მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მვ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „სხუაჲ იგავი დაუდგა მათ და ჰრქუა: ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა, რომელმან დასთესა თესლი კეთილი აგარაკსა თჳსსა. და ვითარცა დაიძინეს კაცთა, მოვიდა მტერი მისი და დასთესა ღუარძლი შორის იფქლსა მას და წარვიდა. ოდეს აღმოსცენდა ჯეჯლი იგი და ნაყოფი გამოიღო, მაშინ გამოჩნდა ღუარძლი იგი. მოვიდეს მონანი იგი და უთხრეს სახლისა უფალსა მას და ჰრქუეს: უფალო, ანუ არა თესლი კე-თილი დასთესეა აგარაკსა შენსა? ვინაჲ აღმოსცენდა ღუარძლი? ხოლო მან ჰრქუა: მტერმან კაცმან ყო იგი. ხოლო მონათა მათ ჰრქუეს მას: გნებავსა, რაჲთა მივიდეთ და გამოვარჩიოთ იგი? ხოლო მან ჰრქუა: ნუუკუე შეკრებასა ღუარძლისასა აღმოჰფხურათ მის თანა იფქლიცა. აცადეთ იგი თანააღორძინებად ურთიერთას ვიდრე ჟამამდე მკისა“ (13,24-30).

რაჲ განყოფილებაჲ აქუს ამას იგავსა პირველისა მისგან? მას შინა მათ მოასწავებს, რომელთა ყოვლადვე არა ისმინეს მისი, არამედ შორს განდეს და განმცემელ თესლისა მის იქმნეს, ხოლო აქა კრებულსა მას გუაუწყებს მწვალებელთასა, რაჲთა ამასცა არა უმეცარ იყვნენ მოწაფენი. რამეთუ ესეცა ღონეთაგან არს ეშმაკისათა, რაჲთა ჭეშმარიტებასა თანა შეურთოს საცთურიცა, რაჲთა მსგავსობითა მით აცთუნნეს გონებაცთომილნი. ამისთჳს არა იტყჳს სხუასა რასმე თესლსა, არამედ ღუარძლსა, რომელი-იგი მიემსგავსების იფქლსა მცირედითა რაჲთმე ხილვითა.

„და ვითარცა დაიძინეს კაცთა, მოვიდა მტერი მისი და დასთესა ღუარ-ძლი“. ამით სიტყჳთა დიდსა შიშსა დასდებს მღდელთა ზედა და მთავართა, რომელნი დადგინებულ არიან მცველად საღმრთოჲსა მის სიტყჳსა, რამეთუ შეუნდვეს თესვად ღუარძლისა, და აჩუენებს, ვითარმედ შემდგომად ჭეშმარიტებისა მოვალს საცთური. ამისთჳს შემდგომად წინაჲსწარმეტყუელთა მოვიდეს ცრუწინაჲსწარმეტყუელნი, და შემდგომად მოციქულთა - ცრუმოციქულნი, და შემდგომად ქრისტეს განკაცებისა მომავალ არს ანტე. რამეთუ უკუეთუ არა იხილოს ეშმაკმან პირველად კეთილი, არა განეწყვების ბრძოლად. ვინაჲთგან იხილა ქრისტეს განკაცებითა ქმნილნი ესე კეთილნი, შემოიყვანნა მბრძოლნი: მეფენი მეკერპენი, მოძღუარნი მწვალებელთანი, ცრუწინაჲსწარმეტყუელნი და ცრუმოციქულნი და კუალად ჰმზადებს მოყვანებად ანტესსა. ამისთჳს, აქაცა იხილა რაჲ მტერმან, რამეთუ გამოიღეს ნაყოფი, „რომელმანმე ასი და რომელმანმე სამეოცი და რომელმანმე ოცდაათი“,1 სხუაჲ გზაჲ მოიპოა საცთურისა თჳსისაჲ. ვინაჲთგან წარტაცებად ვერ უძლო თესლისა მის, ვერცა შეშთობად, ვერცა დაწუვად, მაშინ თესლი თჳსისა ღუარძლისაჲ დასთესა შორის მის თესლისა, რამეთუ ეძინა კაცთა

1 მათ. 13,23; შდრ. მათ. 13,8; მარკ. 4,8,20.

