📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად პოვა იგი იესუ ტაძარსა მას შინა და ჰრქუა მას: აჰა ესერა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრჱსი რაჲმე გეყოს შენ“ (5,14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ბოროტ არს ცოდვაჲ და მავნებელ სულისა, ხოლო მრავალგზის გარდა-რაჲ-ემატის ბოროტებაჲ მისი, ჴორცთა შეეხების. რამე-თუ ვინაჲთგან სულისა სენსა არა ფრიად ვზრუნავთ, რამეთუ ჴორცთასა მცირესაცა ზედა დიდსა მოსწრაფებასა ვიქმთ, რაჲთა განვკურნოთ, ამისთჳს ღმერთმან უდარესი ესე ტანჯის მრავალგზის, რაჲთა მის მიერ უაღრჱსიცა იგი, რომელ არს სული, მიემთხჳოს კურნებასა რასმე. ესრეთ კორინთელთა თანა შეცოდებული იგი პავლე განჰმართა და ჴორცთა ტანჯვითა სული განკურნა, ვითარცა მკურნალმან ჴელოვანმან. და განრღუეულსა ამასცა ზედა უკუე ქრისტე ამასცა მოასწავებს, რამეთუ ჰრქუა მას, ვითარმედ: „აჰა ესერა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაჲ-თა არა უძჳრჱსი რაჲმე გეყოს შენ“.
რასა ვისწავებთ უკუე ამისგან? ერთად, ვითარმედ ცოდვათაგან იშვა სენი იგი, და მეორედ, რაჲთა დაეყოს პირი მათი, რომელნი იტყჳან, ვი-თარმედ: ერთსა წამსა მოვკალ კაცი, და ერთსა ჟამსა ვისიძვე, და საუკუნოდმცა ვიტანჯებოდეა ერთისა მისთჳს წამისა? რამეთუ აჰა ესერა ამანცა არა ესეოდენთა წელთა ცოდა, რაზომთა იგი იტანჯებოდა, რამეთუ არა თუ ჟამსა ზედა განიშჯებიან ცოდვანი, არამედ ბუნებისაებრ მათისა. და კუალად ამასცა გულისხმა-ვჰყოფთ ამისგან, ვითარმედ და-ღაცათუ ფრიად ვიტანჯნეთ ცოდვათათჳს და შემდგომად ამისა კუალად მათვე ცოდვათა შინა შთავცჳვეთ, უძჳრჱსი ტანჯვაჲ მოიწიოს ჩუენ ზედა. დაღაცათუ მრავალთა ვხედავთ ცოდვილთა შუებასა შინა, ნუმცა მივენდვებით მას, არამედ უფროჲსად ვტიროდით, რაჟამს ესრეთ იყოს, რამეთუ მაშინ მიგუელის ჩუენ უძჳრჱსი სატანჯველი; რამეთუ აქა ტანჯვაჲ ყოველი სწავლად ჩუენდა არს, ხოლო ჭეშმარიტი ტანჯვაჲ იგი არს, რომლისა არა არს დასასრული.
