მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ი

წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი, ქადაგებდა უდაბნოსა ჰურიასტანისასა და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (3,1-2).

რომელნი არიან დღენი იგი, რომელ იტყჳს, თუ: „მათ დღეთა შინა“? რამეთუ არა თუ მათ დღეთა, ოდეს იესუ ყრმაღა იყო და ნაზარეთად მოვიდა ეგჳპტით, იქმნა ქადაგებაჲ იგი იოვანესი, არამედ შემდგომად ოცდაათისა წლისა, ვითარცა ლუკა წამებს. ვითარ უკუე ამან მახარებელმან, აღასრულა რაჲ თხრობაჲ იგი შობისათჳს უფლისა და თქუა ეგჳპტედ შთასლვაჲ და კუალად ჰურიასტანს მოსლვაჲ და ნაზარეთს დაშენებაჲ, მეყსეულად დაურთო: „მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელიო“? წეს არს წერილთა შინა მარადის ესევითარისა სახისა ჴმარებად, არა მათ საქმეთათჳს ხოლო, რომელნი პირველთქუმულსა მას შეუდგებოდინ, არამედ მათთჳსცა, რომელნი შემდგომად მრავლისა ჟამისა აღესრულებოდინ, იტყჳს მრავალგზის წერილი ესრესახედ, ვითარცა-ესე აწ ქმნა მახარებელმან. ამისთჳსცა, ოდეს-იგი ჯდა უფალი მთასა ზეთისხილთასა და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და ჰკითხვიდეს, თუ ოდეს იყოს დარღუევაჲ იგი იერუსალჱმისაჲ, ანუ ოდეს იყოს მეორედ მოსლვაჲ მისი, უწყით, თუ რავდენი განყოფილებაჲ იყო და რავდენი სიშორე შორის ჟამისა მის იერუსალჱმისა წარტყუენვისა და მეორედ მოსლვისა უფლისა, ხოლო უფალმან მიუთხრა რაჲ დარღუევისათჳს იერუსალჱმისა და აღასრულა სიტყუაჲ იგი და ეგულებოდა სიტყუად მეორედ მოსლვისათჳს, პირველთქუმულთა მათ ზედა დაურთო და თქუა: „მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე, გინა იქი, ნუ გრწამნ“.1 არა თუ ამას მოასწავებდა, თუ დღეთა მათ იერუსალჱმისა წარტყუენვისათა იყოს მოსლვაჲ იგი ანტესი, არამედ პირველი იგი სიტყუაჲ აღასრულა, და იწყებდა რაჲ ანტესთჳს და სახეთათჳს მეორედ მოსლვისა-თა, თქუა, ვითარმედ: „მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ“, და შემდგომი ამისი. ეგრეთვე ამას ადგილსა ქმნა მახარებელმან; „მათ დღეთა შინაო“, არა თუ პირველთქუმულისა საქმისა დღეთა, არამედ მათ დღეთა, რომელ-თა შინა იქმნა, რომელსა-იგი აწ ეგულების თქუმად.

ხოლო გამოეძიებენ ვინმე და იტყჳან, ვითარმედ: რაჲსათჳს შემდგომად ოცდაათისა წლისა მოვიდა ნათლის-ღებად იესუ? ვთქუათ უკუე ამისთჳს, ვითარცა უფალმან მომცეს სიტყუაჲ. ეგულებოდა უფალსა შემდგომად ნათლის-ღებისა დაჴსნად წესთა ძუელისა მის შჯულისათა; ამისთჳს დაადგრა ვიდრე მის ჰასაკისამდე, რომელი-იგი ყოველთა ცოდვათა შემწყნარებელ არს, და აღასრულა ყოველივე წესი წინაწარმეტყუელისაჲ მის, რაჲთა ვერ-

1 მათ. 24,23.

ვის ჴელ-ეწიფოს თქუმად, ვითარმედ ვერ ეძლო აღსრულებად წესთა მათ შჯულისათა და ამისთჳს დაჰჴსნნა იგინი. ვინაჲთგან უკუე ჟამსა სიჭაბუკისასა გუმძლავრებენ ჩუენ ვნებანი, რამეთუ პირველისა მის ჰასაკისა ჟამსა გუმძლავრობს უგუნურებაჲ და სულმოკლეობაჲ, და მერმე, აღორძნდეს რაჲ ჰასაკი, შემოვალს მძლავრებაჲ გულისთქუმათაჲ, და განვმწჳსნით რაჲ, მოგჳჴდის სურვილი საფასეთაჲ და ცუდისა დიდებისაჲ. ამისთჳს არა მოვიდა უფალი ნათლის-ღებად, ვიდრემდე ყოველნი იგი ძნელოვანნი ჰასაკნი წარვლნა და ყოველთავე შინა დაუკლებელად აღასრულა წესი შჯულისაჲ, და არა იპოა ყოლადვე ბრალი მის თანა, არცა კუალი უდებებისაჲ, და მერმეღა მოვიდა ნათლის-ღებად და ყო იგი აღსასრულ სხუათა მათ მცნებათა აღსრულებისა. და რაჲთა სცნა, ვითარმედ ესე უკუანაჲსკნელ იყო რჩულიერთა მათ მცნებათა აღსრულებისაჲ, ისმინე, რაჲ-იგი ჰრქუა წინამორბედსა: „ესრეთ შეჰგავსო ჩუენდა აღსრულებად ყოველივე სიმართლე“.1 ხოლო სიტყჳსა მის ძალი ესე არს, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ყოველივე წესი და მცნებაჲ შჯულისაჲ აღგჳსრულებიეს, არცა ერთსა მცნებასა გარდასრულ ვართ, ვინაჲთგან უკუე ესე ოდენ ნაკლულევან არს, ჯერ-არს ამისიცა შეძინებაჲ და ესრეთ აღსრულებად ყოველივე სიმართლე. ხოლო სიმარ-თლედ ამას ადგილსა აღსრულებასა მას ყოველთავე მცნებათასა უწოდა. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ ამისთჳს მოვიდა ქრისტე ნათლის-ღებად მეოცდაათესა წელსა. ხოლო თუ რაჲ იყო განგებულებაჲ იგი ნათლის-ღებისაჲ, რამეთუ ესე ცხად არს, ვითარმედ არა თავით თჳსით მოვიდა იოვანე ნათლის-ცემად, არამედ ღმერთმან უბრძანა მას, ვითარცა გუასწავებს ლუკა და იტყჳს, ვითარმედ: „იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იოვანეს მიმართ, ძისა ზაქარიაჲსა, უდაბნოს“,2 და თავადი იოვანე იტყოდა: „მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მას ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-სცეს სულითა წმიდითა“.3 აწ უკუე ესე საცნაურ არს, ვითარმედ ღმრთისა მიერ მოივლინა, ხოლო ამას ვეძიებთ, თუ რაჲსათჳს მოივლინა ნათლის-ცემად. თქუა ამისიცა მიზეზი ნათლისმცემელმანვე, ვითარმედ: „მე არა ვიცოდე იგი, არამედ რაჲთა გამოეცხადოს ისრაჱლსა, ამისთჳს მოვედ მე წყლითა ნათლის-ცემად“.4 და უკუეთუ ესე ოდენ იყო მიზეზი, ვითარ იტყჳს ლუკა, ვითარმედ: „მოჰვლიდა ყოველსა მას გარემო სოფლებსა იორდანისასა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა“?5 და არა აქუნდა ნათლის-ცემასა მას მოტევებაჲ ცოდვათაჲ, არამედ ესე ნიჭი შემდგომად მისა მოცემულისა მის ნათლის-ღებისაჲ იყო, რომლითაცა თანადავეფლენით მას, ვითარცა მოციქული იტყჳს: „და ძუელი იგი კაცი ჩუენი მაშინ ჯუარს-ეცუა მის თანა“;6 და პირველ ჯუარისა არასადა ჩანს მოტევებაჲ, რამეთუ მოტევებაჲ

1 მათ. 3,15. 2 ლუკ. 3,2. 3 იოან. 1,33. 4 იოან. 1,31. 5 ლუკ. 3,3. 6 შდრ. რომ. 6,6.

