მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 3:2

1. Now in the fifteenth year of the reign of Tiberius Caesar, Pontius Pilate being governor of Judaea, and Herod being tetrarch of Galilee, and his brother Philip tetrarch of Ituraea and of the region of Trachonitis, and Lysanias the tetrarch of Abilene,2. Annas and Caiaphas being the high priests, the word of God came unto John the son of Zacharias in the wilderness.3. And he came into all the country about Jordan, preaching the baptism of repentance for the remission of sins;
Luke თავი 3
2. Annas and Caiaphas being the high priests, the word of God came unto John the son of Zacharias in the wilderness.
ლუკას სახარების განმარტება თავი მესამე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 3, მ. 1-3]

1. წელსა მეათხუთმეტესა ტიბერის კეისრისასა, მთავრობასა პონტიელისა პალატესსა ჰურიასტანს, და მეოთხედ მთავრობასა გალილეას ჰეროდესსა, ხოლო ფილიპეს, ძმისა მისისა მეოთხედ მთავრობასა იტურეას და ტრაქონელთა სოფელსა, და ლჳსანისსა, მეოთხედ მთავრობასა აბილინესა, 2. მღდელთ-მოძღურებასა ანნაჲსსა და კაიაფაჲსსა იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იოვანეს მიმართ, ძისა ზაქარიაჲსა, უდაბნოს. 3. და მოჰვლიდა ყოველსა მას გარემო სოფლებსა იორდანისასა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა.

მართებულადაა ნახსენები დრო და მმართველები, რათა უჩვენოს, რომ ქრისტეს დროს შეწყდა იუდეველ მთვარათა მემკვიდრეობა. ვინაიდან ჰეგემონი იყო პილატე, სხვა ტომის ადამიანი, მეოთხედმთავარნი - ძენი ჰეროდე ასკანოლიტელისა, რათა ამის გამო ჭეშმარიტად მიეღოთ, რომ მოვიდა ქრისტე, იაკობის წინასწარმეტყველებისამებრ (დაბ, 49, 10).

„იყო, - ნათქვამია, - სიტყვა უფლისა იონეს მიმართ“, რათა შენ იცოდე, რომ იგი მოვიდა დასამოწმებლად ქრისტეზე, არა როგორც თვითმარქვია, არამედ იმის გამო, რომ ღმრთის სულით იყო აღძრული. „სიტყვაში“ იგულისხმება ან სული წმიდა, ანდა ღმრთის ბრძანება,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი, ქადაგებდა უდაბნოსა ჰურიასტანისასა და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (3,1-2).:

...ედ ამისთჳს მოვიდა ქრისტე ნათლის-ღებად მეოცდაათესა წელსა. ხოლო თუ რაჲ იყო განგებულებაჲ იგი ნათლის-ღებისაჲ, რამეთუ ესე ცხად არს, ვითარმედ არა თავით თჳსით მოვიდა იოვანე ნათლის-ცემად, არამედ ღმერთმან უბრძანა მას, ვითარცა გუასწავებს ლუკა და იტყჳს, ვითარმედ: „იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იოვანეს მიმართ, ძისა ზაქარიაჲსა, უდაბნოს“, და თავადი იოვანე იტყოდა: „მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მას ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-სცეს სულითა წმიდითა“. აწ უკუე ესე საცნაურ არს, ვითარმედ ღმრთისა მიერ მოივლინა, ხოლო ამას ვეძიებთ, თუ რაჲსათჳს მოივლინა ნათლის-ცემად. თქუა ამისიცა მიზეზი ნათლისმცემელმანვე, ვითარმედ: „მე არა ვიცოდე იგი, არამედ რაჲთა გამოეცხადოს ისრაჱლსა, ამისთჳს მოვედ მე წყლითა ნათლის-ცემად“. და უკუეთუ ესე ოდენ იყო მიზეზი, ვითარ იტყჳს ლუკა, ვითარმედ: „მოჰვლიდა ყოველსა მას გარემო სოფლებსა იორდანისასა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა“? და არა აქუნდა ნათლის-ცემასა მას მოტევებაჲ ცოდვათაჲ, არამე...

სრულად ნახვა