ხოლო იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: ესე განრღუეული შემასმენელ ქრისტესა ყოფილ იყო, არამედ არა ესრეთ არს, - ნუ იყოფინ! - გარნა სხუათა ცოდვათათჳს მოწევნულ იყო მის ზედა სენი იგი. ხოლო უკუე-თუ ვინ თქუას, თუ: რად არა სხუათაცა სნეულთა ჰრქუა სიტყუაჲ ესე, რომელნი განკურნნა, არამედ მას ოდენ? ამისთჳს ვიტყჳთ, ვითარმედ: ამას სამე ცოდვათათჳს შემთხუეულ იყო სენი იგი, ხოლო სხუათა - ბუნებითისა სენისაგან. და კუალად ამასცა ვიტყჳ, ვითარმედ: იხილა სამე ფრიადი მოთმინებაჲ სულსა შინა მისსა და იცოდა, ვითარმედ ძალუც სწავლისა მის დამარხვად. ამისთჳს ამცნო და შიში შთაუგდო გულსა, რაჲთა ერიდოს ცოდვასა. ხოლო იხილე, ვითარ ჰრქუა, ვითარმედ: „აჰა ესერა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრჱსი რაჲმე გეყოს შენ“. უჩუენა, ვითარმედ არა თუ ღირსი ცოდვათაჲ ტანჯვაჲ მიეღო, არამედ სახიერებით იქმნა საქმჱ იგი მის ზედა. რამეთუ არა ჰრქუა, თუ: აჰა ესერა სწორი ცოდვათა შენთაჲ ტანჯვაჲ მიიღე, არამედ: აჰა ესერა ცოცხალ იქმენ მადლითა და არა ღირსებისათჳს. ნუღარა სცოდავ. ამას ჩუენცა ვეტყოდით თავთა ჩუენთა, ძმანო, რაჟამს მოიწიოს ცოდვათა ჩუენთათჳს ჩუენ ზედა ტანჯვაჲ და კუალად გუელხინოს, ვითარმედ: აჰა ესერა ცოცხალ ქმნულ ვართ, ნუღარამცა ვცოდავთ. უკუეთუ კულა ვცოდვიდეთ და არა ვიტანჯებოდით აქავე, მოვიჴსენებდით სიტყუასა მას პავლე მოციქულისასა, ვითარმედ: „სიტკბოებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგჳყვანებს, ხოლო სიფიცხისაებრ ჩუენისა და უნანელისა გულისა ვიუნჯებთ რისხვასა დღესა მას რისხვისასა“.1
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წარვიდა კაცი იგი და ჰრქუა ჰურიათა, ვითარმედ: იესუ არს, რომელმან განმკურნა მე“ (5,15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ, ვითარ ჰგიეს პირველსავე ერთგულებასა ზედა და ქადაგებს მკურნალსა მას და სხუათაცა მოიზიდავს მისა მიმართ. რამეთუ არა თუ შესმენით თქუა სიტყუაჲ ესე; ანუ ვითარმცა ქმნა საქმჱ ესე? დაღაცათუმცა მჴეცი იყო, კმა იყო ქველისმოქმედებაჲ იგი და შიში, რომლითა შეაშინა უფალმან მოდრეკად მისა. არამედ არა ესრეთ არს, გარნა დიდისა კადნიერებისა არიან სიტყუანი ესე, და ქადაგებს ქველისმოქმედსა მას არა უდარჱს ბრმისა მის, რომელმან თქუა, ვითარმედ: „ქმნა თიჴაჲ და აღმიხილნა თუალნი“.2 ეგრეთვე ამან თქუა, ვითარმედ: „იესუ არს, რომელმან განმკურნა მე“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სდევნიდეს ჰურიანი იგი იესუს, რამეთუ ამას იქმოდა შაბათსა შინა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ“ (5,16-17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს-იგი მოწაფეთათჳს მიუგებდა, დავით შემოიყვანა შორის და თქუა: „არა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ქმნა დავით, რაჟამს შეემშია მას და მისთანათა მათ?“3 ხოლო რაჟამს-ესე თავისა თჳსისათჳს უნდა მიგებაჲ, მამისა მიმართ მივიდა, რაჲთა გამოაჩინოს სწორებაჲ მისი პატივითა, რამეთუ მისებრვე იქმს, და უნდა ამაღლებაჲ გონებათა მათთაჲ, რაჲთა არა ვითარცა კაცსა ხედვიდენ, არამედ ვი-თარცა ღმერთსა და შჯულისმდებელსა. და უკუეთუ თქუას ვინ, ვი-თარმედ: რასა იქმს მამაჲ? ისმინენ, ვითარ წერილ არს, ვითარმედ: „განისუენა ღმერთმან დღესა მეშჳდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა“,4 და გულისხმა-ყავნ სახჱ საქმისა მისისაჲ, თუ ვითარ იქმს, რამეთუ გა-
1 შდრ. რომ. 2,4-5. 2 შდრ. იოან. 9,11. 3 მათ. 12,3; მარკ. 2,25; ლუკ. 6,3. 4 დაბ. 2,2.
ნაგებს, სცნობს წინაჲსწარ, იმჭირავს და განამტკიცებს ყოველთა მათ ქმნულთა.
