📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იგი ამას ეტყოდა მათ, მაშინ მოუჴდა მას მთავარი ერთი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა, ვითარმედ: ასული ჩემი აწღა აღესრულა; არამედ მოვედ, დასდევ ჴელი შენი, და ცხონდეს. და აღდგა იესუ და შეუდგა მას, და მოწაფენი მისნი მის თანა“ (9,18-19).
ეწია საქმე სიტყუათა, რაჲთა უმეტესად პირი დაეყოს ფარისეველთა, რამეთუ კაცი იგი შესაკრებელთმთავარი იყო, და გლოაჲ მისი დიდ იყო, რამეთუ შვილი იგი მხოლოდშობილი იყო ათორმეტისა წლისაჲ, რომელ-ესე უმეტესისა გლოჲსა მიზეზ იყო ჰასაკისა მისთჳს სიჭაბუკისა მისისა. ამის-თჳსცა გარდამატებული რაჲ იხილა გლოაჲ მათი უფალმან, მეყსეულად აღდგა და შეუდგა მას. ხოლო ლუკა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ მოკუდებოდაო, ოდეს მთავარი იგი მოვიდა, და მერმე მოვიდეს და ჰრქუესო, ვითარმედ: „ასული შენი მოკუდა, ნუ დააშრობ მოძღუარსა“.1 ხოლო აქა იტყჳს მათე, ვითარმედ: „თაყუანის-სცემდა მთავარი იგი და ეტყოდა: ასული ჩემი აწღა აღესრულა“. ვითარ არს ესე? გარნა ესრეთ გულისჴმა-ყავთ: დაუტევა მან ასული თჳსი უკუანაჲსკნელთა აღმოფშჳნვათა შინა და, მოუჴდა რაჲ იესუს, ჰრქუა, ვითარმედ: „აწ აღესრულა“. იჭჳთ თქუა, რამეთუ ვინაჲთგან ესრეთ აღსასრულსა ზედა დაეტევა, იტყოდა, ვითარმედ აწ მომკუდარ იყოს, რაჲთა უმეტესად შეასწრაფოს უფალსა. ხოლო იხილე სიზრქე გონებისა მისისაჲ, ვითარ ეტყჳს უფალსა, „მოედო და დასდევ ჴელი შენი“. ფრიად შორს იყო სიბრძნისა მისგან და სარწმუნოებისა ასისთავისა მის, რომელმან ჰრქუა: „სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი“.2 რამეთუ ზრქელნი გონებითა ხილულთაცა საქმეთა ეძიებენ, ვითარცა ნემან ასური ეძიებდა ელისესგან დადებად მის ზედა ჴელისა;3 ხოლო რომელსა აქუნდეს სარწმუნოებაჲ მტკიცე, მას ხილულნი საქმენი არა ეჴმარებიან, არამედ უხილავი ჰრწამს.
„აღდგა იესუ და შეუდგა მას, და მოწაფენი მისნი მის თანა“. მარკოზ და ლუკა იტყჳან, ვითარმედ სამნი ოდენ წარიყვანნა, ხოლო ესე რიცხუსა არა იტყჳს, გარნა მათვე ეწამების. და რაჲსათჳს მათე არა წარიყვანა, ვითარცა ახლად წოდებული? რაჲთა უმეტესი სურვილი შთაუთესოს სასწაულთა მისთა ხილვად; და რამეთუ სამნი იგი უმეტესსა საზომსა იყვნეს, ამისთჳს პატივ-სცემდა, რაჲთა სხუანიცა იგი ჰბაძვიდენ სათნოებათა მათთა.
ხოლო შეუდგა მას ერი მრავალი მთავრისა მისთჳს მოსრულისა და სასწაულისა მის ხილვად, რამეთუ ურწმუნო იყვნეს, თუ ქმნას საქმე იგი. არამედ თავადმან არა შეუნდო ყოველთა შესლვად, რაჲთა ყოველსა ადგილსა გუასწაოს სივლტოლაჲ დიდებისაგან და ქებისა კაცთაჲსა.
1 ლუკ. 8,49. 2 მათ. 8,8. 3 4 მეფ. 5,11.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აჰა ესერა დედაკაცი ვინმე, რომელი იყო სისხლისა დინებასა ათორმეტ წელ, და მოუჴდა ზურგით და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. რამეთუ იტყოდა გულსა თჳსსა: შე-ხოლო-თუ-ვახო სამოსელსა მისსა, ვცხონდე. ხოლო იესუ მიექცა, იხილა იგი და ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და განიკურნა დედაკაცი იგი მიერ ჟამითგან“ (9,20-22).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს არა განცხადებულად მოუჴდა? ერთად, რამეთუ ჰრცხუენოდა ვნებისა მისთჳს საყუედრელისა; მეორედ, ეშინოდა, ნუუკუე ვითარცა არაწმიდაჲ გარემიაქციოს, რამეთუ შჯულსა შინა ფრიადისა არაწმიდებისა სახედ იტყჳს სენსა ამას. ამისთჳს ფარულად მიეახლა, რამეთუ არღა აქუნდა მისთჳს ჯეროანი გულისსიტყუაჲ, რაჲთამცა იცოდა, ვითარმედ არარაჲ დაეფარვის.