მათ. ამას იტყჳს უფალი, რაჲთა მღჳძარე ვიყვნეთ ჩუენ მარადის, რამეთუ მტერი ჩუენი ყოვლადვე მოსწრაფე არს ვნებად ჩუენდა.

თქუას ვინმე, თუ: ვითარ შესაძლებელ არს არადაძინებაჲ? ბუნებითისა ამის ძილისა არადაძინებაჲ შეუძლებელ არს, ხოლო გონებისაჲ შესაძლებელ არს მარადის მღჳძარებაჲ. ხოლო თესვაჲ ესე ღუარძლისაჲ, ოდეს აღესრულა ყოველივე საქმე ყანისაჲ მის, მაშინღა იქმნა, რამეთუ ესრეთ არს საქმე მწვალებელთაჲ - არა თუ სარგებელისათჳს ვისამე, არამედ თჳსისა ამპარტავანებისათჳს სთესვენ ღუარძლსა მას, რომელი-იგი პირველ მცირედ ჩანნ და მერმე განჰფინის გესლი იგი თჳსისა სიბოროტისაჲ, ვითარცა თქუა, ვითარმედ: „ოდეს აღმოსცენდა ჯეჯლი იგი და ნაყოფი გამოიღო, მაშინ გამოჩნდა ბოროტი იგი ღუარძლი“. და კუალად გულისსიტყუათაცა ბოროტთა ღუარძლ ეწოდების, რომელსა დასთესავს ეშმაკი გულთა შინა კაცთასა ამისთჳს, რამეთუ ეძინა მცველთა მათ, რომელ არიან სულნი, რომელთა უჴმდა მღჳძარებაჲ და კეთილისა მის თესლისა ცვაჲ, რომელი დასთესა უფალმან სულსა შინა კაცად-კაცადისასა მცნებათა თჳსთა მიერ. რამეთუ უკუეთუმცა არა მივეცით თავნი ჩუენნი ძილსა დაჴსნილობისასა და უდებ-ვყავთ კეთილისა მის თესლისა ცვაჲ, ვერცა პოა მთესვარმან მან ღუარძლისამან ჟამი და ადგილი დათესვად ჩუენ შორის ღუარძლი იგი ცეცხლად მიცემადი.