და რაჟამს ჰხედვიდე მზისა აღმოსლვასა, მთოვარისა სრბასა და ტბათა და მდინარეთა და წყაროთა და წჳმათა და ბუნებისა სრბათა თესლთა შინა და გუამთა შინა ჩუენთა და პირუტყუთასაცა და სხუათა ყოველთა მათ საქმეთა, რომელთა მიერ ყოველივე ესე სოფელი ჰგიეს, მათ ყოველთაგან გულისხმა-ჰყოფდ სამარადისოსა მას მამისა მოქმედებასა, „რამეთუ აღმოაბრწყინებს მზესა მისსა კეთილთა ზედა და ბოროტთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცოდვილთა“.1 და კუალად იტყოდა უფალი, ვითარმედ: „იხილენით შროშანნი ველისანი, ვითარ შეჰმოსს მათ“;2 და მფრინველთათჳს იტყოდა, ვითარმედ: „მამაჲ თქუენი ზეცა-თაჲ ზრდის მათ“.3 რამეთუ სადაცა-იგი სიტყჳთ ოდენ ქმნის სასწაული, მათისავე საქმისა მიერ დაუყვის პირი, ხოლო აქა ვინაჲთგან ცხედრისა აღებაჲ უბრძანა, გამოაჩინებდა შაბათისა დაჴსნასა და მამისა მიმართ აღიყვანა სიტყუაჲ თჳსი. და ოდესცა შაბათისათჳს იყოს სიტყუაჲ, არცა ვითარცა კაცი ოდენ იტყჳს მას, არცა ვითარცა ღმერთი ოდენ, არამედ ოდესმე ესრეთ და ოდესმე ეგრეთ, რამეთუ ენება ამის ორისაჲვე სარწმუნო-ყოფაჲ, განგებულებისაცა მისისა სიმდაბლესა და ღმრთეებისა მისისა პატივსა. ამისთჳს აწ ვითარცა ღმერთი მიუგებს, რამეთუ უკუეთუმცა კაცობრივ ეტყოდა მარადის, ვეროდესმცა მიეღო ღმრთეებისა მისისა გულისხმის-ყოფაჲ. ამისთჳს მამასა შორის შემოიღებს და იტყჳს, ვითარმედ: „რომელსა მე ვიქმ, მამაჲცა ჩემი იქმს“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს უფროჲს ეძიებდეს მოკლვად იესუს, რამეთუ არა ხოლო შაბათსა დაჰჴსნიდა, არამედ ღმერთსაცა მამად თჳსა იტყოდა და თავსა თჳსსა სწორ-ჰყოფდა ღმრთისა. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა ძალ-უც ძესა თავით თჳსით საქმედ არცა ერთი რაჲ“ (5,18-19).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამის სიტყჳსათჳს იტყჳან მეტყუელნი ამაოებისანი, ვითარმედ: არა თუ ქრისტე იტყოდა თავსა თჳსსა სწორ მამისა, არამედ ჰურიანი ეჭუდეს მას. ამისთჳსცა ქრისტე დაჰჴსნის იჭუსა მათსა და იტყჳს, ვითარმედ: „არა ძალ-უცო ძესა საქმედ თავით თჳსით არცა ერთი რაჲ“. არამედ ამაო არიან და უკეთურებითა სავსე სიტყუანი ესე, რამეთუ ისმინეთ, ვითარ თქუა პირველად, ვითარმედ: „მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ“. რაჲ არს ამის სწორებისა უმეტესი? აჰა ესერა არცა ერთი რაჲ დაუტევა განყოფილებაჲ და არა თქუა, თუ: მამაჲ ჩემი იქმს, და მე თანაშევსწევ, არამედ: „ვითარცა იგი იქმს, მეცა ვიქმო“. ანუ უკუეთუ არა ქრისტე ჰყოფდა თავსა თჳსსა სწორ ღმრთისა,
1 მათ. 5,45. 2 შდრ. მათ. 6,28-29; ლუკ. 12,27. 3 მათ. 6,26; ლუკ. 12,24.
ვითარცა-იგი სწორი არს, არამედ ჰურიანიმცა ეჭუდეს ამას, ჵ უშჯულოებისა მეტყუელნო, არამცა ყოველი მოსწრაფებაჲ ქმნაა ქრისტემან, რაჲთამცა იჭჳ მათი დაჰჴსნა? არამედ აჰა ვხედავთ, ვითარმედ არცა ერთსა სადა ადგილსა ენება დაჴსნაჲ იჭჳსა მათისაჲ, არამედ უფროჲსად დაამტკიცებდა.