ხოლო ესე დედაკაცი მოვიდა უფლისა კურნებისათჳს პირველ ყოველთა დედათასა სარწმუნოებითა მჴურვალითა; რამეთუ აგრძნა რაჲ, ვითარმედ აღდგინებად ასულისა მთავრისა მის მივალს, ცნა, ვითარმედ დედათაცა სადმე ჰკურნებს, და ჰრწმენა შეუორგულებელად, რამეთუ ძალ-უც შეხებითა ხოლო განკურნებად. გარნა ქრისტემან გამოაცხადა გულისსიტყუაჲ მისი და საცნაურ-ყო განკურნებაჲ იგი მისი ყოველთა შორის მრავლისა მიზეზისათჳს: პირველად, რაჲთა განაქარვოს შიში დედაკაცისაჲ მის, რაჲთა არა მოწიწებით იყოს, ვითარმცა პარვით მიეღო ნი-ჭი იგი; მეორედ, რაჲთა ცნას მან, ვითარმედ არარაჲ დაეფარვის უფალსა; მესამედ, რაჲთა სხუათაცა იხილონ შეუორგულებელი იგი სარწმუნოებაჲ მისი და ჰბაძვიდენ მას; მეოთხედ, რაჲთა შესაკრებელთმთავარი იგი იჭუეული გულსავსე-ყოს, ვითარმედ ყოველივე ძალ-უც, რამეთუ იგიცა ფრიად უმეცარი იყო გონებითა და იჭუეულ იყო, თუმცა უძლო ქრისტემან აღდგინებად ასულისა მისისა, უფროჲსად, ვინაჲთგან მოვიდეს სახლისა მისისაგან და ჰრქუეს მას, ვითარმედ: „ასული შენი მოკუდა“. ამისთჳს ქრისტე დედაკაცისაცა ამის მიერ გულისჴმა-უყოფდა, ვითარმედ ყოველივე ძალ-უც, და მას ეტყოდა: „ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ, და ცხონდეს იგი“.1
ამათ ყოველთა მიზეზთათჳს შორის შემოიყვანა დედაკაცი იგი და ჰრქუა მას: „ნუ გეშინინ, ასულო!“ ვითარცა-იგი პირველ განრღუეულსა მას ჰრქუა: „ნუ გეშინინ, შვილო!“ რამეთუ შიშისაგან შეძრწუნებული იყო დედაკაცი, ამისთჳს ჰრქუა: „ნუ გეშინინ!“ და ასულად უწოდა მას, რამე-თუ სარწმუნოებამან მისმან ღირს-ყო იგი შვილებასა მას საღმრთოსა; და მეყსეულად ქებაჲ სათნოებისა მისისაჲ წარმოთქუა: „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნაო“. ხოლო ლუკა ამისსა უმეტესსაცა გჳთხრობს დედაკაცისა მისთჳს, ვითარმედ: შეახო რაჲ ფესუსა სამოსლისა მისისასა და განიკურნა,
1 ლუკ. 8,50.
არა მეყსეულად მოუწოდა მას ქრისტემან, არამედ პირველად თქუა: „ვინ შემახო მე? ჰრქუა პეტრე: მოძღუარ, ერი გარემოგადგან შენ და შეგაიწრებენ, და შენ იტყჳ: ვინ შემახო მე? ხოლო იესუ ჰრქუა: შე-ვინმე-მახო მე, რამეთუ მე ვცან ძალი იგი, განსრული ჩემგან“.1 ხოლო ამას იტყოდა გონებათა მათ მიმართ ერისათა, ზრქელთა და უგულისჴმოთა, არა თუ იგი უმეცარ იყო, თუ ვინ შეახო მას, და კუალად დედაკაცისა მისთჳსცა, რაჲთა ცნას მან, ვითარმედ არარაჲ დაეფარა, და თავით თჳსით აღიაროს საქმე იგი და გამოაცხადოს მის ზედა აღსრულებული საკჳრველებაჲ. ამისთჳსცა იტყჳს მახარებელი ლუკა, ვითარმედ: „იხილა რაჲ დედაკაცმან მან, რამეთუ არა დაეფარა, მოვიდა ძრწოლით და შეუვრდა მას და, რომლისა ბრალისათჳს შეახო, უთხრა წინაშე ყოვლისა ერისა, და ვითარ-იგი მეყსეულად განიკურნა. ხოლო იესუ ჰრქუა: ნუ გეშინინ, ასულო! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ; ვიდოდე მშჳდობით!“2
იხილეა, რაოდენ უაღრეს იყო დედაკაცი იგი შესაკრებელთმთავრისა მის? არა მოუწოდა სახედ თჳსად, დაღაცათუ მდიდარი იყო ფრიად, არა უპყრა სამოსელსა მისსა, არამედ შე-ოდენ-ახო ფესუსა სამოსლისა მისისასა, და უკუანაჲსკნელ ღათუ მოვიდა, პირველ მიიღო კურნებაჲ და წარვიდა. იგი მკურნალსა მას სახიერსა სახედ თჳსად უწოდდა, ხოლო ამას შეხებაჲ ოდენ კმა-ეყო, რამეთუ დაღაცათუ სნეულებითა მით შეკრულ იყო, არამედ სარწმუნოებითა ფრთოან იყო. ამისთჳსცა შორის შემოიყვანა და აქო იგი უფალმან და შიში მისი განუქარვა, რაჲთა შესაკრებელთმთავარსაცა და სხუათა ყოველთა ასწაოს ბაძვად სარწმუნოებასა მისსა, და