ცოდვათაჲ სისხლითა მისითა მოგუეცა, ვითარცა იტყჳს მოციქული პავლე: „არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით, არამედ განჰმართლდით არა თუ ნათლის-ღებითა იოვანესითა, არამედ სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა“.1 და სხუასა ადგილსა იტყჳს: „იოვანე ნათელ-სცემდა ნათლის-ცემასა სინანულისასა“; და არა იტყჳს, თუ: ცოდვათა მოტევებისასა. „და იტყოდაო, რაჲთა ჰრწმენეს მომავალისა მის შემდგომად მისა“;2 რამეთუ ვიდრეღა მსხუერპლი იგი არა შეწირულ იყო და სული წმიდაჲ არა გარდამოსრულ იყო, არცა ცოდვათა ჴელითწერილი განხეთქილ იყო, არცა მტერობაჲ დაჴსნილ იყო, არცა წყევაჲ იგი განქარვებულ იყო, ვითარმცა მოეცემოდა ცოდვათა მოტევებაჲ?

ხოლო ვინაჲთგან ესე ესრეთ არს, რაჲსათჳს იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვა-თა“? უმადლონი იყვნეს ჰურიანი და უგუნურნი და არაოდეს იჴსენებდეს ცოდვათა თჳსთა, არამედ სავსე იყვნეს ყოვლითა ბოროტითა და მარადის თავთა თჳსთა განიმართლებდეს. და ამან საქმემან უფროჲს ყოვლისა წარწყმიდნა იგინი და განაშორნა სარწმუნოებისაგან ქრისტესისა. და ამას მოასწავებს პავლე, ვითარცა იტყჳს მათთჳს ბრალობით, ვითარმედ: „უმეცარ იყვნეს იგინი სიმართლესა ღმრთისასა და თჳსსა მას ნებასა ეძიებდეს დამტკიცებად და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილნეს“.3 და კუალად იტყჳს: „აწ უკუე რაჲ-მე ვთქუათო? წარმართნი, რომელნი არა ეძიებდეს სიმართლესა, ეწინეს სიმართლესა, და ისრაჱლი შეუდგა შჯულსა მას სიმართლისასა და შჯულსა მას სიმართლისასა ვერ მისწუთა. რაჲსათჳს-მე? რამეთუ არა სარწმუნოებისაგან, არამედ ვითარცა საქმისაგან შჯულისა“.4 ვინაჲთგან უკუე ესე იყო მიზეზი ბოროტთა მათთაჲ, უმეცრებაჲ ცოდვა-თა თჳსთაჲ და არა სინანული, ამისთჳს მოვიდა იოვანე, რაჲთა მოიყვანნეს იგინი მეცნიერებად ცოდვათა თჳსთა, და სახეცა მისი ამას მოასწავებდა, რამეთუ სინანულისა და აღსაარებისა მომასწავებელი იყო; და ქადაგებაჲ მისი ამას გამოაჩინებდა, რამეთუ ესრეთ იტყოდა, ვითარმედ: „ყავთ ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ“.5

ვინაჲთგან უკუე არამეცნიერებაჲ ცოდვათა თჳსთაჲ განაშორებდა მათ ქრისტესგან, სიტყჳსა მისებრ მოციქულისა, ხოლო მეცნიერებაჲ ბრალთა თჳსთაჲ სურვილად მოიყვანებდა მჴსნელისა და შევრდომად მისა და მიღებად მოტევებისა, ამისთჳს მოვიდა იოვანე, რაჲთა გულისჴმა-უყვნეს ცოდვანი მათნი და აწუევდეს სინანულად, რაჲთა არა იტანჯნენ, არამედ შეიმუსრნენ სინანულითა და დამდაბლდენ და აბრალონ თავთა თჳსთა და მირბიოდინ მოღებად მოტევებისა ცოდვათაჲსა. და იხილე, ვითარ ჯეროვნად აღწერა მახარებელმან მან, ვითარმედ: „ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა“, და მერმე დაურთო: „მისატევებელად ცოდვათა“;6 ვითარმცა

1 შდრ. 1 კორ. 6,11. 2 საქმე 19,4. 3 რომ. 10,3. 4 რომ. 9,30-32. 5 ლუკ. 3,8. 6 ლუკ. 3,3.

იტყოდა, ვითარმედ: ამისთჳს დაარწმუნებდა აღსაარებად და სინანულად ცოდვათა, არა თუ რაჲთამცა შეწამებითა მით აღსარებისაჲთა იტანჯნეს, არამედ რაჲთა უადვილესად მომავალი იგი ქრისტეს მიერ მოტევებაჲ ცოდვათაჲ შეიწყნარნეს. უკუეთუმცა არა აბრალეს თავთა თჳსთა და მოვიდეს სინანულად, არცამცა მადლი იგი მოტევებისაჲ ითხოეს, და უკუეთუმცა არა ითხოეს, არცამცა მიიღეს.

აწ უკუე ესე ნათლის-ცემაჲ წინამორბედი იყო მომავალისაჲ მის. ამის-თჳსცა იტყოდა: „რაჲთა ჰრწმენესო მომავალისა მის შემდგომად მისა“,1 რამეთუ პირველთქუმულისა მის თანა ესე არს მეორე მიზეზი მოსლვისა მისისაჲ იორდანედ, ვინაჲთგან მოვლინებული იყო იგი წინამორბედად და მოწამედ ქრისტესა. ვითარმცა აღსრულებულ იყო წამებაჲ მისი თჳნიერ ამის ჯერისა, რამეთუ ესრეთ უჯერო იყო, რაჲთამცა კარითი კარად ვიდოდა ქრისტეს თანა და ეტყოდამცა ყოველთა, ვითარმედ: „ესე არს ქრისტე, ამისი გრწმენინ“. ამისთჳს რომელი ჯეროვან იყო და სამართალ, იგიცა იქმნა: მოვიდა ნათლის-ცემად და ქადაგებად სინანულისა. ესმა ერსა ყოველსა, ვითარმედ მოვიდა ძე ზაქარიაჲსი უდაბნოჲთ და ნათელ-სცემს იორდანეს, და ყოველნი შეკრბებოდის მისა, და ყოველთა ეტყოდა, ვითარმედ: „შემდგომად ჩემსა მოვალს უძლიერესი. მისა გრწმენინ!“2 მერმე განისმა რაჲ ყოველსა მას სოფელსა და იქმნა კრებაჲ დიდი, მოვიდა იესუცა და ნათელიღო. და მოიწია ზეცით ჴმაჲ მამისაჲ და სული წმიდაჲ სახედ ტრედისა, და აღესრულა ჭეშმარიტებაჲ წამებისა მის იოვანესი.