ანუ მახარებელსამცა არა ეთქუაა, თუმცა ესრეთ იყო, ვითარმედ ქრისტე არა იტყოდა ამას ესრეთ, არამედ ჰურიანი ეჭუდეს ამას? ვითარცა-იგი სხუათა ადგილთა იქმს, რაჟამს სხუასა იტყჳნ უფალი, და იგინი სხუასა ეჭუდიან, ვითარცა-იგი თქუა რაჲ, ვითარმედ: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვაშენო“,1 და მათ ტაძრისა მისთჳს გულისხმა-ყვეს, ხოლო მახარებელმან თქუა, ვითარმედ: „იესუ ტაძრისათჳს ჴორცთა მისთაჲსა იტყოდა“.2 და აქაცა უკუეთუმცა ესრეთ იყო, არამცა ეთქუაა, თუ ჰურიანი ამას გულისხმა-ჰყოფდეს, ხოლო ქრისტე არა ესრეთ იტყოდა? გარნა არასადა არს ესე ესრეთ.
ხოლო სიტყუაჲ ესე, რომელ თქუა უფალმან, ვითარმედ: „არა ძალუც ძესა თავით თჳსით საქმჱ არცა ერთი რაჲ“, არა თუ სწორებისა დამჴსნელი არს, ჵ კაცო, არამედ უფროჲსად დამამტკიცებელი. გარნა ისმინეთ განკრძალულად, რამეთუ არა მცირე საძიებელ არს სიტყუაჲ ესე, თუ: „თავით თჳსით ვერ ძალ-უც“, მრავალსა ადგილსა არს ძისათჳსცა და სულისა წმიდისა, და ჯერ-არს, რაჲთა კეთილად ვისწავოთ სიტყჳსა ამის ძალი, რაჲთა არავინ შთავარდებოდის ამის მიერ ცოდვასა. რამეთუ ვი-თარცა არს, და ესრეთ ვინ გულისხმა-ყოს იგი ლიტონად, იხილე, რაბამი ბოროტი იქმნას, რამეთუ არა თუ ესრეთ თქუა, თუ: რომელიმე ძალ-მიც ქმნად თავით თჳსით და რომელიმე არა, არამედ: „არცა ერთი რაჲ ძალუცო“. ვჰკითხავ უკუე წინააღმდგომსა მას ჩემსა, რაჲთა მითხრას, ვი-თარმედ: და არარაჲსა ძალ-უცა ძესა ყოფად თავით თჳსით? და უკუეთუ თქუას, ვითარმედ: არა, მიუგო მას: და თავი იგი ყოველთა კეთილთაჲ არა თავით თჳსით ქმნაა? და პავლეცა ღაღადებს, ვითარმედ: „არა ნატაცებად შეჰრაცხა სწორ ღმრთისა ყოფაჲ, არამედ თავი თჳსი წარმოიცალიერა და ხატი მონებისაჲ შეიმოსა“.3 და კუალად თავადი იტყჳს, ვითარმედ: „ჴელმწიფებაჲ მაქუს დადებად სულისა ჩემისა და ჴელმწიფებაჲ მაქუს კუალად მოღებად იგი, და არავინ მიმიღოს იგი ჩემგან“.4 ჰხედავა, რამეთუ სიკუდილისა და ცხორებისა ჴელმწიფებაჲ აქუს და ესევითარი იგი განგებულებაჲ თავით თჳსით ქმნა? და რად ვიტყჳ ქრისტესთჳს? რამეთუ ჩუენცა, რომელთა უდარჱს არარაჲ არს, მრავალსა ვიქმთ თავით თჳსით, და ბოროტსა თავით თჳსით მოვიგებთ და სათნოებასა თავითვე თჳსით ვიქმთ; თუ არა, უკუეთუმცა არა გუაქუნდა ჴელმწიფებაჲ და არამცა ვიქ-
1 იოან. 2,19. 2 იოან. 2,21. 3 ფილიპ. 2,6-7. 4 შდრ. იოან. 10,17-18.
მოდეთ თავით თჳსით, არცამცა ცოდვისათჳს ჯოჯოხეთს მივეცემოდეთ, არცამცა სათნოებისათჳს სასუფეველსა შევიდოდეთ.
რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე, თუ: „ვერ ძალ-უც თავით თჳსით ქმნად“? ესე იგი არს, ვითარმედ ვერ ძალ-უც, თუმცა რაჲმე ქმნა წინააღდგომაჲ მამისაჲ, და ესე სიტყუაჲ უფროჲსად სწორებასა მოასწავებს. და უკუეთუ იტყჳთ, თუ: რად არა თქუა, ვითარმედ: არა იქმს წინააღმდგომსა მამისასა, არამედ: „ვერ ძალ-უცო ქმნად“? გარნა ამისთჳს, რაჲთა უმეტესი იგი ერთობაჲ გამოაჩინოს, რამეთუ არა თუ უძლურებასა სწამებს მას სიტყუაჲ ესე, არამედ უფროჲსად ძალსა ფრიადსა. და სხუასაცა ადგილსა იტყჳს პავლე მამისათჳს: „რაჲთა ორითა საქმითა შეუძრავითა, რომლითა ვერ შემძლებელ არს ცრუებად ღმერთი“.1 და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ ჩუენ უარ-ვყოთ, იგი სარწმუნოდ ჰგიეს, რამეთუ უარის-ყოფად თავისა თჳსისა ვერ შემძლებელ არს“.2 და არა თუ სიტყუანი ესე უძლურებასა წამებენ მისთჳს, არამედ უფროჲსად ძალსა მიუთხრობელსა, რამეთუ სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ შეუწყნარებელი არს იგი ბუნებაჲ ესევითარისა რაჲსამე. ვითარმცა ვიტყოდეთ, თუ: შეუძლებელ არს, თუმცა უფალმან ცოდა, და არა თუ სიტყჳთა ამით უძლურებასა ვსწამებთ მისთჳს, არამედ უფროჲსად ძალსა გამოუთქუმელსა აღვიარებთ, ეგრეთვე რაჟამს თქუას, თუ: „ვერ ძალმიც თავით ჩემით საქმჱ არცა ერთი რაჲ“, ამას იტყჳს, ვითარმედ: არა შესაძლებელ არს, არცა ეგების, არცა იქმნების, თუმცა ვქმენ რაჲ წინააღმდგომი მამისაჲ.
და რაჲთა სცნა, ვითარმედ ესრეთ არს სიტყუაჲ ესე, შემდგომნი იგი სიტყუანი ვიხილნეთ, თუ ვის ეწამების ქრისტე, ჩუენმიერთა ამათ სიტყუათა ანუ თქუენმიერთა. რამეთუ შენ იტყჳ, ვითარმედ: ძალსა და ჴელმწიფებასა მისსა დაჰჴსნის სიტყუაჲ ესე, ხოლო მე ვიტყჳ: უფროჲსად სწორებასა და მამისაგან შეუცვალებელობასა მისსა გამოაჩინებს, და ვითარმედ ყოველსავე ვითარცა ერთისა გონებისაგან იქმან. ვისმინოთ უკუე სიტყუაჲ ქრისტესი, შემდგომი ამისი, და ვიხილოთ, თუ შენისა იჭჳსაებრ ანუ ჩუენისა სიტყჳსაებრ თარგმნის სიტყუასა ამას. ისმინეთ უკუე, რასა იტყჳს ქრისტე:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ რაოდენსა-იგი მამაჲ იქმს, მისა მსგავსად ძჱცა იქმს“ (5,19).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავთა, ვითარ ძირითურთ აღმოჰფხურა სიტყუაჲ თქუენი და ჩუენ მიერ თქუმული ესე დაამტკიცა? რამეთუ უკუეთუ ძჱ თავით თჳსით არას იქმს, მაშა მამაჲცა სამე არას იქმს თავით თჳსით, ვინაჲთგან ყოველსავე, რაოდენსაცა იგი იქმს, ძჱცა იქმს. იხილეა, ვითარ
1 ებრ. 6,18. 2 2 ტიმ. 2,13.
