მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 9:57

56. For the Son of man is not come to destroy men's lives, but to save them. And they went to another village.57. And it came to pass, that, as they went in the way, a certain man said unto him, Lord, I will follow thee whithersoever thou goest.58. And Jesus said unto him, Foxes have holes, and birds of the air have nests; but the Son of man hath not where to lay his head.
Luke თავი 9
57. And it came to pass, that, as they went in the way, a certain man said unto him, Lord, I will follow thee whithersoever thou goest.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეცხრე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 9; მ. 1-6]

1. და მოუწოდა იესუ ათორმეტთა მათ მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ძალი და ჴელმწიფებაჲ ყოველთა ზედა ეშმაკთა და სენთა განკურნებაჲ. 2. და წარავლინნა იგინი ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა და განკურნებად უძლურთა. 3. და ჰრქუა მათ: ნურარაჲ გაქუნ გზასა ზედა, ნუცა კუერთხი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა ვეცხლი, ნუცა ორი სამოსელი გაქუნ. 4. და რომელსა სახლსა შეხჳდეთ, მუნ დაადგერით და მიერ გამოვედით. 5. და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ ქალაქით, მტუერი ფერჴთა თქუენთაგან განიყარეთ საწამებელად მათა. 6. და გამო-რაჲ-ვიდეს, მიმოვიდოდეს დაბნებსა მას და ახარებდეს და განჰკურნებდეს სნეულთა ყოველთა ადგილთა.

აქედანაც ჩანს აღმატებულობა იესოს ღმრთაებრიობისა, ვინაიდან იგი არა მხოლოდ თვითონ იქმოდა სასწუალებს, არამედ იმავე ძალას აძლევდა მოწაფეებსაც. ხოლო გადასცეს თავის მეგობრებს ასეთი ნიჭები, ეჭვგარეშეა, რომ შეუძლია არა ადამიანს, არამედ მხოლოდ ღმერთს. მიანიჭა რა ხელმწიფება არაწმიდა სულებზე, უფალმა არ შეზღუდა ისინი მხოლოდ ამ ძალაუფლების გამოყენებით, არამედ უბრძანა მათ სახარებაც ექადაგათ. მას, ვისაც ჩაბარებული აქვს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მვ ვითარმედ სათნოებაჲ უაღრეს არს სასწაულთა, რამეთუ უმეტესად მისგან განბრწყინდეს წმიდანი:

...1 მეფ. 16, 1,12) აბრაჰამ და ისაკ და იაკობ რომელნი მკუდარნი აღადგინნეს, რომელი კეთროანი განწმიდეს? არა უწყითა, რამეთუ სასწაულნი, უკუეთუ არა ფრთხილ იყოს მოქმედი მათი, დიდად ავნებენ, ვი-თარცა მრავალთა შეემთხჳა კორინთეს შინა და ჰრომეს? ამისთჳს სიმონ განვარდა, ამისთჳს, რომელმან-იგი ჰრქუა უფალსა: „მიგდევდე შენ“, არა შეწყნარებულ იქმნა, რამეთუ ცუდადმზუაობრობისათჳს და საჴმართმოყუარებისა ეძიებდეს იგინი სასწაულთა. ამისთჳს, უფალი მოწაფეთა რაჲ ასწავლიდა, არა ჰრქუა, თუ: ყვენით სასწაულნი, რაჲთა იხილონ კაცთა, არამედ: „ეგრეთ ბრწყინევდინო ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ კეთილნი საქმენი თქუენნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცა-თასა“. და პეტრეს არა ჰრქუა: უკუეთუ გიყუარ მე, იქმოდე სასწაულთა, არამედ: „მწყსიდიო ცხოვართა ჩემთა“. და კუალად, რაჲსათჳს ყოვლადვე უფროჲს სხუათასა მას პატივ-სცემს და იაკობს და იოვანეს? სასწაულ-თათჳს-მე ესრეთ იქმოდაა? არამედ სხუანიცა მსგავსად მათავე იქმოდეს სასწაულთა, რამეთუ ყოველთა ზოგად მოსცა ჴელმწიფებაჲ. ვინაჲ უკუე აქუნდა სამთა მათ უმეტესობაჲ? საზომისაგან სათნოებისა სულიერისა. რამეთუ მხედველმან მან დაფარულთამან იცოდა, ვი...

სრულად ნახვა