ხოლო ვინ არიან მონანი იგი, რომელნი ეტყჳან უფალსა ღუარძლისა მის აღმოფხურად? - ძალთა მათ ანგელოზთასა გამოსახავს, რომელნი მარადის წადიერ არიან ნებასა მას მეუფისასა აღსრულებად; არამედ აყენებს მათ უფალი და ეტყჳს: „ნუუკუე შეკრებასა ღუარძლისასა აღმოჰფხურათ იფქლიცა“. ხოლო მტერად კაცად უწესს ეშმაკსა - ფრიადისა მის კაცთა მიმართ ბრძოლისა მისისა, რამეთუ ბრძოლაჲ მისი ჩუენდა მომართ არს. ხოლო დაწყებაჲ ბრძოლისაჲ არა ჩუენისა ხოლო, არამედ უფროჲსად ღმრთისა მიმართ მტერობისაგან იქმნა. ამისთჳს საცნაურ არს სიყუარული ღმრთისაჲ კაცთა მომართ. ხოლო იხილე მონათა მათ მოღუაწებაჲ, ვითარ მოსწრაფე არიან ღუარძლისა მის აღმოფხურად, რაჲთა თესლსა მას არა ევნოს; არამედ მეუფე არა შეუნდობს, ნუუკუე აღმოიფხურას იფქლიცა. ესე იგი არს, მო-თუ-სწყუედდეთ მწვალებელთა, წმიდანიცა ვინმე მოსწყდენ, და კუალად მათვე ღუარძლთაგან მრავალნი მოქცევად არიან და იფქლ-ყოფად. აწ უკუე მო-თუ-სწყჳდნეთ პირველ მოქცევისა, სავნებელ იქმნას, ნუუკუე წარიტაცოს ცოდვილი, რომელსა ეგულებოდა სინანული. რამეთუ ესე პირველითგან ქმნა ღმერთმან: მრავალგზის მშობელნი იყვნიან ბოროტნი და ეგულებინ შვილისა კეთილისა შობად, არა მოსწყჳდნის იგინი ღმერთმან, რამეთუ ყოფადსა მას მეცნიერ არნ, დაღაცათუ ანგელოზნი უმეცარ იყვნიან. არა შეუნდო აღმოფხურად ესავისა, რაჲთა არა დაეყენოს მისგან შობადი იგი იობ; არა აღმოფხურა მათე, მეზუერეობასა შინა რაჲ იყო, არცა პავლე, სდევნიდა რაჲ ეკლესიათა, რამეთუ იცოდა, რაჲ ყოფად იყვნეს. ეგრეთვე არცა მწვალებელთა გჳბრძანებს მოწყუედად, რაჲთა არა ბრძოლაჲ აღვადგინოთ სოფელსა შინა, არამედ სიტყჳთა მართლმადიდებლობისაჲთა დაყოფად პირთა მათთა და დაჴსნად კრებულებისა მათისა, ნუუკუე მოიქცენ ვიეთნიმე მათგანნი და იფქლ იქმნენ. ხოლო უკუეთუ სულგრძელებისა მისგან არაჲ სარგებელ ეყოს, - იტყჳს უფალი, - არცა ღუარძლობისა მისგან მოიქცენ, მაშინ „ჟამსა მას მკისასა უბრძანო მომკალთა მათ: შეკრიბეთ პირველად ღუარძლი იგი და შეკართ ძნეულად, რაჲთა დაიწუას იგი, ხოლო იფქლი იგი შეკრიბეთ საუნჯეთა ჩემთა“ (13,30).