მაღალი არს ძალი სიტყუათაჲ ამათ, და შენ უგულისხმოებისაგან სიმდაბლედ მოიყვანებ? რამეთუ არა უჴმს მას შეწევნაჲ, რამეთუ ყოვლით კერ-ძო სწორ არს მამისა, რამეთუ ვითარცა მახარებელი იტყჳს, „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა“.1 ჰხედავა, ვი-თარ ყოვლით კერძო გამოჩნდების ჴელმწიფებაჲ მისი? უკუეთუ კულა რომელთამე სიტყუათა სიმდაბლისა სახითა იტყჳს, ნუ გიკჳრს, რამეთუ ვინაჲთგან რაჟამს მაღალნი სიტყუანი ესმნიან ჰურიათა, სდევნიდიან მას და ღმრთისა წინააღმდგომად სახელ-სდებდიან, ამისთჳს მცირედ სიმდაბლისა კერძო მოიყვანა სიტყუაჲ თჳსი და კუალად სიმაღლედ აღიყვანა, და კუალად სიმდაბლედ მოიყვანა, და ესრეთ თჳთოფერ-ყო სიტყუაჲ თჳსი, რაჲთა შესაწყნარებელ იყოს უგულისხმოთა მიერცა. რამეთუ გულისხმაყავ, ვითარ არს: პირველად თქუა, ვითარმედ: „მამაჲ ჩემი იქმს, და მეცა ვიქმ“, და გამოაჩინა თავისა თჳსისა მამისა თანა სწორებაჲ; და კუალად თქუა: „არა ძალ-უც ძესა თავით თჳსით არცა ერთი რაჲ საქმედ, უკუეთუ არა მამისაგან რაჲმე იხილოს საქმჱ“; და მერმე კუალად აღიყვანა სიმაღლისა კერძო და თქუა, რამეთუ: „რაოდენსა-იგი მამაჲ იქმს, მისა მსგავსად ძჱცა იქმს“; და კუალად სიმდაბლედ მოიყვანა სიტყუაჲ თჳსი და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ მამასა უყუარს ძჱ და ყოველსავე უჩუენებს მას, რაოდენსა იგი იქმს, და უფროჲსი ამისა უჩუენოს მას საქმჱ“ (5,20).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე კუალად, რაბამი არს სიმდაბლჱ ესე, და სამართლადცა, რამეთუ ვითარცა სხუასა ადგილსა ვთქუ, აწცა ვიტყჳ, ვითარმედ: რაჟამს სიმდაბლისა სიტყუასა რასმე იტყოდის, გარდამატებულითა სიმდაბლისა სახითა იტყჳს მას, რაჲთა უგულისხმონი დაამტკიცნეს სიტყუათა მათ ფრიადმან სიმდაბლემან, რაჲთა გულისხმა-ყონ, ვითარმედ შეუძლებელ არს ესრეთ ყოფად, არამედ სხუაჲ რაჲმე ძალი აქუს სიტყუასა ამას მაღალი. რამეთუ რაჟამს თქუას, თუ: „უფროჲსი ამისა უჩუენოს მას საქმჱ“, უკუეთუ ვინ სიტყუაჲ ესე, ვითარცა ესმოდის, ესრეთ გულისხმა-ყოს, იხილე, ვითარი ბოროტი იქმნას, რამეთუ თქუას, თუ: ჯერეთ საქმენი არიან, რომელნი არა უსწავლიანო, - რომელ-ესე არცა თუ მოციქულთათჳს თქუმულ არს. რამეთუ მათ ზედა რაჟამს მოვიდოდა მადლი იგი სულისა წმიდისაჲ, ყოველივე ცნეს მეყსა შინა, რაოდენცა საჴმარ იყო მათა ცნობად. და რაჲმცა იყო უუკეთურეს ამისა, უკუეთუ ვინმე თქუას, ვითარმედ: ჯერეთ ისწავლის ძჱ ღმრთისაჲ? არამედ ისმინეთ, თუ რაჲ არს სიტყუაჲ ესე. ვინაჲთგან განრღუეული განკურნა და ეგულებოდა მკუდრისაცა აღდგინებაჲ, ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს გიკჳრსა? უფროჲსიცა ამისა იხილოთ. გარნა ესრეთ არა თქუა სიტყუაჲ
1 იოან. 1,3.
