მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 9:62

61. And another also said, Lord, I will follow thee; but let me first go bid them farewell, which are at home at my house.62. And Jesus said unto him, No man, having put his hand to the plough, and looking back, is fit for the kingdom of God.
Luke თავი 9
62. And Jesus said unto him, No man, having put his hand to the plough, and looking back, is fit for the kingdom of God.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეცხრე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 9; მ. 1-6]

1. და მოუწოდა იესუ ათორმეტთა მათ მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ძალი და ჴელმწიფებაჲ ყოველთა ზედა ეშმაკთა და სენთა განკურნებაჲ. 2. და წარავლინნა იგინი ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა და განკურნებად უძლურთა. 3. და ჰრქუა მათ: ნურარაჲ გაქუნ გზასა ზედა, ნუცა კუერთხი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა ვეცხლი, ნუცა ორი სამოსელი გაქუნ. 4. და რომელსა სახლსა შეხჳდეთ, მუნ დაადგერით და მიერ გამოვედით. 5. და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ ქალაქით, მტუერი ფერჴთა თქუენთაგან განიყარეთ საწამებელად მათა. 6. და გამო-რაჲ-ვიდეს, მიმოვიდოდეს დაბნებსა მას და ახარებდეს და განჰკურნებდეს სნეულთა ყოველთა ადგილთა.

აქედანაც ჩანს აღმატებულობა იესოს ღმრთაებრიობისა, ვინაიდან იგი არა მხოლოდ თვითონ იქმოდა სასწუალებს, არამედ იმავე ძალას აძლევდა მოწაფეებსაც. ხოლო გადასცეს თავის მეგობრებს ასეთი ნიჭები, ეჭვგარეშეა, რომ შეუძლია არა ადამიანს, არამედ მხოლოდ ღმერთს. მიანიჭა რა ხელმწიფება არაწმიდა სულებზე, უფალმა არ შეზღუდა ისინი მხოლოდ ამ ძალაუფლების გამოყენებით, არამედ უბრძანა მათ სახარებაც ექადაგათ. მას, ვისაც ჩაბარებული აქვს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კზ ვითარმედ ცოდვასა შინა მყოფნი არარაჲთა განყოფილ არიან მკუდართაგან:

...ვე-შორებით საქმეთა მათ ქრისტესთა და შევექცევით ცუდთა და ამაოთა. რამეთუ ამისთჳს უფალმან ესრეთ უბრძანა მოწაფესა მას, რაჲთა ამით საქმითა გუასწაოს უფროჲს ყოვლისა საღმრთოთა საქმეთა პატივ-ცემად, ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „არავინ დასდვის ჴელი ერქუანსა და მართლუკუნ ხედავნ და წარემართის სასუფეველსა ცა-თასა“. რამეთუ ამათ ყოველთა სწავლათა და იგავთა მიერ გუესწავების, რაჲთა არა წარვწყმიდოთ ჟამთაგან ცხორებისა ჩუენისათა ცუდსა და ამაოსა საქმესა შინა არცა თუ ერთი ჟამი, დაღაცათუ მრავალნი საქმენი გუაიძულებდენ, არამედ უფროჲს ყოვლისა საღმრთონი საქმენი იყვნენ ჩუენდა პატიოსან და საძიებელ; და გულისჴმა-ვყოთ, თუ რაჲ არს ცხორებაჲ, ანუ რაჲ არს სიკუდილი. რამეთუ მრავალნი ჰგონებენ, თუ ცხოელ არიან, და იგინი არარაჲთა განყოფილ არიან მკუდართაგან, რაჟამს ცოდვასა შინა იყოს ცხორებაჲ მათი, და უფროჲსღა უარეს მკუდართასა არს მათი იგი ცხორებაჲ. რამეთუ „რომელი-იგი მომკუდარ არს, განმარ-თლებულ არს ცოდვისაგან“, ვითარცა წერილ არს. ესე იგია, დაცხრომილ არს ცოდვათაგან და არღარა აღასრულებს საქმესა მათსა, რამეთუ მკუდარ არს. ხოლო რომელი-იგი ცოცხალ არს ცოდვასა შინა, მონაჲ არს ცოდვისაჲ, რამეთუ აღასრულებს მას დღითი-დღე. და ნუ იტყჳ, თ...

სრულად ნახვა