ამისთჳს მოვიდა ნათლის-ცემად, რამეთუ სახელი იგი ნათლისმცემელისაჲ მის და სახე იგი ნათლის-ღებისაჲ ყოველსა მას იერუსალჱმსა და გარემო ჰურიასტანსა განიყვანებდა იორდანედ, და კრებაჲ დიდი შეკრბა მდინარესა მას. ხოლო შემოკრბეს რაჲ, იწყო ბრალობად ცოდვათა მათ-თათჳს, რაჲთა დაამდაბლოს ზუაობაჲ მათი და გულისჴმა-უყოს, ვითარმედ ბოროტისა სატანჯველისა თანამდებ არიან, უკუეთუ არა შეინანონ, და რაჲთა დაუტეონ სიქადული იგი აბრაჰამის შვილებისაჲ და შეუვრდენ მომავალსა მას შემდგომად მისა; რამეთუ მუნ ჟამამდე არა განცხადებულ იყო გამოჩინებაჲ ქრისტესი, არამედ საგონებელ იყო უმრავლესთა მიერ, ვითარმედ მოიკლა მოწყუედასა მას შინა ყრმათა ბეთლემისათა; რამეთუ დაღაცათუ იქმნა რაჲ ათორმეტის წლის, გამოაცხადა კნინოდენ თავი თჳსი ტაძარსა მას შინა, ვითარცა ლუკა იტყჳს, არამედ მეყსეულად დადუმნა და იქცეოდა კაცთა შორის, ვითარცა იგივე მახარებელი წამებს, ვითარმედ: „მოვიდა ნაზარეთად და იყო დამორჩილებულ მათა“.3

ამისთჳს უკუე ჯერ-იყო, რაჲთა განცხადებისა მისისა დასაბამი ბრწყინვალე და დიდებულ იქმნას, რომლისათჳსცა მოივლინა იოვანე წინამორბედად და ქადაგად. და იწყო ქადაგებად, რაჲ-იგი არღა ასმიოდა ჰურიათა:

1 შდრ. საქმე 19,4. 2 შდრ. იოან. 1,30. 3 ლუკ. 2,51.

სასუფეველისათჳს ცათაჲსა და სატანჯველთათჳს ჯოჯოხეთისათა, რომელ-ესე არავის წინაწარმეტყუელთაგანსა ეთქუა ესრეთ განცხადებულად, რამეთუ დაწყებასა მებრ ქადაგებისა მისისასა ესე ღაღატ-ყო ბრწყინვალი-თა ჴმითა: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“.1 ხოლო სასუფეველად ცათად მოსლვასა მას უფლისასა სახელ-სდებდა, პირველსაცა და უკუანაჲსკნელსა; და ამისთჳს ესრეთ იტყოდა, რაჲთა ოდეს-იგი ვერ გულისჴმა-ჰყოფდენ ძალსა მას თქუმულთასა, ჰკითხონ, თუ რომელი არს სასუფეველი იგი ცათაჲ, რომლისა მოახლებასა გუაუწყებ, და უჩუენოს მათ ქრისტე და ჰრქუას: ესე არს, რომელსა ვქადაგებ, ესე არს სასუფეველი ცათაჲ, ესე არს მეუფე ყოველთაჲ. ამისთჳსცა უცხომან მან და ჴმამაღალმან ქადაგებამან ესრეთ განაღჳძნა იგინი უდებებისაგან, ვიდრეღა მეზუერენიცა და მჴედრობად განწესებულნი შეკრბებოდეს მისა და ჰკითხვიდეს, თუ რაჲ ჯერ-არს ყოფად, რამეთუ ყოველივე, რაჲ-იგი ესმოდა და რასა-იგი ხედვიდეს, განაფრთხობდა გულთა მათთა უდებებისა მისგან და მცონარებისა და მერმეთა მათ საიდუმლოთა გულისჴმა-უყოფდა.

და ნანდჳლვე განსაკჳრვებელ იყო ხილვაჲ კაცისა სახელოანისაჲ, ოცდაათ წელ უდაბნოთა დამკჳდრებულისაჲ, რომელი-იგი ძჱ იყო მღდელთმოძ-ღურისა დიდისაჲ; და სიყრმითგანვე დაემკჳდრა უდაბნოთა და არარაჲ კაცობრივი იჴმია, ყოვლადვე პატიოსან იყო სახელითაცა და საქმითა, ხილვი-თაცა და წესითა. ესე მეყსეულად მოვიდა უდაბნოჲთ; თანააქუნდა ესაიაცა წინაწარმეტყუელი სულითა, რომელი-იგი უღაღადებდა ერსა, ვითარმედ: ესე არს, რომლისათჳს წინაჲსწარვე ვიტყოდე და ვთქუ: „ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ-ყვენით ალაგნი მისნი“.2

რამეთუ ესოდენ მოსწრაფე იყვნეს წინაწარმეტყუელნი ქადაგებად მოსლვასა უფლისასა, რომელ არა თუ მეუფისათჳს ოდენ წინაწარმეტყუელებდეს, არამედ ქადაგსაცა და წინამორბედსა მისსა მოასწავებდეს და ადგილთა მათ ქადაგებისა მისისათა და სახეთა მოძღურებისათა იტყოდეს. და აწ იხილე, ვითარ ერთ არს ძალი სიტყუათა მათ ესაია წინაწარმეტყუელისაჲ და იოვანე ნათლისმცემელისათაჲ; ესაია იტყჳს, ვითარმედ: „ესრეთ ღაღად-ყოს ჴმამან მან ღაღადებისამან: განმზადენით გზანი უფლისანი, წრფელ-ყვენით ალაგნი მისნი“. ხოლო იოვანე იტყოდა: „ყავთ ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ“.3 და ორთავე ამათ სიტყუათა ძალი ერთ არს, რამეთუ ესე არს განმზადებაჲ გზათა უფლისათა, ქმნაჲ ნაყოფთა მათ სინანულისა-თა; და ამისთჳს მოვიდა, ვითარცა ზემო ვთქუ, და ვითარცა წინაწარმეტყუელი იტყჳს, და ვითარცა იგი თავადი ღაღადებს, რაჲთა წინარბიოდის და განმზადებდეს სულთა მათ, რომელთა ეგულებოდა შეწყნარებად უფალი, არა თუმცა ნიჭი იგი ცოდვათა მოტევებისაჲ მიანიჭა, ვითარცა ღმრთის-

1 მათ. 3,2. 2 ესაია 40,3. 3 მათ. 3,8.

