მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 6:3

2. And certain of the Pharisees said unto them, Why do ye that which is not lawful to do on the sabbath days?3. And Jesus answering them said, Have ye not read so much as this, what David did, when himself was an hungred, and they which were with him;4. How he went into the house of God, and did take and eat the shewbread, and gave also to them that were with him; which it is not lawful to eat but for the priests alone?
Luke თავი 6
3. And Jesus answering them said, Have ye not read so much as this, what David did, when himself was an hungred, and they which were with him;
ლუკას სახარების განმარტება თავი მეექვსე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 6; მ. 1-5]

1. და იყო შაბათსა მეორე-პირველსა და განვიდოდა თავადი თესულისაგან ყანისა. ხოლო მოწაფენი მისნი მოსჭრიდეს თავსა ჴუვილისასა, მუსრვიდეს ჴელითა და ჭამდეს. 2. ხოლო რომელთამე ფარისეველთა ჰრქუეს მათ: რაჲსა ჰზამთ შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ არს? 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცაღა ესე აღმოგიკითხავსა, რომელ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია მას და მისთანათა, 4. ვითარ-იგი შევიდა ტაძარსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავისანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამაჲ, გარნა მღდელთაჲ ხოლო? 5. და ეტყოდა მათ: უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.

იუდეველები ყოველგვარ დღესასწაულს შაბათს ეძახდნენ, ვინაიდან შაბათი ნიშნავს - სიმშვიდეს. ხშირად დღესასწაული ემთხვეოდა პარასკევს და ამ პარასკევსაც, დღესასწაულის გამო, შაბათს უწოდებდნენ. მერე კი თავად შაბათს უწოდებდნენ მეორე - პირველს, როგორც მეორეს მისი წინამორბედი სხვა დღესასწაულისა და შაბათის შემდგომ. მსგავსი რამ მოხდა მაშინაც და ამ შაბათს ეწოდა მეორე - პირველი. ფარისევლებს, რომლებიც ბრალს დებდნენ მოწაფეებს იმის გამო, რომ ისინი შაბათს ჭამდნენ, „მოსჭრიდნენ“, ანუ გლეჯდნენ თავთავებსა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სდევნიდეს ჰურიანი იგი იესუს, რამეთუ ამას იქმოდა შაბათსა შინა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ“ (5,16-17).:

...ათ: მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ“ (5,16-17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს-იგი მოწაფეთათჳს მიუგებდა, დავით შემოიყვანა შორის და თქუა: „არა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ქმნა დავით, რაჟამს შეემშია მას და მისთანათა მათ?“ ; ; ხოლო რაჟამს-ესე თავისა თჳსისათჳს უნდა მიგებაჲ, მამისა მიმართ მივიდა, რაჲთა გამოაჩინოს სწორებაჲ მისი პატივითა, რამეთუ მისებრვე იქმს, და უნდა ამაღლებაჲ გონებათა მათთაჲ, რაჲთა არა ვითარცა კაცსა ხედვიდენ, არამედ ვი-თარცა ღმერთსა და შჯულისმდებელსა. და უკუეთუ თქუას ვინ, ვი-თარმედ: რასა იქმს მამაჲ? ისმინენ, ვითარ წერილ არს, ვითარმედ: „განისუენა ღმერთმან დღესა მეშჳდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა“, და გულისხმა-ყავნ სახჱ საქმისა მისისაჲ, თუ ვითარ იქმს, რამეთუ განაგებს, სცნობს წინაჲსწარ, იმჭირავს და განამტკიცებს ყოველთა მათ ქმნულთა.

და რაჟამს ჰხედვიდე მზისა აღმოსლვასა, მთოვარისა სრბასა და ტბათა და მდინარეთა და წყაროთა და წჳმათა და ბუნებისა სრბათა თესლთა შინა და გუამთა შინა ჩუენთა და პირუტყუთასაცა და სხუათა ყოველთა მათ საქმეთა, რომელთა მიერ ყოველივე ესე სოფელი ჰგიეს, მათ ყოველთაგან გულისხმა-ჰყო...

სრულად ნახვა