ევნებოდა, არამედ უფროჲსად ჴორცთა მათცა, რომელნი შეიმოსნა, განუხრწნელად დაიცვიდა. ესევითარი განგებაჲ დიდებული და საკჳრველი გულისჴმა-ყო და განიზრახა შუენიერმან მან მზრახვალმან იოსებ, ინება ერთგულებისა ჩუენებად მოძღურისა მის მიმართ და ღმრთისა შემდგომად ჯუარ-ცუმისაცა და ქმნად ესე საბეჭდავ თჳსისა მოწფობისა. შევიდა პილატესა, ევედრებოდა მას და ეტყოდა: გევედრები შენ, მთავარო, მკუდრისა მისთჳს, რომელსა ჰურიათა ცილი დასწამეს და დასაჯეს, და მეგობართა დაუტევეს ჟამსა მას ვნებისასა. მკუდრისა მისთჳს გევედრები, რომელი ნეფსით მოკუდა, რამეთუ უკუეთუმცა არა ენება, ვერ ჴელ-გეწიფებოდა მოკლვაჲ მისი. გარდამოვჴსნა ძელისაგან უბრალოჲ იგი და უცოდველი, რომელმან არაჲ ვის სადა ავნო, არამედ ბევრეულითა კეთილითა ყოველნი აღავსნა. მომანიჭე, ჵ პილატე, ნიჭი ესე, რომლისა უმჯობესი არარაჲ გაქუს. მომმადლე მადლი ესე, რომელი აღავსებს მადლითა და სიხარული-თა მეძიებელთა მისთა. მომმადლე ცხოელსმყოფელი ესე მკუდარი, რაჲთა დავჰმარხო იგი ქუეყანასა. მომეც გუამი ესე სამგზის სანატრელი, რომლისა სიკუდილი იგლოვეს ყოველთა დაბადებულთა. მომმადლე გუამი ესე ყოვლადწმიდაჲ, რომელი იხილა რაჲ ტაძარმან ჯუარსა ზედა, კრეტსაბმელი თჳსი მოიხია, და მზემან ბნელი შეიმოსა, და კლდენი განსთქდეს, და ქუეყანაჲ ძრწოდა. ამბორს-უყო წყლულებასა წმიდათა მათ ჴელთასა, რომლისა მიერ წყლულებანი სულისა ჩემისანი განიკურნნეს; შევეხო უხრწნელსა მას გუერდსა, რომლისაგან აღმოეცნეს წყარონი იგი ცხორებისა ჩემისანი. წარვგრაგნო ჴელითა ჩემითა დამჴსნელი იგი საკრველთა სიკუდილისათა. დავჰკრძალო ჴელითა ამით ცოდვილითა მოძღუარი იგი და მასწავლელი ყოვლისა სიმართლისაჲ. შევეხო გუამსა მას უცოდველსა, რომლისა შეხებითა მომეცემის ნეტარებაჲ. წარვგზავნო საფლავად, რომელსა ეგულების განღებაჲ საფლავთაჲ. მიუვლინო პყრობილთა მათ საუკუნითგანთა უკუდავებისა წყაროჲ. აღუნთო მყოფთა ჯოჯოხეთისათა სანთელი იგი უკუდავებისაჲ.