მეტყუელიცა იოვანე იტყჳს: „რაჲთა წამოსო ნათლისა მისთჳს, და რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს მისგან“.1 და კუალად ლუკა მახარებელი შემდგომსაცა ამას ესაიას წინაწარმეტყუელებისასა წარმოიტყჳს: „ყოველი ჴევნები აღმოივსოსო, და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდენ; და იყოს გულარძნილი იგი მართლად, და ფიცხელი გზად წრფელად. და იხილოს ყოველმან ჴორციელმან მაცხოარებაჲ ღმრთისაჲ“.2

იხილეა, ვითარ წინაჲთვე ყოველივე თქუა წინაწარმეტყუელმან: შემოკრებაჲ იგი ერისაჲ და უმჯობესისა მიმართ შეცვალებაჲ საქმეთაჲ და წარმართებაჲ იგი საღმრთოჲსა მის ქადაგებისაჲ და მიზეზი ესევითართა ამათ განგებულებათაჲ? დაღაცათუ იგავისსახედ წარმოიტყჳს, რამეთუ წინაწარმეტყუელებაჲ იყო, და ესრეთ არს წესი წინაწარმეტყუელებისაჲ, რაჲთა არა განცხადებულ იყოს სიტყუაჲ და ყოველთა მიერ საცნაურ, არამედ რომელთა ასხენ ყურნი სმენად საღმრთოთა სიტყუათა, მათ მიერ საცნაურ იყოს. რამეთუ სიტყჳთა მით, ვითარმედ: „ყოველი ჴევნები აღმოივსოს, და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდენ; და იყოს გულარძნილი იგი მართლად, და ფიცხელი გზად წრფელად“, ამას მოასწავებს, ვითარმედ: დამდაბლებულნი იგი და შემუსრვილნი ამაღლდენ, და მაღალნი და ამპარტავანნი დამდაბლდენ. და ეგრეცა იქმნა, რამეთუ მოსლვითა უფლისაჲთა ბუნებაჲ კაცთაჲ, დამდაბლებული და შემუსრვილი, შთაჴდილი ჴევთა მათ და უღაღთა ჯოჯოხეთისათა, ამაღლდა უფროჲს ყოველთა სიმაღლეთასა, და სიმაღლე იგი ეშმაკისაჲ და ზუავი იგი ანპარტავანებაჲ მისი დაეცა და შეიმუსრა და საკიცხელ მორწმუნეთა იქმნა და დასათრგუნველ მონათა ქრისტესთა. ეგრეთვე კაცთა შორისცა, რომელნი მდაბალ იყვნეს და შემუსრვილ, ამაღლდეს: იხილენ წმიდანი მოციქულნი და ყოველნი, რომელნი შეუდგეს კუალსა მათსა; და ანპარტავანნი დაეცნეს: იხილენ მღდელთმოძ-ღუარნი იგი ჰურიათანი და სხუანი მსგავსნი მათნი. ამას გამოაჩინებს წმიდაჲ ღმრთისმშობელიცა გალობასა მას შინა თჳსსა და იტყჳს: „გარდამოს-თხინა ძლიერნი საყდართაგან, აღამაღლნა მდაბალნი; მშიერნი აღავსნა კე-თილითა და მდიდარნი განაბნინა ცუდნი“.3 ეგრეთვე გულარძნილიცა იქმნა მართლად, და ფიცხელი - გზად წრფელად. ესე იგი არს, ვითარმედ სიბნელე იგი და სიფიცხე ძუელისა მის შჯულისაჲ სიადვილედ და სიწრფოებად სარწმუნოებისა შეიცვალოს, რამეთუ არღარა იყოს ჭირი იგი და შრომაჲ, არამედ მადლი და შენდობაჲ ცოდვათაჲ, რომლისა მიერ ადვილ იყოს და წრფელ და უცთომელ გზაჲ იგი ცხორებისაჲ.

ხოლო რაჟამს ესე ყოველი მოასწავა წინაწარმეტყუელმან, მერმე მიზეზიცა გუაუწყა ამის ესევითარისაჲ: „იხილოსო ყოველმან ჴორციელმან მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ“.4 არა თუ ჰურიათა ოდენ და მწირთა, არამედ ყოველმან ქუეყანამან და ზღუამან და ყოველმან ბუნებამან კაცთამან იხი-

1 იოან. 1,7. 2 ლუკ. 3,5-6; ესაია 40,4-5. 3 ლუკ. 1,52-53. 4 ესაია 40,5.

ლოს მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ, რომელი მოვიდა ჴსნად ჩუენდა ტყუეობისაგან და მონებისა მის ეშმაკისა. ესრეთ იქმნა ფიცხელი იგი გზად წრფელად, ხოლო გულარძნილიცა იქმნის მართალ. რაჲ იყო გულარძნილი იგი? ცხორებაჲ კაცთაჲ, სავსე მრავლითა ბოროტითა და სრულიად განჴრწნილი ცოდვათაგან, რამეთუ რომელნიმე მეზუერე იყვნეს და რომელნიმე მეძავ, სხუანი ავაზაკ და სხუანი მოგუნი, აღსავსენი ცოდვითა. ესე ყოველნი გულარძნილთა მათ და ჯოჯოხეთს მიმყვანებელთა ალაგთა ვიდოდეს პირველ და მოსლვითა ქრისტესითა პოეს გზაჲ იგი მართალი, ვითარცა ეტყჳს უფალი ჰურიათა, ვითარმედ: „მეზუერენი და ცოდვილნი წინაგიძღოდიან თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა“,1 რამეთუ ჰრწმენა. ხოლო ამათვე სიტყუათა ძალი სხუასაცა ადგილსა გუაუწყა წინაწარმეტყუელმან და თქუა: „მაშინ ძოვდეს მგელი კრავთა თანა, და განისუენებდეს ვეფხი თიკანთა თანა“;2 რამეთუ ვითარცა აქა ჴევნები თქუა და მთანი და ბორცუნი, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ უწესოჲ იგი წესი განქარდეს, და ყოველნივე კაცნი, რომელთაცა ინებონ, ერთად ღმრთისმსახურებისა წესად შემოკრბენ, ეგრეთვე მუნ სახესა მას პირუტყუთასა მიამსგავსნა თითოფერნი იგი წესნი და ჩუეულებანი კაცთანი და კუალად ერთად ღმრთისმსახურებისა ზიარებად შემოკრებაჲ მათი მოასწავა. და ვითარცა-ესე აქა თქუა მიზეზი კე-თილთაჲ მათ, ვითარმედ: „იხილოს ყოველმან ჴორციელმან მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ“, ეგრეთვე მუნ იტყჳს, ვითარმედ: „იყოსო, რომელი-იგი აღდგომად არს, მთავრად წარმართთა, და მას წარმართნი ესვიდენ“.3 რამე-თუ ყოველსა ქუეყანასა განეფინა ძალი იგი სახარებისაჲ და მჴეცებრივთა მათ წესთაგან და ბოროტისა მის გულფიცხელობისაგან მოაქცია ნათესავი კაცთაჲ და ასწავა მათ სიმშჳდე, სიმდაბლე, ღმრთისმსახურებაჲ და სხუაჲ ყოველივე კეთილი.

ჭეშმარიტად უკუე იხილა ყოველმან ჴორციელმან მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ, და აღივსო ყოველი სოფელი მეცნიერებითა მისითა, რამეთუ მოვიდა სასოებაჲ იგი წარმართთაჲ, მოვიდა და მაცხოვნნა ჩუენ, რომლისა წინამორბედად მოივლინა დიდი იოვანე სახითა მით და წესითა საკჳრველი-თა, ვითარცა ესერა აღმოიკითხეთ, რამეთუ იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო თავადსა იოვანეს ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა, და სარტყელი ტყავისა წელთა მისთა“ (3,4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ რომელიმე წინაწარმეტყუელთა თქუეს და რომელიმე მახარებელთა დაუტევეს თქუმად. ამისთჳსცა მათე წინაწარმეტყუელისაცა თქუმული აღწერა და თჳსიცა შეჰმატნა, რამეთუ არა უჴმარ იყო სახისაცა და წესისა მართლისა მის თქუმად, რაჲთა ვცნათ მოთმინებაჲ იგი მოღუაწებისა მისისაჲ და ცხორებაჲ ანგელოზებრივი, რომელი

1 მათ. 21,31. 2 ესაია 11,6. 3 შდრ. ესაია 11,10.