რაჲსათჳს შეკრებად-სცემს პირველად ღუარძლსა? რაჲთა არა იფქლი იგი შეშინდეს, ვითარმცა მათ თანაშეერთვოდეს. ამისთჳს ბრძანებს პირველად განრჩევასა ღუარძლისასა და ცეცხლად მიცემასა, ხოლო იფქლისა მის საუნჯედ თჳსად შეკრებასა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ მარცუალსა მდოგჳსასა, რომელ მოიღო კაცმან და დას-თესა თჳსსა მტილსა, რომელი უმცირეს არს ყოველთა თესლთა, ხოლო რაჟამს აღორძნდის, უფროჲს ყოველთა მხალთა არნ იგი, და იქმნის იგი ხე დიდ, ვითარმედ მოვიდიან მფრინველნი ცისანი და დაადგრიან რტოთა მისთა“ (13,31-32).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ თესლისა მისგან სამი ნაწილი წარწყმდა და ერთი ცხონდა, და ცხოვნებულსა მასცა შორის მტერმან ღუარძლი დასთესა, რაჲთა არავინ თქუას, თუ მცირედ სადმე და უნდო-ყოფად არს კრებული იგი მორწმუნეთაჲ, ამისთჳს შემოიღო იგავი ესე მდოგჳსაჲ, რაჲთა იჭჳ იგი განაქარვოს და გულისჴმა-უყოს, ვითარმედ დიდად აღორძინებად არს ქადაგებაჲ იგი სასუფეველისაჲ. რამეთუ ვი-თარცა მარცუალი იგი მდოგჳსაჲ ფრიად მცირე არს, ხოლო აღიზარდის რაჲ, უფროჲს ყოველთა მხალთასა იქმნის, ეგრეთვე ქადაგებაჲ ესე სახარებისაჲ. დაღაცათუ მცირედ არიან რიცხჳთა მოწაფენი და შეურაცხ კაცთაგან, არამედ ძალითა ჩემითა ესოდენ აღორძნდეს ქადაგებაჲ მათი, ვიდრეღა ყოველი სოფელი დაიპყრას, და აჩრდილსა მისსა ყოველნი კაცნი მიივლტოდინ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მერმე სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შერთო იგი ფქვილსა სამსა საწყაულსა, ვიდრემდე აღაფუვნა იგი ყოვლად“ (13,33).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესეცა იგავი პირველსა მასვე სახესა დაამტკიცებს: ვი-თარცა ცომი ყოველსა მას აღსუარულსა თჳსისა მიმართ ძალისა შესცვალებს, ეგრეთვე მოციქულთა ყოველი სოფელი შეცვალონ და მოიყვანონ სარწმუნოებად. ამისთჳსცა სიბრძნით ბუნებითთა საქმეთა მოიღებს იგავად, რაჲთა გამოაჩინოს, რამეთუ ვითარცა იგინი უეჭუელად აღესრულებიან, ეგრეთვე ესე უეჭუელად იქმნას. დაღაცათუ ათორმეტნი არიან მოწაფენი, არამედ აღერინენ რაჲ სოფელსა, არა ესენი სიმრავლისა მის წესსა მიემსგავსნენ, არამედ იგინი თჳსსა წესსა და მოძღურებასა მოიყვანნენ; ვითარცა ცომი შეერთის რაჲ აღსუარულსა მას, არა წარწყმიდის ძალი თჳსი, არამედ მცირედმან მან ყოველივე აღაფუვნის, ეგრეთ იყოს ქადაგებაჲ მოციქულთაჲ. რამეთუ ვინაჲთგან წყალობისა ჩუენისათჳს განჴორციელდა უფალი ჩუენი და ბუნებაჲ ჩუენი საშოჲსაგან ქალწულისა ერთგუამებად თავისა თჳსისა თანა შეაერთა და ორითა მით ბუნებითა იხილვა ქუეყანასა ზედა და კაცთა შორის იქცეოდა, შერთო თჳსი იგი მადლი თბესა მას კაცთა ბუნებისასა და ყოვლითურთ განაახლა იგი. და მერმე განავლინნა ქადაგებად მოციქულნი კაცად-კაცადისა მიმართ, რაჲთა ყოველნივე შეიკრიბნეს თავისა თჳსისა სახიერმან მან. რომელთა არა მსგავსად ჰურიათასა დაიყვნეს ყურნი სმენად და დაიჭუხნეს თუალნი ხილვად, ყოველნივე მოვიდეს სარწმუნოებასა და იქმნეს ასოებ ეკლესიისა, რომლისა თავი ქრისტე არს.

ხოლო სამი საწყაული რაჲ თქუა, სიმრავლე მოასწავა, რამეთუ მრავალგან ჩუეულებაჲ არს წერილისაჲ ამის რიცხჳსა სიმრავლისა ადგილსა თქუმად. ხოლო ესე ნუ გიკჳრს, რომელ სასუფეველისათჳს იტყოდა და სახედ მდოგჳ და ცომი მოიღო, რამეთუ კაცთა მიმართ უმეცართა და უგულისჴმოთა იყო სიტყუაჲ მისი, რომელნი ამათცა იგავთა ვერ გულის-ჴმა-ჰყოფდეს, და ჯერ-იყო მათდა მიმართ კაცობრივთა სახეთა შემოღებად. სადა არიან წარმართთა სიბრძნისმეტყუელებანი? ისწავედღა ძალი ქრისტესი ჭეშმარიტებისაგან საქმეთაჲსა და თაყუანის-ეცინ მას, რამეთუ რაჲ-იგი თქუა, ყოველივე აღასრულა, და მან მისცა ცომსა მას ქადაგებისასა ძალი აღფუვნებად ყოვლისავე შესუარულისა.