ამას ესევითარსა იოსებ იტყოდა კეთილად, და პილატე ისმენდა მოწლედ, რამეთუ ძალი იგი უფლისა იესუჲსი დაარწმუნებდა გულსა პილატესსა მორჩილებად. მაშინ პილატე უბრძანა მიცემად გუამი იგი მისა. მივიდა იოსებ მოსწრაფედ, თაყუანის-სცა მჴურვალედ, გარდამოჴსნა ჯუარისაგან გუამი იგი ცხოელსმყოფელი და ლმობიერითა ცრემლითა ამბორ-უყოფდა და იტყოდა: უკუეთუ დედაკაცი იგი წიდოვანი, შეეხო რაჲ ფესუსა სამოსლისა მისისასა, განიკურნა, მე შეხებითა წმიდისა ამის გუამისაჲთა არამცა წმიდა ვიქმენა? მოვიდა ნიკოდემოსცა, ვითარცა იოვანე გუასწავებს, და წარგრაგნეს იგი ამრენაკსა წმიდასა მურითა და ალოჲთა, ლმობიერად და ცრემლითა მჴურვალითა, და დადვა იგი იოსებ საფლავსა თჳსსა ახალსა, სადა არავინ დადებულ იყო.1 და ესეცა სასწაული ქმნა იოსებ თჳსისა მის სიყუარულისა და სიმჴნისა. ხოლო იქმნა ახალსა მას საფლავსა დადებაჲ განგებულებით, რაჲთა ვერვინ უძლოს იჭჳსა შემოღებად, ნუუკუე სხუაჲ ვინმე აღდგა; არამედ გამობრწყინდეს, ვითარმედ ქრისტესი დაიდვა გუამი, და იგივე აღდგა მესამესა დღესა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო მუნ მარიამ მაგდანელი და სხუაჲ იგი მარიამ, და სხდეს წინაშე საფლავსა მას“ (27,61).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამათიცა გული მჴურვალე იყო და უშიშ. ამისთჳსცა განუშორებელ იყვნეს საფლავისაგან და ეძიებდეს ჟამსა მიღებად ნელსაცხებელი და ცხებად გუამსა უფლისასა, არამედ ვერ ეძლო, რამეთუ ჯერეთ მცველნი დგეს მუნ და ერი მრავალი იქცეოდა.
სწავლაჲ პჱ მოწყალებისათჳს
და აწ ჩუენ, ძმანო, ვჰბაძვიდეთ მენელსაცხებლეთა მათ დედათა; ნუ დაუტეობთ იესუს ჟამსა განსაცდელისასა. მათ სული თჳსი დადვეს მის-თჳს და შემდგომად აღსრულებისაცა ჰმსახურებდეს, ხოლო ჩუენ არცა თუ მშიერი რაჲ ვიხილოთ უფალი, მიუპყრობთ საზრდელსა, რამეთუ კუალად მასვე ვიტყჳ, რაჲ-იგი მრავალგზის მითქუამს. ვიცი, იტყჳს კაცად-კაცადი ჩუენ შორის, ვითარმედ: უკუეთუმცა ვიხილე უფალი, ვითარმცა არა მივეც ყოველი მონაგები ჩემი? და არა იცითა, ვითარმედ აწცა მას თავადსა ვხედავთ? რამეთუ მან თქუა, ვითარმედ: „მე ვარ“, და „რავდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე მიყავთო“.2 აწ უკუე რად არა მისცემთ მონაგებთა თქუენთა? უკუეთუ შეიწყალო გლახაკი, კაცო, და კეთილი უყო, არარაჲთა უდარეს ხარ მენელსაცხებლეთა მათ, რომელნი ჰმსახურებდეს უფალსა, არამედ მოიღო სასყიდელი სწორად მათა. რამეთუ უფალსამცა თუ ჰხედევდი პირისპირ, რომელმანმცა სულმან არა აჩუენა მონებაჲ ჯეროანი? ხოლო აწ უკუეთუ სიტყჳსა და მცნებისა მისისათჳს გლახაკსა კეთილი უყო, უმეტესადღა მოიმადლებ უფალსა, და თჳსად შეჰრაცხავს ქველისსაქმესა მას. უკუეთუმცა არა თჳსად შეჰრაცხვიდა, არამცა ღირსყვნა მოწყალენი სასუფეველსა, და უწყალონი არამცა მისცნა გეჰენიასა. არამედ საცნაურ არს, ვითარმედ თჳსად შეურაცხია, რავდენიცა უყოთ გლახაკთა.
1 იოან. 19,39-42. 2 მათ. 25,40.