მოიგო მან ჴორცთა შინა. ამისთჳსცა ჰურიანი მოიზიდნა შემოკრებად და სმენად სიტყუათა მისთა, რამეთუ ხედვიდეს მის თანა წესსა მას ელიაჲსსა და ჴსენებაჲ საქმეთა მის ნეტარისათაჲ განცხადებულად იხილვებოდა ამას თანა; და უფროჲსღა უმეტესად განსაკჳრვებელ იყო ესე, რამეთუ ელია ქალაქთაცა შევიდოდა და სახლად ვიეთთამე მივიდოდა, ხოლო ესე ყოვლი-თურთ უდაბნოთა დაემკჳდრა სიჩჩოჲთგან. და ნანდჳლვე ესრეთ ჯერ-იყო, რაჲთა წინამორბედი დამჴსნელისაჲ მის ყოველთა მათ ძუელთა საქმეთაჲსა, სასჯელისა მის და განჩინებისა, რომელ დაედვა კაცთა ზედა, ესე იგი არს: შრომისა მის და წყევისაჲ, მწუხარებისა მის და რუდუნებისა, ურვისა მის და ოფლით პურის-ჭამისაჲ, უზეშთაეს იყოს სასჯელისა მის, განთავისუფლებულ მისგან, და აქუნდეს მას სახე მოცემადისა მის ქრისტეს მიერ ნიჭისაჲ. ამისთჳს არა ინება მან ჴნვაჲ ქუეყანისაჲ, არცა განფენაჲ ურნატ-თაჲ, არცა ოფლითა პირისა მისისაჲთა ჭამაჲ პურისაჲ, არამედ იყო ტაბლაჲ მისი უშრომელად დაგებულ ნაყოფითა მით უდაბნოჲსაჲთა, და სამოსელი უადვილესი ტაბლისა მის, და სამკჳდრებელი უუზრუნველესი სამოსლისა, რამეთუ არა იჴმია მან სართული, არცა ცხედარი, არცა ტაბლაჲ, არცა სხუაჲ ესევითარი რაჲმე, არამედ ანგელოზებრივი ცხორებაჲ სოფელსა ამას შინა მოიგო. ამისთჳს სამოსელიცა მისი თმისაჲ იყო, რაჲთა ასწაოს კაცთა სივლტოლაჲ შუებისა და ფუფუნებისაგან და ძიებად პირველისა მის აზნაურებისა, რომელი-იგი აქუნდა ადამს, ვიდრეღა არა ჴმარებულ იყო მისა სამოსელთა საბურველი. ესრეთ უკუე აქუნდა სახესა მას ნათლისმცემელისასა წესი სინანულისა და აზნაურებისა მის და უფლებისა ვნებათაჲსა.

ხოლო ეძიებენ ვიეთნიმე, ვითარმედ: ვინაჲ იყო მისა სამოსელი იგი თმისაჲ და სარტყელი უდაბნოთა გარე? და არაჲ არს საკჳრველ ესე, არცა საძიებელ, არამედ იგი არს უმეტესად საკჳრველ, ვითარ იქცეოდა უდაბნოთა შინა ყინულთა მათ ზამთრისათა და სიცხეთა ზაფხულისათა; და უფროჲსად, ვიდრე იგი ყრმაღა და ჩჩჳლ იყო გუამითა, ვითარ დაუთმო ბუნებამან სიჩჩოებისამან სიფიცხესა მას ჰაერთასა და უცხოებასა მას და ნაკლულევანებასა საზრდელისასა და ყოველსა მას ჭირსა და შრომასა უდაბნოჲსასა; რომელმან ყოველივე კაცობრივი განსუენებაჲ უარ-ყო და მოქალაქობაჲ ზეცისაჲ ჴორცთა შინა მოიგო უდაბნოთა მათ შინა, ვინაჲცა ვითარცა ანგელოზი ზეცით მოვიდა სოფლად მოღუაწე იგი ღმრთისმსახურებისაჲ, გჳრგჳნოსანი მადლითა, სიბრძნესა მას ზეცისასა სწავლული, და ესე ყოველი უძლო წარმართებად, ოდეს არღა დაჴსნილ იყო ცოდვაჲ, არღა დაცხრომილ იყო წესი შჯულისაჲ, ოდეს არღა შეკრულ იყო სიკუდილი, არღა შემუსრვილ იყვნეს ბჭენი რვალისანი და მოქლონნი რკინისანი, არამედ ვიდრეღა ძუელი იგი მოქალაქობაჲ უფლებდა. რამეთუ სულნი იგი ახოანნი ესრეთ არიან უზეშთაეს წესთა მათ ბუნებისათა. ესე ყოველი არს საკჳრველ ნეტარისა მის; ხოლო თუ ვინაჲ იყო სამოსელი იგი თმისაჲ, რაჲ საკჳრველი არს? რამეთუ ყოველთავე მეუდაბნოეთა ეპოების ვინაჲვე მცირედი იგი ჴორცთა საბურველი, რავდენ უფროჲსად მასმცა ეპოა, გინა თუ ჴელითა ანგელოზისაჲთა, გინა თუ ღმრთისმსახურთა ვიეთმე კაცთაჲ-თა.

და ამასაცა იტყჳან მეძიებელნი იგი ესევითარისანი, ვითარმედ: რად იჴმარა სარტყელი იგი ტყავისაჲ? წესი იყო ესე ძუელთა მათ მოღუაწეთაჲ სახედ მოკუდინებისა ჴორცთაჲსა და სახედ სიმჴნისა და მუშაკობისა და სახედ დაჴსნილობათა და შუებათა განშორებისა. ამისთჳსცა მოციქულნი მარადის შერტყმულ იყვნეს წესიერად, ვითარცა წერილ არს პავლესთჳს: „კაცისაჲ, რომლისაჲ არს სარტყელი ესე“;1 ეგრეთვე ელია მორტყმულ და აღკუართულ იყო და ყოველნი წმიდანი, მომასწავებელად, ვითარმედ მარადის საქმე უპყრიეს და არაოდეს უქმად დგანან, და ამისთჳსცა, რაჲთა იყვნეს ყოვლისა ჴორციელისა შემკულებისა დამთრგუნველ და მოღუაწებისა მოყუარე, რომელ-ესე საქმე არს სათნოებისაჲ. ამისთჳსცა აქებს უფალი წესსა ამას იოვანეს მოღუაწებისასა და იტყჳს: „რასა გამოხუედით ხილვად? კაცისა, ჩჩჳლითა სამოსლითა მოსილისა? აჰა ესერა რომელნი ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილ არიან, სახლთა შინა სამეუფოთა არიან“.2