სწავლაჲ მვ ვითარმედ სათნოებაჲ უაღრეს არს სასწაულთა, რამეთუ უმეტესად მისგან განბრწყინდეს წმიდანი

ხოლო უკუეთუ ათორმეტთა კაცთა ყოველივე სოფელი თჳსისა მიმართ წესიერებისა და ღმრთისმსახურებისა შეცვალეს, გულისჴმა-ვყოთ, თუ რავდენ არს ჩუენი ესე უკეთურებაჲ, რომელ ესოდენნი ესე ნეშტთა მათ ურწმუნოთა ვერ მოვაქცევთ. უკუეთუმცა იყო ჩუენ თანა შიში და სიყუარული ღმრთისაჲ, ბევრეულთამცა სოფელთა კმა ვეყვენით, რაჲთა ვითარცა ცომმან აღაფუვნის აღსუარული იგი, ეგრეთმცა აღვაფუვნენით იგინი ღმრთისმსახურებად, ვითარცა ქმნეს მოწაფეთა მათ უფლისათა. სთქუათ სადმე, ვითარმედ: იგინი მოციქულნი იყვნეს. და რაჲ არს ესე? არა თუ ზეცით მოსრულ იყვნეს, არამედ იგინიცა კაცნი იყვნეს ჴორციელნი და არა ანგელოზთა ბუნებისანი. მათ შეიყუარეს ქრისტე და ყოველივე წარემართ ექმნა. ჩუენ უკუე რაჲ გუაქუს დამაყენებელი შეყუარებად მისა? გარნა ბოროტნი ესე და უკეთურნი ნებანი ჩუენნი. მათ მადლი იგი სასწაულთაჲ აქუნდაო. ვიდრემდის საფარველად ჩუენისა ამის დაჴსნილობისა გუაქუს მათთა მათ სასწაულთა საქმე? არა თუ სასწაულ-თა ყვნეს იგინი საკჳრველ, არამედ სათნოებამან. ხოლო თჳნიერ სათნოებისა მრავალთა სასწაულნი ქმნნეს და წარწყმდეს. და რომლისა საქმისაგან დიდ იქმნესო მოციქულნი? უკუეთუ ამას იკითხავთ, მე გითხრა: პირველად უარ-ყვეს ყოველი სოფელი და მოიძულნეს საფასენი და შეუდგეს ქრისტესა; მოიძაგეს დიდებაჲ ამის სოფლისაჲ; ყოველივე საქმე სოფლისაჲ უგულებელს-ყვეს და შეიყუარეს ქრისტე ყოვლითა გულითა მა-თითა და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გონებითა. ამათ საქმეთა მიერ განბრწყინდეს იგინი. ხოლო უკუეთუმცა ესე სათნოებანი არა აქუნდეს, არამედ იყვნესმცა მონა ვნებათა, დაღაცათუმცა ბევრეულნი მკუდარნი აღადგინნეს, არა თუმცა ხოლო უსარგებლო იყო საქმე იგი, არამედ მაც-თურადცამცა შეირაცხნეს.

