მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 8:50

49. While he yet spake, there cometh one from the ruler of the synagogue's house, saying to him, Thy daughter is dead; trouble not the Master.50. But when Jesus heard it, he answered him, saying, Fear not: believe only, and she shall be made whole.51. And when he came into the house, he suffered no man to go in, save Peter, and James, and John, and the father and the mother of the maiden.
Luke თავი 8
50. But when Jesus heard it, he answered him, saying, Fear not: believe only, and she shall be made whole.
ლუკას სახარების განმარტება თავი მერვე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 8; მ. 1-3]

1. და იყო ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად, ქადაგებდა და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა; და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა. 2. და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა და უძლურებათა: მარიამ, რომელსა ერქუა მაგდალენელი, რომლისაგან შჳდნი ეშმაკნი განსრულ იყვნეს. 3. იოანნა, ცოლი ქოზაჲსი, ეზოჲს-მოძღურისა ჰეროდესი, და სუსანა და სხუანი მრავანი, რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა.

გარდამოხდა რა ზეციდან იმისათვის, რათა თავადვე ეჩვენებინა ჩვენთვის მაგალითი ყველაფერში და წინასწარი მონახაზი. უფალი გვასწავლის, რათა არ დავიზაროთ სწავლება, არამედ ყოველი კუთხე-კუნჭული შემოვიაროთ და ვიქადაგოთ; ვინაიდან რასაც კი აკეთებდა, ყველაფერს ჩვენს დასამოძღვრად აკეთებდა. იგი ყველა ქალაქსა და სოფელში დადიოდა და თან თორმეტი მოწაფე დაჰყავდა, რომლებიც არ ასწავლიდნენ, არ ქადაგებდნენ, არამედ, თავად სწავლობდნენ მისგან და იღებდნენ დამოძღვრას მისი საქმეებითა და მისი სიტყვებით. უფალი ქადაგებდა არა მიწიერ კეთილდღეობაზე, არამედ ცათა სასუფეველზე, ვინაიდან სხვას ვის უნდა ექადაგა უკეთესად ზეციურზე,...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1987 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს, რომელთაც უხარის აღდგომა ქრისტესი:

...ში დაუტევნელი, უხვად იღვრება და უნაწილდება ყველა გარშემო მყოფს.

თავისი სიძლიერით ამ გრძნობას ვერ შეედრება მიწიერი კეთილდღეობით გამოწვეული ვერცერთი განცდა. ამ იდუმალ ღამეს, როგორც არასდროს, ჩვენი სული თბება რწმენით, სასოებითა და სიყვარულით; უფალი მოდის თითოეულ ჩვენგანთან და გვეუბნება: „გეშინინ, გარნა გრწმენინ“ ().

რით შეგვიძლია ვუპასუხოთ ამ დიდ სიყვარულს? მოწიწებით უნდა მივიღოთ იგი, გულის სიღრმეში უნდა მივუჩინოთ სამყოფელი და გარშევარტყათ მთრთოლვარე სიყვარული. გვყოფს ტაძრად სულიწმიდისა და შევიმოსებით მისი დიდებით. „ხოლო ნაყოფი სულისაჲ არს: სიყვარული, სიხარული, მშვიდობაჲ, სულგრძელობაჲ, სიტკბოებაჲა, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ“(გალატ. 5, 22).

სულიწმიდის მადლით აღვსებას გისურვებთ, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, ღირსნო ბერ-მონოზონნო, უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო და ყოველნო, სულიერნო შვილნო საქართველოს წმიდა ეკლესიისა; სიყვარულით მოგესალმებით და გულით მოგილოცავთ წმიდა პასექის დიად დღესასწაულს.

ქრისტე აღდგა!

„აღსდგა იგი ღმერთი, რომელმანც გვიანდერძა ჩვენ ურთიერთის სიყვარული და გვითხრა: „ესე არს მცნება ჩემი, რათა იყვარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყვარეთ თქვენ“.

აღსდგა იგი მეუფეთა მე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აჰა ესერა დედაკაცი ვინმე, რომელი იყო სისხლისა დინებასა ათორმეტ წელ, და მოუჴდა ზურგით და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. რამეთუ იტყოდა გულსა თჳსსა: შე-ხოლო-თუ-ვახო სამოსელსა მისსა, ვცხონდე. ხოლო იესუ მიექცა, იხილა იგი და ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და განიკურნა დედაკაცი იგი მიერ ჟამითგან“ (9,20-22).:

...ცარი იყო გონებითა და იჭუეულ იყო, თუმცა უძლო ქრისტემან აღდგინებად ასულისა მისისა, უფროჲსად, ვინაჲთგან მოვიდეს სახლისა მისისაგან და ჰრქუეს მას, ვითარმედ: „ასული შენი მოკუდა“. ამისთჳს ქრისტე დედაკაცისაცა ამის მიერ გულისჴმა-უყოფდა, ვითარმედ ყოველივე ძალ-უც, და მას ეტყოდა: „ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ, და ცხონდეს იგი“.

ამათ ყოველთა მიზეზთათჳს შორის შემოიყვანა დედაკაცი იგი და ჰრქუა მას: „ნუ გეშინინ, ასულო!“ ვითარცა-იგი პირველ განრღუეულსა მას ჰრქუა: „ნუ გეშინინ, შვილო!“ რამეთუ შიშისაგან შეძრწუნებული იყო დედაკაცი, ამისთჳს ჰრქუა: „ნუ გეშინინ!“ და ასულად უწოდა მას, რამე-თუ სარწმუნოებამან მისმან ღირს-ყო იგი შვილებასა მას საღმრთოსა; და მეყსეულად ქებაჲ სათნოებისა მისისაჲ წარმოთქუა: „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნაო“. ხოლო ლუკა ამისსა უმეტესსაცა გჳთხრობს დედაკაცისა მისთჳს, ვითარმედ: შეახო რაჲ ფესუსა სამოსლისა მისისასა და განიკურნა, არა მეყსეულად მოუწოდა მას ქრისტემან, არამედ პირველად თქუა: „ვინ შემახო მე? ჰრქუა პეტრე: მოძღუარ, ერი გარემოგადგან შენ და შეგაიწრებენ, და შენ იტყჳ: ვინ შემახო მე? ხოლო იესუ ჰრქუა: შე-ვინმე-მახო მე, რამეთუ მე ვცან ძალი იგი, განსრული ჩემგან“. ხოლო ამას იტყოდა გონებათა მა...

სრულად ნახვა