ესრეთ მარადის საკჳრველ და საქებელ იყო მოქალაქობაჲ სანატრელისაჲ მის. ხოლო უკუეთუ წმიდაჲ იგი და ცისა უბრწყინვალესი და უზეშ-თაესი ყოველთა წინაწარმეტყუელთაჲ და უფროჲსი ნაშობთა დედათაჲსა ესრეთ აჭირვებდა ჴორცთა თჳსთა და ყოვლისაგანვე შუებისა და განსუენებისა განეშორა და მარხვითა და მოღუაწებითა აღასრულა ცხორებაჲ ესე, რაჲ-მე ვყოთ ჩუენ, რომელთა მცნებანი ქრისტესნი გუასმიან და ესოდენი ტჳრთი ცოდვათაჲ გჳტჳრთავს და არცა თუ კნინოდენსა ნაწილსა მოღუაწებისა მისისასა თავს-ვიდებთ, არამედ მთრვალობითა და ნაყროვნები-თა, სამოსლითა ჩჩჳლითა და ცხებითა ნელსაცხებელთა სურნელთაჲთა და სხჳთა ყოვლითავე შუებითა წარვაგებთ დღეთა ცხორებისა ჩუენისათა და ვჰყოფთ თავთა ჩუენთა ადვილად საძლეველ ეშმაკისა მიერ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ განვიდოდა მისა იერუსალჱმი და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები იორდანისაჲ. და ნათელს-იღებდეს იორდანესა ზედა მისგან და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა“ (3,5-6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა, რავდენ უძლო მოსლვამან მან წინაწარმეტყუელისამან? ვითარ ერი იგი განაღჳძა ძილისა მისგან მცონარებისა, ვითარ მოიყვანნა იგინი ჴსენებასა ცოდვათა თჳსთასა? რამეთუ საკჳრველებისა ღირს იყო საქმე მისი, რომელსა იქმოდა ჴორცითა ამით მოკუდავითა და კადნიერებითა კეთილითა: მხილებაჲ ერისაჲ მის და მადლი იგი საღმრთოჲ, რომელი იყო პირსა ზედა მისსა. განაკჳრვებდა კუალად ერსა გამოჩინებაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ, რომელი არა ეხილვა მრავლით ჟამითგან, რამე-

1 საქმე 21,11. 2 მათ. 11,8.

თუ მოკლებულ იყო მათგან მადლი ესე და აწ ოდენ გამოჩინებულ, და სახეცა ქადაგებისა მისისაჲ უცხოჲ იყო და შეცვალებული, რამეთუ არა ესმოდა მისგან, რასა-იგი ჩუეულ იყვნეს სმენად სხუათაგან წინაწარმეტყუელთა: ჰომთა და ბრძოლათა და ძლევათა ერისათა, სიყმილთა და სიკუდილთა, წარტყუენვასა ქალაქისასა, ბაბილოვნელთათჳს და სპარსთა და სხუაჲ იგი, რომელი საწინაწარმეტყუელოთა შინა წერილ არს. არამედ ესმოდა ამის ნეტარისაგან საქმეთათჳს ზეცისათა და სასუფეველისათჳს და სატანჯველისა მისთჳს გეჰენიისა, და ყოველნი შეკრბებოდეს მისა.

არა მცონარე იქმნა ერი დიდძალი შეკრებად, არცა შეშინდეს მოწყუედისა მისგან, რომელი შეემთხჳა პირველ მცირედისა ჟამისა უდაბნოს განდგომილთა მათ იუდას თანა და თევდას, რამეთუ არა ესევითარისათჳს იყო კრებაჲ იგი, ვითარ მათ ყვეს ავაზაკებისათჳს და განდგომილებისა, არამედ ასწავლიდა აქა უმეტესი იგი წინაწარმეტყუელთაჲ სინანულსა და უჩუენებდა გზასა სასუფეველისასა; ასწავლიდა შეურაცხებასა სოფლისასა და საქმეთა მისთა და ძიებად ზეცისა კეთილთასა; ასწავლიდა, რაჲთა ჰრწმენეს მომავალისა მის შემდგომად მისა. აუარებდეს იგინიცა ცოდვათა თჳსთა, და ესრეთ ნათელ-სცემდა და წარავლენდა სახედ თჳსად კაცად-კაცადსა, რამეთუ კრებული დიდი შეკრბებოდა ხილვად მოქალაქობასა მას ანგელოზებრსა და სმენად სიტყუათა მათ საღმრთოთა.

სწავლაჲ ი სინანულისათჳს ცოდვათაჲსა და ლოცვისათჳს

ხოლო ჩუენცა, საყუარელნო, მივხედნეთ მოქალაქობასა მისსა და ვისმინოთ მოძღურებაჲ მისი და ვიჯმნათ შუებათაგან და მთრვალობათა და მოვიგოთ ცხორებაჲ მოღუაწებისა, რამეთუ ჟამი არს აღსარებისა და სინანულისაჲ, რაჲთა განვიბანნეთ ბილწებანი იგი ცოდვათა ჩუენთანი და გონებითა დაუსჯელითა მოუჴდეთ წმიდასა მას ტრაპეზსა და ღირს ვიქმნათ დაუსჯელად მოღებად საუნჯეთა მათ ზეცისათა. ვიჯმნათ უკუე დაჴსნილისა ამის და საშუებელთა მეძიებელისა ცხორებისაგან, რამეთუ არა შესაძლებელ არს შუებითა და განცხრომითა აღსაარებაჲ და სინანული, და ესე ისწავეთ დიდისა წინამორბედისა იოვანესგან. იხილეთ სამოსელი მისი და საზრდელი და საყოფელი. არამედ მრქუათ მე, ვითარმედ: რაჲ არს სიტყუაჲ ეგე შენი? ნათლისმცემელისა ბაძვად გუასწავლია? და მსგავსად მისა უდაბნოდ განსლვასა გჳბრძანება? ჰე, გასწავლი და გაწუევ, რამეთუ იგიცა კაცი იყო ჴორციელი, განშორებული ცოდვათაგან. ხოლო უკუეთუ განშორებული იგი ცოდვათაგან ესრეთ ჰქენჯნიდა ჴორცთა თჳსთა, არა უმეტესად ჩუენ თანაგუაცა, შებღალულთა ამათ მრავლითა ცოდვითა, ჭირვებაჲ ჴორცთა ამათ მაჭირვებელთა ჩუენთა, რომელნი ურიცხუთა ბრალთა სიღრმესა შთავსთხიენით და ვნებათა სამკჳდრებელ ვყავთ?

ხოლო უკუეთუ ესე ვერ ძალ-გჳც - განსლვად უდაბნოს და მსგავსებად მოქალაქობასა მისსა, ვაჩუენოთ სახლთაცა შინა ჩუენთა სინანული, რამეთუ მოახლებულ არს ჟამი სასჯელისა მის საშინელისაჲ. დაღაცათუმცა შორს იყო, არავე ჯერ-არს უდებებაჲ, რამეთუ კაცად-კაცადისა აღსასრული კართა ზედა არს. და რომელი-იგი წარვიდეს ამიერ სოფლით, მის ზედა მოწევნულ არს ჟამი სასჯელისაჲ. ხოლო რაჲთა სცნათ, ვითარმედ არა შორს არს დიდისა მისცა სასჯელისა ჟამი, ისმინე, რასა პავლე ღაღადებს: „ღამე იგი განგუეშორა, და ნათელი შემოგუეახლა“;1 და კუალად იტყჳს: „მცირედღა, წუთერთ, მომავალი იგი მოვიდეს და არა ყოვნოს“.2 რამეთუ სასწაულნიცა აღსრულებულ არიან მოახლებისა მის დღისანი, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა, და მაშინ მოიწიოს აღსასრული“.3 გულისჴმა-ყავთ კეთილად თქუმული ესე. არა თქუა, თუ: ოდეს ჰრწმენეს ყოველთა კაცთა, არამედ: ოდეს იქადაგოსო ყოველთა მიმართ; და ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „საწამებელად წარმართთა“, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ არა თუ მოელის, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს და ესრეთ მოვიდეს; რამეთუ სიტყუაჲ იგი, თუ: „საწამებელად წარმართთა“, ამას მოასწავებს, ვითარმედ შემასმენელად, სამხილებელად და დასასჯელად მა-თა, რომელთაცა არა ჰრწმენა.