ესრეთ უკუე სათნოებით მოქალაქობაჲ არს ბრწყინვალე და იგი მოიყვანებს მადლსა ღმრთისასა კაცსა ზედა. გულისჴმა-ყავთ, რამეთუ იოვანე, რომელი-იგი უმეტეს იყო შორის ნაშობთა დედათაჲსა, „სასწაული არცა ერთი ქმნა“,1 ვითარცა წერილ არს მისთჳს, არამედ საკჳრველ იყო ყოველთა მათ შორის ერთა; ელია ვინაჲ საკჳრველ იქმნა? არა კადნიერად მხილებითაა მეფისაჲთა და შურითა საღმრთოჲთა და უპოარებითა და მთათა შინა და ქუაბთა მკჳდრობითა, შემოსილი ხალენითა? და ამის ყოვლისა შემდგომად ქმნნა სასწაულნი; კუალად, იობისი რომელი სასწაული იხილა ეშმაკმან და განკჳრდა? სასწაული არცა ერთი, არამედ მოქალაქობაჲ საღმრთოჲ და მოთმინებაჲ ფრიადი; დავით რომელი სასწაული ქმნა სიჭაბუკესა თჳსსა, ოდეს თქუა უფალმან: „ვპოე დავით, ძე იესესი, კაცი გულითადი ჩემი?“2 აბრაჰამ და ისაკ და იაკობ რომელნი მკუდარნი აღადგინნეს, რომელი კეთროანი განწმიდეს? არა უწყითა, რამეთუ სასწაულნი, უკუეთუ არა ფრთხილ იყოს მოქმედი მათი, დიდად ავნებენ, ვი-თარცა მრავალთა შეემთხჳა კორინთეს შინა და ჰრომეს? ამისთჳს სიმონ განვარდა, ამისთჳს, რომელმან-იგი ჰრქუა უფალსა: „მიგდევდე შენ“,3 არა შეწყნარებულ იქმნა, რამეთუ ცუდადმზუაობრობისათჳს და საჴმართმოყუარებისა ეძიებდეს იგინი სასწაულთა. ამისთჳს, უფალი მოწაფეთა რაჲ ასწავლიდა, არა ჰრქუა, თუ: ყვენით სასწაულნი, რაჲთა იხილონ კაცთა, არამედ: „ეგრეთ ბრწყინევდინო ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ კეთილნი საქმენი თქუენნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცა-თასა“.4 და პეტრეს არა ჰრქუა: უკუეთუ გიყუარ მე, იქმოდე სასწაულთა,

1 იოან. 10,41. 2 საქმე 13,22; შდრ. 1 მეფ. 16, 1,12. 3 ლუკ. 9,57. 4 მათ. 5,16.

არამედ: „მწყსიდიო ცხოვართა ჩემთა“.1 და კუალად, რაჲსათჳს ყოვლადვე უფროჲს სხუათასა მას პატივ-სცემს და იაკობს და იოვანეს? სასწაულ-თათჳს-მე ესრეთ იქმოდაა? არამედ სხუანიცა მსგავსად მათავე იქმოდეს სასწაულთა, რამეთუ ყოველთა ზოგად მოსცა ჴელმწიფებაჲ. ვინაჲ უკუე აქუნდა სამთა მათ უმეტესობაჲ? საზომისაგან სათნოებისა სულიერისა. რამეთუ მხედველმან მან დაფარულთამან იცოდა, ვითარმედ მათი საზომი სათნოებისაჲ უმეტეს იყო.