სიმრთელესა თანა სხუაჲცა კეთილი საგზალი მისცა და ესრეთ წარგზავნა, რამეთუ ჰრქუა მას: „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშჳდობით“. ამისთჳსცა არა უმადლო იპოვა დედაკაცი იგი, არამედ წარვიდა სახედ თჳსად, და ვითარცა სიტყუაჲ ჭეშმარიტი მოძღუარ-თაგან მოვალს, ვითარმედ: სახლსა თჳსსა მან ყოველთა პირველად ხატი მაცხოვრისაჲ შექმნა და თაყუანი-სცემდა მას ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოვიდა სახლსა მთავრისასა და იხილა მუნ მგოსნები და ერი კრებული და შფოთი. და ჰრქუა მათ: განეშორენით, რამეთუ არა მომკუდარ არს იგი, არამედ სძინავს. ხოლო იგინი ეკიცხევდეს მას“ (9,23-24).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ეჰა უგუნურებაჲ იგი და სიცოფე მთავართაჲ მათ! მგოსნებითა და ნესტუებითა აღასრულებდეს გლოასა მას. ვის უხილავს გლოაჲ მგოსნებითა? არამედ ესე საქმე იყო უგუნურებისა მათ მთავართაჲსა და ფრიადისა მის უგულისჴმოებისა. ხოლო ქრისტემან ერი იგი უწესოებისა მოქმედი განასხა მიერ და არავინ შეიყვანა მის თა-
1 შდრ. ლუკ. 8,45-46. 2 ლუკ. 8,47-48.
ნა სახლსა მას, გარნა თავნი იგი მოწაფეთანი და მამაჲ და დედაჲ ყრმისაჲ მის; რაჲთა არა თქუან, ნუუკუე სხუამან ვინმე ყო კურნებაჲ იგი და არა უფალმან, ამისთჳს მშობელნი მისნი წარიყვანნა. ხოლო პირველ აღდგომისაცა იტყოდა: „ნუ სტირთ, რამეთუ ყრმაჲ იგი არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს“. აჩუენებს ამით სიტყჳთა, ვითარმედ ესრეთ ადვილ არს მის წინაშე აღდგინებაჲ მკუდართაჲ, ვითარ განღჳძებაჲ მძინარისაჲ, ვი-თარცა ლაზარესთჳსცა იტყოდა, ვითარმედ: „ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა“.1 მუნცა ძილად სახელ-სდვა სიკუდილსა, რაჲთა არღარავის ეშინოდის სიკუდილისაგან, ვინაჲთგან არღარა სიკუდილი არს, არამედ ძილი ეწოდების. რამეთუ ვინაჲთგან თავადსაცა ეგულებოდა ხილვად გემოჲ სიკუდილისაჲ, ამისთჳს წინაჲთვე სხუათა გუამთა მიერ ასწავებს მოციქულთა, რაჲთა არღარა ეშინოდის სიკუდილისაგან, რამეთუ მო-რაჲვიდა უფალი ქუეყანად, ამიერითგან სიკუდილი ძილად შერაცხილ არს. ამათ ესევითართა მიზეზთათჳს ძილად უწოდა სიკუდილსა მას. ხოლო უგულისჴმონი იგი ეკიცხევდეს მას; არამედ სახიერმან არავე შეჰრისხნა ურწმუნოებისა მისთჳს, არამედ საქმით ამხილა მათი იგი სიცოფე. არა შეჰრისხნა მოკიცხართა მათ, რაჲთა იგინიცა და მგოსნები იგი და ერი, რომელი ეტყებდა, ყოველნივე მოწამე იყვნენ სიკუდილისა მის, ვითარცა ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „ჰბასრობდეს მას, უწყოდეს, რამეთუ მომკუდარ იყო“.2 რამეთუ უმადლოებაჲ იგი და ურწმუნოებაჲ ჰურიათაჲ აურაცხელ იყო და მრავალგზის შემდგომად ქმნისა სასწაულთაჲსა არაქმნასა სწამებდიან, ამისთჳს წინაჲთვე განგებულებით იქმნებოდა დამტკიცებაჲ სიკუდილისაჲ მის, რაჲთა ვერვინ თქუას, თუ: არა მომკუდარ იყო. ეგრეთვე ლაზარეს ზე იქმნა; ჰრქუა მათ: „სადა დასდევით იგი?“ რაჲთა მათ თჳთ თქუან: „მოვედ და იხილე“;3 და კუალად ჰრქუეს: „ყროდისღა, რამეთუ მეოთხე დღე არს“;4 და ვერ უძლონ მერმე თქუმად, თუ: არა მკუდარი აღადგინა. ეგრეთვე აქა ყოვლით კერძო დაემტკიცა და საცნაურ იქმნა სიკუდილი ყრმისაჲ მის, რაჲთა ყოველთავე ცნან ძალი საკჳრველებისაჲ მის. ამისთჳსცა, ხედვიდეს რაჲ მშობელნი მისნი, „უპყრა ჴელიო და აღადგინა ქალი იგი“.5 არა თუ სხუაჲ მისცა სული, არამედ იგივე, რომელი განსრულ იყო მისგან, მოაქცია და, ვითარცა მძინარე, განაღჳძა, რამეთუ ყოველივე ადვილ არს მის წინაშე.