ხოლო ჩუენ ესე ყოველი გუესმის, გუძინავს და სიზმართა ვხედავთ, ვითარცა შუაღამეს შეპყრობილნი მთრვალობითა, რამეთუ ჭეშმარიტად არარაჲთა განყოფილ არიან სიზმართაგან საქმენი ამის საწუთროჲსანი, გინა თუ სიხარულისა მომატყუებელ იყვნენ, გინა თუ მწუხარებისა. ამისთჳს გევედრები, ძმანო ჩემნო, განვიღჳძოთ ძილისა მისგან მცონარებისა და მივხედნეთ მზესა მას სიმართლისასა, რამეთუ არავის მძინარესა ჴელ-ეწიფების ხილვაჲ მზისაჲ, არცა განმხიარულებად თუალთა თჳსთაჲ შუენიერებითა მით ბრწყინვალებისა მისისაჲთა, არამედ სიზმართა ხედავნ და უცნებათა. ხოლო ჩუენ განვიღჳძოთ და გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ ფრიადი ლმობიერებაჲ საჴმარ არს ჩუენდა, აღსარებაჲ ცოდვათაჲ და ნაკადულნი ცრემლთა მჴურვალეთანი, რამეთუ ცოდვათა დიდთა და მრავალთა თანამდებ ვართ და რამეთუ ულმობელად და უნანელად წარგჳჴდიან დღენი ჩუენნი. და ვიცი, მრავალნი თქუენგანნი მეწამნენ, ვითარმედ ჭეშმარიტსა ვიტყჳ და არა ვტყუი.

ვიცნნეთ, ძმანო, თავნი ჩუენნი, განვიცადნეთ წყლულებანი ჩუენნი, რაჲთა წამლისაცა დადებად ვისწრაფოთ, რამეთუ რომელი წყლულება-თა თჳსთა უმეცარ იყოს, ვითარ ისწრაფოს დადებად წამლისა? მრავალთა

1 რომ. 13,12. 2 ებრ. 10,37. 3 მათ. 24,14.

ცოდვათა მიერ შებღალულ ვართ, არამედ არა გამოჴუებულ ვართ სინანულისაგან, უკუეთუ გუენებოს, რამეთუ ჯერეთ სავაჭროჲ დგას და ქადაგებაჲ სინანულისაჲ იქადაგების. უკუეთუ დაბერებულ ხარ და მიახლებულ ბჭეთა სიკუდილისათა, ნუ ჰგონებ, თუ განვრდომილ ხარ სინანულისაგან, ნუცა წარიკუეთ სასოებასა შენისა ცხორებისასა, არამედ გულისჴმა-ყავ ავაზაკი იგი, რომელი ჯუარსა ზედა წამსა შინა ერთსა განთავისუფლდა ცოდვათაგან, რამეთუ რაჲმცა იყო უმოკლეს ჟამისა მის, ოდეს-იგი ეკიდა ჯუარსა ზედა? არამედ კმა-ეყო მას მცირე იგი ჟამი სინანულად და განთავისუფლებად ცოდვათაგან. უკუეთუ ჭაბუკ ხარ, ნუ მიენდვები სიჭაბუკესა შენსა და იტყჳ, ვითარმედ შორს არს ჟამი იგი სიკუდილისაჲ, რამეთუ „დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი, მოვიდისო ღამით“.1 ამისთჳს უცნაურყო ჟამი აღსასრულისა ჩუენისაჲ უფალმან, რაჲთა საცნაურ და ჭეშმარიტ ვყოთ მოსწრაფებაჲ ჩუენი და მოქცევაჲ ცოდვათაგან. არა ჰხედავა, ვითარ ჩჩჳლნი წარიტაცებიან სიკუდილისაგან, ჭაბუკნი ურიდად მოსწყდებიან?! ამისთჳს წერილ არს: „ნუ ჰყოვნი მოქცევად უფლისა, ნუცა სდროებ დღი-თი-დღე, ნუუკუე ვიდრე-იგი ჰყოვნიდე, წარიტაცო ჴელითა მით წარმყვანებელთაჲთა“.2

ესრეთ ბერთაცა და ჭაბუკთა, კაცად-კაცადმან ისწავენ მოძღურებაჲ იგი, რაჲთა არცა ვინ უზრუნველ იყოს, არცა სასოწარკუეთილ, რამეთუ და-ღაცათუ მრავალ არიან ცოდვანი ჩუენნი, არამედ უკუეთუ შევინანოთ, არა მოტევებაჲ ხოლო ვპოოთ, არამედ ცხორებაჲცა საუკუნოჲ დავიმკჳდროთ და გჳრგჳნი სასუფეველისაჲ მოგუეცეს. რამეთუ ნუ ამას ოდენ ვხედავთ, ვითარმედ ცოდვითა შებღალულ ვართ, არამედ ესეცა ვიხილოთ, ვითარმედ მეუფე ჩუენი კაცთმოყუარე არს. უკუეთუ შევინანოთ, ყოველივე აღ-ჴოცოს ცოდვაჲ ჩუენი. ხოლო სინანულსა ვიტყჳ მოქცევასა ბოროტისაგან და ქმნად კეთილისასა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ყავთ ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ“.3 რაჲ არს ესე, ვითარმედ: „ყავთ ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ“? რაჲთა წინააღმდგომი ცოდვისა ჩუენისა სათნოებაჲ აღვასრულოთ. ესე იგი არს, უკუეთუ მოგიტაცებიეს სხჳსაჲ, მიეც შენიცა გლახაკთა; სიძვითა შებღალულ ხარ, - განეშორე სრულიად გულისთქუმათა, განეყენე მეუღლესაცა შენსა განჩინებულთა დღეთა სინანულისათა, მოიგე მარხვაჲ, მოისპენ გულისსიტყუანი ცოდვისანი გულისაგან შენისა, განიბანენ ბილწებანი იგი ცრემლითა და სულ-თქუმითა; გიგინებიეს და შეურაცხ-გიყოფიეს მოყუასი, - პატივ-ეც და კეთილ-უყავ; თავს-იდევ შეურაცხებაჲ და გინებაჲ, აკურთხევდი მაგინებელთა და ძჳრისმყოფელთა შენთა. ესე არს ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ, მოქცევაჲ ბოროტისაგან და ქმნაჲ კე-თილისაჲ. რამეთუ არა კმა არს აღმოწუდაჲ ხოლო ისრისპირისაჲ ნაგუემისა მისგან, არამედ წამლისაჲცა ჯერ-არს დადებაჲ. უკუეთუ შუებითა და

1 შდრ. 2 პეტ. 3,10. 2 შდრ. ზირ. 5,8-9. 3 ლუკ. 3,8.