ჰხედავა, რამეთუ ყოვლადვე სათნოებაჲ საჴმარ არს ჩუენდა, და იგი არს განმაბრწყინვებელი ცხორებისა ჩუენისაჲ, და მისგან არს მიზეზიცა სასწაულთაჲ? რამეთუ რომელსა საქმენი კეთილნი აქუნდეს, მოიღებს ღმრთისაგან ამასცა მადლსა; და რომელმან მოიღოს მადლი ესე, ამის-თჳს მოიღებს, რაჲთა სხუათა ცხორებაჲ განჰმართოს. და უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან ამისთჳს აჩუენა სასწაულთა საქმე, რაჲთა ჰრწმენეს კაცთა მოძღურებაჲ მისი და მოვიდენ კეთილისა საქმედ. ამისთჳსცა არა კმა-ყო სასწაულთა საქმე ხოლო, არამედ სასუფეველიცა აღუთქუა კაც-თა და გეჰენიისა შიში წინაუყო და საკჳრველნი იგი სწავლანი წარმოთქუნა; და ყოველივე ამისთჳს ქმნა, რაჲთა იჴსნნეს მორწმუნენი მისნი ცოდვისაგან და ასწაოს სიმართლე და ყვნეს სწორ ანგელოზთა. ხოლო შენცა, კაცო, უკუეთუმცა ვინ გრქუა, თუ: რომელი უაღრეს გიჩნს: სახელითა ქრისტესითა აღდგინებაჲ მკუდართაჲ ანუ სახელისათჳს ქრისტესისა სიკუდილი, რომელიმცა გამოარჩიე ჭეშმარიტად? უკუეთუმცა უფალ გონებისა იყავ, სიკუდილი ქრისტესთჳს უაღრესადმცა და უმაღლესად სთქუ. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ უაღრეს არს სათნოებაჲ სასწაულთასა; რამე-თუ ესეცა სათნოება არს და სათნოება სრულ - ქრისტესთჳს სიკუდილი. კუალად უკუეთუ ვინ გკითხოს, თუ: რომელი უაღრეს არს, თივისა ოქროდ გარდაქცევაჲ ანუ ოქროჲსა, ვითარცა თივისა, შეურაცხ-ყოფაჲ? ჭეშმარიტად მეორე ესე უაღრეს არს და კაცთა უფროჲსად მოიზიდავს ღმრთისა. რამეთუ უკუეთუმცა იხილეს თივაჲ ოქროდ გარდაქცეული, გულმანცა უთქუა მიღებად ესევითარისა ძალისა, ვითარცა სიმონ ყო, და აღორძნდამცა ტრფიალებაჲ ოქროჲსაჲ. ხოლო უკუეთუმცა იხილეს, ვითარმედ ოქროსა, ვითარცა თივასა, შეურაცხ-ვჰყოფთ, მრავალნიმცა განთავისუფლდეს ამის სენისაგან.

ჰხედავა, ვითარმედ სათნოებაჲ უფროჲსად სარგებელ არს? ხოლო სათნოებასა ვიტყჳ არა ამას, რაჲთა იმარხვიდე და ძაძაჲ შთაიცუა და მიწასა ზედა სწვე და სხუანი ვნებანი გეუფლებოდინ, არამედ შემოკრებული იგი ყოველთა კეთილთაგან ცხორებაჲ, იგი არს სათნოება. პირველად, რაჲთა უგულებელს-ჰყვნე საფასენი და საჴმარნი, ვითარცა ჯერ-არს უგულებელს-ყოფაჲ მათი; მერმე, რაჲთა იყო სახიერ, რაჲთა სცემდე გლახაკსა

1 იოან. 21,17.

პურსა შენსა, რაჲთა მძლე ექმნე გულისწყრომასა, რაჲთა განიოტო შენგან ზუაობაჲ, რაჲთა მოაკუდინო შური, რაჲთა იყო მშჳდ და მდაბალ, ვითარცა იტყჳს უფალი: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“.1 არა თქუა, თუ: ისწავეთ ჩემგან, რამეთუ ვიმარხე ორმეოც დღე და ყოვლადვე მარხვით აღვასრულებ დღეთა, თჳნიერ ოდეს სადა განგებულებით ჯერ-იყოს ჭამაჲცა, არამედ არარაჲ თქუა ესევითარი, გარნა ესე ხოლო: „მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“. და წარავლენდა რაჲ მოწაფეთა, მარხვისათჳს არაჲ ჰრქუა, რამეთუ წერილ არს: „წინადაგებული თქუენი ჭამეთ“.2 ხოლო უპოვარებისათჳს და საჴმართა შეურაცხებისა ფრიადი კრძალულებაჲ ამცნო: „ნუ მოიგებთო ოქროსა გინა ვეცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელ-თა, ნუცა ვაშკარანსა, ნუცა ორსა სამოსელსა“.3 ხოლო ამას რაჲ ვიტყჳ, არა თუ მარხვასა ვსძაგებ. ნუ იყოფინ! არამედ ფრიადცა ვაქებ მას და მიყუარს და უწყი მისგან ფრიადი სარგებელი. გარნა ამას გეტყჳ ფრიად: უკუეთუ სხუანი მცნებანი შეურაცხ-ჰყვნეთ, ნუ ჰგონებთ, თუმცა ესე ხოლო კმა იყო ცხორებად თქუენდა. რამეთუ არა უზეშთაესი საზომი უპყრიეს სათნოება-თაჲ მარხვასა, არამედ უდარესი. ხოლო მაღალი იგი საზომი უპყრიეს სიყუარულსა, სიმდაბლესა, სიმშჳდესა, სახიერებასა და მოწყალებასა. ესენი ქალწულებასაცა წარჰჴდეს ფრიად.