ამისთჳს, კაცო, იხილო რაჲ გლახაკი, მოიჴსენენ სიტყუანი უფლისანი, რომელ თქუა, ვითარმედ: „მშიოდა, და მეცით მე ჭამადი“,1 და შემდგომი ამისი, და მოსწრაფებით ქმენ ქველისსაქმე. უკუეთუ არა გრწამს აწ, მაშინ გრწმენეს, ოდეს გრქუას: „რავდენი არა უყავთ ერთსა მცირეთა ამათგანსა, მე არა მიყავთ“.2 გარნა ნუ იყოფინ ჩუენდა სმენად ამის ჴმისა, არამედ მოგუეცინ უფალმან აქავე ნაყოფსა მოწყალებისასა ჩუენებად და სმენად ჴმასა მას კურთხევისასა, მწოდებელსა ჩუენდა სასუფეველად.
ჰე, გევედრები, შევიტკბოთ მოწყალებაჲ, რაჲთამცა მივემთხჳნეთ წყალობასა. გარნა ნუ მონახუეჭისა და ნატაცებისაგან ვიქმთ ქველისსაქმესა, რამეთუ ესევითარნი ქველისსაქმენი ჰურიათა შეჰგვანან, არა ქრისტეანეთა. არამედ არიან აწცა ვიეთნიმე, რომელნი ბევრეულსა მოიტაცებენ და მოიხუეჭენ, და უკუეთუ ათი, გინა ოცი, ანუ თუ ასი დრაჰკანი მისცენ გლახაკთა, ჰგონებენ, თუ შენდობილ არიან ბრალნი მათნი; რომელთათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „დაჰფარვიდეს ცრემლითა გლახაკთაჲთა საკურთხეველსა ჩემსა“.3 არა ჰნებავს ქრისტესა მიღებად ქველისსაქმე ანგაჰრებისაგან. უკუეთუ ესევითარითა სახითა და ესევითართა გზათაგან მიუპყრა მას საზრდელი ანუ საფასე, საძაგელ არს ესე მის წინაშე. უმჯობეს არს ყოვლადვე არამიცემაჲ ქველისსაქმისაჲ, ვიდრე ესევითართა საუნჯეთაგან მიცემაჲ. რამეთუ რაჲ სარგებელ არს სხუათაგან აღებაჲ და სხუათადა მიცემაჲ? უკუეთუ იხილნე ორნი ვინმე, ერთი შიშუელი და ერთი მოსილი, და აღსძუარცო მოსილსა მას და შეჰმოსო შიშუელი იგი, არა ცოდვისა თანამდებ ხარა? ჰე, ჭეშმარიტად ტაცება ეწოდების და ავაზაკება საქმესა ამას.
აწ უკუეთუ რომელი-იგი აღიღე და სხუასა მიეც, ტაცებად შეგერაცხა, ოდეს მეასედი სადმე მონახუეჭისაჲ მისცე გლახაკთა, ქველისსაქმედ უწოდა საქმესა მას? დიდისა სატანჯველისა ღირს არს ესე გულისსიტყუაჲ. ძუელსა შჯულსა შინა უკუეთუ ვინ მკელობელი ანუ ბრმაჲ პირუტყჳ მიიყვანის შესაწირავად, საბრალობელ არნ; და მპარავმან უკუეთუ მისცის უფალსა მის საქმისასა, რომლისაგან იპარა, ოთხწილად ძლით დაიჴსნის ბრალი მისი. ხოლო აწ უკუეთუ მოიტაცო, რომელ-ესე პარვისა ფრიად უძჳრეს არს, და არა ძუელსა შჯულსა შინა, არამედ ახალსა ამას მადლსა, და არავე მისცე მას, რომლისაგან აგეღოს, არამედ სხუასა, და არა ოთხწილად, არამედ არცა თუ ნახევარი, გულისჴმა-ყავ, რავდენისა სასჯელისა თანამდებ ხარ. ხოლო უკუეთუ გდროებს ღმერთი და აწვე არა მოაწევს სატანჯველსა, ამისთჳს უფროჲსად იგლოვდი, რამეთუ უკუეთუ არა მოიქცე და შეინანო, უმეტესად დაიუნჯებ თავისა შენისათჳს სასჯელსა დღესა მას საშჯელისასა.