„და უბრძანა, რაჲთა სცენ მას ჭამადი“,6 რაჲთა ვერვინ მოიგონოს, თუ უცნებაჲ არს საქმე იგი. და არა თავადმან მისცა, არამედ მათ უბრძანა მიცემად, ვითარცა ლაზარეს ზე ჰრქუა მათ: „განჴსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდის“;7 რაჲთა ორივე მტკიცე და განცხადებულ იყოს, მოკუდომაჲცა და აღდგომაჲ, და ვერვის ჴელ-ეწიფებოდის ორგულებაჲ ანუ ურწმუნოებაჲ.
1 იოან. 11,11. 2 ლუკ. 8,53. 3 იოან. 11,34. 4 იოან. 11,39. 5 მათ. 9,25. 6 ლუკ. 8,55. 7 იოან. 11,44.
ხოლო ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „ამცნო მამა-დედათა მისთა, რაჲთა არავის უთხრან საქმე იგი“,1 რაჲთა ყოვლით კერძო გუასწაოს ჩუენ სიმდაბლე და არაგამოცხადებაჲ ქველისსაქმეთა ჩუენთაჲ.
სწავლაჲ ლა: ვითარმედ არა ჯერ-არს უზომოდ გლოვაჲ მიცვალებულთათჳს, არამედ ლოცვაჲ მათთჳს და ჟამისწირვაჲ
და აწ უკუე, ვინაჲთგან ამას სიტყუასა მოვედით, მნებავს მცირედ მათა მიმართ თქუმად, რომელნი უწესოდ და უზომოდ იგლოენ და ტყებასა იქმან მიცვალებულთათჳს.
გულისჴმა-ყავ, კაცო, ვითარმედ მაშინ უფალმან ერი იგი მგლოარე და მტყებარი გარე განასხა. აწ უკუე შენ ნუ მათ თანა განისხმი, არამედ ეგე პეტრეს და იოვანეს და იაკობის თანა. უკუეთუ მაშინ იგინი განასხნა, არა უფროჲსად აწ ქმნასა? რამეთუ მაშინ ჯერეთ არა საცნაურ იყო, თუ სიკუდილი ძილად გარდაქცეულ არს, ხოლო აწ მზისა უბრწყინვალესად ჩანს ესე და საცნაურ არს. გარნა არა გიხილავს შვილი შენი აღდგომილი? ნუ ამისთჳს სულმოკლე ხარ, რამეთუ უეჭუელად აღადგინოს შენიცა ეგე შვილი უმეტესითა დიდებითა. რომელი-იგი მაშინ აღდგა, კუალად მო-ვე-კუდა, ხოლო შენი რაჟამს აღდგეს, ეგოს უკუნისამდე უკუდავებასა შინა.
ამიერითგან უკუე ნუვინ უზომოდ ტირნ და გოდებნ, ნუცა ძლევასა მას ქრისტესსა დააკნინებნ, რამეთუ მძლე ექმნა იგი სიკუდილსა და შემუსრა ყოველივე ძალი მისი. რაჲსათჳს უკუე უწესოდ ჰგოდებ, კაცო? საქმე იგი სიკუდილისაჲ ძილად შეცვალებულ არს, რად ეტყებ და იგლოვ? დაღაცათუმცა წარმართნი იქმოდეს ამას, ბრალობაჲ ჯერ-იყო, ხოლო ოდეს ქრისტეანე იქმოდის საქმესა მას უჯეროსა, რაჲღა ვინ თქუას ესოდენისა ამის უგულისჴმოებისათჳს? შემდგომად ესოდენთა ჟამთა და განცხადებულსა მას აღდგომისა სიმტკიცესა ჯერეთ უგულისჴმოვე ხარ, კაცო, და მტირალთა შემოჰკრებ და სახლსა დააბნელებ და წესიერებასა მას ჩუენსა საბასრობელ-ჰყოფ. შვილნი წარმართთანი, რომელთა არა იციან საიდუმლოჲ იგი აღდგომისაჲ, ჰპოებენ სიტყუათა ნუგეშინის-ცემისათა და ეტყჳან მგლოარეთა: თავს-იდევ ახოვნებით, რამეთუ უკმოსლვაჲ წარსრულისაჲ მის არა არს, არცა კურნებაჲ საქმისაჲ მის გლოითა. ხოლო შენ, რომელსა სიბრძნე იგი საღმრთოჲ გისწავიეს, უმეტეს მათსა იქმ უშუერებასა მას და არა გრცხუენის, არცა შეიკდემ. რამეთუ ჩუენ არა ვიტყჳთ, თუ: თავს-იდევ ახოვნად, რამეთუ წარსრულისა მის ხილვაჲ არღარა არს;
1 ლუკ. 8,56.
