მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 6:27

26. Woe unto you, when all men shall speak well of you! for so did their fathers to the false prophets.27. But I say unto you which hear, Love your enemies, do good to them which hate you,28. Bless them that curse you, and pray for them which despitefully use you.
Luke თავი 6
27. But I say unto you which hear, Love your enemies, do good to them which hate you,
ლუკას სახარების განმარტება თავი მეექვსე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 6; მ. 1-5]

1. და იყო შაბათსა მეორე-პირველსა და განვიდოდა თავადი თესულისაგან ყანისა. ხოლო მოწაფენი მისნი მოსჭრიდეს თავსა ჴუვილისასა, მუსრვიდეს ჴელითა და ჭამდეს. 2. ხოლო რომელთამე ფარისეველთა ჰრქუეს მათ: რაჲსა ჰზამთ შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ არს? 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცაღა ესე აღმოგიკითხავსა, რომელ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია მას და მისთანათა, 4. ვითარ-იგი შევიდა ტაძარსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავისანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამაჲ, გარნა მღდელთაჲ ხოლო? 5. და ეტყოდა მათ: უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.

იუდეველები ყოველგვარ დღესასწაულს შაბათს ეძახდნენ, ვინაიდან შაბათი ნიშნავს - სიმშვიდეს. ხშირად დღესასწაული ემთხვეოდა პარასკევს და ამ პარასკევსაც, დღესასწაულის გამო, შაბათს უწოდებდნენ. მერე კი თავად შაბათს უწოდებდნენ მეორე - პირველს, როგორც მეორეს მისი წინამორბედი სხვა დღესასწაულისა და შაბათის შემდგომ. მსგავსი რამ მოხდა მაშინაც და ამ შაბათს ეწოდა მეორე - პირველი. ფარისევლებს, რომლებიც ბრალს დებდნენ მოწაფეებს იმის გამო, რომ ისინი შაბათს ჭამდნენ, „მოსჭრიდნენ“, ანუ გლეჯდნენ თავთავებსა...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. მართალი ლოცვა და შურის არძიება:

...ჩვენგან კი მხოლოდ ის არ მოითხოვება, რომ სამაგიერო არ მივაგოთ, არამედ ისიც, რომ კეთილი ვუყოთ. რადგან ამბობს: „ილოცვიდით მათთჳს, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ“ (); „კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა“ (). დავითის შემთხვევაში კი შურის არძიება მცირე რამ არ იყო, არამედ რჯულის მცნებაზე ბევრად უფრო დიდი.

ამიტომ ამბობს: „უფალო ღმერთო ჩემო, უკუეთუ ვყავ ესე, ანუ არს უსჯულოებაჲ ჴელთა ჩემთა“ (); „ანუ თუ მისა დავაგე, რომელთა მომაგეს მე ბოროტი“ (). რადგან შვილის შემთხვევაში თვით ბუნებაც უშლიდა შურისძიებას; მაგრამ, ამბობს, თუ სხვებს უსამართლობა მივაყენე ან სამაგიერო მივაგე. მაშ, რა შენდობა გვექნება ჩვენ, ან რა თავის მართლება, თუ ქრისტეს მოსვლის შემდეგაც ვერ ვწვდებით ძველ აღთქმაში მცხოვრებთა საზომებს, მაშინ როცა ჩვენგან დიდი სიჭარბე მოითხოვება? რადგან ამბობს:...

სრულად ნახვა