ესე, არამედ სიმდაბლისა სახითა, რაჲთამცა ნუგეშინის-სცა სიბორგილესა მათსა. რაჲთა სცნა, ვითარმედ სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა, თუ: „უმეტესი ამისა უჩუენოს“, არა ჭეშმარიტად თავისა თჳსისათჳს თქუა, ისმინე შემდგომიცა სიტყუაჲ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲცა ჰნებავს, ცხოველ-ჰყოფს“ (5,21).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეღა, ვითარ სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა, ვითარმედ: „არა შემძლებელ არს თავით თჳსით საქმედ არცა ერთი რაჲ“, არა დამჴსნელი არს ჴელმწიფებისა მისისაჲ, რამეთუ აჰა ესერა აქა იტყჳს, ვითარმედ: „რომელთაჲცა ჰნებავს, ცხოველ-ჰყოფს“. რამეთუ უკუეთუ „არა ძალ-უც საქმედ თავით თჳსით“, ვითარ, „რომელთაჲცა ჰნებავს, ცხოველ-ჰყოფს“? ვინაჲთგან სიტყუაჲ ესე, თუ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა“, ესე ძალისა მისისა შეუცვალებელობასა მოასწავებს, ხოლო სიტყუაჲ ესე, თუ: „რომელთაჲ ჰნებავს“, ჴელმწიფებისა სწორებასა აჩუენებს. ჰხედავა, რამეთუ სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა, ვი-თარმედ: „არარაჲ ძალ-უც საქმედ თავით თჳსით“, არა თუ ჴელმწიფებასა მისსა დაჰჴსნის, არამედ შეუცვალებელობასა მას ძალისა ნებისა მისისასა გამოაჩინებს? ეგრეთვე გულისხმა-ყავ იგიცა სიტყუაჲ, რომელი თქუა, ვითარმედ: „უჩუენოს მას“, რამეთუ სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“,1 და კუალად გამოა-ჩინებს, ვითარმედ არა უჴმს შეწევნაჲ, და იტყჳს, ვითარმედ: „მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ“.2 რაჲთა ვერ სთქუათ, თუ: მკუდართა აღადგინებს და ცხოველ-ჰყოფს, ხოლო სხუასა ვერ ესრეთ იქმს, ამისთჳს წინაჲსწარ ყოველი სიტყუაჲ მოსწყჳდა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „რაოდენსაცაიგი მამაჲ იქმს, მისა მსგავსად ძჱცა იქმს“, გინა თუ მკუდართა აღდგომაჲ სთქუა, გინა თუ გუამოვნებისა დაბადებაჲ, გინა თუ ცოდვათა შენდობაჲ, გინა თუ სხუაჲ რაჲმე, ყოველივე მსგავსად მისა ითქუმის; არამედ არცა ერთსა ამათგანსა ისმენენ, რომელთა-იგი სძულს თჳსი ცხორებაჲ. ესევი-თარი ბოროტი არს წინამძღურებისა გულისთქუმაჲ, ამან შვნა წვალებანი, ამან დაამტკიცა წარმართთა უშჯულოებაჲ. რამეთუ ღმერთსა ენება, რაჲთა უხილავნი მისნი დაბადებულთა მიერ ამის სოფლისათა გულისხმავყვნეთ, ხოლო მათ არა ინებეს ამას სწავლასა შედგომაჲ, არამედ სხუაჲ გზაჲ მოიპოვეს, ამისთჳსცა ჭეშმარიტისაცა მისგანცა გზისა დაეცნეს. და ჰურიათა არა ჰრწმენა, რამეთუ დიდებასა კაცთაგან მიიღებდეს და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებდეს.3
1 იოან. 6,39,40,44,54. 2 იოან. 11,25. 3 შდრ. იოან. 5,44.