არამედ ესრეთ ვიტყჳთ: თავს-იდევ ახოვნად, რამეთუ შესუენებული იგი აღდგების უეჭუელად; მიიძინა შვილმან შენმან, არა თუ მოკუდა. ვინაჲთგან განღჳძებაჲ ეგულების და აღდგომაჲ და ცხორებისა უკუდავისა მიღებაჲ, არა ძილი არსა საქმე იგი? ისმინე, რასა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „მოიქეც, სულო ჩემო, განსასუენებელად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყოს შენ“.1
წინაჲსწარმეტყუელმან სულისა მიერ წმიდისა სიკუდილსა განსასუენებელ უწოდა და კეთილის-ყოფა, და შენ რასა იგლოვ? ეშმაკი იგლოვდინ, იგი გოდებდინ და ტიროდენ, ხედვიდეს რაჲ ცხორებად საუკუნოდ მისლვასა ჩუენსა; მისდა მიცემულ არს გლოაჲ საუკუნოჲ, ხოლო შენ, რომელი განსასუენებელსა მიმავალ ხარ და გჳრგჳნისა მოღებად გეგულების, რაჲსათჳს იგლოვ ამიერ განსრულსა მას ზედა? არა ხედავა, რავდენითა ბოროტითა სავსე არს სოფელი ესე და დღითი-დღე უძჳრესისა მიმართ წარემატების? და პირველითგანვე, გამო-რაჲ-ვისხენით სამოთხით, ჭირი და ურვაჲ დაგუესაჯა: ოფლითა პირისა ჩუენისაჲთა ჭამაჲ პურისაჲ2 და სულ-თქუმანი და მწუხარებანი და ჭირნი, და მიერითგან ესე სასჯელი მოვალს, და კუალად ამას ზედა ჩუენცა განვამრავლენით ცოდვანი, და მათ მიერ იშვნეს უმეტესნი ბოროტნი და აურაცხელნი მწუხარებანი. ხოლო მის საუკუნისათჳს ესევითარი არაჲ გესმას, არამედ ყოველივე წინააღმდგომი, ვითარმედ: „წარჴდა სალმობაჲ და მწუხარებაჲ და სულ-თქუმაჲ“,3 და „ინაჴ-იდგმიდენო აბრაჰამის თანა“;4 და სასძლოჲ ითქუმის შუენიერი და ლამპარნი ბრწყინვალენი და ნათელსა შინა ყოფაჲ და ანგელოზთა თანა სიხარული.
აწ უკუე შენ რაჲსათჳს იგლოვ წარსულსა მას და იქმ, რაჲთა სხუანიცა ძრწოდინ სიკუდილისაგან, ვითარცა ბოროტისა რაჲსმე საქმისაგან? ვითარ ვასწაოთ სხუათა უკუდავებისათჳს, ოდეს ჩუენ უმეტეს ურწმუნოთასა გუეშინოდის სიკუდილისაგან? და რაჲ ვყოთო, ბუნებითი არს საქმე ესე. ნუ იყოფინ! უწესოჲ ესე და უზომოჲ არა ბუნებითი არს, არამედ ჩუენისა ვერაგობისაგან დაწესებულ არს. ხოლო ბუნებითი საქმე არს წესიერად და მდუმრიად ცრემლი ზომითი და ვედრებაჲ ღმრთისაჲ წარსრულისა მისთჳს. ხოლო გსურის თუ საყუარელისა მის ხილვაჲ, კეთილი მოქალაქობაჲ მოიგე და ადრე იხილო იგი. ხოლო აწ ნუ უწესოდ იგლოვ, არამედ თავსა შენსა ნუგეშინის-ეც მცნებისათჳს ღმრთისა; გულისჴმა-ყავ, ვითარმედ დაღაცათუ აწ არა ჰქმნა ესე, არამედ სიგრძესა ჟამისასა თავით თჳსით ჰქმნა, და არარაჲ გაქუნდეს მაშინ სასყიდელი, რამეთუ არა ღმრთისათჳს აიძულე თავი შენი, არამედ ჟამმან დაგარწმუნა. ხოლო უკუეთუ აწ მოხჳდე გულისჴმისყოფად ჟამსა მებრ გლოისასა და მადლობით შეიწყნარო, დიდი სასყიდელი მოიღო ღმრთისაგან, რამეთუ მოწყალებისა და მარხვისა და მღჳძარებისა
1 ფსალმ. 114,7. 2 შდრ. დაბ. 3,17. 3 ესაია 35,10. 4 მათ. 8,11.