აწ უკუე გნებავს თუ სწორ მოციქულთა ყოფად, ძმაო, არარაჲ არს დამაყენებელ. ესე სათნოებანი მოიგენ და არარაჲთა უდარეს იყო მათსა და ნურარას ყოვლადვე ეძიებ სასწაულთა. რამეთუ შეწუხნების ეშმაკი, უკუეთუ ვინ განიოტოს იგი გუამისაგან კაცისა, არამედ ფრიად უმეტესად შეწუხნების, ოდეს იხილოს სული განთავისუფლებული ცოდვისაგან, რამეთუ დიდი იგი ძალი მისი ცოდვასა შინა არს. ამისთჳს განჴორციელდა ქრისტე და ამისთჳს თავს-იდვა სიკუდილი, რაჲთა მძლავრებაჲ ცოდვისაჲ დაჰჴსნას. რამეთუ ამან შემოიღო სიკუდილი სოფლად და ყოველივე ბუნებაჲ კაცთაჲ დასაჯა, ვიდრემდის მოვიდა უფალი და ძალი მისი შემუსრა. და შენცა, უკუეთუ მას მძლე ექმნა, შეგიჭრიან ძარღუნი ეშმაკისანი, შეგიმუსრავს თავი მისი, დაგიჴსნიეს ძალი მისი, მძლექმნილ ხარ მჴედრობისა მისისა და გიქმნიეს ყოველთა უმეტესი სასწაული. არა ჩემი არს სიტყუაჲ ესე, არამედ ნეტარისა პავლესი, რამეთუ მან ოდეს-იგი თქუა, თუ: „გშურდინ მადლი იგი უმეტესი, და მერმე უმეტესი გზაჲ გიჩუენო თქუენ“,4 არა სასწაულთა უწესა უმეტესად გზად, არამედ სიყუარულსა - ძირსა მას ყოველთა კეთილთასა. უკუეთუ იგი მოვიგოთ და ნაშობნი იგი მისნი მრავალნი სათნოებანი, არად საჴმარ იყვნენ ჩუენდა სასწაულნი, ვითარცა, უკუეთუ იგი არა მოვიგოთ, არარაჲ სარგებელ გუეყვნენ ჩუენ სასწაულნი. რამეთუ უკუეთუ გუსურის ბაძვაჲ მოციქულთაჲ, იგი საქმენი შევიკრძალნეთ, რომლითა იგინი დიდ იქმნეს. ვინაჲ უკუე იქმნეს დიდ?

1 მათ. 11,29. 2 ლუკ. 10,8. 3 მათ. 10,9. 4 1 კორ. 12,31.

ისმინე, რასა იტყჳს პეტრე: „უფალო, აჰა ესერა ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენდა?“1 ისმინე ქრისტესიცა, რაჲ მიუგო: „ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ თქუენ, რომელნი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას მოსლვასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა დიდებისა თჳსისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა. და ყოველმან, რომელმან დაუტეოს სახლი, გინა ძმანი, გინა დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მიიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს“.2 აწ უკუე ჩუენცა, ძმანო, ყოველივე სოფელი და საქმენი მისნი მოვიძულნეთ და ქრისტე შევიყუაროთ და მცნებანი მისნი შევიტკბნეთ, რაჲთა მოციქულთაცა სწორ ვიქმნეთ ბრძანებისაებრ მისისა და საუკუნოჲ ცხორებაჲ დავიმკჳდროთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 მათ. 19,27. 2 მათ. 19,28-29.