სწავლაჲ ლჱ ცუდადმზუაობრობისათჳს
არამედ ჩუენ, საყუარელნო, ვივლტოდით ამის სენისაგან ყოვლითავე მოსწრაფებითა, რამეთუ დაღაცათუ ბევრეულნი სათნოებანი გუქონდინ, ყოვლისავე შემძლებელ არს დაჴსნად ვნებაჲ იგი ცუდადმზუაობრობისაჲ. რამეთუ უკუეთუ ქებაჲ გჳყუარს, რაჲთა ღმრთისაგან ვეძიებდეთ ქებასა და არა კაცთაგან; თუ არა, სხუათაჲ, ვითარიცა იყოს, გამოჩნდის რაჲ, მეყსეულად უჩინო იქმნის და წარწყმდის; დაღაცათუ მცირედ ჟამ დაადგრეს, სარგებელი არცა ერთი რაჲ მოგუეცემის ჩუენ მისგან. რამეთუ რაჲ საკჳრველ არს კაცთამიერი დიდებაჲ, რომელი მრავალთა მეძავთა და მტაცებელთა და ბოროტისმოქმედთა აქუს? ხოლო რომელი ღმრთისა მიერ იდიდებოდის, არა მათ თანა იდიდების, არამედ წმიდათა თანა წინაჲსწარმეტყუელთა და მოციქულთა და რომელთა აჩუენეს ანგელოზებრივი ცხორებაჲ. უკუეთუ ერისა მიერ ქებაჲ და დიდებაჲ გიყუარს, ყვენ მაქებელ შენდა ანგელოზნი და იქმენ საშინელ ეშმაკთა; და კაცთამიერი ნურარაჲ გნებავს, არამედ დათრგუნენ კაცთა საქმენი ყოველნი, ვითარცა მწჳრჱ და თიჴაჲ, და მაშინ გულისხმა-ჰყო, ვითარმედ არარაჲ ესრეთ ავნებს სულსა შენსა, ვითარ ცუდადმზუაობრობაჲ. და შეუძლებელ არს, თუმცა რომელი მის მიერ ძლეულ იყო, და მანმცა აღასრულა ცხორებაჲ კეთილი, ვითარცა-იგი შეუძლებელ არს კუალად, თუმცა რომელმან მას სძლო, და არამცა უმეტესნი ვნებანი დათრგუნნა.
ხოლო შენ, საყუარელო, ისმინე, რამეთუ ძლევაჲ მისი ესრეთ იქმნების, უკუეთუ საუკუნოჲსა მიმართ დიდებისა ვხედვიდეთ მარადის, რომლისაგან ჰნებავს ამას გამოყვანებაჲ ჩუენი; რამეთუ უკუეთუ ზეცისა დიდებასა ვეძიებდეთ, მან აქაცა განგუაბრწყინვნეს და საუკუნოჲსა მიმართ ცხორებისა ჩუენ თანა განვიდეს და ყოვლისავე ჴორციელისა მონებისაგან განგუათავისუფლნეს, რომელსა აწ ფრიადითა უკე-თურებითა ვჰმონებთ და ყოვლითურთ თავნი ჩუენნი ქუეყანისადა შეგჳმშჭუალვან. რამეთუ სადაცა მიხჳდე, გინა თუ უბანთა, გინა თუ სახლთა, გინა თუ გზათა, ანუ სადაცა მიხჳდე, ყოველსა ადგილსა ამის სოფლისა საქმეთა ზრუნვაჲ ჰპოო, და ვითარმედ თითოეული ამისთჳს იგუემების.
რაჲ უკუე იყოს ჩუენდა სასოებაჲ ცხორებისაჲ, რომელ ქუეყანასა ზედა ღმრთისასა მკჳდრ ვართ და არა ღმრთისა მონებისათჳს ვისწრაფით? არამედ რომელთადა ბრძანებულ არს, რაჲთა უცხო ვიყვნეთ სოფლისაგან, ჩუენ უცხო ვართ ზეცისაგან და მოქალაქე სოფლისა და არა სასუფეველისა. რაჲმცა იყო ამის უგულისხმოებისა უძჳრეს? რამეთუ მარადღე სიტყუანი საშჯელისა და სასუფეველისანი გუესმიან, და ჩუენ
ნოეს ზე ყოფილთა კაცთა და სოდომელთა ვჰბაძავთ, რაჲთამცა საქმით მოიწინეს ჩუენ ზედა ყოველნი იგი ბოროტნი. და იგი ყოველი ამისთჳს დაწერილ არს, რაჲთა რომელნი მომავალისათჳს ურწმუნო იქმნებოდიან, გარდასრულისაგან აქუნდეს მომავალისა მის წამებაჲ. ამას უკუე ყოველსა ვიგონებდეთ, გარდასრულსაცა და მომავალსაცა, რაჲთა ესრეთ მცირედ განვიფრთხოთ მწარისა ამის მონებისაგან და ვიზრუნნეთ სულნი ჩუენნი, რაჲთა საუკუნეთა კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.