და სხუათა ყოველთავე საქმეთა უაღრეს არს მოთმინებაჲ განსაცდელისაჲ მადლობით.
გულისჴმა-ყავ, რამეთუ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე მოკუდა კაცობრივითა მით ბუნებითა და შეურვებულ იყო და იტყოდა: „თანაწარმჴედინ სასუმელი ესე“,1 გარნა არავე თანაწარჰჴდა მიღებად სასუმელისა მის, და არა სიკუდილი ხოლო თავს-იდვა, არამედ სიკუდილი საყუედრელი, დამოკიდებითა ჯუარსა ზედა, რომელი მაშინ ფრიად საყუედრელად შერაცხილ იყო; და პირველ ჯუარ-ცუმისა ბევრეულნი ყუედრებანი და შეურაცხებანი თავს-ისხნა, რაჲთა ჩუენ გუასწაოს ყოვლისავე განსაცდელისა თავს-დებად. ხოლო მო-ღათუ-კუდა, არამედ აღდგა კუალად დიდებითა დიდითა, რაჲთა მოგუცეს ჩუენ სასოებაჲ აღდგომისაჲ.
უკუეთუ ამას ყოველსა არა ურწმუნო ხარ, ნუ სტირ და ჰგოდებ შესუენებულთათჳს. უკუეთუ ჰგოდებდე, ვითარ დაარწმუნო წარმართთა, ვი-თარმედ გრწამს? მითხარღა, უკუეთუმცა მეფემან ამან ქუეყანისამან მოავლინა და მიუწოდა შვილსა შენსა სამეუფოდ პალატად, სტიროდემცა და ჰგოდებდი? ნუ იყოფინ! არა უწყი, უკუეთუ სრულიად ვინ სულელ იყოს და უმეცარ. ხოლო აწ ანგელოზნი მოივლინებიან ზეცით მეუფისა მიერ და მიუწოდენ მონასა მას ღმრთისასა, რაჲსათჳს უკუე სტირ შენ? არა უწყია, ვითარ დიდი საიდუმლოჲ აღესრულების? ვითარ საშინელი და შესაძრწუნებელი და ღირსი გალობისაჲ და სახე დიდი სიბრძნისა მის საღმრთოჲსაჲ, ვითარ განვალს სული ჴორცთაგან, ვითარცა სახლისა რაჲსაგანმე, და მივალს მეუფისა თჳსისა. და შენ ჰხედავ საიდუმლოსა მას და სტირ. არა ტირილისაჲ არს ჟამი იგი, არამედ მადლობისაჲ. ხოლო ოდეს იშვებოდის ყრმაჲ, მაშინ რად არა სტირ და იგლოვ? რამეთუ ესეცა შობაჲ არს, ფრიად უაღრესი მის შობისა, რამეთუ მივალს ნათლად ბნელისა ამის სოფლისაგან; განიჴსნების, ვითარცა საკრველთაგან; განვალს დილეგისა ამისგან; გან-თავისუფლდების ღუაწლისაგან და მივალს განსუენებად.
რამეთუ ვითარცა მზე, ცისკარსა განწმედილსა აღმობრწყინდის რაჲ, ეგრეთვე სული, განვიდის რაჲ ჴორცთაგან, გონებითა წმიდითა ბრწყინავნ; და ვითარცა მეუფე შარავანდედითა შე-რაჲ-ვალნ პალატად შემკობილი, ესრეთ არს სული, განმავალი ჴორცთაგან და მიმავალი ღმრთისა. ამის უკუე ესევითარისა საქმისათჳს რად იგლოვ, კაცო, და ჰგოდებ, და არა უფროჲსად ჰგალობ და ჰმადლობ უფალსა?
ხოლო უკუეთუ ესრეთ მეტყჳ, ვითარმედ: ეგე, რომელსა წარმოიტყჳ, მართალთათჳს არს, გარნა უკუეთუ წარსული იგი ცოდვილ იყოს, რაჲ სთქუა, არა ვტიროდია და ვგოდებდე? - ეგრეთ ვიტყჳ მე, ვითარმედ: და-ღაცათუ ცოდვილი იყო, უმჯობესივე იქმნა მისთჳს სიკუდილი, რაჲთა არა უმეტესნი შეიკრიბნეს ცოდვანი, რამეთუ უკუეთუმცა იცოდა ღმერთმან,
1 მათ. 26,39.