შევინანოთ უკუე, ძმანო, და ვიქმოდით მოწყალებასა განწმედილსა ანგაჰრებისაგან. გულისჴმა-ყავთ, ვითარ ძუელსა შჯულსა იყო წესი ჰურია-
1 მათ. 25,35. 2 მათ. 25,45. 3 მალ. 2,13.
თაჲ: რვაასსა ლევიტელსა ზრდიდეს და ობოლთა და ქურივთა ყოვლისა ერისათა და სხუასა მრავალსა მსახურებასა აღასრულებდეს ქველისსაქმითა მათითა. ხოლო აწ სოფლები და აგარაკები და სავაჭროები და სამწყსონი და არვები და რემაკები და ესევითარი მრავალი უცალოებაჲ განწესებულ არს ეკლესიათათჳს თქუენისა უწყალოებისა მიზეზითა, რამეთუ ჯერ-იყო, რაჲთამცა ამის ყოვლისაგან ეკლესიანი თავისუფალ იყვნეს და თქუენ მიერმცა აღესრულებოდა ყოველივე საჴმარი მათი და მღდელთმოძ-ღუართაჲ და გლახაკთაჲ. ხოლო აწ ორი წინააღმდგომი საქმე იქმნების: თქუენცა უნაყოფონი დაშთებით, და მღდელთა ღმრთისათა არა ჴელ-ეწიფების ჯეროანთა მათ და სარგებელისა საქმეთა ოდენ ზრუნვად. არა თუ ვერ ეძლო მოციქულთაცა ქონებად დაბნებისა და აგარკებისა, გარნა არა ჯერ-იჩინეს, არამედ წერილ არს „საქმესა მოციქულთასა“, ვითარმედ: „რომელნი პოვნიერ იყვნეს სანახებისანი გინა დაბნებისანი, განჰყიდდეს და მოაქუნდა სასყიდელი მათი, რომელთა-იგი განყიდიან, და დასდებდეს ფერჴთა თანა მოციქულთასა“.1 ხოლო აწ მამათა ჩუენთა იხილეს ამის ნა-თესავისა ულმობელობაჲ და ანგაჰრებაჲ და შეშინდეს, ნუუკუე სიყმილითა მოსწყდენ კრებულნი ესე ობოლთა და ქურივთა და ქალწულთანი; ამის-თჳს უნებლიეთ თავს-იდვეს ამათ მონაგებთა ეკლესიათასა მოგებად. არა უნდა თავთა თჳსთა ამას უშუერსა უცალოებასა მიცემად, არამედ ენება, რაჲთამცა თქუენმიერნი ქველისსაქმენი იყვნეს საუნჯე და შემოსავალ მა-თა, და იგინიმცა განკრძალულ იყვნეს ლოცვასა და მოძღურებასა ერისასა, ხოლო აწ თქუენი ანგაჰრებაჲ მიზეზ ექმნა მღდელთმოძღუართა მიბაძვად ცხორებასა ერისკაცთასა. ამისთჳსცა ყოველივე ზე და ქუე იქმნა. რამე-თუ ოდეს-ესე ჩუენცა ჴორციელთა ზრუნვათა შექცეულ ვართ, ვინ ევედრებოდის ღმერთსა და მოწყალე-ჰყოფდეს ჩუენ ზედა? ამისთჳსცა არა არს ჩუენდა ჟამი აღებად პირისა, რამეთუ არარაჲთა განყოფილ არიან ეკლესიანი სახლთა საერისკაცოთა. არა გასმიესა, ვითარმედ უზრუნველადცა შეკრებულთა საფასეთა განყოფად არა თავს-იდვეს მოციქულთა, არამედ სხუანი დაადგინნეს მსახურებად საქმისა მის?2 ხოლო აწ ვაჭართაცა წარჰჴდეს ებისკოპოსნი ზრუნვითა წარმავალთა საქმეთაჲთა და დაუტეობიეს საქმე თჳსი, რომელ-იგი არს ზრუნვაჲ სულთა თქუენთაჲ.