მთრვალობითა წარგიჴდიან გარდასრულნი დღენი შენნი, მოიგე მარხვაჲ და წყალსა იჴუმევდე, რაჲთა ვნებაჲ იგი მთრვალობისაჲ აღმოჰფხურა; უკუეთუ თუალითა ვნებულითა მიგიხედვან განცდად სიკეთესა პირთასა, აღჳრ-ასხენ თუალთა ყოლადვე არა ხედვად დედათა. ესრეთ თუ ჰყოფდე, იქმნე აღმასრულებელ სიტყჳსა მის, ვითარმედ: „მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი“;1 და კუალად: „დააცხრვე ენაჲ შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყჳან ზაკუვასა“.2 ისმინე შემდგომიცა ამისი: „მოიძიე მშჳდობაჲ და მისდევდი მას“.3 არა კაცთა მიმართ ხოლო ვიტყჳ, არამედ ღმრთისა მიმართცა. და კეთილად თქუა: „მისდევდი მას“, რამეთუ განვიოტეთ იგი და განვდევნეთ, და ივლტოდა რაჲ ჩუენგან, დაუტევა ქუეყანაჲ და ზეცას წარვიდა. არამედ ძალ-გჳც კუალად უკუმოყვანებად მისა, უკუე-თუ მჴურვალედ მოვიძიოთ და მივსდევდეთ მას, უკუეთუ განვიოტნეთ ჩუენგან ვნებანი, რომელთა განიოტეს იგი სულთაგან ჩუენთა, რომელ არს: ზუაობაჲ, ანპარტავნებაჲ, მრისხანებაჲ, ანგაჰრებაჲ, დიდებისმოყუარებაჲ და სხუანი მსგავსნი ამათნი. რამეთუ ესევითართა მათ განიოტეს ჩუენგან მშჳდობაჲ და მტერ ღმრთისა გუყვნეს და მბრძოლ ურთიერთას. აწ უკუე მაოტებელნი იგი მშჳდობისანი განვიოტნეთ და ვევედრნეთ უფალსა ცრემლითა მჴურვალითა, რაჲთა მოგუცეს მშჳდობაჲ იგი, რომელი აღუთქუა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: „მშჳდობასა მოგცემ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა დაგიტევებ თქუენ“.4

ვილოცოთ ტკბილისა მის მშჳდობისა მიმთხუევად. ვილოცოთ ამისთჳს ნუ ერთსა ხოლო ანუ ორსა დღესა, არამედ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა, რამეთუ თჳთ ლოცვაჲ ნაყოფთაგანი არს სრულისა მის მშჳდობისათაჲ და დაწყებაჲ დაგებისა ღმრთისაჲ. ესე შევიყუაროთ და დაუცხრომელად შევიტკბოთ. დაღაცათუ არა მოგუეცეს, რომელსა-იგი ვითხოვდეთ, ნუ დავსცხრებით ლოცვისაგან, რაჲთა მოგუეცეს. დაღაცათუ მოგუეცეს, ნუვე უდებ ვიქმნებით, რაჲთა მოცემული იგი ნიჭი სამარადისოდ ეგოს ჩუენ თანა. რამეთუ არა თუ ღმერთსა ჰნებავს გჳანად მოცემაჲ სათხოელისა მის ჩუენისაჲ, არამედ დროებითა მით ჰნებავს მოცემად ჩუენდა მიზეზისა მარადის ვედრებად მისდა. ამისთჳს დრო-სცის თხოისა ჩუენისა აღსრულებად, რაჲთა დავადგრეთ ლოცვასა შინა, და მრავალგზის გჳხილნეს რაჲ უდებებით ლოცვასა შინა და ვედრებასა, მოგჳვლინის განსაცდელიცა რაჲმე მიშუებითა მისითა, რაჲთა მჴურვალედ მივივლტოდით მისა და, მივივლტოდით რაჲ, ვეგნეთ განუშორებელ მისგან. ეგრეთ ქმნიან მრავალგზის მშობელთაცა შვილისმოყუარეთა. იხილის რაჲ დედამან შვილი თჳსი უწესოდ მიმავალი, სადა-იგი არა ჯერ-არნ, უბრძანოს მონათა შეშინებად მისა, რაჲთა მიივლტოდეს წიაღთა დედისათა. ეგრეთვე ღმერთმან გჳხილოს რაჲ, ვითარმედ უგუნურებითა გონებისაჲთა განვეშორებით მას, მი-

1 ფსალმ. 33,15. 2 ფსალმ. 33,14. 3 ფსალმ. 33,15. 4 შდრ. იოან. 14,27.

უშჳს განსაცდელსა რასმე, რაჲთა მოვიჴსენოთ უფალი და მივივლტოდით მისა. უკუეთუ კულა ერთმცა ვიყვენით ჟამსა განსაცდელისა და შუებისასა, არასადამცა მოიწინეს განსაცდელნი.

და რად ვიტყჳ ჩუენთჳს? წმიდათაცა და სრულთა დიდად სარგებელ ეყოფოდა ამით წესითა. ამისთჳსცა წინაწარმეტყუელი იტყჳს: „კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე“;1 და თავადი მოწაფეთა ეტყოდა: „სოფელსა შინა ჭირი გაქუნდეს“;2 და პავლე იტყჳს: „მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ, ანგელოზი მჴდომი, რაჲთა დამქენჯნიდეს მე“.3 ამისთჳსცა ევედრა განყენებად მისგან ჭირი იგი განსაცდელთაჲ და არა მიემთხჳა თხოასა მას, რამეთუ დიდად სარგებელ ეყოფოდა, ვითარცა ჰრქუა უფალმან, ვითარმედ: „ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“.4 უძლურებად თქუა ჭირი იგი განსაცდელთა და წინააღმდგომთაჲ, რომელთაცა საქენჯნელად უწოდა.

ხოლო დავითის ცხორებაჲ უკუეთუ ვაჴსენოთ, ვპოოთ იგი განსაცდელთა შინა განბრწყინვებული და სხუანი იგი მსგავსნი მისნი. ესრეთ განბრწყინდა იობ, ესრეთ მძლედ გამოჩნდა იოსებ, ესრეთ აღასრულა ცხორებაჲ თჳსი იაკობ და თავადმანცა აბრაჰამ. და სხუანი ყოველნივე, რომელნიცა განბრწყინდეს სიწმიდითა და გჳრგჳნნი ძლევისანი მიიხუნეს, ჭირთა და განსაცდელთა მიერ წარემართნეს და რჩეულ იქმნეს უფლისა.

აწ უკუე ჩუენცა ესე ყოველი გულისჴმა-ვყოთ, და ოდეს განსაცდელი რაჲ მოიწიოს, ნუ სულმოკლე ვიქმნებით და ვისწრაფით განგდებად ჩუენგან სარგებელისა მის, არამედ ვისწრაფოთ ახოვნებით მოთმინებად და ნუ გამოვეძიებთ, ნუცა გამოვიკულევთ, თუ რაჲსათჳს მოიწია, ანუ თუ ოდეს-მე განქარდეს, რამეთუ ჟამი განქარვებისა მისისაჲ უფალმან უწყის, რომელმან სარგებელად ჩუენდა მოავლინა. ხოლო ჩუენი ესე არს, რაჲთა სულგრძელებით მოვითმინოთ და მადლობით თავს-ვიდვათ, რაჲთა იხილოს ღმერთმან ერთგულებაჲ და სიკეთე გონებისა ჩუენისაჲ და მოგუცეს მისმიერი წყალობაჲ, რაჲთა აქაცა გამოცდილ და გამოჴურვებულ ვიპოვნეთ და მას საუკუნესა ბრწყინვალე წინაშე ღმრთისა. რამეთუ უკუეთუ ყოველსავე მოწევნულსა განსაცდელსა მადლობით შევიწყნარებდეთ და გულსავსე ვიყვნეთ, ვითარმედ უფალმან უაღრეს ჩუენსა იცის უმჯობესი ჩუენი, და ვადიდებდეთ მას ყოველსავე ზედა, ვპოვოთ ესევითარითა ამით სახითა მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ და საუკუნესა მას მერმესა მოვიღოთ გჳრგჳნნი იგი დაუჭნობელნი მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 ფსალმ. 118,71. 2 იოან. 16,33. 3 2 კორ. 12,7. 4 2 კორ. 12,9.