თუ მოიქცევის სინანულად, ნუ იყოფინ, თუმცა წარიყვანა უნანელი; არამედ იცოდა სადმე, ვითარმედ უძჳრესისა მიმართ წარემატების, და ყო წყალობაჲ, მოაწია სიკუდილი, რაჲთა არა უმეტესად ცოდვილ იქმნას და უმრავლესისა სატანჯველისა ღირსად გამოჩნდეს. გარნა ტირილსა მისთჳს არა გაყენებ, არამედ ვხედავ, ვითარმედ არა მაგით გულისსიტყჳთა იგლოვ და სტირ. უკუეთუ არა, ყრმისა მცირისა და უმანკოჲსათჳს რაჲსა სტირ? და კუალად, ოდეს ვინ ახალნათელღებულთაგანი აღესრულოს, რად სტირ? არა უწყია, ვითარსა სიხარულსა მივლენ ესევითარნი იგი სულნი? ამით ვსცნობ, ვითარმედ კაცობრივითა გულისსიტყჳთა და არა ცოდვათათჳს არს გლოაჲ ეგე და ტირილი.
უკუეთუ კულა ჭეშმარიტად ცოდვილისათჳს ოდენ სტირ, ოდეს ცოდვასა შინა აღესრულოს, და ესე არს მიზეზი გლოისა შენისაჲ, არავინ არს ამას ზედა მაყენებელ შენდა, გარნა ამის პირისათჳს არცა მტირალთა შეკრებაჲ ჯერ-არს, არცა უწესოდ ქმნაჲ გოდებისაჲ მის, არამედ ოდეს მარტოებით იყო სახლსა შინა შენსა. ესევითარი გლოაჲ საღმრთო არს და მოციქულთა მიერ დაწესებულ. ცრემლოოდა იესუცა იერუსალჱმისათჳს, რამეთუ ხედვიდა წარწყმედასა მისსა; და მოციქულნი იგლოვდეს ცოდვილთათჳს. ესე საქმე ჭეშმარიტ არს. გარნა ოდეს სიტყუათა იტყოდი შეუმსგავსებელთა ამის გულისსიტყჳსათა, სიჭაბუკესა მისსა სტიროდი, თანამოღუაწეობასა მისსა იტყოდი და სხუასა ესევითარსა, ვითარ მრწმენეს, თუ ცოდვათა მის-თათჳს სტირ? უკუეთუ ცოდვათათჳს სტირ, მეცა თანაშემწე გეყო, რამეთუ ესე ტირილი კეთილ არს. გარნა თუ ესევითარი გაქუს გულისსიტყუაჲ, რად არა სიცოცხლესავე მისსა ასწავლიდი მოქცევასა ცოდვათაგან, არამედ მიუშჳ ცუდად და ამაოდ წარწყმედად დღეთა ცხორებისა თჳსისათა ცოდვა-თა შინა, და აწ, გან-რაჲ-ვიდა ამიერ, ოდეს არღარა უფალ არს მოქცევად და სინანულად, აწღა იგლოვ და სტირ? გარნა აწღა, უკუეთუ გენებოს, ისწრაფე ლხინებად მისა სატანჯველთაგან: აღასრულენ მისთჳს ვედრებანი და ლოცვანი, მიეც გლახაკთა; დაღაცათუ იგი უღირს იყოს, არამედ შენი ვედრებაჲ ისმინოს უფალმან. მისთა საფასეთაგან, გინა თუ შენთა, ყავ მისთჳს მოწყალებაჲ, დაასხი წყალი ცეცხლსა მას; არა აქუს ქველისსაქმე თჳსი, ბარე თჳსთა მისთაჲ აქუნდინ; არა ჰქონან მოწყალებანი მის მიერ ქმნილნი, აქუნდინ მისთჳს ქმნილნი იგი. რაოდენცა მრავალთა ცოდვათა თანამდებ არს, უმეტესი უჴმს ქველისსაქმე, რამეთუ არა აქუს ესევითარი ძალი მისთჳს ქმნილსა ამას, ვითარ აქუნდა, თუმცა მის მიერ ქმნილ იყო; რამეთუ არა სწორ არს თავით თჳსით ქმნაჲ ქველისსაქმისაჲ და სხუათა მიერ მისთჳს მიცემაჲ. ვინაჲთგან უკუე ფრიად უდარეს არს ესე, ამისთჳს უმეტესად ფრიად ჯერ-არს ქმნაჲ. შემოკრიბენ გლახაკნი, არქუ სახელი მისი, აღადგინენ მრავალნი მეხჳშნენი, ისმენს უფალი ამასცა ვედრებასა; და ესეცა მისისა სახიერებისა საქმე არს, რომელ ლოცვათა და ცრემლთა მიერ გლახაკთასა, ობოლთა და ქურივთასა ულხენს შეცოდებულთა, რაჲთა უმრავლესნი გზანი ცხორებისანი გჳჩუენნეს. ნუ იტყჳ, თუ: გლახაკი ვარ და არა მაქუს საფასე; მრავალგზის მითქუამს, ვითარმედ მოწყალებასა არა საზომისა მისებრ მიცემისაჲსა შეჰრაცხებს