ამას არა ცუდად ვიგლოვ, არამედ ამისთჳს ვიტყჳ, რაჲთა გულისჴმაჰყოთ თქუენ და ექმნეთ საუნჯე ეკლესიათა და მწყალობელ გლახაკთა, რაჲთა მღდელთმოძღუარნი ზრუნვასა ოდენ სულთა თქუენთასა და ლოცვასა განეკრძალნენ და შეწევნასა ჭირვეულთასა და მოღუაწებასა უცხო-თასა და ობოლთა ზრდასა და ქურივთა ჴელის-აპყრობასა, ვითარცა მოციქულთა განაწესეს. ხოლო უკუეთუ არა ისმინოთ, აჰა ესერა გლახაკნი წინა-შე თუალთა ჩუენთა არიან. რავდენთაცა ძალ-გუედვას ჩუენ გამოზრდად,
1 საქმე 4,34-35. 2 საქმე 6,3-4.
არა უდებ ვიქმნეთ, რავდენთაჲ ვერ ჴელ-გუეწიფებოდის, იგინი თქუენ დაგიტევნეთ გამოზრდად. ხოლო უკუეთუ უგულებელს-ჰყვნეთ, ეკრძალენით, ნუუკუე გესმას მას დღესა საშინელი იგი ჴმაჲ, ვითარმედ: „მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი“,1 და შემდგომი ამისი. არს მადლითა ღმრთისაჲთა სიმრავლე თქუენი მრავალ ბევრ. უკუეთუმცა კაცად-კაცადი დღითი-დღე თითო პურსამცა მისცემდით გლახაკთა და თითო დანგსა, ვჰგონებ, თუ არ-ღარამცა ვინ იყო გლახაკ, არამედ ყოველთამცა აქუნდა საზრდელი თჳსი, და მიიღეთმცა თქუენ სასყიდელი მოწყალებისაჲ.
ხოლო უწყი, ვითარმედ ვიეთნიმე თქუენგანნი იტყჳან ჩემთჳს, ვითარმედ: რაჲ არს ესე, რომელ დღითი-დღე მოწყალებისათჳს ოდენ გუეტყჳს და კაცთმოყუარებისათჳს? ჰე, დღითი-დღე ამისთჳს ვიტყჳ და არასადა დავსცხრე, ვიდრემდის ვიხილო, ვითარმედ წარემართოს ესე თქუენ შორის. უკუეთუმცა დამტკიცებულ იყო და წარმართებულ საქმე ესე თქუენ შორის, მაშინცა ჯერვე იყო ამისთჳს სიტყუაჲ, გარნა დაღაცათუმცა დავსცხერით, არა დიდ იყომცა დაკლებაჲ; ხოლო აწ, ვინაჲთგან არცა თუ ზოგსა მიწევნულ ხართ ამის სათნოებისასა, ვითარ ჴელ-მეწიფების დადუმებად? უკუეთუ საქმე ესე საწყინო გიჩნს, თავთა თქუენთა აბრალეთ და ნუ მე. მითხართღა, უკუეთუ ყრმაჲ მოსწავლე მრავალ ჟამ იყოს სასწავლოსა და ანბანსა ვერ განჰმართებდეს, ვითარ აბრალოს მოძღუარსა ზედაჲსზედა იძულებისათჳს? და თქუენცა უკუე ზედაჲსზედა სწავლითა ჩემითა მი-ჩუენეთ, რაჲ ნაყოფი გამოგიღია. ვინ წარჰმართა მოწყალებაჲ, ვინ მისცა ნახევარი ანუ მესამედი ნაქონებისა თჳსისაჲ გლახაკთა, რაჲთამცა მე დავიდუმე სიტყჳსაგან? ხოლო აწ უფროჲსად თქუენ გიჴმდა იძულებაჲ ჩემი, რაჲთამცა არა დავიდუმე. ვითარცა-იგი უკუეთუმცა მკურნალი ვიყავ, და მოხუედმცა კურნებად თუალისა ანუ ჴელისა უძლურისა, და გცხემცა წამალი სალბუნი ერთგზის და ორგზის, და არამცა განიკურნე, არა კუალადმცა მაიძულებდა კურნებად? ეგრეთვე არს სულიერთა საქმეთა ზედა; ვიდრემდის ვიხილო სათნოებაჲ წარმართებული, დუმილად არა ჴელ-მეწიფების.
ჰე თუმცა თქუენ შორისცა მარადის ესე სიტყუანი აღესრულებოდეს და ითქუმოდეს, რაჲთამცა წარემართა სათნოებაჲ თქუენ შორის. მენება მეცა, რაჲთამცა არა ყოვლადვე ამის პირისათჳს ვიტყოდე, არამედ გასწავლიდიმცა სხუათა უმაღლესთა და უაღრესთა საქმეთათჳს: წყობასა მტერ-თა მიმართ უხილავთა და ხილულთა. ესე არიან ეშმაკნი და მწვალებელნი. არამედ ვითარ ვყო, ვინაჲთგან ჯერეთ უძლურ ხართ, ვითარ გასწაო წყობად მტერთა? დაღაცათუ მრავალი მითქუამს ამის ჯერისათჳსცა, არამედ, ვითარცა ვთქუ, უძლურებაჲ სულისაჲ აყენებს კაცად-კაცადსა. რომლისამე ჴელი შეღრეკილ არს უწყალოებითა, სხჳსა ფერჴნი წყლულ არიან სლვითა გზათა ცოდვისათა, სხჳსა თუალნი ტკივნეულ არიან ხედვითა პირთა მავ-
1 მათ. 25,42.
ნებელთაჲთა. აწ უკუე ესევითართა ვითარ უძლონ აღებად ჭური და ფარი სულიერი და მახჳლი მკლველი წინააღმდგომთაჲ და განსლვად წყობასა მას უხილავთა მტერთასა და მოღებად ძლევისა გჳრგჳნი?
განიწმიდენით თავნი თქუენნი ვნებათაგან ანგაჰრებისა, უწყალოებისა, ნაყროვნებისა, მთრვალობისა, ძჳრის-ზრახვისა, ცუდადმზუაობრობისა და სხუათა ყოველთავე ესევითართაგან, და მერმე შეგმოსნე საჭურველითა მით სულიერითა და განგიყვანნე წყობასა მას, და ვიოტოთ ბანაკები მტერთაჲ.
ხოლო აწ, განვიდე თუ ხილვად მჴედრობისა ჩუენისა, მიმოვალ და ვერ ვჰპოებ მრავალთა, არამედ ფრიად არიან წყლულნი და უძლურნი. კუალად უკუეთუ სახე მწყემსისაჲ აღვიღო და მოვლო სამწყსოჲ ჩემი, მცირედთა ვჰპოებ ცხოართა, უმრავლესნი პირუტყუ არიან: რომელნიმე ცხენ მცბიერ, სხუანი მგელ მტაცებელ, სხუანი გუელ, ნაშობ იქედნეთა, და დიდსა უწესოებასა ვხედავ ჩუენ შორის. რამეთუ რომელსაცა ვნებასა ვინ დამონებულ იყოს, პირუტყუთა მიემსგავსების და მჴეცთა, ვითარცა წერილი გუასწავებს, და აღავსებს ეკლესიასა სიმყრალითა. ანუ არა სულმყრალობა არიანა ვნებანი და ცოდვანი? ჰე, ბოროტ არს სულმყრალობაჲ მათი. ამისთჳს გევედრები, ძმანო, მოვიქცეთ ბოროტისაგან და ვქმნათ კეთილი, რაჲთა სურნელებაჲ სათნოებათაჲ იპოოს ჩუენ თანა. და არა ხილულთა ოდენ საკუმეველთა ვაკუმევდეთ ეკლესიასა შინა, არამედ უფროჲსად სურნელთა მათ სათნოებათა, რაჲთა ავიდოდინ ლოცვანი და ვედრებანი ჩუენნი წინაშე ღმრთისა სულად სურნელად, და მოეფინოს მის მიერ ჩუენ ზედა დიდი წყალობაჲ, და მივემთხჳნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.