ღმერთი, არამედ ძალისაებრ და გონებისა მიმცემელისა მის. ძალისაებრ შენისა ქმენ მოწყალებაჲ, მოუწოდე მღდელთა, რაჲთა აღასრულონ მისთჳს უსისხლოჲ იგი მსხუერპლი; არა თუ ცუდად აღესრულების წმიდაჲ ჟამისწირვაჲ შესუენებულთათჳს, არა თუ ცუდად აღესრულებიან ვედრებანი და მოწყალებანი. ესე ყოველი სულმან წმიდამან განაწესა, რაჲთა ურთიერთას სარგებელ ვეყოფოდით. მას შენ მიერ სარგებელ ეყოფის და შენ - მის მიერ, რომელ წესსა და მცნებასა სიყუარულისასა აღასრულებ. ხოლო ნუ იჭუეულ ხარ და იტყჳ: ნუუკუე არას ერგების მას? არა ცუდად ღაღადებს დიაკონი და იტყჳს: „ქრისტეს მიერ შესუენებულთათჳს და რომელნი ჴსენებასა მათსა აღასრულებენ, უფლისა მიმართ ვილოცოთ“. არა დიაკონი ღაღადებს ამას, არამედ მადლი იგი სულისა წმიდისაჲ. წინამდებარე არს მსხუერპლი იგი დიდებული, მუნ მდგომარე არიან ანგელოზნი და მთავარანგელოზნი, წინაშე ძესა ღმრთისასა, ძრწოლით ჰმსახურებენ, და მაშინ ღაღადებს დიაკონი ამას ვედრებასა, და ვინმცა თქუა, თუ ცუდ არს და უსარგებლო? უკუეთუ ესე ცუდ არს, სხუაჲცა სადმე ყოველი ცუდ არს, რომელსა ვევედრებით ეკლესიათათჳს, მღდელთათჳს, მეფეთათჳს და ყოვლისა ერისათჳს; ნუ იყოფინ, თუმცა ცუდ რაჲმე იყო. ყოველივე ჭეშმარიტ არს, ყოველივე სარწმუნოებით აღესრულების.
ხოლო რაჲ სთქუა, რომელ-იგი მოწამეთათჳს შევსწირავთ ჟამისწირვასა? დიდი პატივი არს მოწამეთაჲცა, უკუეთუ მას ჟამსა იჴსენნენ. ამისთჳს ვაჴსენებთ მოწამეთა და ყოველთა წმიდათა. ოდეს მეუფე საკურ-თხეველსა ზედა იყოს, საშინელი იგი საიდუმლოჲ აღესრულებოდის, დიდი პატივი არს წმიდათაჲ, რომელნიცა იჴსენნენ; ვითარცა-იგი დაჯდის რაჲ მეფე ძლევით შემოსილი საყდართა ზედა, და დღესასწაულსა ძლევისა მისისასა აღასრულებნ და შეასხმიდიან ერნი და სპანი, და არნ სიხარული დიდი, მაშინ იდიდებოდიან, რომელნიცა ზიარ მისისა მის ძლევისა იქმნეს, და განთავისუფლდებოდიან პყრობილნი, რომელნიცა ჴსენებულ იქმნიან სიხარულისა მისთჳს. ხოლო აღ-რაჲ-დგის მეფე სერისა მისგან, არღარავინ იკადრებნ მოჴსენებად მისა პყრობილთა მათთჳს. ეგრეთვე ვიდრემდის მსხუერპლი იგი საიდუმლოჲსაჲ წმიდასა საკურთხეველსა ზედა ეგოს და იქადაგებოდის ქადაგებაჲ იგი დიდებული, ვითარმედ კაცთათჳს მიეცა მეუფე სიკუდილად და დაჰჴსნა სიკუდილი, რომელ-ესე არს ჴსენებაჲ ძლევისა მისისაჲ, ვითარცა იტყჳს: „რავდენგზის სჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით“,1 მა-შინ რომელნიცა წმიდათაგანნი იჴსენნენ, დიდი პატივი არს მათთჳს. მასვე
1 1 კორ. 11,26.
უკუე ჟამსა მის საკჳრველებისასა ჯეროვნად იჴსენებიან შეცოდებულნიცა და ჰპოებენ ლხინებასა.
აწ უკუე ნუ ცუდად ანუ ლიტონად შევჰრაცხებთ საქმესა ამას, არამედ სარწმუნოებით აღვასრულებდეთ და ამით ნუგეშინის-ვსცემდეთ მიცვალებულთა მათ; ცრემლთა წილ და გლოისა და სამარეთა შემკობისა აღვასრულებდეთ მათთჳს ჟამისწირვასა, ლოცვასა, მოწყალებასა, რაჲთა იგინიცა და ჩუენ ღირს ვიქმნეთ საუკუნესა ცხორებასა მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდითურთ შუენის დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.